ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 210: ხაზი 210:
====დიახ====
====დიახ====
*{{მომხრე}} --[[მომხმარებელი:Mehman97|<span style="color:#ff0500">'''''Mehman'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Mehman97|<span style="color:#0500ff">'''''97'''''</span>]] 18:10, 4 დეკემბერი 2018 (UTC)
*{{მომხრე}} --[[მომხმარებელი:Mehman97|<span style="color:#ff0500">'''''Mehman'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Mehman97|<span style="color:#0500ff">'''''97'''''</span>]] 18:10, 4 დეკემბერი 2018 (UTC)
*{{მომხრე}} აქვე: რამდენად სარწმუნოა თქვენთვის, არ ვიცი, მაგრამ, წესებს თუ ვარღვევდი, ნამდვილად არ ვიცოდი. იყო თუ არა ახალი ანგარიშის შექმნა სწორი? ალბათ არა. Anyway, ready to face the consequences. [[მომხმარებელი:HawardRoark|HawardRoark]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:HawardRoark|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/HawardRoark|წვლილი]]</sub> 18:13, 4 დეკემბერი 2018 (UTC)

====არა====
====არა====

18:13, 4 დეკემბერი 2018-ის ვერსია

წინადადებები ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

ფორუმი
კონტროლი
მოგესალმებით!

ვიკიპედია არის თქვენნაირი ადამიანების მიერ შექმნილი პროექტი. ჩვენ ვაფასებთ ყველა ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება პროექტის გაუმჯობესებაში. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისმენთ თქვენ წინადადებებს. იყავით გაბედული ნებისმიერი სახის წინადადების წამოყენებაში — ვიკიპედიის საზოგადოება მას დიდი ყურადღებითა და გულისყურით განიხილავს.

  • არ დაგავიწყდეთ: მოწონებული წინადადებები უნდა აისახოს რეესტრში.
1, 2, 3, 4, 5, 6,7,8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15,16.

ქართული გასტრონომია, კულინარია და მისი განვითარება

მოგესალმებით,

დღეს დავრეგისტრირდი ვიკიპედიაზე და იმედი მაქვს გამოცდილი რედაქტორები დამეხმარებით გავერკვიო. ასევე მაინტერესებს ვინმე თუ სპეციალიზირდებით გასტრონომის მიმართულებით? უამრავ შეცდომებს ვხედავ და გასაკუთრებულად ინგლისურ ენაზე წერია სისულელები! მაგალითად ხაჭაპურზე წერია რომ პიცის მგავსი პროდუქტია! რაც ჩემი აზრით მიუღებელია! ასევე ღვინის შესახებ უამრავჯერ რედაქტირდება ინფორმაცია და ამ ბოლო დროს გამოჩნდა თითქოს ღვინის სამშობლო სომხეთია, ესეც მიუღებელია! მოკლედ, მზად ვარ ჩავრთო მთელი ჯგუფები ასეთი საკითხების ჩასასწორებლად და მაინტერესებს საიდან დავიწყო? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლევან ქოქიაშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ინგლისურენოვანი ვიკიპედიის კონტროლი ჩვენს კომპეტენციას ცდება, თუ გსურთ სტატიების გამართვა, შეუერთდით ინგლისურენოვანი ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფს. --Mehman 97 19:17, 10 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ცხრილები

გამარჯობათ. მაინტერესებს აზრი ცხრილებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთ-ერთ მომხმარებელს შემოაქვს (Lasha-geore), ხოლო ბლოკის შემდეგ ერთ-ერთი აიპით. ეს ცხრილები ჩემი აზრით ტყუილუბრალო დანამატს წარმოადგენს სტატიაში და მის ძირითად თემას არ ეხება. მაინტერესებს თქვენი აზრიც. იხ. ტაოს სამთავრო, კლარჯეთის სამთავრო, ქართველთა სამეფო. გიო ოქრო 09:10, 6 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამოვიღებ მაშინ. გიო ოქრო 16:33, 25 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

Galicia 15 - 15 Challenge

Wikipedia:Galicia 15 - 15 Challenge is a public writing competition which will improve improve and translate this list of 15 really important articles into as many languages as possible. Everybody can help in any language to collaborate on writing and/or translating articles related to Galicia. To participate you just need to sign up here. Thank you very much.--Breogan2008 განხილვაწვლილი 14:13, 12 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

საუკუნეები თარიღებში

მაგ. 26 მარტი (ამოღებულია საუკუნეების ქვეთავები დაბადებისა და გარდაცვალების თავებში) და 25 მარტი (აქ ჯერჯერობით არის). მომხმარებელი :MIKHEIL მეუბნება, რომ ჩვენ რომელიღაც შეხვედრაზე შევთახმდით ამ საუკუნეების ამოღებაზე (შეთანხმება მე პირადად არ მახსოვს). მე პირადად საუკუნეების დატოვება უფრო მართებულად მიმაჩნია, რადგან ჩაწერა და ნახვაც უფრო ადვილდება. 1 იანვრიდან 19 მარტის ჩათვლით საუკუნეები ამოღებული არ მინახავს. იქნებ მიიღოთ მონაწილეობა და თქვენი აზრი გამოხატოთ.

@Jaba1977: როდის იყო წელი თუ გახსოვს?--ცანგალა 19:30, 19 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
არ მახსოვს. --ჯაბა 1977 19:39, 19 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) — რუსულში გადავხედე და არის, ინგლისურში — არა. ისმება შეკითხვა, რა არის ფუნქციური დანიშულება? ჩემის აზრით მხოლოდ ვიზუალიზაცია. ვფიქრობ რომ ეს ვიზუალიზაცია არსებობს მხოლოდ შიგთავსის გასაბერად რომ ზომის სიმცირის გამო არ წაშლილიყო. კაი იქნება თუ არ იქნება, მე უფრო სადა 25 მარტი მომწონს.--Surprizi განხილვაწვლილი 03:20, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) სრულიად ზედმეტია--დათო1010 05:14, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
ხოდა როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ უნდა გაასწოროთ. მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის.

@Surprizi: მხოლოდ რუსულში არ არის. არის აგრეთვე ფრანგულში და გერმანულში. ისე ნუ საზღვრავ აჰა რუსულშია და ქართულში ამოვიღოთ. ნახე გერმანული. როგორ არის დალაგებული იგივე 26 მარტი გერმანულში de: 26. März და შეადარე en: March 26. და ნახე ქართულში 1 იანვარი, სადაც უკვე შევიტანე მხოლოდ დაბადებულები. რამდენად ადვილდება თარიღების მიხედვით მოძებნა და დამატება.--ცანგალა 09:14, 20 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

დაიწეროს თუ არა?

გამარჯობათ. მოგახსენებთ, რომ სხვა ვიკიპედიებში (უმრავლესობაში) არ იწერება ისეთი სტატია ტაქსონზე, როდესაც იგი მხოლოდ ერთ ტაქსონს შეიცავს. მაგ.: 1. ტურაკოსნაირნი შეიცავს ერთადერთ ოჯახს — ტურაკოსებრნი. ჩვენთან ეწერა მეორე, ხოლო პირველი გადამისამართების სახით გავაკეთე (როგორც უმრავლესობა ვიკიებში), 2. ღორიხვასებრნი ერთადერთ გვარს შეიცავს — ღორიხვა, აქაც მეორეზე სტატია დავწერე, ხოლო პირველი გადავამისამართე. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ვიკიპედიების მცირე ნაწილში მაინც წერენ მსგავს სიტუაციებში ორივეზე. მაინტერესებს აზრი — ჩვენთანაც იგივე გავაკეთო თუ გადავამისამართოთ? მაგალითისთვის იხილეთ: nl:Musophagiformes (ტურაკოსნაირნი) და vi:Gaviidae (ღორიხვასებრნი). გიო ოქრო 13:41, 24 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად ორივეს დაწერის მომხრე ვარ. გიო ოქრო 13:59, 24 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიქსიკონი

მოგესალმებით. ვიცი აქ დასაწერი არაა მარა, მაინც ვწერ. მინდა ვიქსიკონში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო, როგორც ადმინმა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით მაშინ კენჭს ვიყრიდი.--Surprizi განხილვაწვლილი 07:40, 28 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიქსიკონს ნამდვილად სჭირდება გამოცოცხლება, ასე, რომ თუ სურვილი გაქვს შეგიძლია მიხედო--დათო1010 07:48, 28 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
ჩემს მინიმუმს გავაკეთებ. კაი მოთხოვნას გავაკეთებ იქეთ. მადლობა მხარდაჭერისათვის.--Surprizi განხილვაწვლილი 11:54, 28 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

მამის სახელი

ეს საკითხი ადრეც იყო განხილული, (ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/7#მამის სახელი) თუმცა გადაწყვეტილება არ მიღებულა. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ზოგიერთ სტატიაში სახელსა და გვართან ერთად ვუთითებთ მამის სახელს (რატომღაც ეს განსაკუთრებით ხშირია სასულიერო პირებზე შექმნილ სტატიებში), ზოგიერთი არა. მინდა, რომ შევიმუშავოთ ერთიანი მიდგომა და განვსაზღვროთ პიროვნებებზე სტატიებში ვწერთ მამის სახელს (გრიგოლ პეტრეს ძე პავლოვი) თუ არა (გრიგოლ პავლოვი). პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:28, 11 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მე ასეთ პრინციპს ვემხრობი:
  • მამის სახელი მიეთითოს საბჭოთა და საერთოდ იმ დროს (როდესაც მამის სახელი აუცილებლად ეთითებოდა) და ადგილას (სსრკ) დაბადებულ ადამიანებს.
  • მამის სახელი მიეთითოს რუს (უკრაინელ, ბელარუს და სხვ.) პიროვნებებს, რადგანაც დღესაც უთითებენ ისინი მამის სახელს.
  • მამის სახელი არ მიეთითოს ისეთ პიროვნებებს, რომელთა დაბადების (მოღვაწეობის) დროს და ადგილას (ქვეყანაში) არ უთითებ(დნ)ენ მამის სახელს. მაგ. დღ. საქართველო, აშშ, ევროპის ქვეყნების ნაწილი. გიო ოქრო 15:21, 11 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
გამოდის, რომ გალაკტიონს, კოსტავას და სააკაშვილს ყველას მამის სახელი უნდა მივუთითოთ. არა სწორი იქნება. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არავის უნდა მივუთითოთ მამის სახელი. ამოსავალი არ უნდა მის დაბადების ქვეყანაში ამას როგორ აკეთებენ, არამედ ჩვენთან როგორაა დამკვიდრებული, თორემ სერიოზული სირთულეები შეგვექმნება, მაგალითად არაბული სახელების წერისას.პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:00, 15 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
მეც ვეწინააღმდეგები მამის სახელის მითითებას. ადრე მგონი ერთადერთი იმაზე შევთანხმდით, რომ ქსე-ში ვისაც ეწერა მამის სახელი იმათთვის დაგვეტოვებინა მხოლოდ.--დათო1010 08:12, 15 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
მე ვემხრობი მიეთითოს მამის სახელი:
  • მამის სახელი მიეთითოს ქართველს (რუს, უკრაინელ, ბელარუს და სხვ. ვისიც ვიცით. (მაგ. რობერტ სტურუა (რობერტ სტურუა — დაიბადა საბჭოთა კავშორში და მოღვაწეობს დღ. საქართველოში, ხოლო რობერტ სტურუა (უფროსი) — დაიბადა საბჭოთა კავშირამდე (1916) და გარდაიცვალა საბჭოთ კავშირში), დავით ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი) — ერთი დაიბადა საბჭოთა კავშირამდე, ხოლო გარდაიცვალა საბჭოთა კავშირშის დროს, ხოლო მეორე დაიბადა საბჭოთა კავშორში და მოღვაწეობს დღ. საქართველოში). არ მიეთითოს შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს: დასავლეთ ევროპა, აშშ, ლათინური ამერიკის ქვეყნები, აზია (ჩინეთი, იაპონია, ვიეტნამი და ა. შ.). --ცანგალა 10:03, 15 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მამის სახელის მითითება არის რუსული კალკი და დამკვიდრდა რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირის გავლენით. ქართული ენის სტანდარტებში არ ჯდება და რატომ უნდა მივუთითოთ საერთოდ არ მესმის.პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:51, 15 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვეწინააღმდეგები მამის სახელის მითითებას, მომხრე ვარ მარტო ქსე-ში ვისაც უწერია მათ მიეთითოს (თუ საჭიროა). --Mehman 97 15:17, 15 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვუყაროთ კენჭი, სამი ვარიანტი გვაქვს:

  • არ ვუწერთ საერთოდ.
  1. (მომხრე) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:11, 22 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
  2. (მომხრე) --ჯაბა 1977 04:53, 25 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
  • ვუწერთ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულებს.

