ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77: ხაზი 77:
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
* ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 147-149
* ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 147-149

==რესურსები ინტერნეტში==
* {{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|7251}}


{{ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
{{ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}

07:46, 4 იანვარი 2019-ის ვერსია

ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია — საქართველო
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°08′28″ ჩ. გ. 43°35′04″ ა. გ. / 42.1412583° ჩ. გ. 43.5844750° ა. გ. / 42.1412583; 43.5844750
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VI საუკუნის შუა ხანები, 1871
დეტალები

ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის დასავლეთით, მდინარე ჭერათხევის ხეობაში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.

ულუმბის მონასტერი ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს მიქაელ ულუმბოელს დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე).

ისტორია

მატეანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მონასტრის დამაარსებლად მიქაელ ულუმბოელს მიიჩნევდა:

ვიკიციტატა
„ჭერათხევის... სერს ზევით არს მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ მამათაგანის ქმნული და დაფულულ არს მიქელ მუნვე, ზის წინამძღვარი.“

ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიხეილ საბინინსაც მიქაელ ულუმბოელი მიაჩნია — „წმინდა მამა მიხაილ ...აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალისწყალსა ზედა, რომელსა შინა დაიდვა მრავალმოღვაწე გვამი მისი“.

ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის შემწეობით, ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.

ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს XIII-XV საუკუნეთა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში მოთხრობილია XIII საუკუნის ამბავი — ქართველთა ერთ-ერთი გამარჯვება ჯალალედინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე-დროშა და იგი ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის შეუწირავთ. ჩანს, XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.

XIV საუკუნეში ულუმბის მონასტერი მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებშიც. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველის დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილის დაბადებისთანავე (1390) მეფის სახლს მონასტრისათვის შესაწირავი მიურთმევია — ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს „მოუტანა საქონელი ურიცხვი“ და შესაწირი.

ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ ლენგის ლაშქარს. მონასტრის მეორეჯერ აშენება 1400-1415 წლებში სახელდება. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. XVIII საუკუნის I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. XIX საუკუნეში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.

ძეგლის აღწერა

ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 147-149

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7251