ცხუმის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა|მშობლიური სახელი=|გრძელი სახელი=ცხუმის სამთავრო|რეგიონი=[[აფხაზეთი]]|ქვეყანა=[[საქართველო]]|ერა=[[შუა საუკუნეები]]|სტატუსი=[[გაუქმებული]]|მართველობა=[[მონარქია]]|შექმნა=|შექმნის თარიღი=|შექმნის წელი=786|გაუქმება=|გაუქმების თარიღი=|გაუქმების წელი=1354|მოვლენა1=|მოვლენის თარიღი1=|მოვლენა2=|მოვლენის თარიღი2=|მოვლენა3=|მოვლენის თარიღი3=|მოვლენა4=|მოვლენის თარიღი4=|უპირველესი მოვლენა=|უპირველესის თარიღი=|უკანასკნელი მოვლენა=|უკანასკნელის თარიღი=|p1=აფხაზეთის სამეფო|დროშა_p1=Flag of the Kingdom of Egris-Abkhazia v2.svg|p2=|დროშა_p2=|p3=|დროშა_p3=|p4=|დროშა_p4=|p5=|დროშა_p5=|s1=საქართველოს სამეფო|დროშა_s1=Sakartvelo_-_drosha.svg|s2=|დროშა_s2=|s3=|დროშა_s3=|s4=|დროშა_s4=|s5=|დროშა_s5=|დროშის სურათი=|დროშის აღწერა=|გერბი=|გერბის ზომა=|გერბის აღწერა=|რუკის სურათი=|რუკის აღწერა=|რუკის სურათი2=|რუკის აღწერა2=|დედაქალაქი=[[ცხუმი]]|უდიდესი ქალაქები=|latd=|latm=|latNS=|longd=|longm=|longEW=|დევიზი=|ჰიმნი=|ენები=[[ქართული ენა]] [[მეგრული ენა]] [[ბერძნული ენა]]|რელიგია=[[მართლმადიდებლობა]]|ვალუტა=[[სოლიდუსი]] [[პერპერა]] [[დინარი]]|ლიდერი1=|ლიდერი2=|ლიდერი3=|ლიდერი4=|ლიდერი5=|ლიდერი6=|ლიდერი7=|ლიდერი8=|ლიდერი9=|ლიდერის წელი1=|ლიდერის წელი2=|ლიდერის წელი3=|ლიდერის წელი4=|ლიდერის წელი5=|ლიდერის წელი6=|ლიდერის წელი7=|ლიდერის წელი8=|ლიდერის წელი9=|ლიდერის ტიტული=|ლიდერი1.1=|ლიდერი1.2=|ლიდერი1.3=|ლიდერი1.4=|ლიდერი1.5=|ლიდერის წელი1.1=|ლიდერის წელი1.2=|ლიდერის წელი1.3=|ლიდერის წელი1.4=|ლიდერის წელი1.5=|ლიდერის ტიტული2=|ლიდერი2.1=|ლიდერი2.2=|ლიდერი2.3=|ლიდერი2.4=|ლიდერი2.5=|ლიდერი2.6=|ლიდერის წელი2.1=|ლიდერის წელი2.2=|ლიდერის წელი2.3=|ლიდერის წელი2.4=|ლიდერის წელი2.5=|ლიდერის წელი2.6=|ლიდერის ტიტული3=|საკანონმდებლო ხელისუფლება=[[აფხაზეთის სამეფო]] (786-1008) [[საქართველოს სამეფო]] (1008-1330)|პალატა1=|პალატის ტიპი1=|პალატა2=|პალატის ტიპი2=<!-- ფართობი და მოსახლეობა -->|სტატ. წელი1=|ფართობი1=4200|სტატ. მოსახ1=|სტატ. წელი2=|ფართობი2=|სტატ. მოსახ2=|სტატ. წელი3=|ფართობი3=|სტატ. მოსახ3=|სტატ. წელი4=|ფართობი4=|სტატ. მოსახ4=|სტატ. წელი5=|ფართობი5=|სტატ. მოსახ5=|სქოლიო_ა=|სქოლიო_ბ=|სქოლიო_ჰ=|სქოლიოები=|დღეს=[[საქართველო]]}}
{{ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა|მშობლიური სახელი=|გრძელი სახელი=ცხუმის სამთავრო|რეგიონი=[[აფხაზეთი]]|ქვეყანა=[[საქართველო]]|ერა=[[შუა საუკუნეები]]|სტატუსი=[[გაუქმებული]]|მართველობა=[[მონარქია]]|შექმნა=|შექმნის თარიღი=|შექმნის წელი=786|გაუქმება=|გაუქმების თარიღი=|გაუქმების წელი=1354|მოვლენა1=|მოვლენის თარიღი1=|მოვლენა2=|მოვლენის თარიღი2=|მოვლენა3=|მოვლენის თარიღი3=|მოვლენა4=|მოვლენის თარიღი4=|უპირველესი მოვლენა=|უპირველესის თარიღი=|უკანასკნელი მოვლენა=|უკანასკნელის თარიღი=|p1=აფხაზეთის სამეფო|დროშა_p1=Flag of the Kingdom of Egris-Abkhazia v2.svg|p2=|დროშა_p2=|p3=|დროშა_p3=|p4=|დროშა_p4=|p5=|დროშა_p5=|s1=საქართველოს სამეფო|დროშა_s1=Sakartvelo_-_drosha.svg|s2=|დროშა_s2=|s3=|დროშა_s3=|s4=|დროშა_s4=|s5=|დროშა_s5=|დროშის სურათი=|დროშის აღწერა=|გერბი=|გერბის ზომა=|გერბის აღწერა=|რუკის სურათი=|რუკის აღწერა=|რუკის სურათი2=|რუკის აღწერა2=|დედაქალაქი=[[ცხუმი]], [[ბაგრატის ციხე]]|უდიდესი ქალაქები=|latd=|latm=|latNS=|longd=|longm=|longEW=|დევიზი=|ჰიმნი=|ენები=[[ქართული ენა]] [[მეგრული ენა]] [[ბერძნული ენა]]|რელიგია=[[მართლმადიდებლობა]]|ვალუტა=[[სოლიდუსი]] [[პერპერა]] [[დინარი]]|ლიდერი1=|ლიდერი2=|ლიდერი3=|ლიდერი4=|ლიდერი5=|ლიდერი6=|ლიდერი7=|ლიდერი8=|ლიდერი9=|ლიდერის წელი1=|ლიდერის წელი2=|ლიდერის წელი3=|ლიდერის წელი4=|ლიდერის წელი5=|ლიდერის წელი6=|ლიდერის წელი7=|ლიდერის წელი8=|ლიდერის წელი9=|ლიდერის ტიტული=|ლიდერი1.1=|ლიდერი1.2=|ლიდერი1.3=|ლიდერი1.4=|ლიდერი1.5=|ლიდერის წელი1.1=|ლიდერის წელი1.2=|ლიდერის წელი1.3=|ლიდერის წელი1.4=|ლიდერის წელი1.5=|ლიდერის ტიტული2=|ლიდერი2.1=|ლიდერი2.2=|ლიდერი2.3=|ლიდერი2.4=|ლიდერი2.5=|ლიდერი2.6=|ლიდერის წელი2.1=|ლიდერის წელი2.2=|ლიდერის წელი2.3=|ლიდერის წელი2.4=|ლიდერის წელი2.5=|ლიდერის წელი2.6=|ლიდერის ტიტული3=|საკანონმდებლო ხელისუფლება=[[აფხაზეთის სამეფო]] (786-1008) [[საქართველოს სამეფო]] (1008-1330)|პალატა1=|პალატის ტიპი1=|პალატა2=|პალატის ტიპი2=<!-- ფართობი და მოსახლეობა -->|სტატ. წელი1=|ფართობი1=4200|სტატ. მოსახ1=|სტატ. წელი2=|ფართობი2=|სტატ. მოსახ2=|სტატ. წელი3=|ფართობი3=|სტატ. მოსახ3=|სტატ. წელი4=|ფართობი4=|სტატ. მოსახ4=|სტატ. წელი5=|ფართობი5=|სტატ. მოსახ5=|სქოლიო_ა=|სქოლიო_ბ=|სქოლიო_ჰ=|სქოლიოები=|დღეს=[[საქართველო]]}}
'''ცხუმის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], რომელიც VIII საუკუნიდან — XIV საუკუნემდე არსებობდა და დღევანდელი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ [[სოხუმი|სოხუმის]] მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა.
'''ცხუმის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], რომელიც VIII საუკუნიდან — XIV საუკუნემდე არსებობდა და დღევანდელი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ [[სოხუმი|სოხუმის]] მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა.


== ისტორია ==
== ისტორია ==
ცხუმის სამთავრო [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოს]] ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც [[აფშილეთი|აფშილეთის]] ტერიტორიაზე წარმოიქმნა. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონს]] ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის, რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ [[ლეონ II]] დააარსა. მისი ტერიტორია [[ანაკოფია|ანაკოფიიდან]] [[ალანები|ალანიამდე]] ვრცელდებოდა.<ref>[[Vakhushti Bagrationi]], ''The History of Egrisi, Abkhazeti or Imereti'', part 1.</ref> სამთავროს ცენტრი [[ბაგრატის ციხე]] იყო.
ცხუმის სამთავრო [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოს]] ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც [[აფშილეთი|აფშილეთის]] ტერიტორიაზე წარმოიქმნა. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონს]] ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის, რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ [[ლეონ II]] დააარსა. მისი ტერიტორია [[ანაკოფია|ანაკოფიიდან]] [[ალანები|ალანიამდე]] ვრცელდებოდა.<ref>[[Vakhushti Bagrationi]], ''The History of Egrisi, Abkhazeti or Imereti'', part 1.</ref> სამთავროს ცენტრი [[ბაგრატის ციხე]] იყო. სამთავროს ცენტრი იყო ქალაქი [[Სოხუმი|ცხუმი]], ხოლო მთავრის რეზიდენცია - [[Ბაგრატის ციხე|ბაგრატის ციხე]].


XII საუკუნეში [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] სამთავრო ოთაღო შარვაშიძეს გადასცა, რომელმაც მოგვიანებით [[შარვაშიძეები|შარვაშიძეების]] აფხაზთა ფეოდალურ საგვარეულოს დაუდო საფუძველი. ამ პერიოდიდან ქალაქი [[სოხუმი|ცხუმი]] ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად იქცა. რუსი ისტორიკოსის ვ. სიზოვის ვარაუდით ცხუმი საქართველოს სამეფოს უმნიშვნელოვანეს „კულტურულ“ და „ადმინისტრაციულ“ ცენტრს წარმოადგენდა.<ref name="Giorgi Sharvashidze">[https://iberiana.wordpress.com/afxazeti/unfalsified-history/ "ABKHAZIA – UNFALSIFIED HISTORY" Giorgi Sharvashidze.]</ref>
XII საუკუნეში [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] სამთავრო ოთაღო შარვაშიძეს გადასცა, რომელმაც მოგვიანებით [[შარვაშიძეები|შარვაშიძეების]] აფხაზთა ფეოდალურ საგვარეულოს დაუდო საფუძველი. ამ პერიოდიდან ქალაქი [[სოხუმი|ცხუმი]] ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად იქცა. რუსი ისტორიკოსის ვ. სიზოვის ვარაუდით ცხუმი საქართველოს სამეფოს უმნიშვნელოვანეს „კულტურულ“ და „ადმინისტრაციულ“ ცენტრს წარმოადგენდა.<ref name="Giorgi Sharvashidze">[https://iberiana.wordpress.com/afxazeti/unfalsified-history/ "ABKHAZIA – UNFALSIFIED HISTORY" Giorgi Sharvashidze.]</ref>
ხაზი 62: ხაზი 62:


== არქეოლოგიური მასალა ==
== არქეოლოგიური მასალა ==
VIII-X სს-ის მატერიალური კულტურის ნაშთები სოხუმში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. XI-XIII სს-ის არქეოლოგიური ძეგლები წარმოდგენილია მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. დადასტურებულია ხის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, ხელადები, ჭრაქები, ლანგრები. ბაგრატის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XII-XIV სს-ის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, მოჭიქული კერამიკა და სხვ.
VIII-X სს-ის მატერიალური კულტურის ნაშთები [[Სოხუმი|სოხუმში]] მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. XI-XIII სს-ის არქეოლოგიური ძეგლები წარმოდგენილია მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. დადასტურებულია ხის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, ხელადები, ჭრაქები, ლანგრები. [[Ბაგრატის ციხე|ბაგრატის ციხის]] ტერიტორიაზე აღმოჩენილია XI-XIV სს-ის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, მოჭიქული კერამიკა და სხვ.


სოხუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ბაგრატის ციხე (55X27 მ). გეგმაში ოვალური ფორმისა. ნაგებია რიყისა და კირქვის თლილი ქვებით. შემორჩენილია ოთხკუთხა გეგმის 2 კოშკი. შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამი სამარხი. აღნიშნულ ფართობზე დადასტურებულია მრავალრიცხოვანი სუფრისა და სამზარეულო დანიშნულების კერამიკა, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავები, საწაფები და სხვ. ციხე XII-XIV სს-ში ფუნქციონირებდა
სოხუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს [[Ბაგრატის ციხე|ბაგრატის ციხე]] (55X27 მ). გეგმაში ოვალური ფორმისა. ნაგებია რიყისა და კირქვის თლილი ქვებით. შემორჩენილია ოთხკუთხა გეგმის 2 კოშკი. შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამი სამარხი. აღნიშნულ ფართობზე დადასტურებულია მრავალრიცხოვანი სუფრისა და სამზარეულო დანიშნულების კერამიკა, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავები, საწაფები და სხვ. ციხე XI-XV სს-ში ფუნქციონირებდა და წარმოადგენდა ცხუმის მთავრის რეზიდენციას.


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

15:00, 2 იანვარი 2019-ის ვერსია

ცხუმის სამთავრო
გაუქმებული

786–1354
დედაქალაქი ცხუმი, ბაგრატის ციხე
ენები ქართული ენა მეგრული ენა ბერძნული ენა
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა მონარქია
საკანონმდებლო ხელისუფლება აფხაზეთის სამეფო (786-1008) საქართველოს სამეფო (1008-1330)
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა 786
 -  გაუქმდა 1354
ფართობი 4 200 კმ² (1 622 მლ²)
ვალუტა სოლიდუსი პერპერა დინარი
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველო

ცხუმის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში, რომელიც VIII საუკუნიდან — XIV საუკუნემდე არსებობდა და დღევანდელი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ სოხუმის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა.

ისტორია

ცხუმის სამთავრო აფხაზთა სამეფოს ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც აფშილეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა. ვახუშტი ბაგრატიონს ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის, რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ ლეონ II დააარსა. მისი ტერიტორია ანაკოფიიდან ალანიამდე ვრცელდებოდა.[1] სამთავროს ცენტრი ბაგრატის ციხე იყო. სამთავროს ცენტრი იყო ქალაქი ცხუმი, ხოლო მთავრის რეზიდენცია - ბაგრატის ციხე.

XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა სამთავრო ოთაღო შარვაშიძეს გადასცა, რომელმაც მოგვიანებით შარვაშიძეების აფხაზთა ფეოდალურ საგვარეულოს დაუდო საფუძველი. ამ პერიოდიდან ქალაქი ცხუმი ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად იქცა. რუსი ისტორიკოსის ვ. სიზოვის ვარაუდით ცხუმი საქართველოს სამეფოს უმნიშვნელოვანეს „კულტურულ“ და „ადმინისტრაციულ“ ცენტრს წარმოადგენდა.[2]

1240-იან წლებში მონღოლებმა საქართველო რვა სამხედრო-ადმინისტრაციულ სექტორებად (დუმნებად) დაანაწილეს; ცხუმის სამთავრო ცოტნე დადიანის ხელში მოექცა.[2] დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ტახტზე არსებული შინა ომები, ოდიშის მთავარმა გიორგი დადიანმა სასიკეთოდ გამოიყენა და ცხუმის სამთავროს დაეპატრონა, შესაბამისად ოდიშის საზღვარი ანაკოფიამდე გადაიწია, ხოლო შარვაშიძეები აფხაზეთში გამაგრდნენ. XV საუკუნის ისტორიული წყაროები ცხუმის სამთავროს აფხაზეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს.[3] ამ პერიოდიდან ქართველი მონარქები ცხუმს დადიანების ფეოდალურ დომენად აღიარებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ სამთავროს სტაგნაცია დასავლეთ საქართველოში ოდიშის მთავრების გაძლიერებას უკვაშირდება.

XII-XV საუკუნეებში ევროპული საზღვაო ძალების (ვენეცია და გენუა) მეშვეობით ცხუმი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდა. XIV საუკუნეში გენუის რესპუბლიკამ ცხუმში რამოდენიმე სავაჭრო ფაქტორია დაარსა. ამ პერიოდიდან ცხუმი ოდიშის მთავრების რეზიდენციად ითვლებოდა, ეს არის ადგილი სადაც ვამეყ I-მა, საკუთარი მონეტა მოჭრა. 1451 წელს ის დროებით ოსმალთა ფლოტმა დაიკავა. შემდეგ პერიოდში ცხუმი ოდიშის და აფხაზთა მთავრებს შორის დაპირისპირების მთავარ მიზეზად იქცა. ის საბოლოოდ 1570 წელს ოსმალებმა დაიკავეს.

ცხუმის სავაჭრო ფაქტორია

XIII საუკუნეში მსოფლიოში მომხდარმა ძვრებმა ევროპელები შავიზღვისპირეთით დააინტერესა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მონღოლთა იმპერიის საზღვრები მათ თან და თან მიუახლოვდა. ჩინგიზ-ყაენის შთამომავლებმა თითქმის მთელი ჩრილო შავიზღვისპირეთი დაიპყრეს და სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს. ამასთანავე ცენტრალურ აზიაში მათ ბოლო მოუღეს სავაჭრო გზებზე ყაჩაღობას. ამიერიდან გაჩნდა შესაძლებლობა ევრიპიდან აზიაში (და პირიქით) ტვირთის უსაფრთხო გადატანისა. გამორჩეულად დიდ ინტერესს შავი ზღვის სანაპირო ზოლისადმი იჩნედნენ იტალიის. განსაკუთრებით გენუის რესპუბლიკა. ასევე ვენეციის რესპუბლიკაც. მათი მიზანი შავიზღვისპრეთში ფეხის მოკიდება და რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან (ბიზანტიის იმპერია, ოქროს ურდო, საქართველოს სამეფო) ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო. მათ თანდათან დაიწყეს სავაჭროდ ხელსაყრელ ადგილებში საკუთარი წარმომადგენლობის დაფუძნება და ადგილობრივ მმართველებთან მოლაპარაკების შედეგად სავაჭრო ფაქტორიებიც შექმნეს, როგორც ბიზანტიასა ოქროს ურდოში, ისე საქართველოში. მალევე თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი მათი ფაქტორიებით მოიფინა.

მიუხედავად იმისა,რომ გენუელები საქართველოში ჯერ კიდევ XIII-ე საუკუნეში გამოჩნდნენ,მათ სავაჭრო ფაქტორიის დაარსების უფლება მხოლოდ 1354 წელს მიიღეს,მას შემდეგ რაც მათი მთავარი კონკურენტი,ვენეციის რესპუბლიკა განადგურებულ იქნა საპიენცას საზღვაო ბრძოლაში გენუელთა ფლოტის მიერ.

იტალიურ ქრონიკებში შემონახული ერთ–ერთი ცნობის თანახმად,გენუელებმა ქართულ მიწაზე ფაქტორიის დაარსების უფლება მიიღეს სამეგრელოს ერისთავ ბედიელისგან (იგულისხმება გიორგი II დადიანი), რომელიც ამის თაობაზე თავის მხრივ საკუთარ „სენიორს“ ანუ საქართველოს მეფეს დავით IX-ს მოელაპარაკა. გენუელებს მიწა თანამედროვე სოხუმის ტერიტორიაზე გამოეყოთ. მათ სავაჭრო ფაქტორიას მაღალი კედლები შემოავლეს. ახალდარსებულ ფაქტორიას იტალიელები სებასტოპოლს უწოდებდნენ ამ ადგილზე არსებული ანტიკური ბერძნული კოლონიის (Διοσκουριάς) და რომაული (Sebastopolis) ანალოგიურად. მოგვიაებით კი მას სან-ლორეცო უწოდეს. როგორც ჩანს ეს ადგილი შემთხვევით არ იქნა შერჩეული. როგორც ანტიკურ ხანაში, ისე შუა საუკუნეებში ის საქართველოს სანაპიროზე ფაქტობრივად ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სპეციალურად შექმნილი არხები სანაოსნო სეზონის დამთავრების შემდეგ ნაპირზე ამოუთრევლად გემების გაჩერება იყო შესაძლებელი. ფაქტორიის პირველი კონსული იყო ამბროჯიო დი პიეტრო. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მეფე დავით IX-მ გენუელებს უფლება მისცა ცხუმი ემართათ. გენუელებმა გაანადგურეს ვენეციელები, რის შედეგადაც როგორც ევროპაში, ისე აზიაში დიდი გავლენა მოიპოვეს. ამიტომ საქართველოსთვის საჭირო იყო ასეთ სახელმწიფოსთან ეკონომიკური კავშირები. ამასთანავე გენუელებს ჰყავდათ დახელოვნებული ექიმები,რომლებიც შავი ჭირის ეპიდემიის პირობებში დახმარებას გაუწევდნენ ქვეყანას. გენუელთა სავაჭრო ფაქტორიას ცხუმში ნავსადგურის პირას დიდი ადგილი ეჭირა. თავად ფაქტორიას კი კონსული ხელმძღვანელობდა.თვით კონსულის ადმინისტაცია თავდაპირველად კონსულისგან, ნოტარიუსისაგან და მოსმართლისგან შედგებოდა, რომელიც გასამრჯელოს კაფადანყირიმში მდებარე გენუელთა მთავარი კოლონიიდან იღებდა. კაფის ხელისუფლება იხდიდა ადმინისტაციის ხარჯებსაც. შემდგომში კი ეს წესი შეიცვალა.

შემორჩენილია რამდენიმე კონსულის სახელებიც, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ცხუმის ფაქტორიას ხელმძღვანელობდნენ:

ცხუმის მმართველი კონსულები
კონსულები მმართვ. წლები
ამბროჯიო დი პიეტრო 1354
ბენისე დრაგუსი 1373
ნეაპოლიტანუს დი სტაპპა 1374
ანტონიუს დი ლაზარო 1381
ინოფიუს დი მარი 1382
სტეფანო დი ფრანჩი 1448
პიეტრო დი ლაველო 1449
პაოლო დი ლაველო 1450
ჯჯოვანი დორია 1450-1454
ფილიპო დი კალავარეცა 1454
ლორენცო დი პინელი 1455
დრანჩესკო ლომელინო 1456

არქეოლოგიური მასალა

VIII-X სს-ის მატერიალური კულტურის ნაშთები სოხუმში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. XI-XIII სს-ის არქეოლოგიური ძეგლები წარმოდგენილია მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. დადასტურებულია ხის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, ხელადები, ჭრაქები, ლანგრები. ბაგრატის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XI-XIV სს-ის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, მოჭიქული კერამიკა და სხვ.

სოხუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ბაგრატის ციხე (55X27 მ). გეგმაში ოვალური ფორმისა. ნაგებია რიყისა და კირქვის თლილი ქვებით. შემორჩენილია ოთხკუთხა გეგმის 2 კოშკი. შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამი სამარხი. აღნიშნულ ფართობზე დადასტურებულია მრავალრიცხოვანი სუფრისა და სამზარეულო დანიშნულების კერამიკა, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავები, საწაფები და სხვ. ციხე XI-XV სს-ში ფუნქციონირებდა და წარმოადგენდა ცხუმის მთავრის რეზიდენციას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო