ამებები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.31.194-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
'''ameba \'''
| სახელი = ამებები
| სურათის ფაილი = Arcella sp.jpg
| სურათის წარწერა = ''Arcella'' sp.
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =
| ქვეტიპი =
| კლასი = [[სარკოდინები]]
| რიგი =
| ქვერიგი =
| ოჯახი =
| ქვეოჯახი=
| გვარი =
| სახეობა =
| ლათ = Amoebina
| ვიკისახეობები =
| itis =
| არეალის რუკა =
| არეალის ლეგენდა =
}}


), უმარტივესი ცხოველების რიგი [[სარკოდინები|სარკოდინების]] კლასისა.
'''ამებები''' (Amoebina), უმარტივესი ცხოველების რიგი [[სარკოდინები|სარკოდინების]] კლასისა.


ამებების სხეული უჩონჩხოა. მათი დიამეტრია 50 მკმ (მიკრომეტრი), თუმცა არიან 2-3 მმ-მდე დიამეტრის მქონე სახეობებიც. სხეული შედგება [[ციტოპლაზმა|ციტოპლაზმისა]] და ერთი ან რამდენიმე ბირთვისაგან. ციტოპლაზმა ორ შრედ იყოფა: გარეთა — ჰომოგენური, ღია ფერის [[ექტოპლაზმა]] და შიგნითა — მუქი და მარცვლიანი [[ენდოპლაზმა]], რომელშიც ბირთვი და ვაკუოლებია. კუმშვადი [[ვაკუოლი]] წყლისა და მარილების ცვლას აწესრიგებს.
ამებების სხეული უჩონჩხოა. მათი დიამეტრია 50 მკმ (მიკრომეტრი), თუმცა არიან 2-3 მმ-მდე დიამეტრის მქონე სახეობებიც. სხეული შედგება [[ციტოპლაზმა|ციტოპლაზმისა]] და ერთი ან რამდენიმე ბირთვისაგან. ციტოპლაზმა ორ შრედ იყოფა: გარეთა — ჰომოგენური, ღია ფერის [[ექტოპლაზმა]] და შიგნითა — მუქი და მარცვლიანი [[ენდოპლაზმა]], რომელშიც ბირთვი და ვაკუოლებია. კუმშვადი [[ვაკუოლი]] წყლისა და მარილების ცვლას აწესრიგებს.

17:19, 6 თებერვალი 2019-ის ვერსია

ამებები
Arcella sp.
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  სარკოდინები
ლათინური სახელი
Amoebina

ამებები (Amoebina), უმარტივესი ცხოველების რიგი სარკოდინების კლასისა.

ამებების სხეული უჩონჩხოა. მათი დიამეტრია 50 მკმ (მიკრომეტრი), თუმცა არიან 2-3 მმ-მდე დიამეტრის მქონე სახეობებიც. სხეული შედგება ციტოპლაზმისა და ერთი ან რამდენიმე ბირთვისაგან. ციტოპლაზმა ორ შრედ იყოფა: გარეთა — ჰომოგენური, ღია ფერის ექტოპლაზმა და შიგნითა — მუქი და მარცვლიანი ენდოპლაზმა, რომელშიც ბირთვი და ვაკუოლებია. კუმშვადი ვაკუოლი წყლისა და მარილების ცვლას აწესრიგებს.

საჭმლის მომნელებელ ვაკუოლში მოხვედრილი საკვები სათანადო ფერმენტების მოქმედებით გადამუშავება. ამებები მოძრაობენ ციტაპლაზმური გამონაზარდებით — ცრუფეხებით (ფსევდოპოდიები), რომლებითაც საკვებსაც იტაცებენ. არახელსაყრელ პირობებში (წყალსატევის ამოშრობის ან საკვების ნაკლებობისა და სხვა დროს) ამებები მრგვალდებიან, იკეთებენ გარსს და ცისტად გადაიქცევიან. ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას ცისტის გარსი იშლება და ამებები აქტიურად იწყებენ ცხოვრებას.

ჩვეულებრივ, ამებები უსქესოდ (გაყოფით) მრავლდებიან: ჯერ იყოფა ბირთვი, შემდეგ ციტოპლაზმა. სქესობრივად მრავლდებიან მხოლოდ Amoeba diploidea. ამებების საკვებია ბაქტერიები, მცირე ზომის წყალმცენარეები და უმარტივესნი, ზოგჯერ კი ორგანული ნივთიერებათა ნარჩენები; პათოგენური ენტამება ერითროციტებით იკვებება. ამებები უმეტესად მტკნარწყლიან წყალსატევებში გვხვდება, ზოგი ზღვაში, ნოტიო ნიადაგში ან შლამში ცხოვრობს. მრავალი სახეობა პარაზიტია. ბინადრობს ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში, მ. შ. ყველაზე საშიშია დიზენტერიის ამება (Entamoeba histolitica), რომელიც ამებურ დიზენტერიას იწვევს.

ლიტერატურა