შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ხაზი 74: | ხაზი 74: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
{{ქსე|11|31}} |
{{ქსე|11|31}} |
||
==რესურსები ინტერნეტში== |
|||
*[http://guria.tv/2011/12/731 რეპორტაჟი შრომადან] |
|||
==სქოლიო== |
==სქოლიო== |
06:13, 23 იანვარი 2019-ის ვერსია
სოფელი | |
---|---|
შრომა | |
შრომის თემის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შრომა |
კოორდინატები | 41°59′19″ ჩ. გ. 41°50′14″ ა. გ. / 41.98861° ჩ. გ. 41.83722° ა. გ. |
ადრეული სახელები | მიქელგაბრიელი |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 392 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
შრომა — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა[1], ბიბლიოთეკა.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ზემო ნატანები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხრიალეთი.
ისტორია
სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძრი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიას დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“.
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.[2] სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი. 1902 წლისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.[3]1917 წელს სოფლის სკოლა გადაკეთდა ოთხკლასიან სკოლას, ხოლო 1923 წელს — შვიდწლიანად. 1939 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა.[4]
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ ჩაი. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.[5] 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების შემდეგ.[6]1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა.[7] 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა დიდი სამამულო ომის წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.
მოსახლეობა
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[8] | 510 | ||
2002 | 715 | ||
2014[9] | 392 | 188 | 204 |
ცნობილი ადამიანები
- ნოე ხომერიკი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი
გალერეა
-
სკოლა და კულტურის სახლი
-
ტანკის ძეგლი
-
ადმინისტრაციული შენობა
-
საბჭოთა პანო
-
ქართველისა და უკრაინელის ძეგლი
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 31.
სქოლიო
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ გაზეთი „ალიონი“ N45 გვ. 2 — 2014 წ.
- ↑ ნ. ხიდისთავი,„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.
- ↑ რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
|