სერგო ვარდოსანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Sergo_Vardosanidze-1.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Racconish-ს მიერ. მიზეზი: Copyright violation; see Commons:Licensing (F1) -.
ხაზი 3: ხაზი 3:
|მშობსახელი =
|მშობსახელი =
|დაბსახელი =
|დაბსახელი =
|პორტრეტი =Sergo Vardosanidze-1.jpg
|პორტრეტი =
|ზომა =
|ზომა =
|წარწერა =
|წარწერა =

17:35, 28 დეკემბერი 2018-ის ვერსია

სერგო ვარდოსანიძე
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1955
ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზოვრეთი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
ჯილდოები დაჯილდოვებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით (2013).

სერგო ვარდოსანიძე (დ. 3 დეკემბერი, 1955, ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზოვრეთი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1955 წლის 3 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1974-1979 წწ. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. 1986-1989 წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით.

სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004), თეოლოგიის დოქტორი (2013).

კარიერა

1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად, 1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005-2007 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.

2008 წლიდან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად.

2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად.

საზოგადოებრივი საქმიანობა

1989-1990 წლებში ასრულებდა ახალგაზრდა პედაგოგთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, მონაწილეობდა 7 რესპუბლიკურ და 8 საერთაშორისო კონფერენციაში, სასულიერო აკადემიის შრომების, ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ რედკოლეგიის წევრი. 2013 წლის 6 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

პუბლიკაციები

გამოქვეყნებული აქვს 20 წიგნი, 120 პუბლიკაცია, მათ შორის ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში 30, უცხოეთში 15.

გამოქვეყნებული წიგნები

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II (საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XIX-XX საუკუნეებში)
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-1972) წლები), თბილისი, 2007.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წლები)
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (1927-1932 წლები)
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.)
  • XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები
  • ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში)
  • თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
  • საქართველოს ეკლესიის ისტორია 1917-1952 წლებში
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II (1855-1918 წ.წ.)
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე (1861-1921 წწ.)
  • საქართველოს საზღვრები (1917-1938)
  • გიორგი წერეთელი და საქართველოს ისტორიის პრობლემები
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ისტორია (1917-1957). გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები. თბილისი, 2015. (თანაავტორები: ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, ლევან ჯიქია, მაკა კვარაცხელია).
  • ავტორთა კოლექტივთან ერთად კრებული ,,ისტორია შეულამაზებლად". თბილისი, 2015.
  • მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015.
  • საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ) 2017 წელი.

და სხვა მონოგრაფიები.

წიგნები და სტატიები უცხო ენებზე

  • Внешняя политика Грузинской православной церкви. Журнал «Азия Африка сегодня» Москва 2001, გვ. 74-75.
  • Отношения Грузинской православной и Армянской апостольской церквей в 1917-1922 гг. ჟურნ. «Иран-наме» ტ. 37. 2001. გვ. 36-37, თეირანი.
  • Взаимоотношения между Грузинской православной церковью и государством в 1921-1924 г.г. ჟურნ. «Церковный вестник» #4. 2001. გვ.50-56. ვარშავა.
  • Управление Грузинской церкви и история епархий в 20-30 годы ХХ века» იხ. ჟურნ. “The WORLD of the Orient”. #1. 2002. კიევი.
  • საქართველოს ეკლესია 1917-1952 წწ., იხ. ჟურნ. "გეორგიკა". #25. 2002. გვ.83-91. გერმანია.
  • "განახლების და რეფორმების" მცდელობანი 1922-1927 წლებში". იხ. ჟურნ. ივერია 2001/2002. ტ. VII. გვ. 61-74. საფრანგეთი.
  • Православная энциклопедия, ტ. XII, მოსკოვი 2007 წ. გვ. 218-229.
  • A History of the Orthdox Church of Georgia, 1811 to the Present (ინგლისურ ენაზე, შვეიცარია. 2006 წ. თანაავტორი. (1917-2002წ.წ)
  • Патриарх Грузии. - Книга ,,Раб Божий", Москва, 2015.

და სხვა წიგნები და სტატიები.

რესურსები ინტერნეტში