გაბრიელ ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = გაბრიელ ესპანელი |ფოტო = Gabrielbourbon.jpg...
 
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
|დედა = [[მარია ამალია საქსონიელი]]
|დედა = [[მარია ამალია საქსონიელი]]
}}
}}
'''გაბრიელ ესპანელი''' ({{Gabriel de España}}; დ. [[12 მაისი]], [[1752]] — გ. [[23 ნოემბერი]], [[1788]]) — [[ბურბონთა დინასტია|ბურბონთა დინასტიის]] წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III]]-ისა და დედოფალ [[მარია ამალია საქსონიელი|მარია ამალია საქსონიელის]] უმცროსი ვაჟი.
'''გაბრიელ ესპანელი''' ({{lang-es|Gabriel de España}}; დ. [[12 მაისი]], [[1752]] — გ. [[23 ნოემბერი]], [[1788]]) — [[ბურბონთა დინასტია|ბურბონთა დინასტიის]] წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III]]-ისა და დედოფალ [[მარია ამალია საქსონიელი|მარია ამალია საქსონიელის]] უმცროსი ვაჟი.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

15:00, 2 თებერვალი 2019-ის ვერსია

გაბრიელ ესპანელი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1752
ნეაპოლი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი, 1788, (36 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ინფანტი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელი
შვილ(ებ)ი პედრო კარლოს ესპანელი
მშობლები მამა: კარლ III, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ამალია საქსონიელი

გაბრიელ ესპანელი (ესპ. Gabriel de España; დ. 12 მაისი, 1752 — გ. 23 ნოემბერი, 1788) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის უმცროსი ვაჟი.

ბიოგრაფია

გაბრიელის გერბი

გაბრიელი დაიბადა 1752 წლის 12 მაისს პორტიჩის სასახლეში, ნეაპოლში. მისი სრული სახელია გაბრიელ ანტონიო ფრანსისკო ხავიერ ხუან ნეპომუჩენო ხოსე სერაფინ პასკალ სალვადორ დე ბურბონ ი ვეტინი. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ამალია საქსონიელის უმცროსი ვაჟი.

კარლ III-ის მრავალი შვილიდან, გაბრიელი ყველაზე შრომისმოყვარე და ინტელიგენტი იყო. მას ძალიან უყვარდა კულტურა და ცნობილი იყო თავისი შესანიშნავი თარგმანებით. იგი თარგმნიდა სალუსტისა და მაეცენას პოემებს. მისი მუსიკის მასწავლებელი ანტონიო სოლერი იყო, რომელმაც გაბრიელს საოცრად დაკვრა ასწავლა კლავესინზე. კლავესინის გარდა, გაბრიელი კარგად უკრავდა ორღანზეც. შემდგომში, იგი სასახლის საზოგადოებისათვის უკრავდა ხოლმე.

გაბრიელმა თავისი ბავშვობა ნეაპოლში გაატარა. 1759 წელს მამამისი ესპანეთის მეფე ხდება და ცოლ-შვილთან ერთად ესპანეთში გადასახლდა. ყოველივე ეს ვერ აიტანა დედოფალმა მარია ამალია საქსონიელმა, რომელიც ესპანეთში ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და 1760 წელს გარდაიცვალა, როდესაც გაბრიელი სულ რვა წლისა იყო. გაბრიელთან ერთად იზრდებოდნენ მისი უფროსი და-ძმებიც: მარია ხოსეფა, კარლი და მარია ლუისა. მათ გარდა გაბრიელს კიდევ ორი უფროსი ძმა ჰყავდა: ფილიპე და ფერდინანდი, რომლებიც ნეაპოლში დარჩნენ სამართავად.

1765 წელს მისი ძმა კარლი დაქორწინდა თავის ბიძაშვილ მარია ლუიზა პარმელზე, თუმცა წყვილს 1771 წლამდე არ უჩნდებოდათ ბავშვები. ამ პერიოდის მანძილზე გაბრიელი ესპანეთის ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე მოჰყვა.

1785 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები გაბრიელისა და მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელის ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც პორტუგალიის მეფე პედრუ III-ისა და დედოფალ მარია I-ის ქალიშვილი იყო. 1785 წლის 12 აპრილს, ლისაბონში შედგა გაბრიელისა და მარია ანა ვიქტორიას მარიონეტული ქორწინება, თუმცა ისინი ერთმანეთს პირველად 23 მაისს შეხვდნენ არანხუესში. წყვილს სულ სამი შვილი შეეძინა, რომელთაგან ორი ჩვილობაშივე დაიღუპა.

როდესაც მათი მესამე შვილი, კარლოს ხოსე დაიბადა, გაბრიელი ცოლ-შვილის სანახავად ესკორიალში წავიდა, სადაც იგი ყვავილით დაავადდა და 1788 წლის 23 ნოემბერს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვილები

  1. პედრო კარლოსი (1786-1812), ცოლად შეირთო ბეირას პრინცესა მარია ტერეზა პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  2. მარია კარლოტა (1787), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. კარლოს ხოსე (1788), გარდაიცვალა ჩვილი;

წინაპრები

ლიტერატურა

  • Menéndez Pidal y Navascués, Faustino, Hugo. El escudo. P. 248. At Menéndez Pidal y Navascués, Faustino; O´Donnell y Duque de Estrada, Hugo; Lolo, Begoña. Símbolos de España. Madrid: Centro de Estudios Políticos y Constitucionales, 1999. ISBN 84-259-1074-9. (ესპანურად)