შოთა ქველიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41: ხაზი 41:
{{Nplg ბიოგრაფია|00009249|შოთა ქველიაშვილი}}
{{Nplg ბიოგრაფია|00009249|შოთა ქველიაშვილი}}
{{Nplg სპორტსმენი|00003157|შოთა ქველიაშვილი}}
{{Nplg სპორტსმენი|00003157|შოთა ქველიაშვილი}}
* [http://sportstat.gov.ge/?pg=sportsman&sid=449 შოთა ქველიაშვილი] — ქართული სპორტის სტატისტიკა
* [http://sportstat.gov.ge/?pg=sportsman&sid=449 შოთა ქველიაშვილი — ქართული სპორტის სტატისტიკა]


{{DEFAULTSORT:ქველიაშვილი, შოთა}}
{{DEFAULTSORT:ქველიაშვილი, შოთა}}

08:27, 5 აპრილი 2019-ის ვერსია

შოთა ქველიაშვილი (დ. 1 იანვარი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 25 აპრილი, 2004) — ქართველი სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სსრკ და ევროპის მრავალგზის რეკორდსმენი, XVIII ოლიმპიური თამაშების (1964, ტოკიო) ვერცხლის პრიზიორი. გაიმარჯვა მრავალ საერთაშორისო შეჯიბრებაში, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. 1969–1973 წლებში მუშაობდა სპორტულ-ადმინისტრაციულ ორგანოებში. 1976–1986 წლებში იყო საქართველოს სპორტული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ტიტულები და ჯილდოები

ზაფხულის XVIII ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1964, ტოკიო; ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40, 300 მ – 1144 ქულა), ევროპის ჩემპიონი (1959, მილანი, მცირეკალიბრიანი შაშხანა — გუნდური; 1969, პლზენი, ნებისმიერი შაშხანა, წოლელა), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1969, პლზენი, ნებისმიერი შაშხანა, წოლელა — პირადი და გუნდური), სსრკ ჩემპიონი (1961, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა; 1964, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ; 1968, კიევი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1961, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ; 1963, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ; 1968, კიევი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ), სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, მცირეკალიბრიანი შაშხანა — 3 X 40 მ; 1963, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა; 1967, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1959, 1963; გუნდური), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1963, 1967), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (1958) სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1964), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1967), ღირსების ორდენის კავალერი (1997).

2006 წლიდან საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაცია შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ატარებს.

ძირითადი შედეგები

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1959 ევროპის ჩემპიონატი მილანი, იტალია 1st
1964 ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები ტოკიო, იაპონია 2nd
1969 ევროპის ჩემპიონატი პლზენი, ჩეხოსლოვაკია 1st
1969 ევროპის ჩემპიონატი პლზენი, ჩეხოსლოვაკია 1st

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 895, თბ., 2002;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 176, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში