კლარჯეთის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მNo edit summary |
მNo edit summary იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017 |
||
ხაზი 124: | ხაზი 124: | ||
== სქოლიო == |
== სქოლიო == |
||
{{სქოლიოს სია}} |
{{სქოლიოს სია}} |
||
{{საქართველოს სამეფოს საერისთავოები}} |
|||
[[კატეგორია:საქართველოს საერისთავოები]] |
[[კატეგორია:საქართველოს საერისთავოები]] |
22:49, 6 თებერვალი 2019-ის ვერსია
კლარჯეთის საერისთავო — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. ფარნავაზ I-ის ეპოქაში ქართლის ანუ იბერიის სამეფო 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,[1] მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა შავშეთსა და ამიერ-ტაოსაც მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა აზონის დამარცხება და არიან-ქართლის ინკორპორაცია მოახდინა.[2] „ქართლის ცხოვრება“ მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:
„ | (ფარნავაზმა) ...გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. | “ |
—[3] |
საერისთავოს უძველესი ცენტრი იყო ციხე თუხარისი, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს დაუარსებია.[4]
I საუკუნეში, კლარჯეთის საერისთავოს იმჟამინდელმა ერისთავმა, დაიმსახურა მეფე ადერკის წყრომა. მიზეზი ის იყო, რომ ერისთავი მის სამფლობელოში ჩასულ ანდრია პირველწოდებულს, შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეხვდა.[5]
III საუკუნის შუა ხანებში კლარჯეთის ერისთავი, „ქვემო ივერიის“ ანუ დასავლეთ საქართველოს სხვა ოთხ ერისთავთან ერთად, მეფე ამაზასპის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.[6]
V საუკუნეში, სავარაუდოდ 456[7] წელს, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიისაგან დაიბრუნა დაახ. 370 წელს წართმეული კლარჯეთი და მის გამგებლად თავისი ძუძუმტე, არტავაზი დანიშნა. სააღმშენებლო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, მეფემ ადმინისტრაციული ცვლილებაც მოახდინა და ერისთავის რეზიდენციად ახლადაშენებული არტანუჯი დაადგინა.
ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა ახიზის და ააშენა არტანუჯის ციხეები. მანვე ააშენა ოპიზის მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.[8]
კლარჯეთის საერისთავომ არსებობა იბერიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს არსებობის პერიოდშიც განაგრძო. სტეფანოზ I-დან აშოტამდე მას უშუალოდ ბაგრატიონები განაგებდნენ.[9] აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი ქართველთა სამეფოს მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით 1011 წელს ბაგრატ მესამემ დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.[10]
1191 წელს, ზაქარია ასპანისძის თამარ მეფის მიერ, შავშეთის, კლარჯეთისა (არტანუჯის) და ტაოს ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, ფანასკეთის (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე ფანასკეთში იყო.[11]
ქართლის, კლარჯეთ-ჯავახეთის და გარდაბნის მმართველები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სახელი | მმართველობის წლები | ტიტული | |||||||
გუარამ I კურაპალატი | 575 – 600 | ქართლის მეფე კურაპალატი. მამა სტეფანოზ I-ისა და დემეტრესი (აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის მცხეთას. [12]) | |||||||
სტეფანოზ I | 600 – 619 | ქართლის მთავარი | |||||||
გუარამ II კურაპალატი | 619 – 678 | მფლობელი კლარჯეთ (619 - 678)-ჯავახეთისა (627 – 693). ექვემდებარება არჩილ II-ს († 678). მამა ქალ-ვაჟისა. ქალი — ცოლი არჩილ II-ისა, ვაჟი — ვარაზ-ბაკურ. | |||||||
ვარაზ-ბაკურ | 678 – 705 | ანტიპატრიკი ანუ ანტიპატი-პატრიკი კეისრის მიერ. მეფე არჩილ უმკვიდრებს მას გარდაბანს, რომლის მცხოვრებნი მას მოჰყავს ქართველთ სარწმუნოებაზე († 705). | |||||||
ნერსე | 705 – 742 | ძენი მისნი ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე [13], ძე ვასაკ ბაგრატუნისა. იჭერს მამის სამფლობელოს. ექვემდებარება ბერძნებს († 742) [14]. | |||||||
ადარნასე ბაგრატიონი | 742 – 779 | ერისთავთ ერისთავი. განაგებს სამფლობელოს მამისას; ძმებს უმკვიდრებს ერისთაობას და ექვემდებარება ბერძნებს († 779). დაქორწინდა ნერსეს ქალიშვილზე, რომლისგან ეყოლა: აშოტი I, გურგენი და ლატავრი (ცოლი — ქართლის მთავრის, ჯუანშერისა.) | |||||||
780 – 826 წლებში კლარჯეთი არაბთა სახალიფომ დაიკავა. | |||||||||
