სიზიფე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სიზიფე''' ({{lang-grc|Σίσυφος}}) — [[ეოლია|ეოლიელ]] ზღვაოსანთა წინაპრების, [[ეოლოსი]]ს და [[ენარეტე]]ს ცბიერი და პატივმოყავრე შვილი, [[პლეადა]] [[მეროპე]]ს ქმარი, [[კორინთო]]ს აღმაშენებელი და მეფე, ერთი ვერსიით და ძალზე პოპულარული და საანდაზოდ ქცეული გმირი.
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/AkakiBalanchivadze|AkakiBalanchivadze]]|2=2018 წლის 17 დეკემბერი}}

'''სიზიფე''' ({{lang-grc|Σίσυφος}}) — [[ეოლია|ეოლიელ]] ზღვაოსანთა წინაპრების, [[ეოლოსი]]ს და [[ენარეტე]]ს ცბიერი და პატივმოყავრე შვილი, [[პლეადა]] [[მეროპე]]ს ქმარი და ძალზე პოპულარული და საანდაზოდ ქცეული გმირი.
კორინთო მუდამ [[სავაჭრო]] და [[სანაოსნო]] ქალაქი იყო. სიზიფეც ტიპიური კორინთელია, ცბიერი და გაიძვერა, როგორც იქაური ვაჭრები. [[ჰომეროსი]] მას ხარბსა და ადამიანთა შორის ყველაზე უფრო ანგარებიან კაცს უწოდებს. სინამდვილეში კი ის მოხერხებული, მაგრამ ბერძენ ღმერთებთან მებრძოლია. [[ჰომეროსი]], [[ჰესიოდე]], [[ჰორაციუსი]], [[ოვიდიუსი]], [[აპოლოდორე]] და სხვა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ღმერთებმა ის მძიმე დანაშაულებისთვის მკაცრად დასაჯეს, [[ჰადესი|ჰადესთან]] გაგზავნეს და კლდის დიდ ლოდთან შეაჭიდეს, რომელიც მწვერვალზე უნდა ააგოროს. დიდი ვაივაგლახით აზიდავს, სულს მოითქვამს, ქვა ისევ დაუგორდება, ისევ შეეჭიდება და ასე უსასრულოდ. ჰომეროსი არ ამბობს რისთვის დაისაჯა ასე მძიმედ, მომდევნო დროის ავტორები კი ჩამოთვლიან: ღმერთებს ატყუებდა, გზაში მდიდრებს ძარცვავდა, [[ზევსი]] გასცა (როცა ზევსმა ფარულად მოიტაცა მდინარის ღმერთ [[ასოპოსი]]ს ასული [[ეგინა]], იგი სიზიფემ დაასმინა ასოპოსთან) და ა.შ. მოხერხებით აჯობა ცნობილ ქურდს [[ავტოლიკე]]საც: წინასწარ ამოუწვა ჩლიქები საქონელს, რომელიც მან მოიპარა. ზევსი ამ და სხვა უცნაურობებზე განრისხდა და [[თანატოსი|თანატოსს]] მისი ჰადესთან წაყვანა ბრძანა. სიზიფემ სიკვდილის ღმერთი მოხერხებით შიპყრო და შებოჭა, ამიტომ აღარავინ კვდებოდა , ვიდრე ბოლოს არ აივსო ღმერთების მოთმინების ფიალა და არ გამოკეტეს ქვესკნელში. სიზიფეს სულმა ჰადესს სთხოვა გაეშვა ზევით, რათა ცოლი დაესაჯა. ჰადესიც მოტყუვდა. სააქაოს დაბრუნებულმა სიზიფემ პირობა გატეხა, სუფრას მიუჯდა და ქვესკნელში დაბრუნება აღარც გახსენებია. ბოლოს [[ჰერმესი]] მიუგზავნეს და მოახერხეს სიზიფეს მოშორება . აპოლოდორე მოგვითხრობს მხოლოდ მთავარ ჰომეროსისეულ ეპიზოდს, მაგრამ სიზიფეს სახე მეტია, ვიდრე ეს [[ქრესტომათია|საქრესტომათიო]] ეპიზოდი.

