ხელოვნებათმცოდნეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[File:Conquista de Malaca, estudo - Ernesto Condeixa (cropped).png|thumb|Conquista de Malaca, estudo - Ernesto Condeixa (cropped)]]
[[File:George Frederic Watts - Una and the Red Cross (study).jpg|George Frederic Watts - Una and the Red Cross (study)]]
'''ხელოვნებათმცოდნეობა''' — ფართომნიშვნელობით საზოგადოებრივ [[მეცნიერება|მეცნიერებათა]] კომპლექსი, რომელიც შეისწავლის [[ხელოვნება|ხელოვნებას]]–საზოგადოების [[მხატვრობა|მხატვრულ]] [[კულტურა|კულტურას]] მთლიანობაში და ხელოვნების ცალკეულ დარგებს. მათ სპეციფიკას, დამოკიდებულებას სინამდვილისადმი, მათ ადხილს საზოგადოებრივი ცნობიერების [[ისტორია|ისტორიაში]], მათ კავშირს სოციალურ ცხოვრებასთან და სხვა კულტურულ მოვლენებთან, მხატვრულ ნაწარმოებთა შინაარსისა და ფორმის კვლევის საკითხთა მთელ კომპლექსს. ხელოვნებთმცოდნეობა მოიცავს [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობას]], [[მუსიკათმცოდნეობა|მუსიკათმცოდნეობას]], [[თეატრმცოდნეობა|თეატრმცოდნეობას]] და [[კინომცოდნეობა|კინომცოდნეობას]]. იგი მოიცავს ხელოვნებათა თეორიას, ხელოვნების ისტორიას და მხატვრულ კრიტიკას. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] ხელოვნებათმცოდნეობა საბოლოოდ გაფორმდა მეცნიერებად.
'''ხელოვნებათმცოდნეობა''' — ფართომნიშვნელობით საზოგადოებრივ [[მეცნიერება|მეცნიერებათა]] კომპლექსი, რომელიც შეისწავლის [[ხელოვნება|ხელოვნებას]]–საზოგადოების [[მხატვრობა|მხატვრულ]] [[კულტურა|კულტურას]] მთლიანობაში და ხელოვნების ცალკეულ დარგებს. მათ სპეციფიკას, დამოკიდებულებას სინამდვილისადმი, მათ ადხილს საზოგადოებრივი ცნობიერების [[ისტორია|ისტორიაში]], მათ კავშირს სოციალურ ცხოვრებასთან და სხვა კულტურულ მოვლენებთან, მხატვრულ ნაწარმოებთა შინაარსისა და ფორმის კვლევის საკითხთა მთელ კომპლექსს. ხელოვნებთმცოდნეობა მოიცავს [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობას]], [[მუსიკათმცოდნეობა|მუსიკათმცოდნეობას]], [[თეატრმცოდნეობა|თეატრმცოდნეობას]] და [[კინომცოდნეობა|კინომცოდნეობას]]. იგი მოიცავს ხელოვნებათა თეორიას, ხელოვნების ისტორიას და მხატვრულ კრიტიკას. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] ხელოვნებათმცოდნეობა საბოლოოდ გაფორმდა მეცნიერებად.



14:57, 22 დეკემბერი 2018-ის ვერსია

Conquista de Malaca, estudo - Ernesto Condeixa (cropped)

ხელოვნებათმცოდნეობა — ფართომნიშვნელობით საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის ხელოვნებას–საზოგადოების მხატვრულ კულტურას მთლიანობაში და ხელოვნების ცალკეულ დარგებს. მათ სპეციფიკას, დამოკიდებულებას სინამდვილისადმი, მათ ადხილს საზოგადოებრივი ცნობიერების ისტორიაში, მათ კავშირს სოციალურ ცხოვრებასთან და სხვა კულტურულ მოვლენებთან, მხატვრულ ნაწარმოებთა შინაარსისა და ფორმის კვლევის საკითხთა მთელ კომპლექსს. ხელოვნებთმცოდნეობა მოიცავს ლიტერატურათმცოდნეობას, მუსიკათმცოდნეობას, თეატრმცოდნეობას და კინომცოდნეობას. იგი მოიცავს ხელოვნებათა თეორიას, ხელოვნების ისტორიას და მხატვრულ კრიტიკას. XIX საუკუნეში ხელოვნებათმცოდნეობა საბოლოოდ გაფორმდა მეცნიერებად.

ხელოვნების ისტორია

სწავლობს ცალკეული ქვეყნისა თუ მხატვრის შემოქმედებით განვითარებას, ხელოვნების ფორმებისა და საშუალებების, მასში გამოხატული შინაარსის ცვალებადობას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე; განსხვავებული პერიოდების ხელოვნურ ნიშან-თვისებებისა და თავივებურებებს.

მხატვრული კრიტიკა

აანალიზებს თანამედროვე მხატვრული ცხოვრების მოვლენებს, იაზრებს მათ მნისვნელობას, მხატვრულ ღირებულებებს. ხელოვნებათმცოდნეობის ყველა დარგი ემყარება ხელოვნური ნაწარმოების ანალიზის მეთოდს, მისი ფორმისა თუ შინაარსის თავისებურებათა გამოსავლენას და შესაფასებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი მასალის შეგროვებას და დამუშავებას – არქეოლოგიური თუ მიწისზედა ძეგლების შესწავლას, საარქივო და ლიტერატურული მონაცემების ამოკრებას, ხელოვანთა მემკვიდრეობის სრული ნუსხების შედგენას, სამუზეუმო საქმის სრულყოფას და სხვა.

ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებად ჩამოყალიბება

ხელოვნებათმცოდნეობა მეცნიერებად XVI - XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ის ჩაისახა ანტიკურ ხანაში ბერძენი და რომაელი მოაზროვნეების და მწერლების შემოქმედებაში. ხელოვნური ნაწარმოებების შეფასების მთავარ საზომად „ბუნების მიბაძვა“, მიმსგავსებულობა, ცხოვრების ილუზიის შექმნა მიაჩნდათ (პლატონი, არისტოტელე და სხვა.). ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის II ნახევარში დაიწერა პირველი ნაშრომები ხელოვნების ისტორიიდან: დურისმა შეაგროვა ცნობები ბერძენ მხატვართა ცხოვრების შესახებ, რითაც სათავე დაუდო ეგრეთ წოდებულ „მხატვართა ისტორიას“, ხოლო ქნესოკრატეს თხზულებაში, რომელშიც ხელოვნებათა მხატვრობისა და ქანდაკების ისტორიის მხატვრული ხერხის სრულყოფის პროცესად განიხილება, ის შეიძლება „სტილის ისტორიის“ წინამორბედად ჩავთვალოთ. მოგვიანებით ცნობილია ხელოვნურ ძეგლთა „ტოპოგრაფიული“, გზამკვლევის ტიპის აღწერები და ლიტერატულური ხასიათის აღწერა-დახასიათებანი, ხან მხატვრულ პროზაში ჩართული, ხან ცალკე დაწერილი. მთელი ანტიკური პერიოდის განმავლობაში იწერებოდა ლექს-ეპიგრამები სურათებსა და ქანდაკებებზე. ციცერონსა და კვინტილიანეს გაუჩნდათ სხვადასხვა დროის ხელოვნურ ნაწარმოებთა თანასწორი ღირსების იდეა. ბერძენი და ლათინი ავტორების დაკარგული ნამუშევრების ნაწყვეტები შემოინახა პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორიამ“.

ხელოვნებათმცოდნეობა შუა საუკენეში

შუა საუკუნეებში არ შექმნილა ხელოვნებათ მცოდნეობის ახალი კონცეფცია ან მეთოდი, მაგრამ არსებობას განაგრზობდა ანტიკურ ხანაში არსებული და ჩამოყალიბებული ძირითადი ფორმები (ეპიგრამები, გზამკვლევები და ასე შემდეგ). მნიშვნელოვანია გვიანდელი ანტიკური ხანის (დიონ ქრისტმოსის და პლოტინეის) ნააზრევებზე დაფუძნებული სეხედულება ხელოვნურ ნაწარმოებში სულიერის, იდეის ხორცსესხმის. ხელოვნებათ მცოდნეობის განვითრების ახალი ეტაპია აღორძინების (რენესანსის) ხანა. ამდროისთვის დაიწერა მრავალი ნაშრომი ხელოვნურ და არქიტექტორულ თეორიის საკითხებზე. ჯერ კიდევ ლ.გილბერტი (XV საუკუნის შუა წლებში) ხელოვნების ისტორიას რამოდენიმე პერიოდად ჰყოფდა (ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები-დაცემის ხანა და აღორძინების ხანა). ეს სქემა განავითარა და სრულყო ჯ.ვაზარიმ (XVI საუკუნე). მას ეკუთვნის იტალიური რენესანსის 3 საფეხურის დადგენაც. XVI-XVII საუკუნეებში და XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ხელოვნებათ მცოდნეები მთელი მსოფლიოდან ამ სქუმას მისდევდნენ

ხელოვნებათ მცოდნეობა XVIII-XIX საუკუნეებში

XVIII საუკუნის შუა წლებში მხატვრული ცხოვრების შეცვლილმა ვითარებამ ნიადაგი შეუქმნა სამხატვრო კრიტიკის გაჩენას (ლ. დე სენტ-იენი, დ.დიდრო). ი. ი. ვინკელმა შეიმუშავა ახალი შეხედულება ხელოვნებათ მცოდნეობის ისტორიაზე. მან უარყო „მხატვართა ისტორია“ და ხელოვნებათმცოდნეობა სახეცვლად, ორგანიზირებულ პროცესად აღიარა. მისი იდეალი ძველ ბერძნული ხელოვნება იყო (ისე როგორც იმ დროის ხელოვნეაბათმცოდნეობის უმეტესობისა). ძველ ბერძნული ხელოვნების პირველი შეგნებული ცდები და ძირეული გამოკვლევები სწორედ ვინკელს ეკუთვნის. ვინკელმანის მოძღვრებამ დიდი გავლენა იქონია როგორც ხელოვნებაზე ასევა მეცნიერებაზე, მაგრამ ხელოვანებისმისეული ცალმხრივი შეფასება არ გაიზიარეს რომანტიკოსებმა, ისინი ევროპულ შუა საუკუნეებს ხედავდნენ როგორც ხელოვნების ერთ-ერთ ღირებულებას. ხოლო ხელოვნების ისტორია უფრო უნივერსალურ პროცესად წარმოედგინათ. ეს წარმოდგენა ფილოსოფიურად განაზოგადა ჰეგელმა, რომლის მოღვაწეობა საფუძვლად დაედო კ. შნააზეს ისტორიად გააზრებულ მსოფლიო ხელოვნების ისტორიას. XIX საუკუნი I ნახევარში კ. ფონ რუმორმა იტალიური ხელოვნების ისტორიის კვლევა ფილოლოგიური მეთოდებით დაიწყო და ამით მიუახლოვდა XIX საუკუნის II ნახევრის წამყვან ფილოლოგ მეცნიერებს- ძეგლთა შემგროვებელ ფ. კუგლერს, ლიტერატურული წყაროების შემსწავლელ ა.შპრინგერს და სხვას.


ხელოვნებათმცოდნეობის დარგები

ხელოვნებათმცოდნეობის დამხმარე დისციპლინებია: ხელოვნების შესაბამისი დარგის თეორია, ისტორია და კრიტიკა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა