თბილისის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.168.227.251-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 30: ხაზი 30:
|ვიკისაწყობი = Category:Tbilisi sea
|ვიკისაწყობი = Category:Tbilisi sea
}}
}}
'''თბილისის წყალსაცავი''', '''„თბილისის ზღვა“''', '''სამგორის წყალსაცავი''' — წყალსაცავი [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანზე]], ქალაქ [[თბილისი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. [[ექსპლუტაცია|ექსპლუატაციაშია]] 1953 წლიდან. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ². წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.<ref name="ქსე">{{ქსე|4|617|აფხაზავა ი.|არა|}}</ref>
'''demetrossa თბილისის წყალსაცავი''', '''„თბილისის ზღვა“''', '''სამგორის წყალსაცავი''' — წყალსაცავი [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანზე]], ქალაქ [[თბილისი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. [[ექსპლუტაცია|ექსპლუატაციაშია]] 1953 წლიდან. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ². წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.<ref name="ქსე">{{ქსე|4|617|აფხაზავა ი.|არა|}}</ref>


წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან ([[იანვარი]]-[[თებერვალი]]) 21,6°C-მდე ([[აგვისტო]]), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით — კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.<ref name="ქსე" /> წლის სხვადასხვა დროს თბილისის წყალსაცავში წყლის [[ტემპერატურა]] საკმაოდ დიდი რყევით ხასიათდება. მართალია, ზამთარში წყალსაცავზე ყინულსაფარი არ ჩნდება, მაგრამ სანაპირო ანუ თავთხელი ზოლი მაინც იყინება.<ref name="travelingeorgia">[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Tbilisi-water-reservoir/ თბილისის წყალსაცავი // თბილისის ზღვის დახასიათება]</ref>
წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან ([[იანვარი]]-[[თებერვალი]]) 21,6°C-მდე ([[აგვისტო]]), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით — კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.<ref name="ქსე" /> წლის სხვადასხვა დროს თბილისის წყალსაცავში წყლის [[ტემპერატურა]] საკმაოდ დიდი რყევით ხასიათდება. მართალია, ზამთარში წყალსაცავზე ყინულსაფარი არ ჩნდება, მაგრამ სანაპირო ანუ თავთხელი ზოლი მაინც იყინება.<ref name="travelingeorgia">[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Tbilisi-water-reservoir/ თბილისის წყალსაცავი // თბილისის ზღვის დახასიათება]</ref>

16:56, 7 აპრილი 2019-ის ვერსია

თბილისის წყალსაცავი
თბილისის წყალსაცავის ფოტო ზემოდან
თბილისის წყალსაცავის ფოტო ზემოდან
კოორდინატები: 41°44′58″ ჩ. გ. 44°50′44″ ა. გ. / 41.74944° ჩ. გ. 44.84556° ა. გ. / 41.74944; 44.84556
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, თბილისი
სიმაღლე ზღვის დონიდან 630-650 
სიგრძე 8,75 კმ
სიგანე 1,85 კმ
ფართობი 11,6 კმ²
მოცულობა 308 კმ³
საშუალო სიღრმე 26,6 
მაქსიმალური სიღრმე 45 
თბილისის ზღვა — საქართველო
თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა — თბილისი
თბილისის ზღვა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

demetrossa თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ². წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.[1]

წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით — კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.[1] წლის სხვადასხვა დროს თბილისის წყალსაცავში წყლის ტემპერატურა საკმაოდ დიდი რყევით ხასიათდება. მართალია, ზამთარში წყალსაცავზე ყინულსაფარი არ ჩნდება, მაგრამ სანაპირო ანუ თავთხელი ზოლი მაინც იყინება.[2]

დამახასიათებელია გორაკ-ბორცვიანი რელიეფი. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.[2]

2007 წელს თიანეთის, მცხეთისა და საგარეჯოს სატყეო მეურნეობების, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტყის ფონდის მიწების ნაწილისა და საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ხარჯზე აღდგა და გაფართოვდა ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსებული თბილისის ეროვნული პარკი, რომელსაც დედაქალაქის ფილტვებს უწოდებენ. პარკის შექმნის მიზანი იყო აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში იშვიათი სახეობის მცენარეებისა და ამ ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ტყის ეკოსისტემების დაცვა, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში რეკრეაციული, ეკოტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა. თბილისის დაცული ტერიტორიების სიაში შედიოდა 1956 წელს თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული დენდროლოგიური პარკიც, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს. პარკი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა. 2006 წლიდან თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და დენდროლოგიური პარკის ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადავიდა.[2]

თბილისის ზღვა საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტია; აშენდა იახტკლუბი, მოქმედებს აკვაპარკი ჯინო პერედაისი, ღია და დახურული აუზებით, ატრაქციონებითა და ველნეს ცენტრით. თბილისის ზღვის ვარკეთილის მხარეს დგას 50-იან წლებში აღმართული ორი ობელისკი, რომელიც წყალსაცავის გახსნას უკავშირდება.[2]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 617.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 თბილისის წყალსაცავი // თბილისის ზღვის დახასიათება