ბოლნისი (ღვინო): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44: ხაზი 44:

ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის მუნიციპალიტეტში]]. ბოლნისის მიკროზონა მოიცავს ქალაქ [[ბოლნისი|ბოლნისსა]] და სოფლებს: [[რატევანი]], [[ხატისსოფელი]], [[რაჭისუბანი]], [[სავანეთი]], [[ტალავერი]], [[ქვემო არქევანი]], [[სამტრედო]], [[ჭაპალა]], [[ზვარეთი]], [[ბოლნისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|სოფელი ბოლნისი]], [[ქვეში]], [[მუშევანი]], [[აკაურთა]], [[დისველი]], [[ქვემო ბოლნისი]], [[სამწევრისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|სამწევრისი]], [[ნახიდური]], [[ცურტავი]], [[ფარიზი]], [[თამარისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|დაბა თამარისი]], [[ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|ვანათი]], [[კიანეთი]], [[მამხუტი]].

==რესურსები ინტერნეტში==
* [http://georgianwine.gov.ge/Ge/Wine/22 ღვინის ეროვნული სააგენტო]

{{ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში}}

[[კატეგორია:ქართული ღვინო]]
[[კატეგორია:ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში]]

11:11, 18 მარტი 2019-ის ვერსია

ბოლნისიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ხარისხის მშრალი ღვინო. შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი.

„ბოლნისი“ თეთრი და ქარვისფერი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის, ჩინურის და გორული მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან. „ბოლნისი“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს და ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან. „ბოლნისი“ ვარდისფერი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშების გადამუშავებით, წითელი ყურძნის დურდოზე თეთრი ყურძნის ტკბილის დადუღებით ან თეთრი და წითელი ღვინოების შერევით.

„ბოლნისი“ თეთრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფერი – ღია ჩალისფერი;
  • გემო და არომატი – უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების ტონებით, დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით.
  • ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11 %-ზე ნაკლები;
  • დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 16 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს;
  • ტიტრული მჟავიანობა, ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, არ უნდა იყოს 4 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

„ბოლნისი“ წითელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფერი – მუქი წითელი;
  • არომატი და გემო – უზადო, გემოზე სავსე, ვაჟკაცური, ექსტრაქტული, ხავერდოვანი,
  • ჰარმონიული, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;
  • ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – არ უნდა იყოს 11 %-ზე ნაკლები;
  • დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 22 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს;
  • ტიტრული მჟავიანობა, ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, არ უნდა იყოს 4 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

„ბოლნისი“ ვარდისფერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფერი – ვარდისფერი;
  • არომატი და გემო – უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების ტონებით;
  • ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – არ უნდა იყოს 11 %-ზე ნაკლები;
  • დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 16 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს;
  • ტიტრული მჟავიანობა, ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, არ უნდა იყოს 4 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

„ბოლნისი“ ქარვისფერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფერი – მუქი ქარვისფერიდან ჩაისფრამდე;
  • გემო და არომატი – რთული, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით ხილის ტონებით, სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული, ხავერდოვანი კარგად განვითარებული ბუკეტით;
  • მისი ტიპიურობა, ძირითადად, განპირობებულია ზომიერი სიმწკლარტით;
  • ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12,0 %-ზე ნაკლები;
  • დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 22 გ/ლ;
  • შაქრიანობა – არაუმეტეს 4 გ/ლ;
  • ტიტრული მჟავიანობა, ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით – არანაკლებ 4 გ/ლ;
  • სხვა მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მიკროზონა მოიცავს ქალაქ ბოლნისსა და სოფლებს: რატევანი, ხატისსოფელი, რაჭისუბანი, სავანეთი, ტალავერი, ქვემო არქევანი, სამტრედო, ჭაპალა, ზვარეთი, სოფელი ბოლნისი, ქვეში, მუშევანი, აკაურთა, დისველი, ქვემო ბოლნისი, სამწევრისი, ნახიდური, ცურტავი, ფარიზი, დაბა თამარისი, ვანათი, კიანეთი, მამხუტი.

რესურსები ინტერნეტში