1. 2.

  • ვუწერთ მათ ვისაც ქსეში უწერია.

1. (მომხრე) --Mehman 97 17:09, 20 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

საქმიანობა „ვიკიმედია საქართველოს“ სახელით

მეგობრებო, ვიკიმედია საქართველო რამდენიმე წლის წინ დავაფუძნეთ David1010-მა, BRUTE-მ, პ.შეთეკაურმა და მე. მაშინ ჩვენ რამდენიმე კონკურსი ჩავატარეთ ამ ორგანიზაციის სახელით, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. თუმცა აღმოჩნდა, რომ „ვიკიმედია საქართველოს“ სახელით საქმიანობა მისაღები არ აღმოჩნდა ფონდი ვიკიმედიისათვის. ამიტომ ამ სახელით საქმიანობა შევწყვიტეთ, თუმცა თავად ორგანიზაცია არ გაგვიუქმებია და მისი დირექტორი ოფიციალურად, ქაღალდზე ვარ ისევ მე. ეს დეტალები ბევრმა კარგად იცით. სწორედ ამიტომ მოგვიანებით შეიქმნა Wikimedia Community User Group Georgia, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი არის „ვიკიმედია საქართველოს“ შექმნაზე მუშაობა (Work on the formation of Wikimedia Georgia chapter).
ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, დღესაც ტარდება ღონისძიებები „ვიკიმედია საქართველოს“ სახელით. ერთ-ერთია ვიკის უყვარს დედამიწა. მე, როგორც თითქოს ღონისძიების ორგანიზატორს დამირეკა ვიღაცამ და მკითხა დეტალები. რადგან არაფერი ვიცოდი „ორგანიზატორმა“, არ ვიცოდი რა მეთქვა იმ წუთში და გადავამისამართე ვიკიპედიის ფეისბუკის გვერდზე. მერე დავძებნე და აღმოჩნდა, რომ სხვა კონკურსების ორგანიზატორადაც ვიკიმედია საქართველოა მითითებული ფეისბუკზე.
მე მექმნება უხერხულობა: ვინმე დაინტერესებულის ზარს როგორმე ავიტან, პირველად დამირეკეს ასე და არა მგონია ხშირად განმეორდეს მსგავსი რამ, მაგრამ

  1. ვიკიმედია საქართველოს რეგისტრაციისას მის საკორესპონდენციო მისამართად მითითებულია ჩემი საცხოვრებელი სახლი;
  2. მის საკორესპონდენციო ტელეფონად მითითებულია ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი;
  3. მის საკორესპონდენციო ელ-ფოსტად მითითებულია ჩემი პირადი მეილი.

ნებისმიერ ცხელ ხაზზე რომ დარეკოთ და იკითხოთ ვიკიმედია საქართველო, ჩემს პირად მონაცემებს გეტყვიან. ამიტომ ჩემთვის უბრალოდ არაა სასიამოვნო, როცა რაღაც ღონისძიებები ტარდება ვიკიმედია საქართველოს სახელით. გარდა ამისა, ამ სახელით საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასაც, რადგან ეს ორგანიზაცია ოფიციალურად არსებობს.
მივესალმები მომხმარებელთა ჯგუფის აქტიურობას, გულწრფელად მიხარია. ამიტომ, გთავაზობთ ვიკიმედია საქართველოს რეორგანიზაციას: დაინიშნოს სხვა დირექტორი და შეიცვალოს საკორესპონდენციო ინფორმაცია. ამის შემდეგ, მე პრეტენზია არ მექნება ამ სახელის გამოყენებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, გარკვევით მიუთითეთ ხოლმე, რომ ღონისძიება ტარდება არა ვიკიმედია საქართველოს, არამედ Wikimedia Community User Group Georgia-ს მიერ, ხოლო როცა ვიკიმედია საქართველო დაფუძნდება, ოფიციალურად რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც მერე ჩავუტაროთ რეორგანიზაცია. Deu. 08:23, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Deu: დათო „ვიკიმედია საქართველოს“ არცერთი ღონისძიება არ ტარდება. ჩვენ მიერ ჩატარებულ ყველა კონკურსს თუ ღონისძიებას „Wikimedia Community User Group Georgia“ უწერია. როგორც ჩანს ვინც შენ დაგირეკა რაღაც არასწორად გაიგო. რაც შეეხება „ვიკიმედია საქართველოს“ შეგიძლია რომელიმე ჩვენგანზე „გადმოაფორმო“ და პრობლემაც მაგით დასრულდება --დათო1010 10:40, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@David1010:, ამ კონკურსებს ატარებს მომხმარებელთა ჯგუფი და ფეისბუკზე პიარდება, როგორც ვიკიმედია საქართველოს პროექტი (იხ. სქრინი). აქაც ვიკიმედია საქართველო ეწერა, კარგია, რომ შეცვალეთ. „გადაფორმების“ მსურველი თუა ვინმე, გავაკეთოთ მაშინ ასე. თავისი პროცედურები და ხარჯები აქვს ამას ოღონდ. Deu. 11:18, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
აქ, სხვათა შორის, მითითებულია ვიკის უყვარს ძეგლების ფეისბუკი, სადაც თავის მხრივ ორგანიზატორად ვიკიმედია საქართველო წერია. Deu. 11:23, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს მეჰმანმა დაუშვა დაწერისას შეცდომა. @Mehman97: გთხოვ ჩაასწორო.--დათო1010 12:03, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
არაა პრობლემა, მხოლოდ შემოკლების გამო გამოვიყენე ეს და ჩავასწორებ --Mehman 97 14:35, 11 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
წინასაარჩევნო დაპირება იყო თუ? ვიკრიჭები ისევ არხეინადაა ვიკიმედია საქართველო. Deu. 17:57, 12 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვინაიდან, ეს პოსტი რეკლამაშია, 20 ივნისამდე ვერაფერს ვცვლი, შემდეგ აუცილებლად შევცვლი. --Mehman 97 18:52, 12 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: უკაცრავად? ზუსტად მაგიტომ ვითხოვ შეცვლას, რეკლამაში რომაა და რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. გააუქმეთ რეკლამა და შეცვალეთ. Deu. 06:11, 13 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავაუქმებთ, იმდენი ფული არ გვაქს, რომ ჰაერში გავუშვათ. ჯობია გადააფორმო ან დროებით გააუქმო ორგანიზაცია --Mehman 97 06:25, 13 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებ საკითხის სირთულეს. თქვენ ფეისბუკზე გაუშვით რეკლამა და ნებით თუ უნებლიედ ორგანიზატორად მოიხსენიეთ ის ორგანიზაცია, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით და რომლის დირექტორიც მე ვარ. მე არც კი ჩამაყენეთ საქმის კურსში. ამით თქვენ არღვევთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 და მე-18 მუხლებში გაწერილ სახელის უფლებას, როგორც „ვიკიმედია საქართველოს“ მიმართ, ისე ჩემ მიმართ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ხალხი შეგყავთ შეცდომაში: ჩემი პირადი მეილი, ჩემი პირადი ტელეფონი, ჩემი პირადი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, თქვენ არღვევთ ასევე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლი განსაზღვრავს, რა არის არაკეთილსინდისიერი და შეცდომაში შემყვანი რეკლამა.
ამ ყველაფრის ფონზე, მეუბნები, რომ შეცდომას არ გაასწორებ, ფული არ გაქვთ „ჰაერში გასაშვები“ და ჩემ თავს მე თვითონ მოვუარო იმით, რომ ორგანიზაციას ლიკვიდაცია ჩავუტარო. რომ განგიმარტო, მე შემიძლია ამ დარღვევებისთვის ვიჩივლო კიდევაც და ძალიან წარმატებითაც. მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ. ჩემი კეთილი ნებაა ისიც, რომ კომპრომისის სახით გთავაზობთ „გადაფორმებას“ და „ლიკვიდაციას“, მაგრამ არა ჩემი ხარჯებით — მე არ ვარ დაინტერესებული გადაფორმება/ლიკვიდაციით და არ ვაპირებ თქვენი შეცდომა ჩემს ბიუჯეტზე ავსახო, არც მე მაქვს გეთაყვა „ჰაერში გასაშვები“ ფულები.
ასე რომ, გეთაყვა, ან წაშლით რეკლამას, ან არა და ლიკვიდაციის თანხებს გაიღებთ თქვენი შეცდომის გამოსასწორებლად. სამართლებრივი გზების გამოყენება ძალიან არ მინდა. Deu. 07:10, 13 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Deu: „საქმის კურსში არ ჩაყენება“ და ასეთი დამოკიდებულება არ მიკვირს :)). იმედია დროულად გაითვალისწინებენ შენს მდგომარეობას.--g. balaxaZe 09:30, 13 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერი: როგორც ჩანს გააცნობიერეს ვითარება და რეკლამა შეცვლილია. Deu. 05:38, 14 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

Why does your Wikipedia view Ukraine as a Russian province? As a Ukrainian, I'm pissed that for transliteration into Georgian, you use Russian names. What does your Wikipedia not like real Ukrainian names and why do not you use them for transliteration into Georgian? for example ukrainian Залізне transliteration international Zalizne georgian transliteration ზალიზნე When is your plan to abandon the Russian names when transliteration? Now we have a war with Russia and this is just a super insult on your part.

თარგი

რას იტყვით ასეთი თარგების არსებობაზე: {{დ.}} (მაგ. დ. 1 იანვარი) და {{გ.}} (მაგ. გ. 1 იანვარი)? გიო ოქრო 15:50, 6 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე რომ გითხრა, გიო, უაზროც კი მგონია ამ თარგების შექმნა. სტატიის შესავალში მაინც „დ.“ და „გ.“ უნდა ეწეროს, ცალკე თარგი რაღათ უნდა ამას? -- UndDerDie 16:10, 6 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@UndDerDie: მხოლოდ დ. და გ. არა. გთავაზობთ, რომ დაემატოს {{Comment}}-ის ფუნქცია, რომ ზოგიერთ მომხმარებელს გაუადვილდეს გ და დ-ის წაკითხვა. ვინც ვერ ხვდება რას ნიშნავს ისინი. გიო ოქრო 16:18, 6 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ეჭვი მეპარება, ვინმე ისეთი იყოს, ვინც ვერ ხვდებოდეს. თუმცა, ეგ კომენტარი ცუდი ნამდვილად არ იქნება, პედანტურ სწრაფვებს დამიკმაყოფილებდა მე პირადად. მაგრამ, ტექნიკურად ამის შესრულება (არსებულ სტატიებში ჩანაცვლება) ცოტა არ გაჭირდება? -- UndDerDie 17:27, 6 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
კი. გიო ოქრო 17:44, 6 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
თარგის გარეშე არ სვამს მომხმარებელი და ახლა თარგს გამოიყენებს? ისე მხოლოდ დ. და გ. რითია ცუდი?--ცანგალა 13:48, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ანუ ვინც ვერ იგებს რას ნიშნავს ესენი მათთვის მეთქი. გიო ოქრო 14:00, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Gobrona — ბლოკის დროის განახევრება

