სოციალისტ-ფედერალისტები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რომლბიც → რომლებიც
ხაზი 16: ხაზი 16:
{{ქსე|9|495|სიდამონიძე უ.}}
{{ქსე|9|495|სიდამონიძე უ.}}



{{პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიები}}
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები]]
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები]]

19:29, 10 თებერვალი 2019-ის ვერსია

საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1904
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

სოციალისტ-ფედერალისტები, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტია1901 პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა გაზეთ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ გარშემო შემოკრებილ ქართველ ინტელიგენტთა ჯგუფი (ა. ჯორჯაძე, გ. ლასხიშვილი, გ. და ა. დეკანოზიშვილები, გ. რცხილაძე, ს. ფირცხალავა და სხვები) და დაიწყო მუშაობა პარტიის შესაქმნელად. აირჩიეს ხელმძღვანელი კომიტეტი. 1903 წელს პარიზში დაიწყეს გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა. სოციალისტ-ფედერალისტები საქართველოს ავტონომიას კონსტიტუციური პარლამენტარიზმის საფუძველზე ვარაუდობდნენ. 1904 წლის აპრილში გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ იმ ქართველ ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ, ჟენევაში მოიწვია კონფერენცია. სოციალისტ-ფედერალისტებმა მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და საქართველოს ავტონომიისა და ფედერალიზმის იდეა წამოაყენეს.

ლიტერატურა