რამაზ ფალიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რამაზ ფალიანი''' (დ. 31 აგვისტო, 1973, მესტია, საქართველო) — ქ...
(განსხვავება არ არის)

10:59, 3 აპრილი 2019-ის ვერსია

რამაზ ფალიანი (დ. 31 აგვისტო, 1973, მესტია, საქართველო) — ქართველი სპორტსმენი (კრივი). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1999), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996, 1998, 2000), "კეთილი ნების თამაშებში" გამარჯვებული (1994), XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და 2000, სიდნეი — ორივე შემთხვევაში მეხუთე ადგილზე გავიდა), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი (2000), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (1989). სხვადასხვა დროს გამოდიოდა რუსეთისა (1993-1996) და თურქეთის სახელით (1997-2001). არის სსრკ, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონი. 2002 წლიდან გადავიდა პროფესიულ კრივში, სადაც გამოდის საქართველოს სახელით. არის ABF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ძირითადი შედეგები

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
1992 ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები ბარსელონა, ესპანეთი -57 კგ 3rd
1993 მსოფლიო ჩემპიონატი ტამპერე ფინეთი -57 კგ 3rd

რესურსები ინტერნეტში