ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 81: ხაზი 81:
:სიმართლე ფარდობითი არაა, მეგობრებო. მე რომ სულაც ჯოჯოხეთის ცეცხლში დასაწვავ ვიკიპედიელად მივაჩნდე ვინმეს, ჩემი სიტყვების სიმართლეს ვერავინ უარყოფს. ამიტომ ან უნდა შეცდომა აღიაროთ, როგორც ეს შოთამ გააკეთა, ან საუბრის თემა გადაიტანოთ სხვა რამეზე და მე დამბლოკოთ. სამწუხაროა, რომ არასდროს არ გყოფნით გამბედაობა, რომ თქვენი შეცდომები აღიაროთ.
:სიმართლე ფარდობითი არაა, მეგობრებო. მე რომ სულაც ჯოჯოხეთის ცეცხლში დასაწვავ ვიკიპედიელად მივაჩნდე ვინმეს, ჩემი სიტყვების სიმართლეს ვერავინ უარყოფს. ამიტომ ან უნდა შეცდომა აღიაროთ, როგორც ეს შოთამ გააკეთა, ან საუბრის თემა გადაიტანოთ სხვა რამეზე და მე დამბლოკოთ. სამწუხაროა, რომ არასდროს არ გყოფნით გამბედაობა, რომ თქვენი შეცდომები აღიაროთ.
:თქვენი მუქარების არავის ეშინია. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 17:01, 19 იანვარი 2019 (UTC)
:თქვენი მუქარების არავის ეშინია. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 17:01, 19 იანვარი 2019 (UTC)

ტყუილი რომ თქვი არ უთხოვიათო ამას არ ვიმჩნევ :) --[[მომხმარებელი:Jaba1977|<font color="#006400">'''''ჯაბა'''''</font>]] [[მომხმარებელი განხილვა:Jaba1977|<span style="color:#006400">'''''1977'''''</span>]] 17:01, 19 იანვარი 2019 (UTC)

17:01, 19 იანვარი 2019-ის ვერსია

სიახლეები ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

სიახლეები
კონტროლი
მოგესალმებით!

სიახლეების განყოფილება გამოიყენება იმ ახალი ამბებისა და განახლებების განთავსებისთვის, რომლებიც საზოგადოების დისკუსიას ან ყურადღებას საჭიროებს. ამ გვერდზე ასევე უნდა განთავსდეს განცხადებები ახალი არჩევნებისა თუ სხვა კენჭისყრების შესახებ, ასევე განცხადება ბოტის გამოყენების თაობაზე. ასევე, ეს გვერდი ემსახურება ვიკიშეხვედრებისა და ვიკიპედიის პოპულარიზების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხილვასა და პოპულარიზებას.

ვიკიშეხვედრები: 1,2,3,4,5,6


სიახლეები: 1, 2, 3,4,5,6,7,8,9,10


გილოცავთ!

გილოცავთ! ბედნიერ, წარმატებულ, მეგობრულ და, რაც მთავარია, ნაკლებად კონფლიქტურ ახალ წელს გისურვებთ! ძალიან კარგ, საჭირო და საშვილიშვილო საქმეს აკეთებს ვიკიპედიის ყველა რედაქტორი - დიდი მადლობა ამისთვის, და გავაგრძელოთ ცოდნის გავრცელება ^_^ --Melberg განხილვაწვლილი 21:34, 31 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვერაფერს დაამატებ! გილოცავთ ვიკისაზოგადოებას! წარმატებული 2019 წელი ჩვენ!:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:40, 31 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
თუ სურვებაა, საერთოდაც უკონფლიქტო ვისურვოთ ეს გარემო ერთმანეთისთვის ;) გილოცავთ ყველას! Happy Xmas and Merry New Year! (© John Lennon). --Rastrelli F 11:10, 1 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ!!! ვიღიმი--ცანგალა 19:34, 1 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
და თქვენი აქტიურობა (Zangala-ს არ ეხება) ვიკრიჭები გიო ოქრო 19:36, 1 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ შეამოწმოთ

კოსოვო-ლიტვის ურთიერთობები

საქართველო-ვანუატუს ურთიერთობები

საქართველო-ხორვატიის ურთიერთობები

ავღანეთი-იაპონიის ურთიერთობები

--ჯეო განხილვაწვლილი 15:00, 14 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნება ახალ სტატიებში ლიტვის ნაცვლად ლიეტუვა გამოვიყენოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:03, 14 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

