ალი რიზა-ფაშა (ჯაყელი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000339/ ალი რიზა-ფაშა (ჯაყელი)]
*[http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000339/ ალი რიზა-ფაშა (ჯაყელი)]

[[tr:Ali Rıza Paşa (Topçu)]]


[[კატეგორია:ჯაყელები]]
[[კატეგორია:ჯაყელები]]

20:59, 23 დეკემბერი 2018-ის ვერსია

ალი რიზა ფაშა(დ. 1854 — გ. 1921) — წარმოშობით ქართველი სამხედრო პირი. მოღვაწეობდა ოსმალეთის იმპერიაში.

ბიოგრაგია

ალი რიზა ფაშა საქართველოს ერთ–ერთი ძველი და წარჩინებული გვარის, ათაბაგების წარმომადგენელია. იგი ღაზი სეფერ ფაშას შვილიშვილის, მეჰმედ მედეთ ბეის შვილია. დაბადებულია 1854 წელს დაბა ლივანეში. ერზრუმში სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სტამბოლში, სამხედრო სახმელეთო–საინჟინრო სასწავლებელში, რომელიც 1881 წელს დაამთავრა უმცროსი ლეიტენანტის წოდებით და განწესებულ იქნა საარტილერიო ქარხანაში სამუშაოდ.

1882 წელს ალი რიზა გერმანიაში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის გერმანიის იმპერატორმა უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ იგი სულთანის ადიუტანტის საპატიო თანამდებობაზე დანიშნეს და ქოლაღას წოდება მიანიჭეს. მუშაობდა საარტილერიო სასწავლებლის მასწავლებლად. 1889 წელს განამწესეს მე–4, მე–5 და მე–6 არმიების საარტილერიო შენაერთებში, სადაც მათ წვრთნას ხელმძღვანელობდა. არტილერიის დარგში რამდენიმე ნაშრომის გამოცემის შემდეგ, დააწინაურეს და 1894 წელს, ბრიგადის გენერლის წოდებით, საბერძნეთის საზღვარზე განლაგებული საარტილერიო ჯარების სარდლად დანიშნეს.

ბერძნებთან ომში მიღწეული წარმატებებისთვის, ალი რიზა დააჯილდოვეს დიდების მედლით და მეჯიდის პირველი ხარისხის ორდენით. ომის შემდეგ დივიზიის გენერლის წოდება და ოსმანის ორდენი მიანიჭეს. 1896 წელს იგი შავი ზღვის სრუტისა და ჩათალჯას ხაზის გასამაგრებლად გაგზავნეს. 1897 წელს არტილერიის სფეროში სიახლეების შესასწავლად ევროპაში მიავლინეს. ამ ვიზიტისას მან გერმანიის, ბელგიის, ავსტრიისა და საფრანგეთის საარტილერიო ქარხნები და ამ ქვეყნების საარტილერიო მიღწევები აითვისა.

1903 წელს ალი რიზა მეორედ მიავლინეს შავი ზღვის სრუტის გასამაგრებლად და მიანიჭეს სრული გენერლის ჩინი. ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის დამყარების შემდეგ, ხელმძღვანელობდა არსენალს და სამხედრო სასწავლებლების სამმართველოს. იყო სამხედრო მინისტრი. მოგვიანებით უმაღლესი სამხედრო საბჭოს და სენატის წევრი გახდა. ქემალ ფაშას კაბინეტში საზღვაო მინისტრის პორტფელი ჩააბარეს. 31 მარტის მოვლენების დროს, მას თავს დაესხნენ მეჯლისის შენობის წინ.

გერმანიის სახელმწიფოსგან ალი რიზას მიღებული ჰქონდა სამეფო გვირგვინის პირველი ხარისხის და წითელი არწივის მეორე ხარისხის, რუსეთის იმპერიისგან წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის, ავსტრიისგან ფრანც–იოსების მეორე ხარისხის ორდენები.

ალი რიზა ფაშა სარდლობდა ჩანაქქალეს დამცველებს იტალიასთან ომის დროს, 1911 წელს და ჩათალჯას დამცველებს 1912 წელს, ბალკანეთის ომების დროს. 1919 წელს იგი მინისტრთა საგანგებო საბჭოს წევრი, ხოლო 1920 წელს სენატის სპიკერი გახდა. ცნობილია ალი რიზას გამოსვლა 1920 წელს, ილდიზის სასახლეში გამართულ სახელმწიფო საბჭოს ბოლო კრებაზე, როცა იგი სევრის ხელშეკრულების მიღების წინააღმდეგ გამოვიდა.

ალი რიზა ფაშას საარტილერიო თემაზე გამოცემული აქვს რამდენიმე ნაშრომი: „სროლის წესები“, „დამოუკიდებელი სიმაგრე“, „ინსტრუქცია საველე არტილერიის მსროლელთა წვრთნისათვის“, „საველე შეკრებისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის ცხრილი“, „სამხედრო სამსახური მშვიდობიან და საომარ ვითარებაში“ და სხვა. იცოდა ფრანგული და გერმანული ენები. მისი მეუღლე იყო ერკინისლი ჰუსეინ ჰუსნუ-ფაშას ასული სადიკა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი – ფალიზ ბეი.

ალი რიზა ფაშა მხარს უჭერდა თურქეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ ასაკისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მასში მონაწილეობა ვერ მიიღო. გარდაიცვალა 1921 წელს, სტამბოლში, საკუთარ სახლში. დაკრძალულია ფათიჰის მეჩეთის ეზოში. მისი საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა:

ვიკიციტატა
„სიკვდილს ყველა გაუსინჯავს გემოს (ანკებუტის სურა 57). დივიზიის გენერალი ალი რიზა ფაშა იყო მეჰმედ მედეთ ბეის შვილი, ქართველი ათაბაგების საგვარეულოდან. იგი ერთადერთია ვინც, ფადიშაჰის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სევრის უდღეურ ხელშეკრულებას შეეწინააღმდეგა. ყველას ახსოვდეს ეს ისტორიული მოვლენა და აღავლინოს ლოცვა განსვენებულის სულის მოსახსენებლად. 1921 წლის 27 მაისი““

მუსტაფა ქემალ ათათურქმა ალი რიზა ფაშას გარდაცვალების გამო მის შვილს, ფაზილ ბეის, ასეთი შინაარსის სამძიმრის წერილი გაუგზავნა: „ მამათქვენს ჩვენი ხსნისა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის იმედი ჰქონდა. გისამძიმრებთ და დიდი პატივისცემით გეამბორებით. მუსტაფა ქემალი“.

ლიტერატურა

  • ალი რიზა ფაშა (ჯაყელი), ოსმალეთის ქართველები, მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012

რესურსები ინტერნეტში