რობერტ შუმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[1810]] წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]] ქალაქ [[ცვიკაუ|ცვიკაუში]], წიგნის გამომცემლის ოჯახში, მამა — [[ავგუსტ შუმანი]] ყველანაირად ხელს უწყობდა რობერტის მუსიკალურ განვითარებას. 7 წლის ასაკში იგი უკვე წერდა პატარა ნაწარმოებებს და თავისუფლად უკრავდა ფორტეპიანოზე. გარდა მუსიკისა მას იტაცებდა [[ლიტერატურა]], კერძოდ [[ბერძნული მითიოლოგია|ბერძნული მითები]], მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მუსიკა აირჩია. დაიწყო მეცადინეობა [[ფრიდრიხ ვიკი|ფრიდრიხ ვიკთან]], მაგრამ ხელზე დაზიანება მიიღო და ვეღარ შეძლო დაკვრა. [[1832]] წელს იგი მთლიანად კომპოზიციაზე გადაერთო. [[1839]] წელს [[ლაიფციგი|ლაიფციგში]] ჯვარი დაიწერა [[კლარა ვიკი|კლარა ვიკზე]], რომელიც [[პიანისტი]] იყო და ქმრის ნაწარმოებებს უკრავდა. ისინი მართავდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში. მოგზაურობიდან დაბრუნებული შუმაინი [[ლაიფციგი|ლაიფციგიდან]] [[დრეზდენი|დრეზდენში]] დასახლდა, თუმცა უეცრად სენი შეეყარა, მისი გადარჩენა შეუძლებელა აღმოჩნდა და გარდაიცვალა [[1856]] წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] ქალაქ [[ბონი|ბონში]].
დაიბადა [[1810]] წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]] ქალაქ [[ცვიკაუ|ცვიკაუში]], წიგნის გამომცემლის ოჯახში, მამა — [[ავგუსტ შუმანი]] ყველანაირად ხელს უწყობდა რობერტის მუსიკალურ განვითარებას. 7 წლის ასაკში იგი უკვე წერდა პატარა ნაწარმოებებს და თავისუფლად უკრავდა ფორტეპიანოზე. გარდა მუსიკისა მას იტაცებდა [[ლიტერატურა]], კერძოდ [[ბერძნული მითიოლოგია|ბერძნული მითები]], მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მუსიკა აირჩია. დაიწყო მეცადინეობა [[ფრიდრიხ ვიკი|ფრიდრიხ ვიკთან]], მაგრამ ხელზე დაზიანება მიიღო და ვეღარ შეძლო დაკვრა. [[1832]] წელს იგი მთლიანად კომპოზიციაზე გადაერთო. [[1839]] წელს [[ლაიფციგი|ლაიფციგში]] ჯვარი დაიწერა [[კლარა ვიკი|კლარა ვიკზე]], რომელიც [[პიანისტი]] იყო და ქმრის ნაწარმოებებს უკრავდა. ისინი მართავდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში. მოგზაურობიდან დაბრუნებული შუმანი [[ლაიფციგი|ლაიფციგიდან]] [[დრეზდენი|დრეზდენში]] გადასახლდა, თუმცა უეცრად სენი შეეყარა, მისი გადარჩენა შეუძლებელა აღმოჩნდა და გარდაიცვალა [[1856]] წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] ქალაქ [[ბონი|ბონში]].


== ნაწარმოებების მოკლე სია ==
== ნაწარმოებების მოკლე სია ==

12:47, 6 თებერვალი 2019-ის ვერსია

რობერტ შუმანი

ალექსანდრე რობერტ შუმანი დ. 8 ივლისი, 1810 — გ. 29 ივლისი, 1856) — გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორი. პატარობიდან რობერტს უნდოდა ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი. გარდაიცვალა 1856 წლის 29 ივლისს და დაკრძალულია ქალაქ ბონში.

1840 წელს რობერტ შუმანს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

იმავე წელს, 12 სექტემბერს, ლაიფციგის ეკლესიაში შუმანი თავისი მასწავლებლის ფრიდრიხ ვიკის ქალიშვილზე, გამოჩენილ პიანისტზე კლარა ვიკზე დაქორწინდა.

შუმანმა დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის სამყაროში, არა მარტო როგორც კომპოზიტორმა და პიანისტმა, ასევე როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ის თავის წერილებს გაზეთებში და ჟურნალებში მაესტრო რაროს, ფლორესტანისა და ევზესიუსის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

ბიოგრაფია

დაიბადა 1810 წლის 8 ივნისს ქალაქ ცვიკაუში, წიგნის გამომცემლის ოჯახში, მამა — ავგუსტ შუმანი ყველანაირად ხელს უწყობდა რობერტის მუსიკალურ განვითარებას. 7 წლის ასაკში იგი უკვე წერდა პატარა ნაწარმოებებს და თავისუფლად უკრავდა ფორტეპიანოზე. გარდა მუსიკისა მას იტაცებდა ლიტერატურა, კერძოდ ბერძნული მითები, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მუსიკა აირჩია. დაიწყო მეცადინეობა ფრიდრიხ ვიკთან, მაგრამ ხელზე დაზიანება მიიღო და ვეღარ შეძლო დაკვრა. 1832 წელს იგი მთლიანად კომპოზიციაზე გადაერთო. 1839 წელს ლაიფციგში ჯვარი დაიწერა კლარა ვიკზე, რომელიც პიანისტი იყო და ქმრის ნაწარმოებებს უკრავდა. ისინი მართავდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში. მოგზაურობიდან დაბრუნებული შუმანი ლაიფციგიდან დრეზდენში გადასახლდა, თუმცა უეცრად სენი შეეყარა, მისი გადარჩენა შეუძლებელა აღმოჩნდა და გარდაიცვალა 1856 წლის 28 ივლისს ქალაქ ბონში.

ნაწარმოებების მოკლე სია

საფორტეპიანო

  • ვარიაცია "Allegro" op-(1830)
  • პეპლები op2 - (1829-1830)
  • ტოკატა op7 - (1832)
  • კარნავალი op9 - (1834-1835)
  • სიმფონიური ეტიუდები op13 - (1834)
  • დავითსბიუნდლერების ცეკვა op6 - (1834)
  • ფანტასტიკური პიესები op12 - (1837)
  • საბავშვო სცენები op15 - (1837)
  • კრეისლერიანა op16 - (1838)
  • ვენის კარნავალი op26 - (1839)
  • არაბესკები op18 - (1839)
  • ღამის პიესები op23 - (1839)
  • სამი რომანსი op28 - (1839)
  • იუმორესკა op20 - (1839)
  • ეტიუდი ფ/პ-თვის პაგანინის კაპრიზებზე op3 - (1832)
  • ალბომი ახალგაზრდებისათვის op66 - (1848)
  • ტყის სცენები op82 - (1848-1849)
  • ფურცლები ალბომიდან op124 - (1832-1845)
  • ჭრელი ფურცლები op99
  • სონატა №1 fis-moll op11 - (1833-1835)
  • სონატა №3 g-moll op22 (1833-1838)
  • სონატა №4 f-moll op14 (1835)
  • ფანტაზია c-dur op17 (1836)

დუეტები

  • Andante და ვარიაციები 2 ფ/პ - თვის op46 (1843)
  • აღმოსავლური სურათები op66 (1848)
  • სამეჯლისო სცენები op109 (1851)
  • 20 პიესა პატარებისა და დიდი ბავშვებისათვის op85 (1849)

ვოკალური (ციკლი და კრებულები)

  • "მირტები" op25 (1840)
  • "სიმღერების წრე" op39 (1840)
  • "სიყვარული და ქალის ცხოვრება" op42 (1840)
  • "პოეტის სიყვარული" (ჰაინე) op48 (1840)
  • ესპანური სასიყვარულო სიმღერები op138 (1849)
  • "ვილგელმმეისტერის" სიმღერები op98a (1849)
  • საყმაწვილო სასიმღერო ალბომი op79 (1849)
  • 200-ზე მეტი სიმღერა და დაახლოებით 35 კრებული

სიმფონიური

  • სიმფონია №1 B-dur "საგაზაფხულო" op38 (1841)
  • სიმფონია №2 c-dur op61 (1846)
  • სიმფონია №3 Es-dur "რეინის" op97 (1850)
  • სიმფონია №4 d-moll op120 (1841)
  • უვერტიურა, სკერცო და ფინალი E-dur op52 (1841)
  • უვერტიურა "მანფრედისათვის" op115 (1848-49)
  • უვერტიურა "გენოვევასათვის" op81 (1848)
  • უვერტიურა "მესინსკის პატარძლისათვის" op100 (1850-1851)
  • უვერტიურა "იულიუს ცეზარისათვის" op128 (1851)
  • უვერტიურა "ჰერმან და დოროტესათვის" op136 (1851)
  • უვერტიურა სცენებიდან "ფაისტისათვის"(1853)
  • უვერტიურა "საქეიფო რეინისათვის"op123 (1853)

კონცერტები

  • კონცერტი ფ/პ და ორკესტრისათვის a moll (1841-45)
  • ინტროდუქცია და Allegro appassionato - G-dur (1849)
  • კონცერტი ჩელოსთვის ორკესტრთან ერთადa moll (1850)
  • საკონცერტო Allegro ფ/პ და ორკესტრისათვის a moll (1853)
  • ფანტაზია ვიოლინოსა და ორკესტრისათვის C dur (1853)

კამერულ -ინსტრუმენტალური

  • სამსიმებიანი კვარტეტი (1842)
    • №1 - a moll
    • №2 - F dur
    • №3 - A dur
  • საფორტეპიანო კვარტეტი Es dur (1842)
  • საფორტეპიანო ტრიოd moll (1847)
  • საფორტეპიანო ტრიო E dur (1849)
  • საფორტეპიანო ტრიო g moll
  • სონატა ვიოლინისა და ფ/პ-თვის d moll (1851)
  • სამი რომანსი ჰობიისა და ფ/პ-თვის (1849)
  • ფანტასტიკური პიესა ფ/პ, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსათვის (1842)
  • ფანტასტიკური პიესა კვარტეტისა და ფ/პ-თვის (1849)

საგუნდო და დრამატული ნაწარმოებები

  • ოპერა "გენოვევა" (1848)
  • მუსიკა ბაირონის დრამატული პოემისათვის "მანფრედი" (1849)
  • სცენები გოეთეს "ფაუსტისათვის" (1844-53)
  • "სამოთხე და პერი" მურის ტექსტზე (1843)
  • "ვარდის მოგზაურობა" - ხორნას ტექსტზე (1851)
  • "უფლისწული" - ულანდის ტექსტზე (1851)
  • "პაჟი და მეფის ასული" - გეიბელის ტექსტზე (1852)
  • დაახლოებით 120 ვოკალური ანსამბლი

ლიტერატურა

  • Ostwald, Peter, Schumann – The inner voices of a musical genius, Northeastern University Press, Boston, 1985 ISBN 1-55553-014-1.
  • Fuller-Maitland, John Alexander. (1884). Schumann. S. Low, Marston, Searle & Rivington (reissued by Cambridge University Press, 2009; ISBN 978-1-108-00481-7)
  • Ostwald, Peter (1985). Schumann, The Inner Voices of a Musical Genius. Northeastern University Press. ISBN 1-55553-014-1. 
  • Perrey, Beate (ed.) (2007). The Cambridge Companion to Schumann. Cambridge University Press. ISBN 0-521-78950-8. 
  • Rice-See, Lynn (2008). The Piano Teaching of Walter Hautzig with 613 Examples from the Works of Beethoven, Schubert, Schumann, and Chopin, Edwin Mellen Press. ISBN 0-7734-4981-7
  • Tunbridge, Laura (2007). Schumann's Late Style. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-87168-6. 

რესურსები ინტერნეტში