ადარნასე I, აშოტ კურაპალატის უფროსი ძე | 826 – 867 | კლარჯეთის ხელმწიფე. მამა გურგენ I-სა, აშოტ II კეკელასი და სუმბატ I მამფალი არტანუჯელისა. | |||||||
გურგენ I, ადარნასე I-ის ძე | 867 – 891 | კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი 867 – 881 წლებში. კურაპალატი 881 წლიდან. ტაო-კლარჯეთის კურაპალატი 881 – 888 წლებში. შემდგომში, არტაანის და შავშეთის ერისმთავარი 888 – 891 წლებში. მამა ადარნასე II-ისა და აშოტ III კუხისა. † 891 | |||||||
ადარნასე II, გურგენ I-ის ძე | 891 – 896 | კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი. მამა დავით II ერისთავთ ერისთავისა და გურგენ IV დიდისა. | |||||||
დავით II ერისთავთ ერისთავი, ადარნასე II-ის ძე | 896 – 908 | კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი. † 908 უშვილოდ. | |||||||
აშოტ III კუხი არტაანელი ერისთავთ ერისთავი, გურგენ I-ის ძე | 908 – 918 | კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი. † 918 უშვილოდ. | |||||||
გურგენ IV დიდი. ადარნასეს II-ის († 896) ძე. | 918 – 14 თებერვალი, 941 | კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი და მაგისტროსი. კლარჯეთის, ჯავახეთის, აჭარისა და ნიგალის მფლობელი (ცოლი — ქალი აშოტ IV კისკასისა). მამა ერთადერთი ქალიშვილისა (ცოლი აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის ძის ბაგრატ II-ისა). † 941 წლის 14 თებერვალს. გურგენ IV დიდის სამფლობელოები კლარჯეთის სამთავროს დამაარსებლებმა, ტაოს ბაგრატიონთა II შტოს წარმომადგენლებმა დაიკავეს. |
არტანუჯის ერისთავები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სახელი | მმართველობის წლები | ტიტული | |||||||
აშოტ II კეკელა, ადარნასე I კლარჯის ძე | IX – 867 | არტანუჯის ერისთავი. მამა გურგენ II კურაპალატისა და სუმბატ II არტანუჯელი ანთიპატრიკისა. | |||||||
სუმბატ I მამფალი არტანუჯელი, ანთიპატოს-პატრიკი. ადარნასე I კლარჯის ძე | 867 – 889 | არტანუჯის ერისთავი. მამა დავით I მამფალისა და ბაგრატ I მამფალი არტანუჯელისა. | |||||||
ბაგრატ I მამფალი არტანუჯელი, მაგისტროსი, სუმბატის I მამფალის ძე | 889 – 20 აპრილი, 909 | არტანუჯის ერისთავი. მამა ადარნასე III კლარჯისა, მონაზვნობაში ბასილისა († 945), გურგენ III ერისთავისა († 923), აშოტ IV კისკასისა († 939 წლის ივნისში, უძეოდ) და დავით III ერისთავისა († 922). † 20 აპრილი, 909, აღვსების დღეს. | |||||||
დავით I მამფალი, სუმბატ I მამფალის უფროსი ძე | 889 – 20 თებერვალი, 943 | არტანუჯის ერისთავი. მამა სუმბატ III არტანუჯელი ერისთავთ ერისთავისა († 988). † 20 თებერვალი, 943, მონაზვნობაში. | |||||||
გურგენ III, ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე | 900 – 923 | არტანუჯის ერისთავი († 923). მამა გურგენ V-ისა († 968.) | |||||||
აშოტ IV კისკასი, ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე | 923 - 932 | არტანუჯის ერისთავი. მამა ერთადერთი ქალიშვილისა (ცოლი გურგენ IV დიდისა.) † ივნისი, 939 უძეოდ. | |||||||
სუმბატ III არტანუჯელი, ერისთავთ ერისთავი, დავითის I მამფალის ძე | 943 – 988 | არტანუჯის ერისთავი. მამა ბაგრატ II არტანუჯელისა († 988) და დავით IV-ისა († 993.) | |||||||
დავით IV, სუმბატ III ერისთავთ ერისთავის ძე | 988 – 993 | არტანუჯის ერისთავი | |||||||
სუმბატ IV კლარჯი, არტანუჯელი. ბაგრატ II არტანუჯელის ძე, დავითის ძმისწული | 993 – 1011 | არტანუჯის ერისთავი. მამა ბაგრატ IV-სა. † 1011 წელს, თმოგვის ციხეში. | |||||||
ბაგრატ IV, სუმბატ IV კლარჯის ძე | 1011 | არტანუჯის ერისთავი. (კონსტანტინეპოლს წავიდა). | |||||||
გურგენ VI კლარჯი, ბაგრატ II არტანუჯელის ძე | 1011 – 1012 | არტანუჯის ერისთავი. მამა დემეტრესი (კონსტანტინეპოლს წავიდა). † 1012 წელს, თმოგვის ციხეში. | |||||||
ბაგრატ III, გურგენ II-ის ძე | 1011 – 1014 | გაერთიანებული საქართველოს მეფე |
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
- ↑ ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, თავი მესამე
- ↑ დ. მუსხელიშვილი, სტ „თუხარისი“, ქსე, ტ.5, გვ. 30
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
- ↑ ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
- ↑ მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. ISBN 99940-11-30-8
- ↑ ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117
- ↑ ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ.10, გვ. 217
- ↑ სუმბატ-დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ
- ↑ სუმბატ-დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს ისტორია"