სანამ ამ სტატიების შემოწმებას ითხოვ აჯობებს ჯერ სათაურებს მიქციო ყურადღება: ჯერ ერთი მსგავს შემთხვევაში ვწერთ ჯერ ანბანით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყნის სახელს, შესაბამისად უნდა იყოს: ვანუატუ-საქართველოს ურთიერთობები, მეორეც, სწორი ფორმაა ავღანეთ-იაპონიის ურთიერთობები. --ჯაბა 1977 15:07, 14 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

სქოლიოს პირდაპირ ნუ გადმოაკოპირებთ. რამდენად ადასტურებს გადმოტანილი სქოლიო ქართული ტექსტს? მაგალითად ავღანეთი-იაპონიის ურთიერთობებში გადმოტანილი სქოლიო ვერ მივხვდი რა საჭირო იყო, რადგან არ შეესატყვისება ტექსტის შინაარსს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:12, 14 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
საქართველო-ხორვატიის ურთიერთობები - ამ სტატიაში ბმული საერთოდ გაუქმებულია და ამოსაღებია. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჩვენი მაგარი ბიჭები

ვფიქრობ ეს ორი ვიდეო იმსახურებს ვიკისაზოგადოებისთვის წარდგენას:

  • [1] — მომხმარებელი MIKHEIL საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
  • [2] — მომხმარებლები David1010 და Surprizi მესამეზე.

წარმატებები ქართულ ვიკიპედიას და თქვენც ბიჭებო. --ჯაბა 1977 14:01, 15 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

წაიკითხეთ რჩეული სტატიის კანდიდატი ხმის მიცემამდე!

სტატიები „მამედ ემინ რასულზადე“ და „სტამბოლი“ რჩეულად ისე შეფასდა, რომ ხმის მიმცემებმა (იაკობ მახარაძე, პაატა შ, Jaba1977, Rezo1515, მომხმარებელი:Otogi) არ წაიკითხეს. ნუ დაიწყებთ გეთაყვა მტკიცებას, რომ ასე არაა. ორივე სტატიაში უამრავი სტილისტური და სინტაქსური ხარვეზია, შესავლის წაკითხვაც კი საკმარისი იქნებოდა ამის აღმოსაჩენად:

  • „რასულზადე ცოლად აბდულაზიზის, ბიძამისის უფროსი ქალიშვილი, იუმულბანუ შეირთო.“
  • „მისი ქალიშვილი, ქუბრა ხანუმი დანიშნული იყო რასულზადეს ვაჟზე, რასულთან“.
  • „შემდგომში რასული დახვრიტეს, რის შედეგად ისინი ვერ დაქორწინდნენ.“
  • „1908-1909 წლებში რასულზადემ მასზე დაქორწინდა.“
  • „უმბულბანუ ხანუმმა რასულზადეს საქნიაობას ამართლებდა და იცავდა.“
  • „1929 წელს დაოჯახდა ახალგაზრდა მამაკაცთან სახელად დამად მუსლუმზადე.“
  • „რასულზადემ გაიგო თავისი ოჯახის წევრების გადასახლება და მეუღლის გარდაიცვალება.“
  • „მათ არ გააჩნდათ ბავშვები.“
  • „1908 წლის ბოლოს, რასულზადე დატოვა ბაქო და ირანში გადავიდა.“
  • „სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქია“ — ერთი და იგივე ორჯერ გამეორებული
  • „აღდგენილმა ქალაქმა, თითქმის XVI საუკუნის მანძილზე რომის და ბიზანტიის (330–1204 და 1261–1453), ლათინთა (1204-1261) და ოსმალეთის იმპერიის (1453-1922) დედაქალაქად ითვლებოდა.“ — ქალაქმა ითვლებოდა, მეთექვსმეტე საუკუნის მანძილზე
  • „2015 წელს სტამბოლში დაახლოებით 12,56 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც იგი მსოფლიოს მეხუთე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცია.“
  • „კოსტანტინეიე და ბე მაქამ-ე ქონსტანტინიიაჰ ალ-მაჰმიიაჰ და ისტანბული ქალაქის ის სახელწოდებები იყო, რომლებიც ალტერნატიულად იყენებდნენ ოსმალეთში.“
  • „მაგრამ რწმენა იმისა, რომ ეს იყო წინამორბედი სახელწოდება სტამბოლისა, თვით ის ფაქტიც უარყოფს, რომ ეს უკანასკნელი ადრეც იყო ქალაქის სახელწოდება და ოსმალეთის დაპყრობასაც უსწრებდა.“
  • და სხვანი მრავალნი.

