კონსტანტინე II (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კონსტანტინე II''', მაჰმადიანური სახელი ''მაჰმად ყული-ხანი'' (გ. [[28 დეკემბერი]], [[1732]]), [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[1722]]-[[1732]], [[ერეკლე I|ერეკლე I-ის]] ძე, [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ის]] ძმა.
'''კონსტანტინე II''', მაჰმადიანური სახელი ''მაჰმად ყული-ხანი'' (― † [[28 დეკემბერი]], [[1732]]), კახეთის მეფე [[1722]]-[[1732]], [[ერეკლე I|ერეკლე I-ის]] ძე, [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ის]] ძმა. დაიბადა და აღიზარდა ისპაანში. მეფობა მიიღო ძმის, [[დავით II, იმამყული-ხანი|დავით II-ის]] (იმამყული-ხანის), გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰისაგან, რომელმაც კახეთს გარდა საგანგებოდ მისცა ერევანი, შამშადილი და ყაზახი (შემდეგში ერევნის ნაცვლად ებოძა განჯისა და ყარაბაღის გამგებლობა). [[1722]]-იდან კონსტანტინე II-ისა და ქართლის მეფე [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ს]] შორის მტრული ურთიერთობა იყო: ორივე არბევდა და ძარცვავდა ერთმანეთის სამფლობელოებს. [[1723]] შაჰის მიერ ვახტანგ VI-ის გადაყენების შემდეგ ქართლი კონსტანტინე II-ს ებოძა. თავდაპირველად ქართლისათვის ბრძოლაში კონსტანტინე II დამარცხდა, მაგრამ ლეკების დაყმარებით [[1723]] წლის 4 მაისს [[თბილისი]] აიღო. ვახტანგ VI, მისი ძე [[ბაქარი]] და მათი მომხრეები შიდა ქართლში გამაგრდნენ. ამ დროს ირან-ოსმალეთს შორის ომი ([[1723]]-27) იყო და ოსმალთა ლაშქარი არზრუმის ფაშას იბრაჰიმის სარდლობით თბილისისაკენ მოიწევდა. ვახტანგ VI- მას დამორჩილების ნიშნად ბაქარი და [[იესე (ალიყული-ხანი)|იესე]] მიაგება. შემდეგ კონსტანტინე II თვითონ მიეგება ოსმალთა სარდალს სოღანლუღში - ქართლის მეფობის შენარჩუნება სთხოვა, თბილისის ციხის გასაღები ჩააბარა, ერთგულებას შეჰპირდა და თანაც ერევნისა და განჯის დამორჩილება აღუთქვა. [[1723]] წლის 12 ივნისს ოსმალები თბილისში შევიდნენ. ვახტანგ VI-მ შეძლო ფაშის მოქრთამვა, რის შედეგადაც ქართლის გამგებლობა ოსმალებმა ბაქარს მისცეს, ხოლო კონსტანტინე II დააპატიმრეს. მალე ბაქარის ფარული ხელშეწყობით კონსტანტინე II კახეთში გაიქცა, შემდეგ ბაქარიც განუდგა ოკუპანტებს და ოსმალებმა თბილისის გამგებლობა იესეს გადასცეს. კონსტანტინე II-მ და ბაქარმა [[მცხეთა|მცხეთაში]] კავშირი შეკრეს ოსმალო ოკუპანტებთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. კონსტანტინე II-ს იმედი ჰქონდა რუსეთის დახმარებისა. ამ მიზნით [[პეტრე I|პეტრე I-ს]] სთხოვდა ქართლ-კახეთის მიღებას რუსეთის მფარველობაში, მაგრამ რუსეთი ოსმალეთთან ზავის დარღვევას ერიდებოდა. ვახტანგ VI-ისა და ბაქარის [[რუსეთი|რუსეთში]] წასვლის ([[1724]] წლის 15 ივლისი) შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II. იგი არაგვის ხეობაში გამაგრდა, კავშირი დაამყარა ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ერევნის, განჯის, შამშადილის მოსახლეობასთან, მაგრამ საქართველოსა და სამხრეთ აზერბაიჯანის ძალების ერთდროული გამოსვლა ვერ მოხერხდა: მტერმა ჯერ ამ გამათავისუფლებელი მოძრაობის სამხრეთ აზერბაიჯანის დაჯგუფება გაანადგურა, შემდეგ კი, [[1724]] წლის სექტემბერში, კონსტანტინე II და მისი მომხრეები - ატენის ხეობაში, გუფთასთან, და საარწივედ წოდებულ ქედთან მომხდარ ბრძოლაში. კონსტანტინე II ჯერ შანშე ქსნის ერისთავს შეეხიზნა, შემდეგ კი მთელი წელი ფშავში გაატარა, რადგან თითქმის მთელ კახეთში ლეკები დათარეშობდნენ. [[1725]] კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და მიიწვია ფშავში გახიზნული კონსტანტინე II, რომელიც თელავს ჩავიდა, ის შეეცადა ლეკების გამოყენებას ოსმალების წინააღმდეგ, მოურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ კახეთით გზას მისცემდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმს ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში ([[1730]]-32) წარმატებას მიაღწია ნადირმა (შემდეგში ნადირ-შაჰი), ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა. კონსტანტინე II ოსმალეთისათვის მთლად მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშის ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა (ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა [[1729]]).

