ქეთევან არახამია-გრანტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ქეთევან არახამია—გრანტი''' (დ. 19 ივლისი, 1968, ოჩამჩირე, საქ...
(განსხვავება არ არის)

09:59, 11 აპრილი 2019-ის ვერსია

ქეთევან არახამია—გრანტი (დ. 19 ივლისი, 1968, ოჩამჩირე, საქართველო) — ქართველი მოჭადრაკე. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი. მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლამდე გოგონათა შორის (1985). 1987 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი. საქართველოს სამგზის (1983, 1984, 1990), სსრკ (1990) და დიდი ბრიტანეთის (2003) ჩემპიონი, შოტლანდიის ჩემპიონი კაცთა შორის (2003). ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. 1996 წლიდან ცხოვრობს შოტლანდიაში – მისი მეუღლეა იქაური მოჭადრაკე ჯონათან გრანტი.

ძირითადი შედეგები

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1990 ქალთა XIV საჭადრაკო ოლიმპიადა ნოვი სადი, იუგოსლავია 2nd
1992 ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი დებრეცენი, უნგრეთი 2nd
1994 ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა მოსკოვი, რუსეთი 1st
1996 ქალთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა ერევანი, სომხეთი 1st
1997 ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი პულა, ხორვატია 1st
2001 ქალთა შორის ევროპის პირადი პირველობა ვარშავა, პოლონეთი 3rd
2005 ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი გიოტებორგი, შვედეთი 2nd

რესურსები ინტერნეტში