ინდური პანგოლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)

03:02, 2 აპრილი 2019-ის ვერსია

ინდური პანგოლინი შრი-ლანკაში

ინდური პანგოლინი, სქელკუდა პანგოლინი (Manis crassicaudata) ინდოეთის სუბკონტინენტზე გავრცელებული პანგოლინი.[1][2] ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პანგოლინების ეს სახეობა არ არის დამახასიათებელი. სხვა პანგოლინების მსგავსად ინდურ პანგოლინს სხეული გრძელი, რკალური ქერცლით აქვს დაფარული, რომელსაც ჯავშნად იყენებს. ისეთი მტაცებლების წინააღმდეგ, როგორიცაა ვეფხვი, პანგოლინი საკუთარი თავის დასაცავად ბურთივით მრგვალდება. შეფერილობა მერყეობს იმ მიწის ფერის შესაბამისად, როგორიც პანგოლინის გარემომცველ ბუნებაშია.[3]

ინდური პანგოლინი ჭიანჭველებითა და ტერმიტებით იკვებება. პანგოლინის კლანჭები ისეთივე გრძელია, როგორც მისი წინა კიდურები. ისინი ღამის ძუძუმწოვრები არიან და დღის განმავლობაში ღრმა სოროებში ისვენებენ.

ინდური პანგოლინები საფრთხეში მყოფი სახეობების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რადგანაც მათზე ხორცისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის ნადირობენ, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ.

აღწერა

ინდური პანგოლინი გუჯარათში

ინდური პანგოლინი მორცხვი, ნელა მოძრავი, ღამის ძუძუმწოვარია.[4] ის დაახლოებით 94-122 სანტიმეტრის სიგრძისაა თავიდან კუდის ჩათვლით. კუდი 34-47 სმ აქვს და დაახლოებით 10-16 კილოგრამს იწონის. მდედრი პანგოლინები უფრო მომცროები არიან. ინდურ პანგოლინებს კონუსის ფორმის თავი აქვთ, პატარა, შავი თვალებითა და გრძელი დინგით. აქვთ ძლიერი კიდურები, რომლებიც ბასრი კლანჭებით ბოლოვდება.[4] ამ სახეობას კბილები არ აქვს, მაგრამ საჭმლის მოსანელებლად მუცლის კუნძთები აქვს განვითარებული.[4] პანგოლინის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი მასიური, ქერცლით დაფარული ჯავშანია, რომელიც სახის ზედა ნაწილსა და მთლიან სხეულს ფარავს, გარდა მუცლისა და ფეხების შიდა ნაწილისა. დამცავი ქერცლი ხისტია და კერატინისგან შედგება. ინდურ პანგოლინს 160-დან 200-მდე ქერცლი აქვს, რომელთა 40-46% კუდს ფარავს. ქერცლი 6.5-7 სმ სიგრძისაა, 8.5 სმ სიგანის და 7-10 გრამს იწონის. ამ სახეობის სრული მასის 1/4-1/3-ს კანი და ქერცლი იწონის.[5]

ჰაბიტატი

პანგოლინი აზიური ლომებისგან თავდაცვის დროს

ინდური პანგოლინები სხვადასხვა ტიპის ტყეებში ბინადრობენ, მათ შორის შრი ლანკის წვიმიან ტყეებსა და საშუალო სიმაღლის მთებში. ინდური პანგოლინების პოვნა შესაძლებელია საძოვრებსა და მეორეულ ტყეებშიც. ეს სახეობა კარგადაა შეგუებული უდაბნოს პირობებსაც და მიიჩნევა, რომ მშრალ სივრცეებშიც ადვილად იტანს თავს, მაგრამ უნაყოფო, მთიან რეგიონებს ანიჭებს უპირატესობას.[6] ინდური პანგოლინი გავრცელებულია ინდოეთის, პაკისტანისა და სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე.[6] პანგოლინის ეს სახეობა ზოგჯერ მაღალ სარტყლებშიც ბინადრობს: შრი-ლანკაში 1100 მეტრის სიმაღლეზეც შეუნიშნავთ და ინდოეთში, ნილგირის მთიანეთში 2300 მეტრის სიმაღლეზეც. სროოროების გამოსათხრელად ინდური პანგოლინი რბილ, ნახევრადქვიშიან პირობებს ამჯობინებს.[6]

პანგოლინის სორო ორ კატეგორიად იყოფა: შესანახ და საცხოვრებელ სოროებად. შესანახი სოროები უფრო მცირეა (ზომა ნადავლის სიუხვეზეა დამოკიდებული) და უფრო ხშირად გაზაფხულზე თხრიან. საცხოვრებელი სოროები უფრო ფართო, უფრო ღრმა და უფრო წრიული ფორმისაა. ეს სოროები სამარაგე სოროებთან შედარებით უფრო დიდი ხნითა დააკავებული, რადგანაც პანგოლინები მათ ძილისა და დღის განმავლობაში დასვენებისთვის იყენებენ. რამდენიმე თვის შემდეგ პანგოლინები შლიან სოროებს და საკვებთან ახლოს ახალ სოროებს თხრიან. პანგოლინები ხშირად ძველ სოროებსაც უბრუნდებიან.[4]

განსხვავებით აფრიკული თანასახეობისგან, ინდური პანგოლინი ხეზე არ დაცოცავს, მაგრამ ეს დამოკიდებულია მის ჰაბიტატში ხეების, მცენარეებისა და ბუჩქების არსებობაზე, რადგანაც სოროების ამოთხრა ყველაზე მარტივი მათ ირგვლივაა. ინდური პანგოლინების ჰაბიტატებში ჭიანჭველებისა და ტერმიტების სიუხვე შეიმჩნევა.[6]

სქოლიო

  1. Archived copy. ციტირების თარიღი: 2017-08-05
  2. Latafat, K.; Sadhu, A. (2016). „First Photographic Evidence of Indian Pangolin (Manis crassicaudata, E. Geoffroy, 1803) in Mukundara Hills Tiger Reserve (MHTR), Rajasthan, India“. Journal of the Bombay Natural History Society. 113 (21–22). doi:10.17087/jbnhs/2016/v113/119677.
  3. "Pangolins And Porcupines" by Jayantha Jayawardene, "Daily News", 21 August 2006. http://www.angelfire.com/planet/wildlifesl/articles/dn_pangolins_porcupines.htm (Retrieved on 4-6-2011).
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Mahmood, Jabeen; Hussain, Kayani (2013). „Plant Species Association, Burrow Characteristics and the Diet of the Indian Pangolin“. Pakistan Journal of Zoology. 45 (6): 1533–1539.
  5. Mahmood, Hussain; Irshad, Akrim; Nadeem (2012). „Illegal Mass Killing of Indian Pangolin“. Pakistan Journal of Zoology. 44 (5): 1457–1461.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Mahmood; Irshad; Hussain (2014). „Habitat preference and population estimates of Indian pangolin“. Russian Journal of Ecology. 45 (1): 70–75. doi:10.1134/s1067413614010081.