მომხმარებელი:Gobrona — შემოვდივარ წინადადებით, მითითებულ მომხმარებელს ბლოკის დრო გაუნახევრდეს. მკვლელებს, დამნაშავეებს უნახევრდებათ სასჯელის მოხდის დრო, ამიტომ ვიკიპედიაც არ უნდა იყოს გამონაკლისი. აქტიური მომხმარებელია, დააკლდა ვიკიპედიას.--ცანგალა 13:47, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრის ფორმატის დარღვევისთვის ბოდიში მომიხდია, მაგრამ საწყისი ბლოკი, რომელიც, ჩემი აზრით, ისედაც უადგილო იყო, ექვსჯერ გაიზარდა ისევ უადგილოდ, ამიტომ ახლა რა ლოგიკით უნდა განახევრდეს? ბლოკი უნდა მოიხსნას. ადმინისტრატორებს ვთხოვ, მოიქცნენ რაციონალურად.--შოთა (განხილვა) 15:49, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიზიარებ შოთას აზრს! .. მთავარ პრობლემად მაინც მინივჩნევ იმას, რომ ზოგისთვის ვიკიპედიაში საქმიანობა პირად სივრცეშია გადასული და აქედან აფასებს სხვების საქმიანობასაც (და ეს განსაკუთრებით ახლანდელი "ადმინების" საყურადღებოდ), რაც ძირშივე ეწინააღმდეგება ვიკიპედიის არსს. მეგობრებო, უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი რედაქტირება ამ სივრცეში არ არის რედაქტორის კუთვნილება (რანაირი თარგიც უნდა ქონდეს ჩასმული სტატიაში და რანაირი განცხადებებიც უნდა აკეთოს)! ადმინებს (და ჩვენი ვიკიპედიის ნდობით აღჭურვილ მსგავს სხვა მომხმარებლებს ორგამაგად მმართებთ ყურადღება და მოთმინება, რადგან მათ ხელთ არსებული ვიკი-ინსტრუმენტები არის პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია, ან განსჯისა და დასჯის საშუალებანი ("მეტის მოთმენას არ ვაპირებ" მიდგომებით ადმინი ხაზს უსვამს ყველა სიკეთეს, რასაც ვიკიპედია ეფუძნება და კარგავს კონტროლს პასუხისმგებლობაზე იმ ნდობის მიმართ, რაც მას ვიკისაზოგადოებამ გამოუცხადა, რადგან ის არის უმთავრესი გარანტი კონფლიქტის დროს ცივი გონების შენარჩუნებისა, მიუხედავად პირად შეურაცხყოფად აღქმული მომართვებისა, როგორც ერთ-ერთი სტანდარტული სიტუაცია, რომელსაც მართვა ჭირდება მისგან). მეგობრებო იმედი მაქვს სახეს შევინარჩუნებთ ქართულ ნაწილში და გაბრიაძის ჩატლანები არ გავხდებით ერთმანეთისთვის. --Rastrelli F 17:05, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
მე ბლოკის მოხსნის და დამნაშავე ადმინების დასჯის მომხრე ვარ. ამიტომ ყველანაირ დროის შემცირებას ვუჭერ მხარს, საერთოდ კი — ბლოკის მოხსნას. გიო ოქრო 17:13, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ლიტვა / ლიეტუვა

გთავაზობთ დავიწყოთ კენჭისყრა რათა დავწეროთ ერთი ფორმით ეს სახელი: ლიტვა ან ლიეტუვა. მე ლიტვას ვუჭერ მხარს. გიო ოქრო 17:19, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ა ბატონო ოფიციალურად დამკვიდრებულა ლიტვაში, მაგრამ ვიკიპედიაში არავინ ცვლის, რადგან ეს ასე არ ხდება. ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ? ენას ვერავინ შეცვლის, თვით ამ ენაზე მოლაპარაკეების გარდა. გიო ოქრო 17:23, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ცოტა რთული საკითხია. მე პირადად არ ვარ ჩამოყალიბებული. ტელევიზიები თუ ჟურნალ-გაზეთები კი ლიეტუვას წერენ, მაგრამ, რამდენად არის დამკვიდრებული ეს ფორმა ენაში? ვისაც გაგეგებათ რამე ამ საკითხში, განმანათლეთ :D. -- UndDerDie 19:05, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
იხ. ლიტვა — ლიტვა (ლიტვ. Lietuva), ოფიციალურად ლიტვის რესპუბლიკა (ლიტვ. Lietuvos Respublika), სხვაგვარად ლიეტუვა. თუ ლიეტუვა ოფიციალურია, მაშინ სტატიაც უნდა გადავიდეს ლიეტუვაზე. მგონი როგორც ლიტვამ სიმბოლურად საქართველო შეიტანა მის ენაში ასევე ჩვენც შემოვიტანებთ სიმბოლურად.--ცანგალა 19:52, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
დიახ, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამიტომ არ ცვლიან ლიტველები თავიანთ ვიკიპედიაში Gruzja-ს Sakartvelas-ით. გიო ოქრო 08:01, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამ საკითხზე განხილვები სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობდა და გადაწყდა ყველა საკითხი. არ მეგონა ეს დისკუსია აქ თუ გადმოინაცვლებდა და უკვე გადაწყვეტილ საკითხზე დავიწყებდით დისკუსიას. სრულად გთავაზობთ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის 25 მაისის განცხადებას:

"ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, ლიტვურ ენაში საქართველოს დასახელებად განისაზღვრა Sakartvelo (Sakartvelas) ძველ დასახელებასთან (Gruzija) ერთად.

საპასუხო მეგობრული ჟესტისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიამ 2018 წლის 11 მაისის სხდომაზე იმსჯელა ქართულ ენაში ლიტვისათვის მისი ავთენტური სახელწოდების შემოღების შესახებ.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრებმა მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გასცეს რეკომენდაცია, ქართულ ენაში ლიტვისათვის მის ავთენტურ სახელწოდებად განისაზღვროს ლიეტუვა და გამოყენებულ იქნეს ძველ დასახელებასთან (ლიტვა) ერთად.

ლიეტუვა არის ხმოვანფუძიანი, კვეცადი გეოგრაფიული სახელი. მისი სწორი ფორმებია:

  • ლიეტუვა-მ;
  • ლიეტუვ-ის;
  • ლიეტუვ-ით;
  • ლიეტუვა-დ.
  • ლიეტუვ-ელ-ები;

ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა შესაბამისად წარმოქმნილი სახელები იქნება შემდეგნაირად:

  • ლიეტუვ-ელ-ი (კაცი);
  • ლიეტუვ-ურ-ი (პური)".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს ეს განცხადებაც.

"ლიეტუველ კოლეგას" ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაში, რომელიც ამ კონკრეტულ ქვეყანას ეხება.

თავად ელჩს, ბატონ გიედრიუს პუოჯუნასს ფეისბუქის გვერდზე უწერია "ლიეტუველები და ქართველები". ვფიქრობ, ეს ფაქტები საკმარის პასუხს სცემენ. გმადლობთ დაინტერესებისთის.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:19, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ერთად გადავწყვიტოთ

მაგ. სტატია ზოე შტრაუბი ტექსტში წერია ზოე შტრაუბი (გერმ. Zoë Straub; დ. 1 დეკემბერი, 1996, ვენა, ავსტრია), ცნობილია, როგორც „ზოე“ (გერმ. „Zoë“) და ა. შ. ჩემი აზრით ზოე შტრაუბი, (გერმ. Zoë Straub; ცნობილია, როგორც „ზოე“ (გერმ. „Zoë“) (დ. 1 დეკემბერი, 1996, ვენა, ავსტრია) — ე.ი. ჯერ დაიწეროს გვარი სახელი, შემდეგ როგორ არის ცნობილი და შემდეგ დაბადების თარიღი თავისი წლით და ა. შ. მოხარული ვიქნები თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ და გადავწვითავთ. მადლობა.--ცანგალა 16:39, 19 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

არჩევნები 2018

დღეს თბილისში რუსთაველის 44-ში მოიტანეს 10 მოსაწვევი არჩევნებზე 10-ვე ყალბი გვარები: მირზიაშვილი, ლაფერაშვილი და კავთელაძე> ეს ხალხი უკვე 20 და 15 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე მათ გაყიდეს ბინები , გადავიდნენ საცხოვრებლად ქალაქის სხვადასხვა უბნებში და მათი ბინების ადგილზე კი ფუნქციონირებს სასტუმრო ""ბელა კაზა მხოლოდ ჩხუბი მოვასწარი, მოსაწვევების მომტანი სასწრაფოდ გაიქცა, გთხოვთ აიყვანოთ ნეს გვარები კონტროლზე მათი საერთო რაოდემობა 10 და ეს ხდება მე-16 უბანზე თბილისში მთაწმინდაზე

სამწუხაროდ ვიკიპედია ვერაფრით დაგეხმარებათ, უბრალოდ ეს თემა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურებს (შსს, პროკურატურა და სხვ.). გიო ოქრო 15:13, 25 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ადმინებს

@David1010:, @MIKHEIL:, @Otogi: — ცუდი არ იქნება დღეებს თუ გადაინაწილებთ და დღეში ერთი ადმინი თუ გამოჩნდება ვიკიპედიაში. მხოლოდ იმიტომ იყო აქტიური, რომ სტატუსი არ დაკარგო ეს ვიკიპედიას არ გამოადგება. მადლობა. --ცანგალა 08:35, 26 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

კი, და თუ უფრო მეტ დემოკრატიულ თავისებურებებს შევიტანთ ვიკიში ცუდი არ იქნება (მაგ., ადმინობის გარკვეული ვადა და შემდეგ ხელახალი არ ჩევნები). გიო ოქრო 10:59, 26 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: სამწუხაროდ 24 საათი სახლში ჯდომის ფუფუნება ყველას არ გვაქვს. დღეს ქართულ ვიკიპედიაში ადმინის 24/7 საიტზე ყოფნა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით მაინც არის რომელიმე ადმინი ხელმისაწვდომი. თუ ათასში ერთხელ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე რამდენიმე დღე არცერთი ჩვენგანი არ გამოჩნდება ამით ქვეყანა არ დაინგრევა.--დათო1010 17:27, 26 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, ყველას არ გვაქვს სახლში ჯდომის ფუფუნება, ზოგს მოგზაურობის ფუფუნება და ა. შ. ყველას ცხოვრებისგან თავისებური ფუფუნება აქვს. სამწუხაროდ დღე გამოშვებითაც არავინ გამოჩნდება ხოლმე (ეს ორივემაც კარგად ვიცით). ცუდი არ იქნება ერთი ადმინის დამატებაც. ვანდალებით, რომ არ აივსოს ქართული ვიკიპედია. --ცანგალა 18:30, 26 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
იმ „ნაჩქარევი წესის“ მიღების ერთადერთი მოთხოვნაც ხომ სწორედ „24 სთ სახლში ჯდომაზე იყო დაფუძნებული“. თუ რამე მეშლება, შემისწორეთ.--Rastrelli F 17:26, 27 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:შერწყმის კანდიდატი სტატიები მისახედია და ადმინებს ვთხოვ მიხედონ. გიო ოქრო 10:02, 29 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

დეფისი, ტირე და ა. შ.

გამარჯობა. ვიკიპედიაში მომხმარებლები ვიყენებთ დეფისს (-) და ტირეს (–) სხვადასხვაგვარად. საჭიროდ ვთვლი გრამატიკულად სწორი სტანდარტის დაწესებას და შემდეგში მის მიხედვით წერა-რედაქტირებას. მაგ. სტატიაში დეფისი წერია, რომ „თუ სხვაობა შეერთებულ რიცხვებს შორის ერთზე მეტია, მაშინ საწყისსა და ბოლო ციფრს შორის გრძელი ხაზი, ტირე (–) დაიწერება“ და სქოლიოში უზის ქსე, მაგრამ ქსე-ში მასეთი რამ არ წერია. მასში მხოლოდ ის წერია, რომ იყენებენ ორ ან მეტმცნებიან კომპოზიციებში (დედა-შვილი), ზოგიერთი ნაწილაკის წინ (წადი-მეთქი, ჩამოდი-თქო), გრამატიკული ელემენტების გამოსაყოფად (და-წე-რი-ლი), სიტყვის სტრიქონიდან სტრიქონზე გადასატანად. [ტ. 8, გვ. 231] არაფერია ნათქვამი რიცხვებზე. თვითონ ქსე-ში სულ იყენებენ გრძელ ტირეს (—) [მაგ. 300—3400; 0,3—2 და ა. შ.], რომელსაც ჩვენ „არის“, „იყო“ და მისთ. მაგივრად ვიყენებთ. მოცემულ გვერდზეც წერია: „მაგ.:ხვნა, თესვა, მკა — ყველაფერი შეისწავლა“. ანუ ის ტირე, რომელიც ჩვენთან გვაქვს ქსე-ს შედგენის დროს არ გამოუყენებიათ. რატომ — არ ვიცი. მე პირადად ასეთ ფორმას ვუჭერ მხარს: 1–2; 300–314; 0,4–2,1; 2-ფოთლიანი (დეფისით), 2–3-ფოთლიანი (ტირეთი და დეფისით), გორი — ქალაქი საქართველოში (ეს რათქმაუნდა უპორობოდ ასეა, მაგრამ მაინც მოვიყვანე მაგალითად); ანუ რიცხვებს შორის ტირე (–) და სიტყვათა და რიცხვ-სიტყვათა და სიტყვათა შესაკავშირებლად დეფისი (ანუ ზემოთაღნიშნული 2–3-ფოთლიანი, დედა-შვილი). გიო ოქრო 16:36, 27 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

უფროსწორად ქსე-ში იყენებენ არა გრძელ (—) არამედ, ჩვეულებრივ [მოკლე] ტირეს (–). მაგ. გორი – ქალაქი საქართველოში; 200–300. გიო ოქრო 16:39, 27 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გიო, როგორ ფიქრობ სად გაიწეროს ეს სტანდარტი?--Rastrelli F 17:09, 27 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი ზუსტად. რაიმე წესდებაში. გიო ოქრო 17:25, 27 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გვაქვს ვიკიპედია:დახმარება, სადაც არის რედაქტორის სახელმძღვანელო. მგონი იქ შეიძლება ამის გაწერა. თუ შეგიძლია მოამზადე სტანდარტის პროექტი და შემდგომ შევავსოთ განხილვით.-- R. 17:30, 27 ნოემბერი 2018 (UTC)
ადრე გვქონდა ფორუმზე ამ საკითხზე საუბარი. --ცანგალა 20:34, 27 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
წლების წინ გვქონდა ამაზე განხილვა. არ მიმაჩნია მართებულად ქსე-ს წესების დამკვიდრება ყველგან. ყველაფერი უნდა დარჩეს ისე როგორც ახლაა.--დათო1010 06:42, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ზოგი იყენებს დეფისს (-) და ზოგი ტირეს (–), გადავწყვიტოთ ერთ-ერთი. გიო ოქრო 06:54, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
პირველს (-) ვიყენებთ სათაურში მაგ. რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829), სტატიაში (დ. — გ.) — (იყო, არის მაგივრად.) და სტატიაში რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828–1829) — წლებს შორის ( (–) მე ასე ვხმარობ). @David1010: მაინტერესებს რას ნიშნავს „ისე დარჩეს როგორც არის“? რა არის და უნდა დარჩეს? --ცანგალა 07:06, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@David1010: კატეგორიულობა საჭირო არ არის. ვიმსჯელოთ და ისე გადავწყვიტოთ. თუ არსებობს ზეპირი შეთანანხმება მაინც, მიმაჩნია რომ საჭიროა ინსტრუქციად იქცეს. - R. 07:33, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად. საჭიროა განვსაზღვროთ ნორმა, რის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ. გიო ოქრო 07:14, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: სიტყვებს შორის (მაგ. დედ-მამა, ნიუ-იორკი), სათაურებში (მაგ. რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)), წლებში (მაგ. 2004-2005) და რიცხებს (მაგ. 5-10, 1,6-2,4) შორის (-). დაბადების და გარდაცვალების თარიღებს შორის (დ. — გ.), ასევე, სტატიის დასაწყისში არის, იყო და მისთანების შემცვლელად (მაგ. ხავერდოვანი რევოლუცია (ჩეხ. sametová revoluce; სლოვაკ. nežná revolúcia) — მშვიდობიანი რევოლუცია ჩეხოსლოვაკიაში) (—). @გიო ოქრო: წლების წინ ერთხელ უკვე განვსაზღვრეთ და მას შემდეგ ამით ვხელმძღვანელობთ--დათო1010 10:23, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@David1010: (–) ტირე საერთოდ არ იხმარება? მე ამას ვიყენებ წლებში (მაგ. 2004–2005) და საუკუნეებში (VIII–IX საუკუნეები). --ცანგალა 15:19, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
მეც. გიო ოქრო 15:54, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ამ (–) ტირეს ადრე სათაურებშიც ვიყენებდით, მაგრამ ვინაიდან კლავიატურაზე დატანილია (-) დეფისი და არა ეგ ტირე სტატიების სათაურის ძიება ვერ ხერხდებოდა. რაც შეეხება რიცხებთან და სხვა ისეთ სიტყვებთან რომლებიც ზემოთ უკვე დავწერე (გარდა სათაურებისა და ბმულიანი სიტყვებისა) (–) ტირეს გამოყენებას, ალბათ მსჯელობის საგანია და შეიძლება სურვილის მიხედვით გამოვიყენოთ ვისაც რომელი გვეხერხება, მე პირადად ვიკის ხელსაწყოებზე დაწკაპუნებას კლავიატურიდან ჩასმა მირჩევნია.--დათო1010 16:40, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
მაშინ (–) ვიმსჯელოთ და საბოლოოდ ჩაიდოს Rastrelli F-ის მიერ მითითებულ გვერდზე, რომ საბოლოოდ ახალ მომხმარებლებს შეკითხვები აღარ ჰქონდეთ. (-) — მართალია კლავიატურაზე გვაქვს, მაგრამ სტატიებში წლებთან და საუკუნეებთან ძალიან ცუდად ჩანს (–) (მაგ. 2004–2005) და საუკუნეებში (VIII–IX საუკუნეები) და (-) — (მაგ. 2004-2005) და საუკუნეებში (VIII-IX საუკუნეები). იმედია განსხვავებას კარგად ვხედავთ.--ცანგალა 20:43, 28 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

პირადად მე, ორი ტირეს საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ. ან რა იცვლება რამდენიმე წლის სხვაობით და რა დამატებით ცოდნას გვაძლევს ეგ მოკლე ტირე მაგ შემთხვევაში? მგონი, არავითარს (თუ ვცდები, შემისწორეთ). სიტყვებს შორის უნდა დაიწეროს დეფისი, წინადადების წევრებს შორის (სიტყვის ნაცვლად) — გრძელი ტირე (Em dash). წესით, მოკლე ტირე (En dash) ქართულში საერთოდ არ გამოიყენება და ინგლისურში აქვს „აქედან აქამდე“ დატვირთვა.--შოთა (განხილვა) 02:47, 29 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მე კი პირიქით მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ გერმანულის მსგავსად, გრძელ ტირეს სრულად ჩავანაცვლებთ მოკლეთი, ანუ ნებაყოფლობით გამოიყენებოდეს. ორთოგრაფიული წესების უმეტესობა მაინც გერმანულიდან გვაქვს და ბარემ ესეც ავიღოთ. განსხვავებით ინგლისურისგან, გერმანულში იყენებენ მოკლე ტირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნაწერს არ უხდება მაგხელა ხაზი.
ჩემი აზრით, ის პრობლემაც, რომ ქართველების უმეტესობა ტირეს ნაცვლად შეცდომით დეფისს იყენებს, სწორედ მაქედან გამომდინარეობს – ის უშველებელი ხაზი ნაწერში ეუშნოვებათ და ალბათ ფიქრობენ დეფისის გამოყენება უმჯობესიაო, მოკლე ტირეს არსებობის შესახებ კი არაფერი იციან. როცა გაიგებენ, მერე უკვე შეეშვებიან დეფისს და ამ ტირეზე გადავლენ.
გრძელი ტირე შეიძლება დარჩეს სტატიების დასაწყისში, მთავარი ტერმინის ან ფრაზის გამოსაკვეთად, რადგან მაგ მიზანს, ნამდვილად უკეთ ემსახურება, მთელ ტექსტში ყურადღებას იქცევს.
რაც შეეხება კლავიატურას, უშუალოდ ფიზიკურ ღილაკზე არაა, მაგრამ პროგრამულად ქართულ კლავიატურაში ორივე გათვალისწინებულია, CTRL + ALT + '-' კომბინაციით იკრიფება გრძელი ტირე (—), ხოლო CTRL + ALT + '=' კომბინაციით მოკლე (–), ასე რომ აკრეფა პრობლემას არ წარმოადგენს.--Alan📭🕙 07:15, 29 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
კოლეგებო, იმედი მაქვს არსი საუბრის წამოწყებისა გასაგებია, რაც ამ მსჯელობამაც დაადასტურა: ტექნიკურად ერთ აზრზე ბოლომდე არ ვართ, ამიტომ გთავაზობთ კიდევ ერთხელ, რომ გავწეროთ ინსტრუქციის პროექტი და იმაზე ვიმსჯელოთ და იქვე შევიტანოთ შენიშვნებიც, როგორც ეს საუკეთესო პრაქტიკით მართლდება.--Rastrelli F 12:10, 29 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მე ასეთ ვარიანტს გთავაზობთ:

  • სტატიის დასაწყისში, აგრეთვე სიტყვების (იყო, არის და ა. შ.) შესაცვლელად ვიყენებთ გრძელ ტირეს (—), რომელსაც აქამდე ვიყენებდით;
  • ორ და მეტმცნებიან სიტყვებში (დედა-შვილი), აგრეთვე ზოგიერთი ნაწილაკის წინ (წადი-მეთქი, ჩამოდი-თქო), გრამატიკული ელემენტების გამოსაყოფად (და-წე-რი-ლი) ვიყენებთ დეფისს (-), როგორც გამოიყენება კიდეც ქართულ ენაში;
  • წლებს (2000–2018), საუკუნეებს (XI–XII საუკუნეები), რიცხვებს (1–2) შორის ვიყენებთ ტირეს (–); ამგვარად ვიზუალური ხარისხი უმჯობესია, ვიდრე დეფისის გამოყენებით. გიო ოქრო 14:22, 29 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

პრობლემური სიტუაცია

მოგესალმებით კოლეგებო! მოგეხსენებათ, რომ ნოემბრის თვის განმავლობაში გაიმართა კონკურსი აზიის თვე, სადაც დავაწესეთ საპრიზო ადგილები, კერძოდ წიგნების შესაძენად ვაუჩერები. შედეგების თანახმად კონკურსში პირველი ადგილი მომხმარებელმა HawardRoark-მა დაიკავა, შემდგომში გავარკვიე (როდესაც მას მოუწია ვინაობის დასახელება პრიზის მისაღებად), რომ ის ჩვენ ყველასთვის ნაცნობი მომხმარებელი UndDerDie-ა, რომელიც როგორც თვითონ აღნიშნული აქვს თავის გვერდზე „ამ რედაქტორმა ვიკიპედიის მიტოვება გადაწყვიტა.“ პროექტის დატოვება გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე მე მაქვს ასეთი შეკითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ამ შემთვევაში, როგორც ფონდ ვიკიმედიის ნაწილი: 1) უნდა გადავცეთ პრიზი თუ 2) არ უნდა გადავცეთ პრიზი მას. ასევე ფაქტია, რომ ის ვიკიპედიის წესები დაარღვია, კერძოდ რამდენიმე ანგარიშით იმოქმედა, რაც ბლოკირებით ისჯება. აგრეთვე, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამავე კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი მომხმარებელი ნიკა ბარამიძეც სხვა თუ არავინ, ისევ მომხმარებელი UndDerDie-ა, შესაბამისად გთხოვთ ქვემოთ ხმის მიცემით მომცეთ ლეგიტიმაცია, რომ მათი აიპი მისამართი გადავამოწმო მეტა-ზე ჩეკიუზერებთან. მადლობა --Mehman 97 18:10, 4 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

დისკუსია

თანახმა ხართ თუ არა გადავამოწმო მომხ.: HawardRoark, UndDerDie და Nika Baramidze ანგარიშები ჩეკიუზერებთან

დიახ

არა