მზესუმზირა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:
| commons =Helianthus
| commons =Helianthus
}}
}}
'''მზესუმზირა''' (Helianthus), მცენარის გვარი [[რთულყვავილოვანნი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახისა. აერთიანებს 78-მდე სახეობას. უმრავლესობა [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანია]]. [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანებიდან]] კულტურაშია [[ზეთის მზესუმზირა]] (Helianthus annuus), მრავალწლოვანებიდან — [[მიწავაშლა]] (Helianthus tubetosus). გვხვდება [[სარეველა მცენარეები|სარეველად]] და [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიული]] ფორმების სახითაც.
'''მზესუმზირა''' (Helianthus) მცენარის გვარი [[რთულყვავილოვანნი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახისა. აერთიანებს 78-მდე სახეობას. უმრავლესობა [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანია]]. [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანებიდან]] კულტურაშია [[ზეთის მზესუმზირა]] (Helianthus annuus), მრავალწლოვანებიდან — [[მიწავაშლა]] (Helianthus tubetosus). გვხვდება [[სარეველა მცენარეები|სარეველად]] და [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიული]] ფორმების სახითაც.


მზესუმზირას სამშობლოა [[ჩრდილოეთი ამერიკა]], გავრცელებულია ყველგან. ზეთის მზესუმზირას ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება, დაფარულია უხეში ბეწვებით. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ).
მზესუმზირას სამშობლოა [[ჩრდილოეთი ამერიკა]], გავრცელებულია ყველგან. ზეთის მზესუმზირას ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება, დაფარულია უხეში ბეწვებით. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ).

15:15, 21 იანვარი 2019-ის ვერსია

მზესუმზირა
Helianthus petiolaris
Helianthus petiolaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  მზესუმზირა
ლათინური სახელი
Helianthus

მზესუმზირა (Helianthus) — მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 78-მდე სახეობას. უმრავლესობა მრავალწლოვანია. ერთწლოვანებიდან კულტურაშია ზეთის მზესუმზირა (Helianthus annuus), მრავალწლოვანებიდან — მიწავაშლა (Helianthus tubetosus). გვხვდება სარეველად და დეკორატიული ფორმების სახითაც.

მზესუმზირას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა, გავრცელებულია ყველგან. ზეთის მზესუმზირას ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება, დაფარულია უხეში ბეწვებით. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ).

მზესუმზირა ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი წაგრძელებული სოლისებრი თესლურაა. შედგება ნაყოფსაფარისა და გულისაგან, რომელიც შეიცავს 29-57% ზეთს. თესლურას ფერი, ფორმა და ზომა ჯიშების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით განარჩევენ ზეთის, საკნატუნებელ და შუალედურ მზესუმზირას. მზესუმზირა ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარულია, გვალვასაც უძლებს და ხანმოკლე სუსხსაც იტანს. კარგად ხარობს ტენიან, ჰაერ- და წყალგამტარ შავმიწაზე.

საქართველოში უმეტესად მოჰყავთ კახეთის რაიონებში (სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი). მოსავალს იღებენ კალათების ძირითადი მასის (80-90%) მურა-ყვითლად ან მურად შეფერვისას. ზეთს იყენებენ კულინარიაში, მზესუმზირას ნაცრისაგან მიღებულ პოტასიუმს ხმარობენ ქიმიურ მრეწველობაში, ჩენჩოსაგან დამზადებულ ფურფუროლს - პლასტმასის, ხელოვნური ბოჭკოსა და არამტვრევადი მინის დასამზადებლად. ჩენჩოზე 10%-იანი სინთეზური წებოს დამატებით და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას საავეჯო ფილებს და სხვა ნივთებს. კოპტონი, ჩენჩო, ბზე და სილოსი ცხოველთა საკვებია.

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე ა., მემცენარეობა, თბ., 1976;
  • მისივე, ტექნიკური კულტურები, თბ., 1971;
  • ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 6, გვ. 657, თბ., 1983