სელჩუკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
176.74.125.35-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[სურათი:Seljuk Empire locator map.svg|მინი|350პქ|სელჩუკთა სახელმწიფო თავისი ძლიერების მწვერვალზე 1092]]
პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს [[პალესტინა]], [[სირია]], მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, [[1118]] წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო ([[1118]]-[[1194]]). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ [[მონაპირე]] ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და [[1157]] დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.
'''სელჩუკთა სახელმწიფო''' — სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად სელჩუკს თვლიან, მაგრამ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ოფიციალურად 1040 წელს დანდანდაქანის ველზე ღაზნევიდებთან სელჩუკების გამარჯვების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. [[ღაზნევიდების სახელმწიფო|ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან]] ვასალური პირობებით მიიღეს მიწები [[ხორასანი|ხორასანში]] (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და [[1040]] წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. [[1038]] წელს [[თოღრულ-ბეგი|თოღრულ-ბეგმა]] მიიღო [[სულთანი|სულთნის]] ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა [[1040]]-[[1950|50]] წლებში დაიპყრეს [[ხორეზმი]], [[ირანი]], 1050-იან წლებში - [[აზერბაიჯანი]], [[ქურთისტანი]], [[ერაყი]]. [[ალფ-არსლანი]]ს მმართველობის წლებში დაიპყრეს [[სომხეთი]] ([[1064]]), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს [[ბიზანტია]] ([[1071]]), დაიმორჩილეს [[მცირე აზია]] და სხვა ტერიტორიები. სულთან [[მალიქ-შაჰი]]ს დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე [[საქართველო]].

იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც [[სელჩუკიდები|სელჩუკიდთა]] დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან („დიდი სელჩუკისაგან“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო ([[1041]]-[[1187]]), რუმის, იგივე კონიის სასულთნო ([[1077]]-[[1307]]), სირიის სასულთნო ([[1094]]-[[1117]]) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს [[პალესტინა]], [[სირია]], მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, [[1118]] წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო ([[1118]]-[[1194]]). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ [[მონაპირე]] ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და [[1157]] დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.


== თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს მმართველები ==
== თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს მმართველები ==

08:38, 16 დეკემბერი 2018-ის ვერსია

სელჩუკთა სახელმწიფო თავისი ძლიერების მწვერვალზე 1092

სელჩუკთა სახელმწიფო — სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად სელჩუკს თვლიან, მაგრამ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ოფიციალურად 1040 წელს დანდანდაქანის ველზე ღაზნევიდებთან სელჩუკების გამარჯვების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.

იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან („დიდი სელჩუკისაგან“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინა, სირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.

თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს მმართველები

სახელი მმართველობის წლები განმარტება
სელჩუკ-ბეგი 989 — 1038 თურქ-სელჩუკთა გმირი, დინასტიის ფუძემდებელი
თოღრულ-ბეგი 1038 — 1063 სელჩუკ-ბეგის შვილიშვილი, სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი
ალფ-არსლანი 1063 — 1072 თოღრულ-ბეგის ძმის, ჩაღრი-ბეგის ვაჟი. 1071 წელს მანაზკერტის ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელთა არმია, რითიც საფუძველი დაუდო მცირე აზიაში თურქული ტომების დასახლებას
მალიქ-შაჰი 1072 — 1092 ალფ-არსლანის ვაჟი, მის დროს სელჩუკთა სახელმწიფო საგრძნობლად გაძლიერდა და გაფართოვდა
მაჰმუდ I 1092 — 1094 მალიქ-შაჰის უმცროსი ვაჟი, ტახტზე 4 წლის ასაკში აიყვანეს, 2 წლის შემდეგ მოკლეს
ბერქიაროქი 1094 — 1105 მალიქ-შაჰის უფროსი ვაჟი, ტახტიდან ჩამოაგდო მაჰმუდ I, მის დროს სელჩუკთა იმპერია დინასტიურმა ომმა მოიცვა
მელიქ-შაჰ II 1105 — 1106 ბერქიაროქის ვაჟი, ტახტზე მცირეწლოვანი ავიდა. არ ჰქონდა არანაირი ძალაუფლება. ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა მაჰმედ I-მა
მაჰმედ I 1106 — 1118 მალიქ-შაჰის ვაჟი, გამოირჩეოდა სისასტიკით. მის დროს სელჩუკებმა დაკარგეს ტერიტორიები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში
აჰმედ სენჯერი 1118 — 1153 მალიქ-შაჰის ვაჟი, სელჩუკთა სახელმწიფოს უკანასკნელი სულთანი. გამეფებამდე განაგებდა ხორასანს

ლიტერატურა

  • ნ. შენგელია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 279.
  • См. многочисленные статьи Дефремери (в «Journ. Asiat.»);
  • Houtsma, «Zur Gesch. d. S. von Kirman» («Z. D. M. G.», т. 39).
  • Герцберг, «Gesch. d. Bysantiner und d. Osman. Reiches» (в серии Онкена);
  • Куглер, «История крестовых походов» (русск. изд. Пантелеева);
  • Мюллер, «История ислама» (т. III);
  • Стэнли-Лэн-Пуль, «Мусульм. династии» (перев. Бартольда).
  • Тамара Т. Райс. Сельджуки. М. 2004.