სიზიფეს სული ჰადესში იტანჯება, სხეული კი დაკრძალეს [[ისთმოსი|ისთმოსში]]. ლოდთან შეჭიდებული სიზიფე ანტიკურ გამოსახულებებზეც შემორჩა. მისი ტანჯვა სრულად ასახა ტიციანმა.

19:20, 25 დეკემბერი 2018-ის ვერსია

სიზიფე (ძვ. ბერძნ. Σίσυφος) — ეოლიელ ზღვაოსანთა წინაპრების, ეოლოსის და ენარეტეს ცბიერი და პატივმოყავრე შვილი, პლეადა მეროპეს ქმარი, კორინთოს აღმაშენებელი და მეფე, ერთი ვერსიით და ძალზე პოპულარული და საანდაზოდ ქცეული გმირი.

კორინთო მუდამ სავაჭრო და სანაოსნო ქალაქი იყო. სიზიფეც ტიპიური კორინთელია, ცბიერი და გაიძვერა, როგორც იქაური ვაჭრები. ჰომეროსი მას ხარბსა და ადამიანთა შორის ყველაზე უფრო ანგარებიან კაცს უწოდებს. სინამდვილეში კი ის მოხერხებული, მაგრამ ბერძენ ღმერთებთან მებრძოლია. ჰომეროსი, ჰესიოდე, ჰორაციუსი, ოვიდიუსი, აპოლოდორე და სხვა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ღმერთებმა ის მძიმე დანაშაულებისთვის მკაცრად დასაჯეს, ჰადესთან გაგზავნეს და კლდის დიდ ლოდთან შეაჭიდეს, რომელიც მწვერვალზე უნდა ააგოროს. დიდი ვაივაგლახით აზიდავს, სულს მოითქვამს, ქვა ისევ დაუგორდება, ისევ შეეჭიდება და ასე უსასრულოდ. ჰომეროსი არ ამბობს რისთვის დაისაჯა ასე მძიმედ, მომდევნო დროის ავტორები კი ჩამოთვლიან: ღმერთებს ატყუებდა, გზაში მდიდრებს ძარცვავდა, ზევსი გასცა (როცა ზევსმა ფარულად მოიტაცა მდინარის ღმერთ ასოპოსის ასული ეგინა, იგი სიზიფემ დაასმინა ასოპოსთან) და ა.შ. მოხერხებით აჯობა ცნობილ ქურდს ავტოლიკესაც: წინასწარ ამოუწვა ჩლიქები საქონელს, რომელიც მან მოიპარა. ზევსი ამ და სხვა უცნაურობებზე განრისხდა და თანატოსს მისი ჰადესთან წაყვანა ბრძანა. სიზიფემ სიკვდილის ღმერთი მოხერხებით შიპყრო და შებოჭა, ამიტომ აღარავინ კვდებოდა , ვიდრე ბოლოს არ აივსო ღმერთების მოთმინების ფიალა და არ გამოკეტეს ქვესკნელში. სიზიფეს სულმა ჰადესს სთხოვა გაეშვა ზევით, რათა ცოლი დაესაჯა. ჰადესიც მოტყუვდა. სააქაოს დაბრუნებულმა სიზიფემ პირობა გატეხა, სუფრას მიუჯდა და ქვესკნელში დაბრუნება აღარც გახსენებია. ბოლოს ჰერმესი მიუგზავნეს და მოახერხეს სიზიფეს მოშორება . აპოლოდორე მოგვითხრობს მხოლოდ მთავარ ჰომეროსისეულ ეპიზოდს, მაგრამ სიზიფეს სახე მეტია, ვიდრე ეს საქრესტომათიო ეპიზოდი.

სიზიფეს სული ჰადესში იტანჯება, სხეული კი დაკრძალეს ისთმოსში. ლოდთან შეჭიდებული სიზიფე ანტიკურ გამოსახულებებზეც შემორჩა. მისი ტანჯვა სრულად ასახა ტიციანმა.