საქართველო XIII საუკუნეში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.189.211.6-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Lasha-george-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.0]
ხაზი 64: ხაზი 64:
{{ლეგენდა|#9400d3|იუანის დინასტია}}
{{ლეგენდა|#9400d3|იუანის დინასტია}}
]]
]]
[[image:Ilkhanate in 1256–1353.PNG|thumb|right|250px|ილხანთა საყაენო]]ტბდდვ
[[image:Ilkhanate in 1256–1353.PNG|thumb|right|250px|ილხანთა საყაენო]]
[[image:Hulagu 1.jpg|thumb|right|250px|ჰულუგუ ყაენი]]


ილპკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკ





























<br />[[image:Hulagu 1.jpg|thumb|right|250px|ჰულუგუ ყაენი]]
[[image:GoldenHorde1300.png|thumb|right|250px|ოქროს ურდო]]
[[image:GoldenHorde1300.png|thumb|right|250px|ოქროს ურდო]]
კოხტასთავის შეთქმულებამ მონღოლები საგონებელში ჩააგდო. ისინი მიხვდნენ, რომ საქართველოში მეფობის გაუქმებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ეს საქართველოში დიდ აჯანყებას გამოიწვევდა. მონღოლები განაპირა რეგიონებში ლმობიელად იქცეოდნენ, რათა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს არ შეშინებოდა თათრებისადმი დამორჩილება. მონღოლები დაჰყვნენ ქართველი დიდებულების ნებას. საქართველოდან გააგზავნეს მეფედ დასამტკიცებელი კანდიდატი. ეს იყო ლაშა-გიორგის უკანონო შვილი [[დავით VII|დავითი]]. მონღოლთა მთავარ ურდოში საქართველოს მეფობის ახალი პრეტენდენტის ჩასვლისას გაირკვა, რომ [[დავით VI|დავით]] რუსუდანის ძე ცოცხალი იყო. მისი მეფედ დამტკიცება იმიტომ შეფერხდა, რომ დიდი ყაენის გარდაცვალების შემდეგ ახალი ყაენი ჯერ არ აერჩიათ.
კოხტასთავის შეთქმულებამ მონღოლები საგონებელში ჩააგდო. ისინი მიხვდნენ, რომ საქართველოში მეფობის გაუქმებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ეს საქართველოში დიდ აჯანყებას გამოიწვევდა. მონღოლები განაპირა რეგიონებში ლმობიელად იქცეოდნენ, რათა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს არ შეშინებოდა თათრებისადმი დამორჩილება. მონღოლები დაჰყვნენ ქართველი დიდებულების ნებას. საქართველოდან გააგზავნეს მეფედ დასამტკიცებელი კანდიდატი. ეს იყო ლაშა-გიორგის უკანონო შვილი [[დავით VII|დავითი]]. მონღოლთა მთავარ ურდოში საქართველოს მეფობის ახალი პრეტენდენტის ჩასვლისას გაირკვა, რომ [[დავით VI|დავით]] რუსუდანის ძე ცოცხალი იყო. მისი მეფედ დამტკიცება იმიტომ შეფერხდა, რომ დიდი ყაენის გარდაცვალების შემდეგ ახალი ყაენი ჯერ არ აერჩიათ.

11:17, 6 დეკემბერი 2018-ის ვერსია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

გიორგი IV ლაშას მეფობა

გიორგი IV ლაშა
ჩინგიზ-ყაენი მონღოლთა გამაერთიანებელი.

თამარის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა ლაშა-გიორგიმ (1213-1223). ლაშა-გიორგის გამეფებისთანავე დაიძაბა ურთიერთობა სამეფო კარზე დაწინაურებულ დიდებულებთან. ახალგაზრდა მეფემ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, დიდებულები ცდილობდნენ მეფეზე და სამეფო ხელისუფლებაზე გავლენა შეენარჩუნებინათ. მეფემ სცადა ჩამოეშორებინა დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და მათ ნაცვლად ახალგაზრდები მოიწვია, მათ შორის ზოგი დაბალი წარმოშობისაც კი იყო. ამგვარად სამეფო ხელისუფლებაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი თაობა. ლაშა-გიორგი და მისი მომხრეები მოწადინებულები იყვნენ აღედგინათ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება, ისეთი, როგორიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს და გიორგი III-ს. ასეთ პოლიტიკას შეურიგებლად ეწინააღმდეგებოდნენ დიდებულები. ეს კონფლიქტი კარგად გამოჩნდა განძასთან ბრძოლაში.

XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს ბევრი ყმადნაფიცი ანუ ვასალი ქვეყანა ჰყავდა. ესენი იყვნენ იმიერკავკასიაში- ჩერქეზები, ალან-ოვსები, დურძუკები, ღურძანი და ლეკები. ჩრდილოეთ აზერბაიჯანში- დარუბანდი, შირვანი და განძის საათაბაგო. სამხრეთით - ხლათის და ერზინკის სასულთნოები, არზრუმის საამირო და სხვები. ყმადნაფიცი ქვეყნები ვალდებულები იყვნენ საქართველოსთვის ხარკი გადაეხადათ და ჯარი გამოეყვანათ საქართველოსთვის.

თამარის გარდაცვალებით და ახალგაზრდა მეფის გამეფებით ისარგებლა , განძის ათაბაგმა და საქართველოსგან განდგომა დაიწყო. ლაშა-გიორგის ბრძანებით შეიკრიბა ჯარი და განძისკენ დაიძრნენ.ათაბაგი ციხე-ქალაქ განძაში ჩაიკეტა. განძის აღება პირდაპირი იერიშით გაძნელდა. სარდლობის ბრძანებით ქართველებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. ასეთი ტაქტიკური ბრძოლა დიდ დროს მოითხოვდა, ახალგაზრდა მეფეს კი რაც შეიძლება მალე სურდა ამ ბრძოლის დასრულება. ლაშა-გიორგიმ მის ხელთ არსებული 4 000 მეომრით ქალაქს დასაზვერად მტკვრის მხრიდან შემოუარა. მტრებმა, დაინახეს რა, რომ ქართველთა მეფეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა, გააღეს ქალაქის კარი და 10 000-იანი არმია შეუსიეს ქართველებს. ლაშა-გიორგიმ და ქართველმა მეომრებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს და მტერი ისევ ქალაქში შერეკეს. ბრძოლის ხმაზე ქართველთა სარდლობა, რომელიც დიდებულებითაც იყო დაკომპლექტებული, მივიდა მეფესთან და იგი საყვედურებით აავსო მასთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო და დაემუქა სამსახურზე უარის თქმით, თუ ასეთ რამ კიდევ განმეორდებოდა. ლაშა-გიორგი იძულებული გახდა ცხენიდან ჩამოსულიყო და ბოდიში მოეხადა. როგორც ჩანს, მეფეს დიდებულებთან ბრძოლისას სათანადო დასაყრდენი არ გააჩნდა, რადგან ის ასე ადვილად დიდებულების წინაშე ბოდიშს არ მოიხდიდა. საბოლოოდ, ქართველთა ბრძოლა განძის წინააღმდეგ წარმატებით დარულდა, ათაბაგმა თავი კვლავ საქართველოს ყმადნაფიცად ცნო.

დაპირისპირებამ ძველ და ახალ თაობას შორის თავი საყოფაცხოვრებო საკითხებშიც იჩინა. სამეფო კარზე მყოფმა დიდებულებმა მეფეს ნება არ დართეს დაქორწინებულიყო დაბალი წარმოშობის ქალზე, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა. ამ ქალთან ლაშა-გიორგის ვაჟი შეეძინა, რომელსაც დავითი დაარქვა. მაგრამ დიდებულებმა ის მეფის კანონიერ მემკვიდრედ რა ცნეს. ლაშა საკუთარი სიყვარულის ერთგული დარჩა და სხვა ქალი არ მოუყვანია.

ლაშა გიორგის საყვედურობდნენ რინდებთან კავშირშიც, რაც ამ პერიოდის აღმოსავლეთში გავრცელებული ეთნიკურ-ფსიქოლოგიური მიმდინარეობა იყო. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები წინააღმდეგნი იყვნენ რელიგიებისადმი მორჩილების. მათ უმთავრესად ღვინის სმა და ქალის სიყვარული მიაჩნდათ. ამ მიმდინარეობის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ომარ ხაიმი, ავიცენა, ჰაფეზი. ლაშა-გიორგი რინდების თავგამოდებული დამცველი იყო. მეფის მოწინააღმდეგენი მას ლოთობას და მრუშობას აბრალებდნენ.

საქართველოს სიძლიერის სახელი ამ დროს ჯერ კიდევ შორს იყო გავარდნილი. საქართველოს იმედის თვალით უყურებდნენ მაჰმადიანთან მებრძოლი ჯვაროსნები და თვით რომის პაპიც კი. ლაშა-გიორგი აპირებდა მოეწყო შორეული ლაშქრობა, რომლითაც გაათავისუფლებდა ქრისტეს საფლავს. მაგრამ საქართველოს საზღვართან გამოჩენილმა მონღოლებმა მეფის გეგმები ჩაშალეს.

1220 წელს მონღოლები აზერბაიჯანში შეიჭრნენ , აზებაიჯანის მმართველი მონღოლებს დაუზავდა. ამის შემდეგ მონღოლები საქართველოში შემოიჭრნენ. მონღოლებმა პირველივე ბრძოლაში გაიმარჯვეს, მაგრამ საქართველოს სიღრმეში შემოსვლა არც უცდიათ. მეორე ბრძოლაში ქართველები მტერს მომზადებულნი დახვდნენ. ლაშა-გიორგიმ 90 000-იანი არმია შეკრიბა და მტერს შეებრძოლა. მონღოლებმა ჩვეული ხერხი იხმარეს - ჯარი ორად გაყვეს. ერთი ნაწილი ქართველებს შეებრძოლა და მალევე უკუიქცა. ქართველები გაქცეულებს დაედევნენ, სწორედ ამ დროს ჩაება მონღოლთა მეორე ნაწილი ბრძოლაში. ქართველები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. ამის შემდეგ მონღოლები ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ, სადაც დაამარცხეს რუსთა და ყივჩაღთა გაერთიანებული ჯარი. ისინი კასპიის ზღვის გავლით უკან დაბრუნდნენ ყაენთან. მონღოლებთან რამდენიმე მარცხმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს. უკვე საუკუნეზე მეტი იყო გასული, რაც საქართველოს დამარცხების სიმწარე არ განეცადა. მიუხედავად ასეთი მარცხისა, ქართველებმა სათანადო დასკვნები მაინც ვერ გამოიტანეს. ცოტა ხანში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს ძლიერების ხანა წარსულს ჩაბარდა. მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა ლაშა-გიორგი. ბრძოლაში მიღებული ჭრილობით ის 1223 წელს გარდაიცვალა.

ჯალალ ად დინი ლაშქრობები. მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობა

ხვარაზმელთა იმპერია 1220 წელს.
ევრაზიის ქვეყნები 1220 წელს.
მონღოლთა სახელმწიფო 1227 წელს.
მონღოლთა ლაშქრობები.
ცოტნე დადიანი (წმინდანი).

ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, იმის გამო, რომ მას კანონიერი მემკვიდრე არ დარჩა, დარბაზმა მეფედ ლაშა-გიორგის და - რუსუდანი აიყვანა. მეფედ კურთხევის ცერემონია 1223 წლის თებერვალში ჩატარდა. რუსუდანს არ აღმოაჩნდა მისი დედის თვისებები: სიბრძნე, წინდახედულობა, ნებისყოფა. მისი მეფობის დროს დიდებულთა ქმედებები კიდევ უფრო უკონტროლო გახდა. ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებდნენ. 1225 წლამდე საქართველოს წვრილ-წვრილი ომები ჰქონდა განმდგარ ქვეყნებთან და ყივჩაღებთან. 1225 წელს საქართველოს დიდი საფრთხე დაემუქრა ჯალალ ად-დინის მხრიდან.

ჯალალედინი მისი სამფლობელოდან, ხვარაზმიდან მონღოლებმა გააძევეს. მან შეძლო ირანის დიდი ნაწილის დამორჩილება. ასევე დაიკავა ირანის აზერბაიჯანიც და გადაწყვიტა საქართველოში გამოელაშქრა. მან დიდძალი ლაშქარი შეკრიბა – 140 000 მეომარი (სომხური წყაროების მიხედვით 200 000). ჯალალედინი 1225 წლის ზაფხულში შემოვიდა საქართველოში. ის თავდაპირველად დვინს მიადგა და ქალაქის მოოხრება დაიწყო. ქართველებს სამხედრო ძალის მობილიზება დასრულებული არ ჰქონდათ. ქართველთა ამირსპასალარი - ივანე ათაბაგი ციხე-ქალაქ გარნისში იდგა, სადაც აპირებდა ძალების თავმოყრას. მის განკარგულებაში 60 000 მეომარი იყო. ის კვლავ ელოდებოდა ჯარის დამატებას. ჯალალ ად-დინმა დასწრება გადაწყვიტა, აღარ დაელოდა დვინის ბოლომდე აღებას და მთელი ძალით გარნისისკენ დაიძრა.

ბრძოლის ბედი ქართულ სარდლობაში ქიშპობამ და შეუთანხმებლობამ გადაწყვიტა. ქალაქ გარნისს საკმაოდ ღრმა ხეობა ჩაუდის, რომლის თავზეც ქართველები იყვნენ დაბანაკებული. ხოლო ქვემოთ ხვარაზმელთა ჯარი იყო განლაგებული. მიუხედავად არახელსაყრელი მდგომარეობისა, პირველი შეტევა ჯალალ ად-დინიმა დაიწყო. მან დარტყმა ქართველთა მეწინავე ნაწილზე მიიტანა, რომელსაც ძმები შალვა და ივანე ახალციხელები სარდლობდნენ. როგორც ჩანს, მეწინავე ნაწილი მრავალრიცხოვანი არ იყო, ამიტომ ძმებმა ამირსპასალარს დამატებითი ჯარის გამოგზავნა მოსთხოვეს. მაგრამ ივანე ათაბაგი ყოვლად გაუმართლებლად იქცეოდა და დამხმარე ჯარს არ აგზავნიდა. სასტიკ ბრძოლაში შალვა და ივანე ახალციხელებს ცხენები მოუკვდათ და ხმლები დაემტვართ. ბოლოს ქართველებმა ვერ გაუძლეს მტრის შემოტევას და უკან დაიხიეს, ივანე ახალციხელი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა მოკლა, ხოლო შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მეწინავე ჯარის უკანდახევამ ქართულ ჯარში პანიკა გამოიწვია და მათ უწესრიგოდ უკანდახევა დაიწყეს. ივანე ათაბაგმა გაქცეული ლაშქრის შეკრება ვერ შესძლო. ბრძოლაში 4 000 ქართველი მეომარი დაიღუპა. ბევრიც ღრმა ხევში გადაიჩეხა. ივანე ათაბაგმა თავი ბიჯნის ციხეს შეაფარა.

გარნისთან მოპოვებული წარმატების შემდეგ ჯალალ ად-დინმა დვინიც აიღო და იმავე წლის დეკემბერში თბილისისკენ გამოემართა. რუსუდანმა დატოვა თბილისი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თბილისის დაცვა კი მემნა და ბოცო ჯაყელებს დაავალა. თბილისი დიდი და კარგად დაცული ქალაქი იყო. მტერი მიხვდაб რომ თბილისს იერიშით ვერ აიღებდა, ამიტომ სხვა ხერხს მიმართა. თბილისი ძალიან მრავალეროვანი ქალაქი იყო. აქ ქართველების გარდა მოსახლეობის დიდ ნაწილს მაჰმადიანები შეადგენდნენ. მათთან ხორაზმელებმა მოლაპარაკება გამართეს და დიდ წყალობას დაჰპირდნენ, თუ ქალაქის კარს გააღებდნენ. 1226 წლის 9 მარტს, როდესაც ხვარაზმელები შეტევაზე გადმოვიდნენ, ქართველებმაც მზადება დაიწყეს. ამ დროს მოღალატეებმა მოკლეს მემნა ჯაყელი, კარი გააღეს და ხვარაზმელები ქალაქში შემოუშვეს. მტერმა გააფთრებული ბრძოლით ქალაქი დაიკავა. ქართველების დარჩენილი ჯარი ისის ციხეში გამაგრდა, მაგრამ რუსუდანის ბრძანებით ეს ციხე მალევე დაცალეს.

ჯალალ ად-დინის ბრძანებით ქალაქში უმაგალითო ხოცვა-ჟლეტა გაიმართა. დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას. ჯალალ ად-დინის ბრძანებით სიონის ტაძარს გუმბათი მოუნგრიეს, მის ნაცვლად კი ტახტი დადგეს სადაც თავადვე დაჯდა. მტკვრის ხიდის თავში იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები დაუყრიათ და აქ მორეკილ ქრისტიანებს აიძულებდნენ ხატები ფეხით გაეთელათ. ვინც ამას არ შეასრულებდა, თავს კვეთდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოწამეობრივი სიკვდილი არჩია. მემატიანის ცნობით დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა.

ხვარაზმ შაჰმა თბილისში უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხელთ. მისმა მოლაშქრეებმა დაუნდობლად გაძარცვეს ეკლესიები და მოსახლეობა. არც მაჰმადიანები არ დაუნდიათ - მათ სანანებელი გაუხდათ ქართველების ღალატი. ხვარაზმელების მიერ თბილისის აღება საქართევლოს დაპყრობას სულაც არ ნიშნავდა, მომხდურების მარბიელი ლაშქარი ქართველებმა არაერთხელ დაამარცხეს. ჯალალ ად-დინმა ვერ შეძლო ვერც ანისის და ვერც კარის აღება. ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს საქართველოს მოკავშირე ხლათის მეციხოვნეებმა. ხვარაზმელების ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ისარგებლეს ქართველებმა და თბილისი გაათავისუფლეს, მაგრამ ჯალალ ად-დინმა პოზიციები აღიდგინა. 1228 წელს ქალაქ ბოლნისთან კვლავ ქართველები კვლავ დამარცხდნენ. 1230 წელს ხვარაზმელებმა აიღეს ხლათიც. ეს იყო მისი უკანასკნელი წარმატება. ხვარაზმელების ხუთწლიანი თარეშის მიუხედავად, მათ საქართველოს დამორჩილება მაინც ვერ შეძლეს. მალე მას აცნობეს, რომ მონღოლებმა მდინარე ამუდარია გადმოლახეს და მის წინააღმდეგ გამოემართნენ. ჯალალ ად-დინს მოკავშირეები შემოეცალა, ხოლო 1231 წელს ის უსახელოდ დაიღუპა ქურთისტანში. ჯალალ ად-დინის გამანადგურებელმა ლაშქრობამ საქართველო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განადგურდა ქალაქები და სოფლები, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. საქართველოს ჩამოშორდა ყოფილი ყმადნაფიცი ქვეყნების დიდი ნაწილი. შესუსტდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. რუსუდანი ვერ ახერხებდა აჯანყებული ფეოდალების დამორჩილებას. მალე საქართველოს დასაპყრობად თათარი მონღოლები მოვიდნენ.

1235 წელს საქართველოს სამხრეთ საზღვრებს მონღოლები მოადგნენ. მათ დაიპყრეს ირანი, ადარბადაგანი და საქართველოს ყმადნაფიც შირვანში დათარეშობდნენ. მონღოლებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს ქალაქი განძა. შემდეგ კი, უშუალოდ, საქართველოს საზღვრები გადმოლახეს, აიღეს ქალაქი შამქორი და გარდაბანი. რუსუდანმა, რომელიც ახალდაბრუნებული იყო დასავლეთ საქართველოდან, გაიგო თუ არა მონღოლების შემოსვლის ამბავი, მაშინვე ქუთაისში წავიდა და ბრძანა მონღოლების გამოჩენისთანვე ქალაქი თბილისი გადაეწვათ და უომრად გასცლოდნენ. ცალკეული ფეოდალები თავიანთ სამფლობელოებში ჩაიკეტნენ და ასე აპირებდნენ წინააღმდეგობის გაწევას. საქართველოს ამირსპასალარმა ავაგ ათაბაგმა ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო: იმ პირობით, რომ მონღოლებს მისთვის სამფლობელოები შეენარჩუნებინათ, ის დამპყრობლებს წინააღმდეგობას არ გაუწევდა. ასევე უბრძოლველად დანებდნენ მონღოლებს სხვა ქართველი დიდებულებიც. მხოლოდ სამცხის მთავარი ივანე-ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვრელი განაგრძობდა ბრძოლას, ვიდრე რუსუდანისაგან არ მიიღო დანებების ბრძანება.

მონღოლებმა უომრად აიღეს გადამწვარი თბილისი. მონღოლებს საქართველოს დასაპყრობად გადამწყვეტი ან გენერალური ბრძოლა არ დასჭირვებიათ. ყველაფერი ფეოდალების პირადმა ინტერესებმა და სახელმწიფო ხელისუფლების უნიათობამ გადაწყვიტა. მიუხედავად ფეოდალების ასეთი მოღალატური საქმიანობისა, მონღოლებს ქვეყნის საბოლოოდ დაპყრობა მაინც გაუჭირდათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოს დაბალი ფენის მოსახლეობა შეურიგებლად ებრძოდა დამპყრობლებს. უხელმძღვანელოდ დარჩენილი ხალხი თავდადებით იცავდა თითოეულ ქალაქს, სოფელს, ციხეს და გამაგრებულ ხევებს. მონღოლები დაუნდობლად უსწორდებოდნენ დაუმორჩილებელ მოსახლეობას.

აღმოსავლეთ საქართველოს დასაპყრობად წარმოებული ბრძოლები 7-8 წელიწადს გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოში გადასვლა მონღოლებმა საერთოდ ვერ შეძლეს. იმერეთი მთაგორიანი და ტყიანი ქვეყანა იყო, სადაც მონღოლთა ცხენოსანი ჯარი მოუქნელი იყო. დასავლეთ საქართველოში გადასული მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მონღოლებთან ბრძოლისთვის დახმარება მიეღოთ. რუსუდანმა რომის პაპს მისწერა წერილი, სადაც დახმარებას ითხოვდა. სამაგეროდ ის დაპირებას იძლეოდა, რომ კათოლიკურ რწმენაზე გადავიდოდა და რომის პაპის უზენაესობას ცნობდა. რუსუდანმა დასავლეთიდან ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, რუსუდანს ერთადერთ იმედი რჩებოდა, რომ მონღოლებს რუმის სულთანი დაამარცხებდა. რუმის სულთანი ყიას ედ-დინი რუსუდანის სიძე იყო და საქართველოს მეფე იმედოვნებდა, რომ მონღოლთა მარცხის შემთხვევაში, საქართველო ადვილად შეძლებდა მათი ბატონობის თავიდან აცილებას. მაგრამ რუსუდანის ეს იმედიც გაქარწყლდა. მონღოლებმა 1243 წელს რუმის სულთანი დაამარცხეს და, ამის შემდეგ, საქართველოს მეფეს მონღოლებთან ზავის მეტი არაფერი დარჩენოდა.

