ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 102: ხაზი 102:
:::[[User:Deu]] მომხსენებლად, რომ არ ჩაისვა ამაზე პასუხი ორგანიზატორებმა უნდა გასცენ პასუხი და აი ისინიც {{ping|Mehman97}}- Mehman Ibragimov, {{ping|MIKHEIL}}-Mikheil Chabukashvili, {{ping|David1010}}-David Asriashvili, {{ping|Jaba1977}-Jaba Labadze, {{ping|Surprizi}}-iMikheil Chkhikvadze. ეს ორგანიზატორები კი როდის და ვის მიერ იქნა არჩეული ისიც კი არ ვიცით. --[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] 09:12, 11 დეკემბერი 2018 (UTC)
:::[[User:Deu]] მომხსენებლად, რომ არ ჩაისვა ამაზე პასუხი ორგანიზატორებმა უნდა გასცენ პასუხი და აი ისინიც {{ping|Mehman97}}- Mehman Ibragimov, {{ping|MIKHEIL}}-Mikheil Chabukashvili, {{ping|David1010}}-David Asriashvili, {{ping|Jaba1977}-Jaba Labadze, {{ping|Surprizi}}-iMikheil Chkhikvadze. ეს ორგანიზატორები კი როდის და ვის მიერ იქნა არჩეული ისიც კი არ ვიცით. --[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] 09:12, 11 დეკემბერი 2018 (UTC)
::::{{ping|Otogi}} — ჩემგან მოითხოვე [[User:Jaba1977]] ბოდიში , რომ მომეხადა. ბოდიშის არ მოხდის შემდეგ დამბლოკე ერთი კვირით. აქ კი [[User:Mehman97]] შეურაცხყოფას მაყენებს არც ბოდიშს სთხოვ და არც ბლოკავ. საინტერესოა რატომ? --[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] 09:12, 11 დეკემბერი 2018 (UTC)
::::{{ping|Otogi}} — ჩემგან მოითხოვე [[User:Jaba1977]] ბოდიში , რომ მომეხადა. ბოდიშის არ მოხდის შემდეგ დამბლოკე ერთი კვირით. აქ კი [[User:Mehman97]] შეურაცხყოფას მაყენებს არც ბოდიშს სთხოვ და არც ბლოკავ. საინტერესოა რატომ? --[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] 09:12, 11 დეკემბერი 2018 (UTC)
:::::[https://meta.wikimedia.org/w/index.php?title=Georgian_WikiConference_2018&type=revision&diff=18706286&oldid=18697321 ისინდისეს] :). [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 09:17, 11 დეკემბერი 2018 (UTC)

09:17, 11 დეკემბერი 2018-ის ვერსია

ვიკიშეხვედები ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

ვიკიშეხვედრები
კონტროლი
სხვადასხვა სახის შეხვედრების ორგანიზება და ვიკიპედიის პოპულარიზაცია.
აქ განთავსდება განყოფილების წესები.



ვიკიშეხვედრა (მარტი 2018)

ძვირფასო კოლეგებო! 2018 წლის 4 მარტს, თბილისში, გაიმართა ქართული ვიკიპედიის რედაქტორების წლის პირველი შეხვედრა, რომელიც მოეწყო ვიკიპედიაში არსებული პრობლემების და სამომავლო გეგმის განსახილველად. შეხვედრას ესწრებოდა ვიკიპედიის 8 რედაქტორი: David1010, Zangala, Mehman97, Jaba1977, GiorgiXIII, Beqabai, Surprizi, Deu. განვიხილეთ კატეგორიებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები (კერძოდ დაბადება/გარდაცვალება; ფეხბურთელების; პიროვნებების და ა.შ.), ასევე ვიმსჯელეთ თარგებთან და დაბადების თარიღის ძველ და ახალ სტილთან დაკავშირებულ საკითხებზე. კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო გეოგრაფიული სახელწოდებები და მათთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ ვიმსჯელეთ დამასკოსა და ტიგროსზე. შედეგად, დარჩენილმა ვიკიპედიელებმა გადავწყვიტედ საერთო კოსესუსით, არსებულ საკითხთან დაკავშირებით, მივიღოთ შესაბამისი ზომები. საუბარი შეეხო ახალ სტატიებში მითითებულ ლიტერატურას, სადაც დეტალურად განიმარტა ლიტერატურის მითითების მეთოდი და შესაძლო არსებული უზუსტობის გადაწყვეტა. ვიმსჯელეთ დაგეგმილ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე, სადაც დავგეგმეთ, რომ ამ წლის ბოლომდე, გავმართავთ მასშტაბურ პროექტს ვიკიპედიის წასახალისებლად. შეხვედრა გაიმართა მშვიდ და მყუდრო გარემოში, ასევე ყველანაირი ექცესის გარეშე. მადლობა ყოველ ვიკიპედიელს, ვინც მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, გისურვებთ წარმატებებს! პ.ს. კითხვები ქვემოთ :) --Mehman 97 20:20, 4 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

წლის მეორე ვიკიშეხვედრა

მოგესალმებით! გთავაზობთ წლის მეორე ვიკიშეხვედრას, რათა გადავწყვიტოდ რიგი საკითხები და განვსაზღვროთ მომავალი გეგმები, რაც აუცილებელია. იმედი მაქვს შეხვედრას ვიკიპედიის და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის, რაც შეიძლება მეტი წევრი დაესწრება. ვინაიდან ყველა ვმუშაობთ ან ვსწავლობთ, შეხვედრის თარიღად გთავაზობთ კვირა დღეს, 2018 წლის 10 ივნისს. შეხვედრის ადგილს და დროს მოგვიანებით შემოგთავაზებთ (რაც განპირობებული იქნება იმით, თუ რამდენი ადამიანი დაესწრება შეხვედრას). ალტერნატიული შემოთავაზებები ქვემოთ დატოვეთ. --Mehman 97 14:31, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

10 ივნისი 2018

ალტერნატივა

კითხვები

დღის წესრიგი როგორია? „რიგი საკითხები“ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რადგან არ ვარ ამ ეტაპზე აქტიური ვიკიპედიელი. ვიღიმი ოფიციალურად, ქაღალდზე ჯერ კიდევ მე ვარ ვიკიმედია საქართველოს დირექტორი, მისი იურიდიული მისამართი კი ჩემი მისამართია. ფაქტობრივად კი ვიკიმედია საქართველო, როგორც იცით, დიდი ხანია არ არსებობს. თუკი შეხვედრა ამ თემასთან, რეალობის და იურიდიული მდგომარეობის დაახლოებასთანაა დაკავშირებული, შემატყობინეთ. სხვა შემთხვევაში ალბათ ვერ მოვალ. Deu. 19:50, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რიგი საკითხები შემდეგია:
  • ვიკიპედიის პროექტები და მასთან დაკავშირებული საკითხები.
  • სამომავლო პროექტები (ედატონები, კონკურსები, ბანაკი, კონფერენცია და ა.შ.)
  • „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის“ ოფიციალურად რეგისტრაცია, სამომავლოდ დიდი გრანტების მისაღებად.
  • შესაბამისად, ამ ეტაპისთვის ვიკიმედია საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგზე არ დგას, ვინაიდან ჯერ ვიკიმედიაც კი არ ჩამოყალიბებულა, ეს უკვე მომავლის საკითხია. მანამდე კი ჩვენ უნდა ვიაქტიუროდ. ამიტომ, ჩემო დავით, კარგი იქნება თუ მოხვალ და გააქტიურდები ვიღიმი --Mehman 97 19:59, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

შეხვედრის ადგილი

ვიკრიბებით მეტრო რუსთაველის შესასვლელთან, დღის 12 საათზე და მივდივართ იქვე მდებარე რესტორან „ხინკლის სახლში“ --Mehman 97 13:49, 7 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

წლის მეორე ვიკიშეხვედრის შეჯამება/დასკვნა

ესწრებოდნენ

დასკვნა

წლის მეორე ვიკიშეხვედრაზე განვიხილეთ ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. შევთანხმდით შემდგომ საქმიანობის მიმართულებებზე. ვისაუბრეთ ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფისა და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. შევთანხმდით, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში ჩატარდება ვიკი-კონფერენცია საქართველოს მასშტაბით, სადაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას და ქართული ვიკიპედიის დეტალებს. დაიგეგმა მომავალი წლის პრიორიტეტები, რეგიონის მასშტაბით.

პ.ს. შეხვედრის დეტალური მონაცემები და ფოტოები დაიდება მეტა-ვიკიზე, რომლის ლინკს მოგვიანებით მოგაწცდით. მადლობა ყურადღებისთვის --Mehman 97 23:42, 15 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]


ვიკიმედიის კონფერენცია თბილისში

მოგესალმებით! ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი ფონდ ვიკიმედიის მხარდაჭერით 2018 წლის 22 დეკემბერს (12:00 - 15:00) მართავს ვიკიმედიის კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ფონდ ვიკიმედიის საქართველოს წარმომადგენლობის საქმიანობით გაცნობას, ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაციას და ვიკიმოძრაობის გაძლიერებას საქართველოში. ვიკიმედია იწვევს გამოცდილ და ვიკი-ასაკოვან ვიკიპედიელებს კონფერენციაზე, როგორც დამსწრე საზოგადოებას და მომხსენებელს. თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ რა ფორმით გსურთ მონაწილეობა. კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ეს ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით (ფორმა შეავსეთ არაუგვიანეს 10 დეკემბრისა). გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ყველა ვერ მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაზე. პატივისცემით, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის სახელით, --Mehman 97 17:51, 4 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

უმშვენიერესი ამბავია. მიხარია მეჰმან ასეთი აქტიური რომ ხარ და ყველაფერს აკეთებ ქართული ვიკის სასიკეთოდ. წარმატებები ქართულ ვიკის. --ჯაბა 1977 19:12, 4 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად მაინტერესებს, თუ როგორ შეიქმნა ეს იდეა. ვინ გადაწყვიტა თარიღი და ა. შ. პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენეთ. -ცანგალა 18:49, 5 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
იდეა ყოველთვის არსებობდა, რამდენჯერმე შეხვედრაზეც ვისაუბრეთ ამაზე. თარიღი იდეის ავტორებს გვეკუთვნის და ფაქტის წინაშეც არ დაგვიყენია არავინ, კონფერენციამდე კიდევ 17 დღეა და ყველა თავისუფლად მოემზადება კონფერენციისთვის, საკმარისზე მეტი დროა ამისთვის. --Mehman 97 19:31, 5 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
თარიღზე, რომ ვიკიპედიაში დაგეწერათ და ერთად გვემსჯელა მაშინ შეიძლება მეც ვყოფილიყავი. თქვენ თქვენი მოგზაურობები გაითვალისწინეთ, ხოლო სხვებს აწყობს თუ არა აღნიშნული თარიღი ამაზე არც კი გიფიქრიათ. როგორც ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავზე ფიქრობთ. 17 დღეა 22-მდე, ხოლო 10-მდე რამდენი დღეა?--ცანგალა 19:41, 5 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
P.S. რომელ შეხვედრებს გულისხმობ ისიც კი არ ვიცი.--ცანგალა 19:46, 5 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
შეხვედრაზე: ჩემი ბრალი არ არის თუ შენ არ გახსოვს, ალბათ ასაკს უნდა დავაბრალოთ :))) რაც შეეხება თარიღის საკითხს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დრო საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს მზად. კონფერენცია წელს უნდა ჩატარდეს, რადგან გრანტი მიბმულია წლევანდელ კონკურსზე და უნდა აისახოს წლევანდელ რეპორტში. და ბოლოს, ჩემი ბრალი არაა, რომ შენ გინდა თან იმოგზაურო და თან დაესწრო კონფერენციას, ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. რაც შეეხება ჩვენი მოგზაურობის გათვალისწინებას, აქ შენს ციტატას გამოვიყენებ: „ყველას არ გვაქვს სახლში ჯდომის ფუფუნება, ზოგს მოგზაურობის ფუფუნება და ა. შ.“ — არც მე მაქვს მოგზაურობის ფუფუნება შენგან განსხვავებით და შესაბამისად ნუ მაბრალებ რაღაცეებს :))) მე დავასრულე და მეტს არ ვაპირებ ჩავება პოლემიკაში, თქვენ გააგრძელეთ სურვილისამებრ. პატივისცემით, --Mehman 97 21:17, 5 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ერთი შემახსენე თარიღზე როდის შევთახმდით? ინგორიყვას ქუჩა როდის შევთანხმდით და ა. შ. რაც შეეხება მოგზაურობას თუ სხვების მოგზაურობას ითვალისწინებ ჩემიც უნდა გაითვალისწინო. მერე რა რომ ადმინი არ ვარ. ჩვენ ყველანი თანაბარი მომხმარებლები ვართ. მე ვიცი რატომ გააკეთეთ ასე. მე კი სხვებისგან განსხვავებით კონფერენციის ჩატარებას გავითვალისწინებდი და ჩამოვიდოდი (მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე დამაყენეთ). იმედია მთავრობას არ ჩააკვეხებთ (რაც კონფერენციის ორგანიზატორებს ძალიან გსურთ). ზოგს ჩატარების დრო აინტერესებს და მერე გადაწყვიტავენ მოსვლას. ამიტომ კონფერენცია რომელ საათზე ტარდება ისიც უნდა ჩაწერო (დაამატო განცხადებაში).--ცანგალა 05:57, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
P.S. ძალიან მიკვირს შობას რომ დაამთხვიეთ (24-25 დეკემბერი). ალბათ ესეც თავისებური გათვლა იყო ორგანიზატორებისგან.--ცანგალა 07:58, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
კონფერენცია კარგია. იმედი მაქვს, ეს არ იქნება „ღირსეულ ადმინთა განდიდების“ საღამო და ყველას მიეცემა საშუალება, რეალურ პრობლემებზე ისაუბროს. პირადად მე დაინტერესებული ვარ, წარმოვადგინო მოხსენება. თუმცა ვერსად ვიპოვე ინფორმაცია რეგლამენტის, კონფერენციის სამუშაო ენის, თარჯიმნის შესაძლებლობისა და ჩატარების დროის შესახებ. იმედია დაზუსტდება ეს დეტალები.
მეჰმან, სხვა რომ არაფერი, ცივილიზებულ საზოგადოებაში ასაკზე ასეთი არაკორექტული ხაზგასმა უზრდელობად ითვლება. იმედი მაქვს, ასე ითვლება User Group Georgia-ს ბორდის წევრებშიც.
გარდა ამისა, თუ თავს ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრად მიიჩნევ, ამ ჯგუფის შემქმნელ წევრებს პატივი უნდა სცე და არ მიმართო ასე: „ჩემი ბრალი არ არის თუ შენ არ გახსოვს“. ბორდის წევრობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც არავინ გავალებს. Deu. 09:26, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: რაოდენ განსხვავებული აზრისაც უნდა იყვნენ ისინი, დაუშვებელია თავზე ასეთი ხელაღება! უზრდელობაა ის, რაც დაწერე ზემოთ და მის ბოლოში დასმული "პატივისცემით" კიდევ — წმინდა წყლის ფარისევლობა! ასეთი პასუხები მხოლოდ ამართლებს იმას, რაზეც ცანგალამ ეჭვი გამოთქვა... --Rastrelli F 13:14, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
  • დავიწყოთ იმით, რომ საათი ჩავამატე.
  1. ცანგალა, საათი და ინგოროყვას ქუჩაზე შეთანხმება არ იყო საჭირო, რადგან კონფერენცია სასტუმროში ტარდება, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ შეკვეტას. მეორე, მე არავის მოგზაურობას, მით უმეტეს ადმინებისას, არ ვითვალისწინებ. ჩამოსვლას კიდევ მოასწრებ, დრო ამისთვის საკმარისია. მთავრობას თუ ექნება სურვილი შეუძლიათ მოვიდნენ და დაესწრნენ, ჩვენ ამით მოხარულები ვიქნებით, მათი მხარდაჭერა კი ქვეყნის შიგნით ასეთი პროექტების განვითარებისთვის საჭირო და მისასალმებელი და ამას არც ფონდი ეწინააღმდეგება, პირიქით ისინიც მოხარულები არიან ამით. და ბოლოს არც 24 და არც 25 დეკემბერი არაა ოფიციალურად უქმე დღე, და რომც კათოლიკე იყო, დილით ტარდება კონფერენცია, ღამით კი არა.
  2. ბატონო დეუ, ყველაფერი მარტივია, თქვენ რეგისტრირდებით, როგორც მომხსენებელი და ჩვენ 10 დეკემბრის შემდეგ გიკავშირდებით და თქვენ გვაწვდით თქვენ პრეზენტაციის თემას და დროს, ჩვენ კი მას ვამატებთ პროგრამაში. სამუშაო ენა კი საქართველოს სახელმწიფო ენაა, თარჯიმანი კი არ იქნება, ვინაიდან უცხოელი სტუმარი და მომხსენებელი არ გვყავს. რაც შეეხება ასაკს, მე თქვენი ასაკი არ მაინტერესებს, მაინტერესებს ვიკიპედიაში მუშაობის პერიოდი, კონფერენციაზე გამოცდილი და დიდი ღვაწლის მქონე ვიკიპედიელები იქნებია მოწვეული, ნუ რა თქმა უნდა ვიკიპედიით დაინტერესებულებიც.
  3. და ბოლოს, ცანგალას თუ მართლა არ ახსოვს როდის იყო საუბარი ამაზე, შეუძლია ზევით სექციაში ჩაიხედოს და იმ შეხვედრაზე მყოფ პირებს შეეკითხოს იყო თუ არა საუბარი ამ თემაზე, მგონი არაა ძნელი ამის გაკეთება. მართლაც, ეს არაა ჩემი პრობლემა თუ მას არ ახსოვს. ყველაფერს აქვს საზღვარი ბატონებო, უზრდელობასაც და დემაგოგობასაც. ცოტა ვიკიმედიის პროექტების განვითარებაზე იფიქრეთ და არა თქვენს თავზე! --Mehman 97 14:01, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97:
  1. შეხვედრაზე საუბარი კონფერენციაზე არ ყოფილა. იყო საუბარი, რომ ჩატარებულიყო ამიერკავკასიის ვიკიპედიელების შეხვედრა.
  2. მთავრობის ჩარევის ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. ვინც საორგანიოზაციო ჯგუფში ხართ იმათი სურვილია. იმიტომ არის, რომ მომდევნო შეხვედრები ჩუმად ჩაატარეთ (ჩანაწერიც არ არის ვიკიპედიაში).
  3. „კონფერენციაზე გამოცდილი და დიდი ღვაწლის მქონე ვიკიპედიელები იქნებია მოწვეული“ — ვის გულისხმობ?
  4. 2018 წლის 15 ივნისის შეხვედრის შემდეგ 4 დეკემბერს აცხადებ, რომ კონფერენცია ტარდება. როდის აირჩიეთ საორგანიზაციო ჯგუფი? ახლა არ თქვა 2018 წლის 15 ივნისს. -ცანგალა 15:47, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: მიუკერძოებელო და ეტიკეტის სადარაჯოზე მდგომო ადმინო, თქვენი ყოვლისმხედველი თვალი ვერ ამჩნევს ალბათ მეჰმანის ამ შეურაცხყოფას ცანგალას მიმართ: „ჩემი ბრალი არ არის თუ შენ არ გახსოვს, ალბათ ასაკს უნდა დავაბრალოთ.“ Deu. 16:57, 6 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მე დავრეგისტრირდი, როგორც მომხსენებელი, მაგრამ პატივცემულმა Mehman97-მა მხოლოდ დამსწრე საზოგადოების სიაში ჩამწერა. საინტერესოა, რომელ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებ? გამოცდილი არ ვარ თუ ვიკი-ასაკოვანი? ვიღიმი
რომელი კრიტერიუმით დამიწუნა პატივცემულმა შერჩევის კომისიამ? იმის გამო ხომ არა, რომ ჩემი აზრები არ მოსწონთ? ან იმიტომ ხომ არა, რომ ვიკიმედიის პროექტებში ჩემი მონაწილეობა არ ეხატებათ გულზე?
ეგ დისკრიმინაციაა, მეგობრებო.
აქვე, თუ არ იცით: დისკრიმინაცია ნიშნავს ნებისმიერი პირადი მოტივით შევიწროებას ან დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭებას.
მაგრამ თქვენ ისინი არ ხართ, მეგობარი პლაგიატორის დაჯილდოებას კბილებით რომ იცავდით, ხოლო ვინც შეგეწინააღმდეგათ ინტრიგანი უწოდეთ და დაბლოკეთ? ვიღიმი
აა, ჰო, ეგ პლაგიატორიც იქნება თქვენს ზეიმზე და ალმასის არგუმენტებით იმსჯელებს ალბათ, თუ რამდენად მისაღებნი არიან ზოგ-ზოგნი ვიკიპედიაში.
მქუხარე ტაში და დიდება არ მოიკლოთ, პატივცემულნო. Deu. 08:31, 11 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ეს უკვე რა არის აღარც ვიცი. ძალიან მაინტერესებს რატომ არ მიეცა Deu-ს მოხსენების გაკეთების საშუალება მომავალ კონფენენციაზე. პირადულ გადაწყვეტილებას ვხედავ აქ, რაც „დიქტატურაზე“ მიუთითებს. გიო ოქრო 08:42, 11 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
User:Deu მომხსენებლად, რომ არ ჩაისვა ამაზე პასუხი ორგანიზატორებმა უნდა გასცენ პასუხი და აი ისინიც @Mehman97:- Mehman Ibragimov, @MIKHEIL:-Mikheil Chabukashvili, @David1010:-David Asriashvili, {{ping|Jaba1977}-Jaba Labadze, @Surprizi:-iMikheil Chkhikvadze. ეს ორგანიზატორები კი როდის და ვის მიერ იქნა არჩეული ისიც კი არ ვიცით. --ცანგალა 09:12, 11 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: — ჩემგან მოითხოვე User:Jaba1977 ბოდიში , რომ მომეხადა. ბოდიშის არ მოხდის შემდეგ დამბლოკე ერთი კვირით. აქ კი User:Mehman97 შეურაცხყოფას მაყენებს არც ბოდიშს სთხოვ და არც ბლოკავ. საინტერესოა რატომ? --ცანგალა 09:12, 11 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ისინდისეს :). Deu. 09:17, 11 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]