ქართული გვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მიდოდაშვილი
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
Reverted 1 edit by 46.19.86.25 (talk) to last revision by David1010. (SWMT)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 16: ხაზი 16:


== ისტორია ==
== ისტორია ==
ქართული გვარები პირველად მოიხსენიება [[VII საუკუნე|VII]]—[[VIII საუკუნე|VIII]] საუკუნეებში. ხშირ შემთხვევაში ისინი დაკავშირებული იყო ადგილებთან (მაგალითად: ფავნელი, [[სურამელი]], [[ორბელი]]), მამის სახელებთან ან პროფესიებთან, საზოგადო მდგომარეობასთან ან წოდებასთან, რომელსაც ტრადიციულად ჯიში ატარებდა (მაგალითად: [[ამილახვარი]], [[ამირეჯიბი]], ზუხბა, [[ერისთავი]], დეკანოზისშვილი). [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] დასაწყისიდან გვარები ხშირ შემთხვევაში ადგილის სახელწოდებას ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია პრაქტიკულად ვრცელდებოდა [[XVII საუკუნე|XVII]]—[[XVIII საუკუნე|XVIII]] მიდოდაშვილი
ქართული გვარები პირველად მოიხსენიება [[VII საუკუნე|VII]]—[[VIII საუკუნე|VIII]] საუკუნეებში. ხშირ შემთხვევაში ისინი დაკავშირებული იყო ადგილებთან (მაგალითად: ფავნელი, [[სურამელი]], [[ორბელი]]), მამის სახელებთან ან პროფესიებთან, საზოგადო მდგომარეობასთან ან წოდებასთან, რომელსაც ტრადიციულად ჯიში ატარებდა (მაგალითად: [[ამილახვარი]], [[ამირეჯიბი]], ზუხბა, [[ერისთავი]], დეკანოზისშვილი). [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] დასაწყისიდან გვარები ხშირ შემთხვევაში ადგილის სახელწოდებას ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია პრაქტიკულად ვრცელდებოდა [[XVII საუკუნე|XVII]]—[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში .

.


== გვარები ==
[[2012]] წლის საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დარეგისტრირებულ გვარებს შორის, მეტად გავრცელებული ქართული გვარებია:
[[2012]] წლის საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დარეგისტრირებულ გვარებს შორის, მეტად გავრცელებული ქართული გვარებია:
{| class="sortable wikitable"
{| class="sortable wikitable"

08:08, 18 მარტი 2019-ის ვერსია

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

გვარების ნაწილი იქმნება ნათლობის სახელებიდან: ნიკოლაძე, თამარიძე, გიორგაძე, დავითაშვილი, მათიაშვილი, ნინოშვილი და ა.შ. გხვდება სხვადასხვა წარმოშობის მუსლიმანური სახელებიდან წარმოქმნილი გვარები: ჯაფარიძე („ჯაფარი“, თუ ეს გვარი არ წარმოიქმნა პერსიდული dzapar-დან — „ფოსტალიონი“), ნარიმანიძე და ა.შ. გვარების უმრავლესობა კი (ძირითადად „-ძე“) წარმოქმნილია სხვა მეტად ცნობილი სიტყვებიდან: ვაჩნაძე, ქავთარაძე, ჩხეიძე, ენუქიძე, ორჯონიკიძე, ჭავჭავაძე, სვანიძე („სვანი“-სგან), ლომინაძე („ლომი“-დან), გაფრინდაშვილი, ხანანაშვილი, კალანდარიშვილი (პერს. kalantar — „პირველი ადამიანი ქალაქში“), ჯუღაშვილი („ჯუგ“ — „ჯოგი“ /ოსეთ.)[1] ამ ორი ძირითადი ტიპის გარდა (საგვარეულო სახელიდან წარმოშობილი), არსებობს სხვაც, ნაკლებად გავრცელებული, თუმცა ასევე გამოჩენილი გვარები, იმ ოჯახის ან ადგილის აღმნიშვნელი საიდანაცაა გვარის მატარებელი. ამ ტიპის გვარებიდან ერთ-ერთი არის „-ელი“-ზე დამთავრებული გვარები (იშვიათად „-ალი“-ზე): რუსთაველი, წერეთელი და ა.შ. რიგი ადგილები სრულდება: „-ეთი“, „-ათი“, „-ითი“-ზე: ძიმითი, ოსეთი, ხვარბეთი, ჩინათი.

დასავლეთ და ცენტრალურ საქართველოში გვარების უმრავლესობა სრულდება სუფიქსზე „-ძე“, რაც ზუსტად „ძეს“ (შვილს) ნიშნავს. ეს დაბოლოება ყველაზე გავრცელებულია, გვხვდება თითქმის ყველგან, ყველაზე იშვიათად აღმოსავლეთით. ძირითადად ასეთი გვარები გავრცელებულია იმერეთში, ორჯონიკიძის რაიონებში, თერჯოლაში -ძე-ზე დასრულებული გვარები მთელი მოსახლეობის 70%-ს შეიცავს, ასევე გურიაში, აჭარაში, ასევე გვხვდება ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში. მაგალითები: გონგაძე (იმერეთი), დუმბაძე (გურია), სილაგაძე (ლეჩხუმი), არჩუაძე (რაჭა). ამ დაბოლოების ფართო გავრცელების გამო წარმოშობის გამოცნობა ძნელია, ამ შემთხვევაში ყურადღება გვარის ფესვს უნდა მიექცეს.

აღმოსავლეთ საქართველოს გვარები (და ასევე ქართველი ებრაელების) ხშირ შემთხვვაში „-შვილი“-ზე მთავრდება, რას სიტყვასიტყვით შვილს, „ბავშვს“ აღნიშნავს (ფაქტობრივად, ეს ორივე დაბოლოება (-ძე და -შვილი) სინონიმებს წარმოადგენს). კახეთში გვარების უმრავლესობას ზუსტად ეს დაბოლოება -შვილი გააჩნიათ. ასევე ქართლშიც ჭარბობს ასეთი გვარები. იშვიათად გვხდება დასავლეთ საქართველოში.

საქართველოში, აღმოსავლეთ მთის პროვინციებში გვარები ხშირ შემთხვევაში სრულდება სუფიქსით „-ური“, ან „-ული“, თუ ფუძეში გვხვდება ასო „რ“ (მაგალითი: გიგაური, წიკლაური, გურული, ჩქარეული). ეს დაბოლოება ძირითადად აღმოსავლეთ მთიელებში გხვდება, ისეთებში როგორებიც არიან ხევსურები, ფშაველები, თუშები, მთიულები და ა.შ.

სვანებში, როგორც წესი გვარი სრულდება „-ანი“-ზე, თუმცა დღესდღეობით ეს დაბოლოება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. ძირითადად ლეჩხუმში, იშვიათად რაჭასა და იმერეთში. „-ანი“-ზე დაბოლოებული ადამიანის რიცხვი — 129204. მაგალითად: გაზდელიანი (სვანეთი), დადეშკელიანი (სვანეთი, სამეფო გვარი), მუშკუდიანი (ლეჩხუმი), ახვლედიანი (ლეჩხუმი), გელოვანი (ლეჩხუმი, სამეფო გვარი), იოსელიანი (იმერეთი), ჟორჟოლიანი (იმერეთი), ჩიქოვანი (სამეგრელო), დადიანი (სამეგრელოს — სამეფო გვარი, ისინი სამეგრელოს მფლობელნი იყვნენ). დადიანი ძველი წოდებაა, რომელიც შემდგომ გვარში გადავიდა.

მეგრელებში გვარი სრულდება — „-ია“, „-უა“ (მაგალიტად: ჩკადუა, თოდუა, გოგუა, გორიცავია, გამსახურდია, ბერია), ან „-ავა“-ზე (მაგალითად: ტყებუჩავა, იკუჯავა), ან „–აია“-ზე (მაგალითად: ცულაია, ქეცბაია).

ლაზებში — „-ში“-ზე. სულ დაახლოებით 7 ათასი ადამიანი. ძირითადად გვხდება აჭარასა და გურიაში. მაგალითად: ხალვაში (აჭარა), ტუღუში (აჭარა-გურია).

ისტორია

ქართული გვარები პირველად მოიხსენიება VII—VIII საუკუნეებში. ხშირ შემთხვევაში ისინი დაკავშირებული იყო ადგილებთან (მაგალითად: ფავნელი, სურამელი, ორბელი), მამის სახელებთან ან პროფესიებთან, საზოგადო მდგომარეობასთან ან წოდებასთან, რომელსაც ტრადიციულად ჯიში ატარებდა (მაგალითად: ამილახვარი, ამირეჯიბი, ზუხბა, ერისთავი, დეკანოზისშვილი). XIII საუკუნის დასაწყისიდან გვარები ხშირ შემთხვევაში ადგილის სახელწოდებას ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია პრაქტიკულად ვრცელდებოდა XVII—XVIII საუკუნეებში .

გვარები

2012 წლის საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დარეგისტრირებულ გვარებს შორის, მეტად გავრცელებული ქართული გვარებია:

# გვარი ადგილი რაოდენობა
1 ბერიძე აჭარა 21 033
2 კაპანაძე იმერეთი 14 449
3 გელაშვილი ქართლი 13 912
4 მაისურაძე ქართლი 12 586
5 გიორგაძე იმერეთი 10 827
6 ლომიძე ქართლი 9 980
7 წიკლაური ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი 9 977

სახელები

ქართულ სახელებს შორის ცოტა არაა ისეთები ცნობილი, ლამაზი სახელები, რომლებიც ამტკიცებენ ქართველების მეზობელ ხალხებთან ურთიერთობას ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე.

ქალის სახელები

9 მეტად გავრცელებული სახელები საქართველოში (2012 წლისათვის, მონაცემთა ბაზაში).[2]

# სახელი რაოდენობა
1 ნინო 246 879
2 მარიამ 100 982
3 თამარი 97 531
4 ნანა 69 653
5 ნათია 66 947
6 ანა 64 980
7 ლია 55 059
8 ქეთევან 50 272
9 მაია 45 952

მამაკაცის სახელები

11 მეტად გავრცელებული სახელები საქართველოში (2012 წლისათვის, მონაცემთა ბაზაში).

# სახელი რაოდენობა
1 გიორგი 193 828
2 დავით 90 713
3 ნიკოლოზი 59 784
4 ზურაბი 49 403
5 ალექსანდრე 45 488
6 ლევანი 40 488
7 თეიმურაზი 36 834
8 ირაკლი 35 150
9 მიხეილი 28 232
10 ლუკა 27 692
11 გოჩა 22 063

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Г. Колодаев, Ч. Багаев. «Кто ты, Сталин?», 1995, стр.5.
  2. В этом году самые популярные имена в Грузии Гиоргий и Нино