სტატიის ავტორს რომ უჭირს ქართული გრამატიკისა და ენობრივი სტილისტიკის ხლართებში გარკვევა, ეს გასაგებია და პრობლემა არაა. მაგრამ შემფასებლებმა არ მითხრათ, რომ ეს ხარვეზები წაკითხვისას გამოგრჩათ... სასაცილო იქნება. ასეთი ფარისევლური დამოკიდებულება ვიკიპედიის სტატიების ხარისხის მიმართ დამღუპველია. არადა რა მარტივია: თუ წაიკითხე, შეაფასე; თუ არ წაგიკითხავს, თავი შეიკავე! ხომ არავინ არავის არაფერს აძალებს! გმადლობთ. Deu. 10:32, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ერთგვარი მიდგომაა, რომ რახან ბევრი წერია (ანუ დიდი სტატიაა) რჩეულობას იმსახურებს. უნდა იყოს აქტიურობა, სამი მომხმარებლის მიერ სტატიის რჩეულად გამოცხადება სწორია? არა. რახან დიდი სტატიაა რჩეულად გამოცხადება (მითუმეტეს გადაუკითხავად) არასწორია. ამიტომ არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა ამ არჩევნებში (გამონაკლისის კასპიის ზღვა). ახლა ალბათ ისევ რუპორებად ჩაგვთვლიან, მაგრამ.... გიო ოქრო 10:52, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
სამი მომხმარებლის მიერ არჩეული სტატია არაა პრობლემა. თუ მხოლოდ სამი მომხმარებელი წაიკითხავს, დიახაც რომ მხოლოდ ამ სამმა უნდა შეაფასოს და მისცეს ხმა. სხვებს უბრალოდ უნდა ეყოთ მოთმინება და ბრმა ხმა არ მისცენ მეგობრის, ახლობლის, გავლენიანი ვიკიპედიელის თუ ვიკიმედიელის სტატიას. Deu. 11:07, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ფაქტია, მომხმარებელი დეუ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამას უკვე პერსონალური შეტევაც აღარ ჰქვია, საქმე გვაქვს მთლიანად პროექტის შეფერხებასთან.იგივე საქმიანობას ეწევა მომხმარებელი გიო ოქრო. მიმაჩნია, რომ მომხმარებელი დეუ უნდა დაიბლოკოს განუსაზღვრელი ვადით. @Otogi:, @David1010: მაინტერესებს თქვენი აზრი. — Mikheil მიწერა 13:39, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე არაფერი დამიწერია ისეთი, რაც პერსონალურ შეტევას შეესაბამება. გიო ოქრო 13:46, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: რომელი ჩემი ფრაზაა პერსონალური შეტევა? გიო ოქრო 13:50, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
სასაცილოა. Deu. 14:14, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი, მეგრამ ერთი რამ ფაქტია: მომხმარებელი Deu მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი წვლილი არაფრად ჩააგდოს და ახდენს ჩემ დისკრედიტირებას, ამას უკვე სისტემური სახე მიეცა. ნამდვილად სატირალი ის ფაქტია, რომ მომხმარებელი Deu ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე აქტიურია მარტო განხილვების გვერდებზე და დისკუსიებში, სადაც ახდენს სხვა მომხმარებლების დისკრედიტირებას. ალბათ მას ლომის წილი ეკუთვნის დისკუსიებში ნაწერით, ეს რესურსი სწორად რომ გამოეყენებინა, ახლა ალბათ ჩემსაზე უკეთესი რამდენიმე რჩეული სტატია ექნებოდა ვიკიპედიას. მე არ ვდავობ იმ ფაქტზე, რომ შეცდომები მაქვს სტატიებში, თუმცა ვინმეს წინ ავუდექი ასეთი სტატიების გასწორების დროს? თვითონ Deu-მ კარგად იცის ამაზე პასუხი, მას აქვს შესწორებული ჩემი ერთ-ერთი სტატიაც და რა, შევედავე ამ ფაქტზე? მომხმარებელი Deu უკვე ჩასაფრების პოლიტიკას ატარებს, მოყოლებული წინა წლის ივლისიდან ის მიზანმიმართულად ჯერ ადმინისტრატორ მიხეილს, შემდეგ კი უკვე ყველა ადმინის დისკრედიტირება დაიწყო. ამის ნათელი მაგალითია ეს ფაქტი. ახლა კი ჯერი ჩემია. ბოლოს კი თავისთავს ისე წარმოაჩენს ხოლმე, ვითომ ჩვენ ვიყოთ უზურპატორები და ის მსხვერპლი. ძალიან სამწუხარო ფაქტია. მომხმარებელ Deu გამო ხშირად სურვილიც კი არ მქონია ქართულ ვიკიში მუშაობის, თუმცა ჩავთვალე, რომ ვიკიპედია ამას არ მოითმენს და ისევ გავაგრძელე მუშაობა. ფაქტია! რომ კონკრეტული მომხმარებლის გამო ვიკიპედია სტაგნაციამდე მიდის და საზოგადოებას სჭირდება მშვიდი გარემო სამუშაოდ, რასაც ხელს უშლის მომხმარებელი Deu. ვიმედოვნებ, რომ ვიკისაზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პატივისცემით --Mehman 97 14:55, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

შეცდომებზე მითითება და მომხმარებლებისთვის იმის შეხსენება, რომ რაღაცის შესაფასებლად საჭიროა, მინიმუმ ამ რაღაცას გაეცნო, ეს რატომ არის ვინმეზე ან რაიმეზე თავდასხმა? საიდან მოვიდა საერთოდ ეს მიდგომა? როდის მერე გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ და არაფერზე მითითება არ გვჭირდება (კიდევ უარესი, არავის აქვს ამის უფლება)? რა უბედურებაა? ადმინისტრატორებთან მექნება თხოვნა, სადამსჯელო ადმინისტრაციული ქმედებების განხორციელებისას კარგად განმარტონ, რაში გამოიხატა დარღვევა და რის შესაბამისად ისჯება ესა თუ ის მომხმარებელი კონკრეტულ შემთხვევაში. „ფაქტია, რომ ასეა“ არ არის არგუმენტი. გიო ოქრომ რა დააშავა, არც ეგ მესმის.

დავითის განცხადებას რაც შეეხება, სწორი და სამართლიანი შენიშვნაა, რომელსაც საკუთარ თავზეც ვიღებ. მაგალითის სახით მოყვანილი სტატიებისთვის მე არ მიმიცია ხმა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტატიის წაუკითხავად გამიკეთებია ეს, რაც ძალიან ცუდია და არ ვამაყობ ამით. მგონი, რეგულარულად მხოლოდ დავითი და პაატა მონაწილეობენ ამ პროცედურაში სწორად. მივბაძოთ მათ.

აქვე ვიტყვი, რომ უნდა შევეშვათ „სტატიის ავტორის“ ცნების აქტიურად გამოყენებას. მე კი შეიძლება ავდექი და დავწერე/ვთარგმნე სტატია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე დამატებითი უფლება ან ვალდებულება მაქვს (ერთგვარი პასუხისმგებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვანდალიზმი ჩავიდინე ამ სტატიაში). სხვა შემთხვევებში სტატია ისევე მეკუთვნის მე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ამიტომ არ არის ხოლმე აუცილებელი, სტატიაში არსებული შეცდომების გასწორება თუ სტატიისთვის რაიმე ტექსტის შემატების შესაძლებლობა ან მისი სექციების სისტემატიზაცია/გასწორება თუ სხვა საქმენი მხოლოდ მის მთარგმნელს/დამწერს დავაკისროთ (ეს შენიშვნაც ვრცელდება ჩემზე ასევე).

მეჰმან, დავითი შენს დისკრედიტირებას რანაირად ახდენს ან როგორ აკნინებს შენს წვლილს? :დ ეს შენიშვნები მიემართებათ ხმის მიმცემებს, რომლებიც იმსახურებენ კიდევაც მათ. შეცდომები გქონდა, ფაქტია. ეს ფაქტი მხოლოდ აღნიშნა დავითმა და არავითარი პრეტენზია არ წამოუყენებია. არავის რომ არ აუდექი წინ, დავითიც მაგაზე ლაპარაკობს: უნდა ვიკითხოთ და ვასწოროთ სტატიები. თვითონაც გაუსწორებია სტამბოლში რაღაც შეცდომები, როგორც ახლა ვნახე. კოლეგიალურობის ნაწილია ეს და პირადად მე, მაგ სტატიის „ავტორი“ რომ ვყოფილიყავი, მადლობასაც გადავუხდიდი. ნუ აღვიქვამთ ყველაფერს აგრესიად, გთხოვთ.--შოთა (განხილვა) 15:03, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მეჰმან, მე აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენზე ცუდი არაფერი მითქვამს მგონი და შენი ორივე რჩეული სტატია სტილისტურადაც გავმართე შეძლებისდაგვარად. ტყუილი არ მიკადრია არასდროს და არც ახლა მითქვამს ტყუილი: შენს ორივე ამ სტატიას ხმები ისე მისცეს, არ წაუკითხავს არავის! და შენ მოგწონს ასე მიღებული რჩეულობა თუ რა გინდა თქვა? შენთვის ხარისხია მთავარი თუ სტატუსი? რაიმე მავალდებულებს, რომ ამაზე ხმა არ ამოვიღო და დავდუმდე? ხარისხზე ვინ ზრუნავს და ვინ აფერხებს ვიკიპედიას, ჩანს.
აი მუქარებს რაც შეეხება, თქვენთვის შეინახეთ, ბატონებო! ვიღიმი Deu. 15:10, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად სასაცილოა ეს ყველაფერი და იცით რატომ? ჯერ ერთი სიახლეებში იწერება ის, რაც პრაქტიკულად ერთი მომხმარებლის უთანხმოებაა სხვებთან. მეორე, სიახლეებში იწერება ამბები, რომელიც თავად ამ მომხმარებელმა 2018 წლის 20 ოქტომბერს (სამი თვის წინ) შეასწორა და კიდევ მესამე, სასაცილოა რომ ზოგიერთ ვიკიპედიელს ჩვევად ექცა ვიკიპედიაში მსგავსი ამბების დროს შემოსვლა და გააქტიურება. მეთოდები მოგიძველდათ, შეცვალეთ მაინც, თორემ უკვე აღარც გვეცინება. --ჯაბა 1977 16:23, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

„მსგავსი ამბების დროს შემოსვლა და გააქტიურება“ მიხეილის ადმინად დარჩენის კენჭისყრაზე რატომ არ აღნიშნეთ უკაცრავად? რასაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი (ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/6#არ_შეუჩერდეს გადახედე სიას). გიო ოქრო 16:30, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

გაგახსენებ რომ იქ კენჭისყრა იყო და მთავარ გევრდზე იყო გამოტანილი,ბუნებრივია ყველა მარტივად ნახულობდა. აქვე იმასაც გეტყვი, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი გამოხტომები ბევრს ძლიან ძვირი დაუჯდა. --ჯაბა 1977 16:33, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

სიახლეებში იწერება ის, რომ ამჟამინდელი და მისი წინამორბედი ერთ-ერთი სტატია წაკითხვის გარეშე შეაფასეთ რჩეულად, მათ შორის თქვენ, ბატონო Jaba1977. სიახლეებში იწერება იმ სტატიაზე, რომელიც დღეს შევასწორე (თუ ამას საერთოდ მნიშვნელობა აქვს) და რომელიც ამჟამადაა მთავარ გვერდზე გატანილი და რომელშიც ახლაც კი უამრავი ხარვეზია, რადგან ყველაფრის გასწორება ვერ შევძელი. თქვენი ხმის დამსახურებით, დღეს მთავარ გვერდზე გატანილია სტატია, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი წინადადებები წერია, ზოგი წინადადების აზრი კი საერთოდ გაუგებარია. თქვენი დამსახურებით ხარისხს იმდენად დაბალი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, რომ ასე გაუმართავი სტატიები რჩეული სტატიის სტატუსს იღებენ წაკითხვის გარეშე. მიმდინარე სტატიაა ასეთი, მიმდინარე! და ეს იწერება სიახლეებში.
აი თქვენ კი, რადგან ჩემს სიტყვებს უბრალოდ ვერც კი დააყენებთ ეჭვქვეშ, საუბრობთ იმაზე, რომ ამის თქმის უფლება მე არ მქონდა. ან ამის თქმის უფლება ახლა არ მქონდა. ამბობთ, რომ მე, რომელიც ამ დარღვევაზე და ფარისევლობაზე მიგითითებთ და თქვენ მიერ უგულებელყოფილ ხარვეზებს უკვე მეორედ ვასწორებ „რჩეულ“ სტატიაში, ვიკიპედიის განვითარებას ვაფერხებ; ხოლო თქვენ — რომლებსაც ხარისხი არ გაინტერესებთ და ხმას აძლევთ სტატიას წაუკითხავას — ვიკიპედიას ავითარებთ.
სიმართლე ფარდობითი არაა, მეგობრებო. მე რომ სულაც ჯოჯოხეთის ცეცხლში დასაწვავ ვიკიპედიელად მივაჩნდე ვინმეს, ჩემი სიტყვების სიმართლეს ვერავინ უარყოფს. ამიტომ ან უნდა შეცდომა აღიაროთ, როგორც ეს შოთამ გააკეთა, ან საუბრის თემა გადაიტანოთ სხვა რამეზე და მე დამბლოკოთ. სამწუხაროა, რომ არასდროს არ გყოფნით გამბედაობა, რომ თქვენი შეცდომები აღიაროთ.
თქვენი მუქარების არავის ეშინია. Deu. 17:01, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ტყუილი რომ თქვი არ უთხოვიათო ამას არ ვიმჩნევ :) --ჯაბა 1977 17:01, 19 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]