==ბიოგრაფია==
დაიბადა და აღიზარდა [[ისპაჰანი|ისპაჰანში]]. მეფობა მიიღო ძმის, [[დავით II (კახეთის მეფე)|დავით II-ის]] (იმამყული-ხანის), გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰისაგან, რომელმაც კახეთს გარდა საგანგებოდ მისცა [[ერევანი]], [[შამშადილი]] და [[ყაზახი]] (შემდეგში ერევნის ნაცვლად ებოძა [[განჯა|განჯისა]] და [[ყარაბაღი]]ს გამგებლობა).

[[1722]]-იდან კონსტანტინე II-ისა და ქართლის მეფე [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ს]] შორის მტრული ურთიერთობა იყო: ორივე არბევდა და ძარცვავდა ერთმანეთის სამფლობელოებს. [[1723]] შაჰის მიერ ვახტანგ VI-ის გადაყენების შემდეგ ქართლი კონსტანტინე II-ს ებოძა. თავდაპირველად ქართლისათვის ბრძოლაში კონსტანტინე II დამარცხდა, მაგრამ ლეკების დახმარებით [[1723]] წლის 4 მაისს [[თბილისი]] აიღო. ვახტანგ VI, მისი ძე [[ბაქარი]] და მათი მომხრეები შიდა ქართლში გამაგრდნენ. ამ დროს ირან-ოსმალეთს შორის ომი ([[1723]]-27) იყო და ოსმალთა ლაშქარი არზრუმის ფაშას იბრაჰიმის სარდლობით თბილისისაკენ მოიწევდა. ვახტანგ VI მას დამორჩილების ნიშნად ბაქარი და [[იესე (ალიყული-ხანი)|იესე]] მიაგება. შემდეგ კონსტანტინე II თვითონ მიეგება ოსმალთა სარდალს სოღანლუღში — ქართლის მეფობის შენარჩუნება სთხოვა, თბილისის ციხის გასაღები ჩააბარა, ერთგულებას შეჰპირდა და თანაც ერევნისა და განჯის დამორჩილება აღუთქვა.

[[1723]] წლის 12 ივნისს ოსმალები თბილისში შევიდნენ. ვახტანგ VI-მ შეძლო ფაშის მოქრთამვა, რის შედეგადაც ქართლის გამგებლობა ოსმალებმა ბაქარს მისცეს, ხოლო კონსტანტინე II დააპატიმრეს. მალე ბაქარის ფარული ხელშეწყობით კონსტანტინე II კახეთში გაიქცა, შემდეგ ბაქარიც განუდგა ოკუპანტებს და ოსმალებმა თბილისის გამგებლობა იესეს გადასცეს. კონსტანტინე II-მ და ბაქარმა [[მცხეთა]]ში კავშირი შეკრეს ოსმალო ოკუპანტებთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. კონსტანტინე II-ს იმედი ჰქონდა რუსეთის დახმარებისა. ამ მიზნით [[პეტრე I|პეტრე I-ს]] სთხოვდა ქართლ-კახეთის მიღებას რუსეთის მფარველობაში, მაგრამ რუსეთი ოსმალეთთან ზავის დარღვევას ერიდებოდა. ვახტანგ VI-ისა და ბაქარის [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] წასვლის ([[1724]] წლის 15 ივლისი) შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II. იგი არაგვის ხეობაში გამაგრდა, კავშირი დაამყარა ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ერევნის, განჯის, შამშადილის მოსახლეობასთან, მაგრამ საქართველოსა და სამხრეთ აზერბაიჯანის ძალების ერთდროული გამოსვლა ვერ მოხერხდა: მტერმა ჯერ ამ გამათავისუფლებელი მოძრაობის სამხრეთ აზერბაიჯანის დაჯგუფება გაანადგურა, შემდეგ კი, [[1724]] წლის სექტემბერში, კონსტანტინე II და მისი მომხრეები — ატენის ხეობაში, [[გუფთა]]სთან, და საარწივედ წოდებულ ქედთან მომხდარ ბრძოლაში. კონსტანტინე II ჯერ შანშე ქსნის ერისთავს შეეხიზნა, შემდეგ კი მთელი წელი ფშავში გაატარა, რადგან თითქმის მთელ კახეთში ლეკები დათარეშობდნენ.

[[1725]] კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და მიიწვია ფშავში გახიზნული კონსტანტინე II, რომელიც თელავს ჩავიდა, ის შეეცადა ლეკების გამოყენებას ოსმალების წინააღმდეგ, მოურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ კახეთით გზას მისცემდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმს ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში ([[1730]]-32) წარმატებას მიაღწია ნადირმა (შემდეგში ნადირ-შაჰი), ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა. კონსტანტინე II ოსმალეთისათვის მთლად მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშის ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა (ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა [[1729]]).


[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1732]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1732]]



04:33, 9 დეკემბერი 2007-ის ვერსია

კონსტანტინე II, მაჰმადიანური სახელი მაჰმად ყული-ხანი (გ. 28 დეკემბერი, 1732), კახეთის მეფე 1722-1732, ერეკლე I-ის ძე, თეიმურაზ II-ის ძმა.

ბიოგრაფია

დაიბადა და აღიზარდა ისპაჰანში. მეფობა მიიღო ძმის, დავით II-ის (იმამყული-ხანის), გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰისაგან, რომელმაც კახეთს გარდა საგანგებოდ მისცა ერევანი, შამშადილი და ყაზახი (შემდეგში ერევნის ნაცვლად ებოძა განჯისა და ყარაბაღის გამგებლობა).

1722-იდან კონსტანტინე II-ისა და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს შორის მტრული ურთიერთობა იყო: ორივე არბევდა და ძარცვავდა ერთმანეთის სამფლობელოებს. 1723 შაჰის მიერ ვახტანგ VI-ის გადაყენების შემდეგ ქართლი კონსტანტინე II-ს ებოძა. თავდაპირველად ქართლისათვის ბრძოლაში კონსტანტინე II დამარცხდა, მაგრამ ლეკების დახმარებით 1723 წლის 4 მაისს თბილისი აიღო. ვახტანგ VI, მისი ძე ბაქარი და მათი მომხრეები შიდა ქართლში გამაგრდნენ. ამ დროს ირან-ოსმალეთს შორის ომი (1723-27) იყო და ოსმალთა ლაშქარი არზრუმის ფაშას იბრაჰიმის სარდლობით თბილისისაკენ მოიწევდა. ვახტანგ VI მას დამორჩილების ნიშნად ბაქარი და იესე მიაგება. შემდეგ კონსტანტინე II თვითონ მიეგება ოსმალთა სარდალს სოღანლუღში — ქართლის მეფობის შენარჩუნება სთხოვა, თბილისის ციხის გასაღები ჩააბარა, ერთგულებას შეჰპირდა და თანაც ერევნისა და განჯის დამორჩილება აღუთქვა.

1723 წლის 12 ივნისს ოსმალები თბილისში შევიდნენ. ვახტანგ VI-მ შეძლო ფაშის მოქრთამვა, რის შედეგადაც ქართლის გამგებლობა ოსმალებმა ბაქარს მისცეს, ხოლო კონსტანტინე II დააპატიმრეს. მალე ბაქარის ფარული ხელშეწყობით კონსტანტინე II კახეთში გაიქცა, შემდეგ ბაქარიც განუდგა ოკუპანტებს და ოსმალებმა თბილისის გამგებლობა იესეს გადასცეს. კონსტანტინე II-მ და ბაქარმა მცხეთაში კავშირი შეკრეს ოსმალო ოკუპანტებთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. კონსტანტინე II-ს იმედი ჰქონდა რუსეთის დახმარებისა. ამ მიზნით პეტრე I-ს სთხოვდა ქართლ-კახეთის მიღებას რუსეთის მფარველობაში, მაგრამ რუსეთი ოსმალეთთან ზავის დარღვევას ერიდებოდა. ვახტანგ VI-ისა და ბაქარის რუსეთში წასვლის (1724 წლის 15 ივლისი) შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II. იგი არაგვის ხეობაში გამაგრდა, კავშირი დაამყარა ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ერევნის, განჯის, შამშადილის მოსახლეობასთან, მაგრამ საქართველოსა და სამხრეთ აზერბაიჯანის ძალების ერთდროული გამოსვლა ვერ მოხერხდა: მტერმა ჯერ ამ გამათავისუფლებელი მოძრაობის სამხრეთ აზერბაიჯანის დაჯგუფება გაანადგურა, შემდეგ კი, 1724 წლის სექტემბერში, კონსტანტინე II და მისი მომხრეები — ატენის ხეობაში, გუფთასთან, და საარწივედ წოდებულ ქედთან მომხდარ ბრძოლაში. კონსტანტინე II ჯერ შანშე ქსნის ერისთავს შეეხიზნა, შემდეგ კი მთელი წელი ფშავში გაატარა, რადგან თითქმის მთელ კახეთში ლეკები დათარეშობდნენ.

1725 კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და მიიწვია ფშავში გახიზნული კონსტანტინე II, რომელიც თელავს ჩავიდა, ის შეეცადა ლეკების გამოყენებას ოსმალების წინააღმდეგ, მოურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ კახეთით გზას მისცემდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმს ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში (1730-32) წარმატებას მიაღწია ნადირმა (შემდეგში ნადირ-შაჰი), ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა. კონსტანტინე II ოსმალეთისათვის მთლად მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშის ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა (ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა 1729).