მონღოლთა სარდლობასთან მოლაპარაკების შემდეგ დაიდო ზავი, რომლის ძალითაც საქართველოში შენარჩუნდა მეფობა. მონღოლებს ქვეყნის მართვაში არავითარი ცვლილება არ უნდა შეეტანათ. რუსუდანი კვლავ ”ყოველი საქართველოს” მეფედ რჩებოდა, ოღონდ ეს უფლება მონღოლებისაგან უნდა მიეღო. მასვე უბრუნდებოდა თბილისი და მონღოლების მიერ დაკავებული სხვა ქალაქებიც. აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც მონღოლთა მიერ იყო დაპყრობილი, რჩებოდა მონღოლთა ჯარი. დასავლეთ საქართველოში, რომლის დაპყრობაც მონღოლებმა ვერ შეძლეს, ამ უკანასკნელთა ჯარი არ შევიდოდა, მაგრამ მონღოლ ხელისუფლებას დაემორჩილებოდა. გადასახადს კი ერთიანი საქართველო გადაიხდიდა. ხარკის რაოდენობა იყო 40-50 ათასი პერპერა. საქართველოს ჯარი უნდა გამოეყვანა მონღოლთა მხარეს. პირობის თანახმად, დავით რუსუდანის ძე ყაენის ურდოში გაგზავნეს ტახტის მემკვიდრედ დასამტკიცებლად. გავიდა დრო და მის შესახებ არაფერი ისმოდა, ამასობაში კი 1245 წელს გარდაიცვალა რუსუდანი და საქართველო უმეფოდ დარჩა.

მონღოლებმა ისარგებლეს საქართველოში შექმნილი ვითარებით და საქართველო დაყვეს სამხედრო-საგამგებლო ერთეულებად - დუმნებად. მართალია, დუმნების სათავეში ქართველი ფეოდალი ჩააყენეს, მაგრამ ამით კარგად გამოჩნდა, რომ ქართულ ფეოდალიზმს გადაშენება ემუქრებოდა. ამას თვით მონღოლთა სამსახურში ჩაყენებული ფეოდალებიც მიხვდნენ და აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს. ქართველთა დიდაზნაური თავკაცები ჯავახეთში კოხტასთავის ციხეში შეიკრიბნენ და დაიწყეს ბჭობა მონღოლთა წინააღმდეგ ერთიანი გამოსვლის მოსაწყობად. შეთქმულება მოღალატემ გასცა. შეთქმულები მონღოლებმა დააპატიმრეს. დაპატიმრებას გადაურჩა დასავლეთ საქართველოს ორი დიდებული- ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერის ძე, რომლებიც ადრევე წასულიყვნენ თავიანთ საგანმგებლოებში ჯარის შესაკრებად. შეპყრობილი თავადაზნაურობა ანისში მონღოლ სარდლობას მიუყვანეს, იქ მათ დაკითხვა და წამება დაუწყეს. ქართველი დიდკაცობა შეკრების ნამდვილ მიზეზს არ ამხელდა. მონღოლთა სარდლის ბრძანებით, შეთქმულები, გამოტეხვის მიზნით, წელს ზევით გააშიშვლეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დაყარეს. ასე გრძელდებოდა მრავალი დღე. მათ სიკვდილი მოელოდათ. როდესაც ეს ამბავი ცოტნე დადიანმა გაიგო, მან თავისი თანამემამულეების გათავისუფლება გადაწყვიტა. იგი 2 მსახურის ამარა გამოცხადდა მონღოლ სარდლობასთან, მსახურებს უბრძანა მისთვის მხრები შეეკრათ და ის მისი თანამემამულეების გვერდით დაჯდა. მონღოლებმა დაიჯერეს ქართველების უდანაშაულობა და ყველა გაათავისუფეს. ცოტნე დადიანის გმირობამ ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

საქართველო XIII საუკუნის მეორე ნახევარში

  ოქროს ურდო
  ჩაგატაის ხანატი
  ილხანატი
  იუანის დინასტია
ილხანთა საყაენო
ჰულუგუ ყაენი
ოქროს ურდო

კოხტასთავის შეთქმულებამ მონღოლები საგონებელში ჩააგდო. ისინი მიხვდნენ, რომ საქართველოში მეფობის გაუქმებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ეს საქართველოში დიდ აჯანყებას გამოიწვევდა. მონღოლები განაპირა რეგიონებში ლმობიელად იქცეოდნენ, რათა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს არ შეშინებოდა თათრებისადმი დამორჩილება. მონღოლები დაჰყვნენ ქართველი დიდებულების ნებას. საქართველოდან გააგზავნეს მეფედ დასამტკიცებელი კანდიდატი. ეს იყო ლაშა-გიორგის უკანონო შვილი დავითი. მონღოლთა მთავარ ურდოში საქართველოს მეფობის ახალი პრეტენდენტის ჩასვლისას გაირკვა, რომ დავით რუსუდანის ძე ცოცხალი იყო. მისი მეფედ დამტკიცება იმიტომ შეფერხდა, რომ დიდი ყაენის გარდაცვალების შემდეგ ახალი ყაენი ჯერ არ აერჩიათ.

1246 წელს აირჩიეს ახალი ყაენი გუიქი, რომელმაც მონღოლური წესისამებრ ორივე დავითი მეფედ დაამტკიცა. მხოლოდ დავით გიორგის ძე უფროსად განაწესეს, ხოლო დავით რუსუდანის ძე მას დაუქვემდებარეს. დავით გიორგის ძეს ულუ უწოდეს რაც მონღოლურად უფროსს ნიშნავს, დავით რუსუდანის ძეს კი ნარინი რაც უმცროსს ნიშნავს. დავით ულუმ საყაენოში ყოფნისას ცოლად შეირთო მონღოლი ბატონის ასული ჯიგდა-ხათუნი. ამით მას სურდა მეტი ნდობა მოეპოვებინა მონღოლ ბატონიშვილებში. ორივე დავითი საქართველოში 1247 წელს დაბრუნდა. თავდაპირველად ისინი ერთად მართავდნენ ქვეყანას 1259 წლამდე.

ორი მეფის მმართველობა საქართველოში არანორმალურ ვითარებას ქმნიდა. ქართველ დიდებულთა ნაწილი დავით ულუს მიემხრო, ნაწილი კი დავით ნარინს. დავით ნარინი ვერაფრით ეგუებოდა იმას, რომ მონღოლებმა ის უკანონო ბიძაშვილს დაუქვემდებარეს. ამასთანავე, დავით ნარინი ძალზე განიცდიდა ქვეყნის ასეთ მძიმე მდგომარეობას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აყვავებული და უძლიერესი იყო მახლობელ აღმოსავლეთში. მან ფარულად დაიწყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება. მონღოლებმა ეჭვი აიღეს და დავით ნარინი დააპატიმრეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მონღოლებმა ვერც ამჯერად მოახერხეს იმერეთში შესვლა. ამრიგად, 1249 წლიდან დასავლეთ საქართველო გამოვიდა მონღოლთა ბატონობისგან და იქ დამოუკიდებელი ხელისუფლება შეიქმნა დავით ნარინის ხელმძღვანელობით. მონღოლები იძულებულნი გახდნენ ამ მდგომარეობას შეგუებოდნენ.

დავით ულუს ხშირად უწევდა მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა. ასევე, მას ხშირად უწევდა ყაენის კარზე ყოფნა. მეფის ქვეყანაში არყოფნის დროს ქვეყნის მმართველი იყო დავით ნარინი. მას შემდეგ, რაც დავით ნარინი განუდგა მონღოლებს, ქვეყნის მმართველი გახდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი. მონღოლი ბატონის ასული საქართველოში მოინათლა ქრისტიანად და მას თამარი ეწოდა. ის ნაკლებად ერკვეოდა საქართველოს საქმეებში, ამიტომ ეყრდნობოდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს - მესტუმრე ჯიქურს. მესტუმრეობა საქართველოში მეოთხეხარისხოვანი თანამდებობა იყო. იგი მანდატურთუხუესის ხელქვეით მოხელედ ითვლებოდა. ჯიგდა-ხათუნმა კი ეს უმნიშვნელო მოხელე ქვეყნის პირველ კაცად აქცია. ჯიქური მარჯვე დa ენერგიული პირი აღმოჩნდა. მან მკაცრი ზომებით ალაგმა ქურდობა, ავაზაკობა და ქვეყანაში შედარებითი სიმშვიდე დამყარდა. ჯიქური მზრუნველობას იჩენდა ღარიბ-ღატაკთა და ქვირივ-ობოლთა მიმართ. მესტუმრე ჯიქურის ასეთი აღზევება არ მოსწონდა დიდაზნაურებს. 1251 წელს გარდაიცვალა ჯიგდა-ხათუნი. დავით ულუმ სხვა ცოლი - რაჭის ერისთავის, კახაბერის ასული გვანცა შეირთო. მფარველის გარეშე დარჩენილი მესტუმრე ჯიქური დიდებულებმა ადვილად მოიშორეს. მას ცილი დასწამეს, თითქოს ის მონღოლებს აწვდიდა ინფორმაციას მეფის სიმდიდრის შესახებ. დავით ულუმ გამოძიების გარეშე გასცა ბრძანება, რომ ჯიქური ისნის სასახლის მაღალი კლდიდან გადაეგდოთ. მეორე დღეს თბილისელებმა მტკვრის ნაპირებზე იპოვეს ჯიქურის გვამი. მას მემკვიდრე და პატრონი არ დარჩა. ამიტომ თბილისის ღარიბ-ღატაკებს მეფისგან გამოუთხოვიათ ნებართვა, რომ იგი დაესაფლავებინათ. როგორც ჩანს, ხალხს არ დავიწყებია ჯიქურის მზრუნველობა, რასაც ის ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში ასრულებდა.

მონღოლთა მიერ დაპყრობითი ომებით შექმნილ უზარმაზარ სახელმწიფოს დიდძალი ხარჯები სჭირდებოდა. დაპყრობითი ომები 50-იანი წლებიდან წარუმატებლად მიდიოდა, შესაბამისად, იკლო ქვეყნების ძარცვით მიღებულმა შემოსავალმა. მონღოლები დაპყრობილი ხალხებისაგან სულ უფრო მეტ გადასხადებს ადებდნენ. ამ პერიოდისთვის მონღოლთა სამხედრო ძალაც არ იყო საკმარისი დაპყრობითი ომების საწარმოებლად. ამიტომ, უკვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა დაპყრობილი ქვეყნებიდან გამოყვანილ სამხედრო ძალასაც.

1254-1256 წლებში მონღოლებმა მთელი საყაენო აღწერეს. ამ აღწერის მიზანი იყო გაერკვიათ, თუ რა რაოდენობის ჯარის გამოყვანა შეეძლო სხვადასხვა ქვეყანას და განესაზღვრათ სხვადასხვა ქვეყნის გადასახადებიც. აღწერეს საქართველოც. საქართველოს ყოველწლიურად მონღოლთა მხარეს 90 000 მეომარი უნდა გამოეყვანა. ამავდროულად, დაბეგრეს მეურნეობის ყველა დარგი, რომელიც შემოსავალს იძლეოდა. გადასახადებით დაბეგრეს როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ვაჭრობა, მეთევზეობა, ხელოსნობა და სხვა. სასოფლო სამეურნეო გადასახადს მალი ეწოდა. მისი რაოდენობა განისაზღვრებოდა მოწეული მოსავლით და შეადგენდა მოსავლის 60 %-ს. გლეხი იხდიდა პირუტყვის საბალახო გადასახადსაც - ყაფჩარს. ყოველ 100 პირუტყვიდან გლეხს მონღოლებისთვის ერთი უნდა მიეცა. მონღოლი მოხელის შესანახად გლეხს ევალებოდა ულუფის გაღება. მასვე უნდა გადაეხადა სოფელში მოსული მონღოლისთვის მაზდი, ანუ ცხენის ქირა. დამღა სავაჭრო გადასახადი იყო - გაყიდული საქონლის 3 % მონღოლეთს უნდა მიეღო.

საქართველოდან გამოყვანილი ჯარი სისტემატიურად მონაწილეობდა მონღოლთა დაპყრობით ომებში. მართალია, იმდენი, რამდენიც ევალებოდა, საქართველოს არასოდეს გამოუყვანია მაგრამ 10-15 ათასი ქართველი მეომარი ყოველთვის იყო დაკავებული შორეულ ბრძოლებში. მონღოლები აწარმოებდნენ მძიმე დამპყრობლურ ომებს, რომლებიც ხშირად მარცხით სრულდებოდა. ამ ომებში ათასობით ქართველი იღუპებოდა. ქართველი მეომრები ამ ბრძოლებში გამოირჩეოდნენ მამაცობით და ბრძოლის მაღალი ხელოვნებით. მიუხედავად ამისა, ქართველები მონღოლებთან კარგი ურთიერთობების დამყარებას მაინც ვერ ახერხებდნენ. ქართველებს მონღოლებთან ერთად უწევდათ მულჰიდების წინააღმდეგ ბრძოლა. მულჰიდები იყვნენ ფანატიკურად განწყობილი მაჰმადიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის გაწირვით საჯაროდ უსწორდებოდნენ მტერს. მულჰიდებთან ბრძოლა მონღოლებს ძალიან გაუჭირდათ და მხოლოდ 1256 წელს შესძლეს მათი საბოლოოდ დამარცხება. ამ ბრძოლაში ბევრი ქართველი დაიღუპა. ქართველებმა გამოიჩინეს თავი ბაღდადის აღებაშიც. ამ ბრძოლის შემდეგ მონღოლებმა დიდი სიმდიდრე იგდეს ხელთ, ქართველებს კი მცირე ნაწილი ერგოთ.

მონღოლებში მოუწესრიგებელი იყო გადასახადების აკრეფვა. გადასახადების ამკრეფთა უმრავლესობა წერა-კითხვის და ანგარიშის არმცოდნე იყო. ამიტომб ისინი გადასახადების აკრეფას სხვებს ანდობდნენ. მედროვეები ამით კარგად სარგებლობდნენ და მოსახლეობას პირწმოინდად ძარცვავდნენ. ისინი მონღოლ რაზმთან ერთად მოდიოდნენ და რაც გლეხს ებადა ყველაფერი მიჰქონდათ. თუ ვინმე გადასახადს ვერ გადაიხდიდაან ცემით სულს ამოხდიდნენ ან ცოლ-შვილს წაართმევდნენ. გაქცეულებს იჭერდნენ და შეუბრალებლად ხოცავდნენ. ასეთი ორმაგი ექსპულატაცია გლეხიშთვის ძალიან მძიმე იყო. გლეხისთვის მოსავლის მოყვანა აზრს კარგავდა ამიტომ ისინი ტოვებდნენ მამაპაპურ სახლს და გარბოდნენ. ამით მწარმოებელი მოსახლეობა იკლებდა და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას განადგურებით ემუქრებოდა. გლეხებისაგან დაცლით დიდი საფრთხე ფეოდალებსაც ემუქრებოდა , რადგან მათ სამფლობელოებს დაწესებული ჰქონდა გადასახადები რომელიც გლეხს უნდა გადაეხადა. ქართველი აზნაურობა ყიდდა მამულებს რომლებიც მედროვეთ ხელში ვარდებოდა. შედარებით კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკლესია რომელიც მონღოლებმა არ დაბეგრეს. გაქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს საეკლესიო მამულებს აფარება.

მონღოლები არ აქტიურობდნენ დასავლეთ საქართველოს დასამორჩილებლად, რადგან დაზავების პირობით საქართველო ერთიანად იხდიდა ხარკს. მონღოლებს ამ პერიოდში დასვლეთ საქართველოსთვის არც ეცალათ რადგან მთელი ყურადღება მულჰიდების და ბაღდადის ასაღებად იყო გადატანილი. მონღოლებს ადგილობრივი ძალები აღარ ყოფნიდა ამიტომ დიდმა ყაენმა 70 000-იანი არმია გამოგზავნა მისი ძმის ჰულუგუს სარდლობით. ჰულუგუ ირანისკენ გამოემართა. მონღოლები ირანში შევიდნენ 1256 წელს. მათ აიღეს მუსლიმების მთავარი ციხე ალამუტი. 1258 წელს აიღეს ბაღდადიც. ჰულუგუ ირანის ტერიტორიაზე დარჩა და შექმნა ახალი სახელმწიფო. დიდი ყაენისგან მან მიიღო ამ ახალი მონღოლური სახელმწიფოს ყაენის ანუ ილხანის წოდება. ამიტომ, ამ ახალ სახელმწიფოს ირანის საილხანოს უწოდებდნენ. საქართველო საილხანოს მფლობელობაში შევიდა.

საილხანოს საქმეების მოგვარების შემდეგ, ჰულუგუ ყაენმა არღუნ ნოინს დაავალა გადასახადების აკრეფის მოწესრიგება, იგეგმებოდა გადასახადების გაზრდაც. ჰულუგუ ყაენმა დასავლეთ საქართველოსაც მიაქცია ყურადღება და მის დასამორჩილებლად დიდძალი ლაშქრით 1259 წელს გამოემართა არღუნ ნოინის მეთაურობით. მონღოლებს საზღვართან დავით ნარინი დახვდა და ბრძოლა გაუმართა. ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა. საბოლოოდ არღუნმა ვერ შესძლო დასავლეთ საქართველოში გადასვლა და უკან გამობრუნდა. ჰულუგუმ ახალი ჯარის შეკრება ბრძანა, მონღოლთა მხარეს უნდა გამოსულიყო დავით ულუც.

აღმოსავლეთ საქართველო ყოვლად აუტანელ მდგომარეობაში იყო. დამამცირებელ მდგომარეობაში იყო სამეფო კარი, მონღოლები ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში და მეფეს ნებას არ აძლევდნენ დაესაჯათ ურჩი დიდებულები. დავით ნარინთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მონღოლებისაგან განდგომა დავით ულუმაც განიზრახა. 1260 წელს დავით ულუ არ დაემორჩილა ყაენის ბრძანებას და აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. მან ჯავახეთში შეკრიბა დიდებულები და მისი გადაწყვეტილება ამცნობა. მეფემ დიდებულებს თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა, სხვანაირად მას არ შეეძლო რადგან საქართველოს დიდებულთა დიდი ნაწილი მეფეს აღარ ემორჩილებოდა და მონღოლთა სამსახურში იყვნენ ჩამდგარნი. მეფეს მხოლოდ სამცხის მთავარმა სარგის ჯაყელმა დაუჭირა მხარი. არღუნ ნოინმა დამატებითი ძალების მიღების შემდეგ თავისთან ქართველი დიდებულები იხმო . ამის შემდეგ ის სამცხისკენ დაიძრა. აქ საქართველოს მეფე და სარგის ჯაყელი იყო გამაგრებული. პირველი შებრძოლება სოფელ ახალდაბასთან მოხდა. ქარეთველთა 1500-იანმა მხედრობამ სარგის ჯაყელის ხელმძღვანელობით სასტიკად დაამარცხა მონღოლთა მეწინავე 6000-იანი ჯარი. დამფრთხალი არღუნი გაქცევას აპირებდა , მაგრამ ის ბანაკში ქართველმა დიდებულებმა შეაჩერეს და ბრძოლის გაგრძელება ურჩიეს.

გამარჯვებით გახარებულმა ქართველობამ მტკვრის ვიწრო ხეობა დატოვეს და შინდასთან შედარებით გაშლილ ველზე შეებნენ მტერს. ეს შეცდომა იყო რადგან ქართველები მტერის ურიცხვ ჯარს , ვიწრო ხეობებში უფრო ადვილად გაუსწორდებოდნენ ვიდრე გაშლილ ველზე. მონღოლებმა ბრძოლის ჩვეული ხერხი გამოიყენეს. მათ ჯარის ნაწილი ჩაასაფრე ხოლო როდესაც შეტევაზე გადავიდა ქართული ჯარი და უკუაქცია მონღოლთა ჯარის ნაწილი, ამ დროს გამოვიდა მონღოლთა მთავარი ჯარი საბრძოლველად. ქართული ჯარიდან მცირე ნაწილი გადარჩა . დავით ულუ და სარგის ჯაყელი სამცხეში გადავიდნენ.

გამარჯვების მიუხედავად არღუნ ნოინმა დიდი ზარალი ნახა და სამცრეში შესვლა ვეღარ გაბედა. მხოლოდ მომდევნო წელს როდესაც დამატებით ჯარი მიიღო მაშინ შეესია სამცხეს.სამცხის დარბევა 20 დღე გაგრძელდა , მიუხედავად ამისა მთავარი ციხესიმაგრის ცხისისჯვრის აღება მაინც ვერ შესძლეს. დავით ულუ და სარგის ჯაყელი დარწმუნდნენ რომ შემდეგ ბროლის გაგრძელება უიმედო იყო დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. დავით ნარინი სათანადო პატივით შეხვდა ბიძაშვილს, მაგრამ ორი მეფის ერთდროული ყოფნა მაინც არანორმალურ ვითარებას ქმნიდა. ქართველი დიდებულები კვლავ ამ ორი მეფის ირგვლივ დაჯგუფდნენ , დაპირისპირება ღრმავდებოდა. ბოლოს დავით ულუმ გადაწყვიტა ილხანებს შერიგებოდა. ჰულუგო ყაენი ამას დათანხმდა რადგან მოსალოდნელი იყო ჩრდილოეთიდან ოქროს ურდოს მონღოლების შემოსევა. როდესაც დავით ულუ ყაენთან გამოცხადდა და მართელბა დაიწყო. ყაენმა შეწყვიტა სასამართლო და დავით ულუს დაავალა ჯარის შეკრება.ამის შემდეგ იწყება გაუთავებლი ბრძოლები ოქროს ურდოს და ილხანთა სახელმწიფოს შორის, რომელშიც ძალაუნებურად საქართველოც იყო ჩართული. ეს ბრძოლები საქართველოს დიდ ზიანს აყენებდა. 1265 წელს ოქროს ურდოს ბრძანებელი ბერქა ყაენი 300 000-იანი არმიით ამიერკავკასიაში შემოიჭრა. მათ ისე მოავერანეს მდინარე მტკვრის და იორს შორის არსებული ტერიტორია რომ აქ დიდი ხანი უკაცრიელი უდაბნო იყო.

ოქროს ურდოს მონღოლების მოსაგერიებლად ილხანელებმა შექმნეს საზღვრებზე სამაგრეების მთელი სისტემა. აქ დგომა და სამსახური ქართველებს ევალებოდა. მონღოლებში ხშირად იფეთქებდა ეპიდემიები, რომელიც ქართველ მოლაშქრეებსა და მოსახლეობაშიც ვრცელდებოდა. 1270 წელს ასეთი სენით გარდაიცვალა დაივით ულუ.

დემეტრე II თავდადებული

დემეტრე II თავდადებული
დემეტრე II ემშვიდობება ქართველებს.
მეტეხის ეკლესია აგებულია დემეტრე II-ის დროს.

დავით ულუს გარადცვალების შემდეგ მონღოლებმა მეფედ , მისი 11 წლის ვაჟი დემეტრე II დაამტკიცეს (1270-1289). მას აღმზრდელად ყაენის ნდობით აღჭურვილი პირი სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. სადუნი ტიპიური მედროვე იყო, მან გაიძვერობით მლიქვნელობით მიაღწია იმას რომ საქართველოს მეფის ათაბაგად დანიშნეს. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს სწორედ სადუნი გახდა ქვეყნის მმართველი, მან პირადი ქონება განუზომლად გაზარდა. მან დემეტრესთან დანათესავებაც მოახერხა. მეფის და ცოლად ჰყავდა, მაგრამ მეფის დას არ მოსწონდა წარმართი მონღოლის ცოლობა გამოექცა სადუმს და თავი მთიულეთს შეაფარა. სადუნის ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართველ დიდებულებს მაგრამ მასთან ბრძოლა ძალზედ რთული იყო რადგან სადუნს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. სადუნს სურდა მისდამი ასეთი უარყოფითი განწყობა შეენელებინა, ამიტომ ის მონღოლ გადასახადების ამკრეფავებს უსამართლობის ნებას არ აძლევდა. ეკლესიებსაც ბევრ შესაწირავს აძლევდა. ეს ყველაფერი ქვეყნის მძიმე ვითარებას არ ამსუბუქებდა.

70-იანი წლებში მონღოლებმა ახალი აღწერა ჩაატარეს , გაირკვა რომ დაპყრობილი ქვეყნების უმრავლესობა მათ შორის საქართველოც მოოხრებული და გავერანებული იყო. ქალაქის და სოფლების ქუჩები სავსე იყო დავრდომილებით და მათხოვრებით. მეფე დემეტრეს ძალზედ აწუხებდა ხალხის ასეთი რთული მდგომარეობა. იგი ხშირად ღამით გარეთ გამოდიოდა და მოწყალებას იძლეოდა. ამას ოდნავადაც არ შეეძლო ხალხის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამ ყველაფერს ზედ კატასროფული მიწისძვრა დაერთო 1275 წელს აღდგომის წინ .

სრულწლოვანმა დემეტრემ მმართველობა თანდათანობით მის ხელში აიღო, ხოლო როდესაც სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა, ათაბაგობა მის შვილ ყოთლუ ბუღას აღარ მისცა. ამ ყველაფერმა სადუნის შვილი განაწყენა რადგან მასაც მამასავით ქვეყანაში პირველკაცობა სურდა. მართალია ყუთლუ-ბუღამ ამირსპასალარობა მიიღო, მაგრამ ამით მისი წყენა არ განელებულა და მოგვიანებით სამაგერო გადაუხად მეფეს. დემეტრე II-ს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. მონღოლებმა ჯერ კიდევ დავით ულუს მეფობის ბოლო წლებში ისარგებლეს , დავით მეფესა და სარგის ჯაყელს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოებით და 1266 წელს სამცხე ულუსიანად აქციეს, ანუ სამცხე უშუალოდ დაემორჩილა ყაენს.

ახალგაზრდა მეფე ყველა ხერხს ხმარობდა რათა ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოეყვანა. ერთ-ერთი ასეთი გზა იყო მონღოლებისათვის თავი ერთგულად ეჩვენებინა.მეფე დემეტრე უსიტყვოდ ემორჩილებოდა მონღოლებს და მონაწილეობდა გაუთავებელ ლაშქრობებში. XIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ილხანთა სახელმწიფო შინაომებმა მოიცვა, ამ ომებში საქართველოც ძალაუნებურად იქნა ჩართული. ყაენების წინააღმდეგ შეთქმულებები ეწყობოდა რასაც გაუთავებეი რეპრესიები და ხოცვა-ჟლეტა მოჰყვებოდა. მეფე დიმიტრის კარგი ურთიერთობები ჰქონდა არღუნ ყაენის პირველ ვეზირთან ბუღასთან. რომლის ვაჟზე დააქორწინა მისი შვილი რუსუდანი. არღუნ ყაენმა ბუღას შეგონებით მეფე დემეტრეს დაუბრუნა საქართველოს ტერიტორიები რომლებიც მონღოლებს ჰქონდათ სამფლობელოებად გადაქცეული. დემეტრემ გამოაკეთა ურთიერთობები სამცხის მმართველ ბექასთანაც. რომელსაც მანდატურთუხუცესის თანამდებობაც უბოძა . საილხანოსთან ასეთი კარგი ურთიერთოიბების გამო მონღოლი მოხელეები საქართველოში უწესობას და ძალმომრეობას ვეღარ ბედავდნენ და ცდილობდნენ გადასახადები წესიერად აეკრიფათ. ამან საქართველოს მდგომარება შედარებით გამოასწორა. ამას მოწმობს დემეტრეს დროს აგებული მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი.

1288 წელს საილხანოში გამომჟღავნდა არღუნ ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება. შეთქმულთა ხელმძღვანელობა ბუღას ბრალდებოდა. ბუღა და მისი მომხრეები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ასეთივე დღე ელოდა ბუღას ყველა ახლობელს. დემეტრე II როგორც ბუღას მეგობარი ყაენის კარზე დაიბარეს. მეფემ მოიწვია დარბაზის სხდომა და დარბაზის წევრებს ამცნო რომ ყაენი მას იბარებდა და სიკვდილი არ ასცდებოდა. თუ არ წავიდოდა მონღოლები ქვეყანას ააოხრებდნენ. დარბაზის წევრებმა ერთხმად ურჩიეს რომ არ წასულიყო და თავი მთიულეთისთვის ან დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინა .მაგრამ დემეტრემ მტკიცედ განაცხადა

ვიკიციტატა
„ მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლას“

.

დემეტრე ჩავიდა საილხანოში და შეეცადა დაერწმუნებინა არღუნ ყაენი მის უდანაშაულობაში. არღუნი შიშობდა რომ დემეტრეს დასჯით საქართველოში არეულობა დაიწყებოდა, მაგრამ ამ დროს საქმეში ჩაერია განაწყენებული ყუთლუ ბუღა. რომელმაც ყაენს მომხიბლავი გეგმა შესთავაზა: თუ დემეტრეს სიკვდილით დასჯიდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე დავით ნარინის ვაჟს ვახტანგს დასვამდნენ. ამით მონღოლებს დასავლეთ საქართველოც დაექვემდებარებოდა. ეს გეგმა არღუნს მოეწონა და დემეტრეს ბედიც გადაწყდა. 1289 წლის 12 მარტს დემეტრე II სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მას თავდადებული უწოდა. ქართულმა ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა.

საქართველო XIII საუკუნის ბოლოს

ჯაყელების ფრესკა საფარის მონასტერში (სარგის I, ბექა I, სარგის II).
არღუნ ყაენი.
მონღოლი მეომრები (ჩინური მინიატურა).
საფარის მონასტერი.

დავით ნარინის ვაჟის ვახტინგის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფებით ისახებოდა პერსპექტივა, რომ მომავალში , მისი მამის გარდაცვალების შემდეგ, ის მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოს ტახტსაც მიიღებდა. ამით მისი ხელისუფლების ქვეშ ორივე ტახტი ანუ ლიხთ-იქითა და ლითხ-აქეთა გაერთიანდებოდა. და ამის შემდეგ მონღოლები თავის ბატონობას დასავლეთ საქართველოშიც გაავრცელებდნენ. მაგრამ უკვე ვითარება შეცვლილი იყო და მათი ბატონობა დღეებს ითვლიდა. ქვეყნის გაერთიანებით, მონღოლთა საწინააღმდეგო ძალები გაერთიანდებოდნენ, მედროვე ყუთლუ-ბუღას კი სულ სხვა რამ სურდა, მას ათაბაგობა სურდა და მისცეს კიდეც. მაგრამ ვახტანგ II სულაც არ აღმოჩნდა ისეთი პიროვნება როგორიც ყუთლუ-ბუღას ეგონა.

ვახტანგს მემატიანე ახასიათებს , როგორც თავმდაბალს, მოწყალეს, პირუთვნელს, სამართლიანს და რაც მთავარია საკმაო ნებისყოფის მქონეს, რომ მედროვეთა ხელში სათამაშოდ არ ქცეულიყო. ვახტანგს არ დასცალდა დიდხანს მეფობა ის 1292 წელს გარადიცვალა. შვილის დაღუპვა დავით ნარინმა მძიმედ გამნიცადა და 1293 წელს ისიც გარდაიცვალა. დასავლეთ საქართველოში ნარინის მეორე ვაჟი კონსტანტინე გამეფდა. კონსტანტინეს მისი უმცროსი ძმა მიქელი აუჯანყდა და აქამდე მშივიდად მყოფი დასავლეთ საქართველო შიდა ომებმა მოიცვა.

შინაბრძოლები სულ უფრო გაიშალა საილხანოშიც. მონღოლთა ძველი სახელმწიფოებრივი სისტემა წარსულს ჩაბარდა. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ბრძოლები ყაენის მემკვიდრე ბატონიშვილებს შორის. დაიწყო ქვეყნების განდგომა მონღოლებისაგან. ქართულ სამხედრო ძალას ესა თუ ის აჯანყებული მხარე უხმობდა . ქართველები იძულებული იყვნენ მიეღოთ მონაწილეობა მონღოლთა ბრძოლებში. თუ მონღოლთა ის მხარე დამარცხდებოდა რომელსაც ქართველები ემხრობოდნენ , გამარჯვებული მეორე მხარე საქართველოზე იყრიდა ჯავრს. ვახტანგ II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მეფობის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი დემეტრე II-ის უფროსი ვაჟი დავითი იყო. მაგრამ მონღოლები ამ ბატონიშვილს არ ენდობოდნენ. მხოლოდ მას შემდეგ რაც დავითმა თავი გამოიჩინა მიცირე აზიაში აჯანყების ჩახშობაში , ის მეფედ დაამტკიცეს.

დავით VIII-ის საქართველოში ჩამოსვლისას გამწვავებული იყო ოსთა საკითხი. ოქროს ურდოს მონღოლებმა ოსების მიწები საძოვრებად აქციეს, ამიტომ ოსები იძულებული გახდნენ მთებს შეხიზნებუდნენ, მაგრამ მთის მწირი ბუნება საკმარისი არ აღმოჩნდა. ოსებმა დაიწყეს კავკასიონის სამხრეთ გადმოსვლა. ისინი ხან მშვიდობიანად ხანაც ძალით იკავებდნენ ქართველი მთიელების მიწებს. დასუსტებული საქართველო წინააღმდეგობას ვერ უწევდა იმიერკავკასიელი მთიელების ჩამოსახლებას. ოსებმა თანდათანობით შიდა ქართლის მთებიც დაიკავეს. უფრო მეტიც მათ თვით გორიც აიღეს და იქ გამაგრდნენ. ჩამოსახლებული ოსები ყაჩაღურად ესხმოდნენ თავს ქართლის მშვიდობიან სოფლებს, არბევდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას. ოსთა ასეთ საქციელს მხარს უჭერდა ილხანთა სახელმწიფო და ქართველებს მათთაან ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა. მაგალითად ქართლის ერისთავ-ერისთავმა ოსების მიერ დაკავებულ გორს ალყა შემოარტყა. და ის იყო ქალაქი უნდა აეღოთ მოვიდა მონღოლ ნოინთა ბრძანება, ქართველებს გორში გამაგრებული ოსებთან ბრძოლა უნდა შეეწყვიტა. ილხანთა მხარდაჭერით გათამამებული ოსები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ქართველთა რბევას.

დავით VIII-ს სხვა მხრივადაც გაურთულდა მდგომარეობა. 1295 წელს ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საილხანოს ტახტზე ავიდა არღუნ ყაენის ახალგაზრდა შვილი ყაზანი. დავითი ამ ბრძოლაში ყაზანის მოწინააღმდეგეს უჭერდა მხარს, ამიტომ თავიდანვე ქართველ მეფესა და ილხანთა ყაენს შორის უნდობლობა და მტრობა დამყარდა. ყაზან ყაენის მმართველობის დროს მონღოლთა სახელმწიფოს კრიზისმა მთელი ძალით იჩინა თავი. ყაენმა რეფორმების გატარება სცადა მაგრამ უშედეგოდ. სულ უფრო ძლიერდებოდა მონღოლებზე სპარსული სოციალ-ეკონომიური და კულტურული გავლენა. მაჰმადიანობა რომელსაც მონღოლები შეურიგებლად ებრძოდნენ , თანდათანობით მონღოლებშიც დაიწყო გავრცელება. ახალი ყაენი ყაზანი ისლამის მიმდევარი იყო, ამან საქართველოს მდგომარეობა გააუარესა. აქამდე მონღოლები ქრისტიანობას არ ებრძოდნენ და ქართულ ეკლესიებს არ ავიწროებდნენ. ამის შემდეგ რაც საილხანოში სახელმწიფო რელიგიად მაჰმადიანობა გამოცხადდა, ისინი საქართველოს სარწმუნეობითაც უპირისპირდებოდნენ. მონღოლები შეუდგნენ ეკლესია-მონასტრების ძარცვა რბევას. მათ თვით ვარძიის სიმდიდრის ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტეს, მაგრამ მემატიანეს მტკიცებით მოხდა სასწაული და ამ საქმისთვის გაგზავნილი მონღოლთა არმია მეხდარტყმით ” დაიწვა ძვალითურთ”.

1297 წელს ყაზან ყაენმა თავისთან დაიბარა დავითი. მეფე ყაენს არ ეახლა და მთიულეთში გამაგრდა. ეს უკვე მონღოლთ წინაღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. უფრო მეტიც დავითმა ილხანთა შეურიგებელ მოწინააღმდეგესთან , ოქროს ურდოს ყაენთან მისი ძმა ვახტანგი გაგზავნა და სამხრეთის მონღოლებთან ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. ამ ამბით ძალზე შეშინდა ყაზან ყაენი და საქართველოში დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა , პირველი ვაზირის ყუთლუშაჰ-ნოინის მეთაურობით. ყუთლუშაჰმა ოქროს ურდოს მონღოლებისაგან უკან მომავალი ვახტანგი შეიპყრო და ყაენს მიჰგვარა. ყაზან ყაენმა ადვილად დაითანხმა ვახტანგი, ყაენმა ვახტანგს საქართველოს მეფდ დანიშნა. ამ გზით ყაენამ საქართველოს მეფის ხელისუფლება დაქუცმაცება გადაწყვიტა. ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული საქართველო ორად გაიყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი აჯანყებულ დავითს უჭერდა მხარ, დავითმა შეიპყრო ვახტანგი და ჟინვალის ციხეში გამოკეტა. საქართველოს მეფემ ოქროს ურდოში მისი მეორე ძმა ბაიდუ მიავლინა. ყაზანი ყველა საშუალებით ცდილობდა დავითის დამორჩილებას ან შემორიგებას. მისი დავალებით ყუთლუშაჰ-ნოინი დიპლომატიური მოლაპარაკებებით ცდილობდა დავითის დათანხმებას ყაენთან გამოცხადებაზე, მაგრამ უშედეგოდ. მონღოლები განსაკუთრებით ცდილობდნენ ქართველი დიდებულების გადაბირებას და დავითის წინააღმდეგ ომში ჩაბმას. 1299 წელს მონღოლებმა დავითის მეტოქედ ახალი მეფე , დემეტრე II-ის უმცროსი ვაჟი გიორგი V დანიშნეს. ამით დავითის წინააღმდეგ სამცხის მთავარი ბექა ჯაყელიც ჩაერთო.

ბექა ჯაყელი მცირეწლოვანი გიორგი V-ის ბაბუა იყო. მან დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ გიორგი თავისთან წაიყვანა და იქ ზრდიდა. სამცხე ამ პერიოდში სხვა კუთხეებთან შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდა. სამცხე ძველებურად ულუსიანად აღარ ითვლებოდა მას მხოლოდ ხარკის გადახდა ევალებოდა. სამცხეში მონღოლი გადასახადების ამკრეფნი ვერ შედიოდნენ , რაც ამ მხარეს აცილებდა იმ ძალმომრეობას რასაც ისინი ჩადიოდნენ საყაენოს სხვა მხარეებში. ამის გამო სამცხე ეკონომიურად დაწინაურდა. დამშეული და შევიწროებული გლეხობა საქართველოს სხვა კუთხეებიდან თავს სამცხეში აფარებდნენ. სამცხემ წარმატებით შესძლო მოეგერიებინა მცირეაზიელი თურქმანთა შემოსევებიც. ბექა ჯაყელმა დაიწყო წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე შედგენა , რომელიც შემდგომში მისმა შვილიშვილმა აღბუღამ დაასრულა. ეს ბექა-აღბუღას სასამართლოს სახელწოდებითაა ცნობილი და მთელს საქართველოში მოქმედ წიგნად იქცა. სამცხეში ამ პერიოდში არაერთი ეკლესია განახლდა და აღდგა აშენდა მიწისძვრისგან განადგურებული ზარზმის, საფარის და ჭულეს ეკლესიები.