სოფიკო ჭიაურელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Sinhoni-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
.
ხაზი 24: ხაზი 24:
| ოქროს გლობუსის ჯილდოები =
| ოქროს გლობუსის ჯილდოები =
| ტონის ჯილდოები =
| ტონის ჯილდოები =
|ძმ(ა)(ები)=ოთარ ჭიაურელი
}}
რამაზ ჭიაურელი}}
'''სოფიკო ჭიაურელი''' (დ. [[21 მაისი]], [[1937]] — გ. [[2 მარტი]], [[2008]], [[თბილისი]]) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, [[საქართველოს სსრ]]-ის სახალხო არტისტი (1976), [[სომხეთის სსრ]]-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.
'''სოფიკო ჭიაურელი''' (დ. [[21 მაისი]], [[1937]] — გ. [[2 მარტი]], [[2008]], [[თბილისი]]) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, [[საქართველოს სსრ]]-ის სახალხო არტისტი (1976), [[სომხეთის სსრ]]-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.



13:56, 13 აპრილი 2019-ის ვერსია

სოფიკო ჭიაურელი
დაბადების სახელი სოფიო მიხეილის ასული ჭიაურელი
დაბადების თარიღი 21 მაისი 1937
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი 2008
თბილისი, საქართველო
აქტიური 1956—2008
მეუღლე(ები) გიორგი შენგელაია
კოტე მახარაძე
მშობლები მამა: მიხეილ ჭიაურელი
დედა: ვერიკო ანჯაფარიძე

სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.

ბიოგრაფია

სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

სპექტაკლები

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  • ნოდარ დუმბაძე "მე ვხედავ მზეს" ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • ანა აღლაძე "მღელვარე დღეები" კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე ნიკოლას პერიალისი "ბაფთიანი გოგონა" გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
  • უილიამ შექსპირი "რომეო და ჯულიეტა" ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
  • ჟან ანუი - "ჟანა დარკი" ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
  • სოფოკლე "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ნიკოლოზ გოგოლი "ქორწინება" აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ალექსანდრე ოსტროვსკი "ტალანტები და თაყვანისმცემლები" ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ვინა დელმარი "იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?" როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
  • კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
  • ფრიდრიხ დიურენმატი "მილიარდერის ვიზიტი" კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ივან ბუკოვჩანი "მამლის ყივილამდე" მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
  • კიტა ბუაჩიძე "ეზოში ავი ძაღლია" სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
  • პოლ ზინდელი "გვირილა" ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
  • ედუარდო დე ფილიპო "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი" ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
  • ჰენრიკ იბსენი "მოჩვენებანი" რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • მერაბ ელიოზიშვილი "ბერიკონი" იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
  • ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა" ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ტენესი უილიამსი "იგუანას ღამე" მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ფრიდრიხ შილერი "ვერაგობა და სიყვარული" ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • ჯაბა იოსელიანი "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი" დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
  • ე.დე ფილიპო "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი" ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
  • რ. კლდიაშვილი "საპოვნელა" მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
  • რ. კლდიაშვილი "იადონას თეატრი" იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე

რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  • უილიამ შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ე. ლაბიში "ჩალის ქუდი"ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
  • მაქსიმ გორკი "მდაბიონი" ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
  • ბერტოლდ ბრეხტი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
  • ჟან ანუი "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი

ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:

  • მ. სანტანელი "დედა დედოფალი" რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
  • რეზო კლდიაშვილი "მარტოობის ბინადარი" ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი "პლანეტების დაბადება" მასხარა
  • გაბრიელ გარსია მარკესი "სიყვარულის სულთათანა" გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე

კინოროლები:

სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში
სოფიკო ჭიაურელი

ხელოვანთა კადრებიდან 2005. რეჟ. შოთიკო კალანდაძე

პრემიები და წოდებები:

  • 1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
  • 1980 სახელმწიფო პრემია
  • 1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
  • 1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
  • 1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
  • 2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
  • 2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: