დანდალოს ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22: ხაზი 22:
| მასალა = რიყის ქვა
| მასალა = რიყის ქვა
| თაღების რაოდენობა = 1
| თაღების რაოდენობა = 1
| სიგრძე =
| სიგრძე = 34,5
| სიგანე =
| სიგანე = 2,80
| კონსტრუქციის სიმაღლე =
| კონსტრუქციის სიმაღლე =
| თაღის სიმაღლე წყლიდან =
| თაღის სიმაღლე წყლიდან =

16:48, 1 იანვარი 2019-ის ვერსია

დანდალოს ხიდი
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 41°39′48″ ჩ. გ. 42°06′27″ ა. გ. / 41.66333° ჩ. გ. 42.10750° ა. გ. / 41.66333; 42.10750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადგილმდებარეობა დანდალო
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია აჭარისწყალი
მასალა რიყის ქვა
თაღების რაოდენობა 1
სიგრძე 34,5 
სიგანე 2,80 
დანდალოს ხიდი — საქართველო
დანდალოს ხიდი
დანდალოს ხიდი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
დანდალოს ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

დანდალოს ხიდიშუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე. მდებარეობს სოფელ დანდალოს მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროდან ახალციხეში მიმავალ ძველ დიდ მაგისტრალზე. რუსეთის ხელისუფლებამ აქ ბათუმი–ახალციხის მაგისტრალი გაიყვანა და ძველი ხიდის გვერდით ააშენა დიდი რკინის ხიდი (ამჟამად გაუქმებულია და მის ქვემოთ 300 მეტრში აგებულია ახალი ხიდი). დანდალოს ძველი ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია.

ხიდის აღწერა

დანდალოს ხიდი ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს.

ხიდის სიგრძეა 34,5 მ, სიგანე თავბანდთან 2,80 მ (ლავგარდნის გადმოწევიანად). მისასვლელებთან ხიდის სიგანე მარცხენა შესასვლელისა 4,70 მ, სიგრძე — 10 მ, მარჯვენასი 3,50 მ, სიგანე (ძველი ნაგებობის მიხედვით) — 2,40 მ, მალი 21 მ, ისარი — 4 მ. ბურჯის სიმაღლეა 4,6 მ, სიგანე — 4,55 მ. იმავე ბურჯზე დატანილია ფოსოები ორ რიგად. თითო რიგში სამი ფოსოა. ფოსოს ზომებია 50Х60; 55Х52. ფოსოების ნაპირიდან დაშორება 35 მ, ფოსოებს შორის მანძილი — 38 სმ, ლავგარდნის სისქე — 10-14 სმ.

ხიდი გეგმაში ლათინურ ასო S-ს გავს. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით ასეთი ფორმის ხიდის აშენება გაცილებით რთულია, რადგანაც დატვირთვები ნაწილდება არათანაბრად.

ფოსოების ორი რიგი გვიჩვენებს, რომ აშენების დროს ხარაჩოები ორ რიგად ყოფილა დალაგებული. მარჯვენა ბურჯი პირდაპირ კლდეზეა დაშენებული, ხოლო მარცხენა წყალში შეჭრილი მალის შემცირების მიზნით.

ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 308.
  • კვეზერელი-კოპაძე ნ. საქართველოს ძველი ხიდები, თბ., 1972
  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 38-39

სქოლიო