სალომე ზურაბიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.104.19.253 ცვლილებების გაუქმება (№3592227)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]]|2=2018 წლის 28 ნოემბერი}}
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]]|2=2018 წლის 4 დეკემბერი}}
{{მმ*|ზურაბიშვილი}}
{{მმ*|ზურაბიშვილი}}
{{ინფოდაფა ლიდერი
{{ინფოდაფა ლიდერი
ხაზი 116: ხაზი 116:
დიპლომატიური კარიერა დაიწყო [[1974|1974 წელს]] [[რომი|რომში]] (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. [[1977]]-[[1980|1980 წლებში]] მუშაობდა [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]ში ([[ნიუ-იორკი]]), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. [[1980]]-[[1984|1984 წლებში]] საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.
დიპლომატიური კარიერა დაიწყო [[1974|1974 წელს]] [[რომი|რომში]] (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. [[1977]]-[[1980|1980 წლებში]] მუშაობდა [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]ში ([[ნიუ-იორკი]]), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. [[1980]]-[[1984|1984 წლებში]] საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.


[[1984]]-[[1988|1988 წლებში]] სალომე ზურაბიშვილი [[ვაშინგტონი|ვაშინგტონში]] საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. [[1988]]-[[1989|1989 წლებში]] [[ვენა]]ში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; [[1989]]-[[1992|1992 წლებში]] [[ნჯამენა]]ში ([[ჩადი]]) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა - მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
[[1984]]-[[1988|1988 წლებში]] სალომე ზურაბიშვილი [[ვაშინგტონი|ვაშინგტონში]] საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. [[1988]]-[[1989|1989 წლებში]] [[ვენა]]ში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; [[1989]]-[[1992|1992 წლებში]] [[ნჯამენა]]ში ([[ჩადი]]) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; [[1992]]-[[1993]] წლებში [[ბრიუსელი|ბრიუსელში]], ევროატლანტიკურ საბჭოში [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; [[1993]]-[[1996]] წლებში [[ბრიუსელი|ბრიუსელში]], დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა - მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; [[1996]]-[[1998]] წლებში [[პარიზი|პარიზში]], საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; [[1997]]-[[1998]] წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; [[1998]]-[[2001]] წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; [[2001]]-[[2003]] წლებში პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; [[2003]]-[[2004]] წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[საქართველო|საქართველოში]];


===საგარეო საქმეთა მინისტრი, 2004-2005===
===საგარეო საქმეთა მინისტრი, 2004-2005===

06:10, 4 დეკემბერი 2018-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველო საქართველოს მე-5 არჩეული პრეზიდენტი საქართველო
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 დეკემბერი, 2018
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
წინამორბედიგიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – დღემდე
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე
თავმჯდომარეირაკლი კობახიძე
წინამორბედიზაზა პაპუაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი, 2006 – 11 ნოემბერი, 2010
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთეიმურაზ მურვანიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედითედო ჯაფარიძე
მემკვიდრეგელა ბეჟუაშვილი

საფრანგეთი
საფრანგეთი
საფრანგეთის
საფრანგეთი
საფრანგეთი
ელჩი საქართველოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2003 – 2004
პრეზიდენტიჟაკ შირაკი
წინამორბედიმირეი მიუსო
მემკვიდრეფილიპ ლეფორი

დაბადებული18 მარტი, 1952 (1952-03-18) (72 წლის)
პარიზი, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
მოქალაქეობასაფრანგეთის დროშა საფრანგეთისაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს გზა (2006-2010)
უპარტიო (2010 წლიდან)
მამალევან ზურაბიშვილი
დედაზეინაბ კედია
მეუღლენიკოლოზ გორჯესტანი
ჯანრი კაშია (1993-გ. 2012)
შვილებივაჟი: თეიმურაზ გორჯესტანი
ქალიშვილი: ქეთევან გორჯესტანი
განათლებაპარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
პროფესიასაერთაშორისო ურთიერთობები
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა
საიტიოფიციალური საიტი

სალომე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1952, პარიზი) — საფრანგეთის და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.

საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა.[1]

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

მშობლები

ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი ქორწინების დღეს პარიზში, 15 აპრილი, 1950

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის - ზეინაბ კედიას ოჯახში.

მამა: ლევან ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე იყო. ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. დედა, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი, ხოლო მამა – ივანე ზურაბიშვილი იურისტი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად. ოჯახი 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ აღმოჩნდა ემიგრაციაში.[2]

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-1951 წლებში, შემდეგ 1961 წლიდან — სიკვდილამდე. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებში. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა 1973 წელს პარიზის წმიდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.[3]

დედა: ზეინაბ კედია, პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მექი კედიას ქალიშვილი იყო. როცა კედია გასაბჭოების შემდეგ საქართველოდან წავიდა, მისი მეუღლე ზეინაბზე იყო ფეხმძიმედ, ისინი 4 წელი სტამბოლში ცხოვრობდნენ, ზეინაბიც იქვე დაიბადა. მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა საქართველოში დაბრუნება, ოჯახი თურქეთიდან საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა.[4]

ლევან ზურაბიშვილი და ზეინაბ კედია საფრანგეთში დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი - სალომე და ოთარი შეეძინათ. ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წლის 20 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.[5]

ოჯახი

1974 წელს სალომე ზურაბიშვილმა ასევე ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ნიკოლოზ გორჯესტანი (გუგუშვილი) 22 წლის ასაკში რომში გაიცნო. სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი შეეძინათ. სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლოზ გორჯესტანი 80-იან წლებში განქორწინდნენ.[6]

2018 წლის ნოემბერში, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას კოკი გუგუშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილ მეუღლეს მხარდაჭერას გამოუცხადა და საკუთარ ოჯახზე საუბრობდა:

ვიკიციტატა
„მე და ჩემი შვილების დედა სალომე თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად, რომლებიც იამაყებდნენ თავიანთი ტრადიციებით და გააგრძელებდნენ რაინდობის, ღირსებისა და თავდადების იმ ძველი ქართული ღირებულებების ერთგულებას, რომლებზეც შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი წერდნენ... ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ![7]

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი დაუახლოვდა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ისტორიკოსს, მწერალსა და ფილოსოფოს ჯანრი კაშიას. მათი პიროვნული დაახლოება საბოლოოდ დაოჯახებით გაგრძელდა. ჯანრი კაშია 2012 წლის 11 მარტს გარდაიცვალა პარიზში, კარდეოლოგიური ოპერაციის დროს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.[8]

განათლება

1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

კარიერა

დიპლომატიური სამსახური

დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.

1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-1992 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა - მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

საგარეო საქმეთა მინისტრი, 2004-2005

2004 წლის თებერვალში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანშვნის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა საფრანგეთის ელჩის მოვალეობისაგან გაათავისუფლა სალომე ზურაბიშვილი. 20 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საფრანგეთის ყოფილი ელჩი თბილისში სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამ დროის იგი ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქე იყო. იმავე დღეს, პრეზიდენტმა საგანგებო ბრძანებულებით მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.[9]

პოლიტიკური კარიერა

ქართულ პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილი 2004 წელს გამოჩნდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. მინისტრობის დროს ზურაბიშვილი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში, რის შედეგადაც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესი წარმატებით დასრულდა. რუსულმა ბაზებმა 2005 წლის 19 მაისის შეთანხმების შემდეგ საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში სალომე ზურაბიშვილი მინისტრობიდან გადააყენეს. 2005 წლის 20 ოქტომბერს იპოდრომზე ჩატარდა მიტინგი და ოპოზიციაში გადასული ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა:

ვიკიციტატა
„მე ახლა თქვენთან ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებ, მინდა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან.[10]

იპოდრომის მიტინგისას გაჩნდა იდეა შექმნილიყო „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა“. ორგანიზაციის ოფისი ზურაბიშვილმა 2005 წლის 1 ნოემბერს ოფიციალურად გახსნა. „სალომე ზურაბიშვილის მოძრაობამ” მემარჯვენე მიმართულების იყო.

ვიკიციტატა
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ შეხედულებებს იზიარებს.[11]

- ორგანიზაციის დაფუძნებისას განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

2005-2006 წლებში „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი; 2006-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი.

პოლიტიკიდან წასვლა

2010 წლის 11 ნოემბერს პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„მართალია მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები. დღეს წასვლის დროა. იმიტომ რომ, როდესაც მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი, მჯეროდა, აქ საქმე იყო გასაკეთებელი და საქმეც გავაკეთე. ჯერ ოფიციალურ სტრუქტურაში, შემდეგ ოპოზიციაში, ძალა არ დამიშურებია. დღეს სიმართლეა საჭირო, სიმართლე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს. ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნასახიც კი აღარ არის და ოპოზიციაც ვეღარ იქნება. ოპოზიციონერობა ასეთ პირობებში კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენც მონაწილეობას ვიღებთ ხელისუფლების ილუზიებსა და ტყუილებში. ამ ტყუილში კი მონაწილეობას ვერ მივიღებ.[12]

ამ დროიდან სალომე ზურაბიშვილმა მუშაობა განაგრძო უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორად. ამ პოზიციაზე იგი 2015 წლამდე მუშაობდა. წასვლის წინ მან საქართველოში დაბრუნების პირობაც დადო.

სალომე ზურაბიშვილი 2006-2016 წლებში საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორია.

საქართველოს პარლამენტის წევრი

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის ხელისუფლებამ არ წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს, საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანი იყო „სალომე საქართველოსთვის”.[13] არჩევნების პირველ ტურში 43 818 ამომრჩევლიდან ზურაბიშვილმა 10350 ამომრჩევლის ხმა - 44,42% მიიღო.[14] საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2016 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა, სადაცა 43 818 ამომრჩევლიდან ზურაბიშვილმა 11360 ამომრჩევლის ხმა - 67,58% მიიღო და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად იქნა არჩეული.[15] საპარლამენტო საქმიანობას იგი 2018 წლის 18 ნოემბერს შეუდგა.[16]

2018 წლის არჩევნები

2018 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა სალომე ზურაბიშვილმა 2017 წლის 20 აპრილს ტელეკომპანია „ტვ პირველი“-ს ეთერში, „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ უპასუხა რომ, „გამორიცხული არაფერია“. მისი თქმით, სადაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება მისი მოღვაწეობა, იქ წავა. [17]

2018 წლის 6 აგვისტოს საკუთარი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე მან გაახმოვანა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.

ვიკიციტატა
„ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს.[18]

ამ პერიოდშივე გაჩნდა ვარაუდები, რომ მიუხედავად მისი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსისა, მას მხარს სავარაუდოდ, ქართული ოცნების გუნდი დაუჭერდა. [18]

2018 წლის 16 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დიდი ჯიხაიშიდან, დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო. მან ამომრჩეველს გააცნო ძირითადი ხედვები, რასაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან განხორციელებას გეგმავდა:

ვიკიციტატა
„ბევრი საუბარია იმაზე, რომ თურმე, ამ შთამომავლობიდან პრორუსი გავხდი და არა საქართველოს დამოუკიდებლობის მსურველი და დამცველი. თუ ძლიერი ქვეყანა გვინდა, რომელიც მტრების პროვოკაციებსა და გავლენას გაუძლებს, რაც მსოფლიოში არსებობს, ამის მიღწევა პატარა ქვეყნისთვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ძალადობას, გაუთავებელ სიძულვილს დავივიწყებთ და ჩვენს ფესვებს დავუბრუნდებით. ასეთია პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს გზაზე უნდა დაგვაყენოს და რითაც ქვეყანა ცოცხლობდა და თავისი თავი აქამდე მოიტანა.[19]

2018 წლის 9 სექტემბერს პარტიამ ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერა. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. [20]

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% (615572 ხმა) მიიღო და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან ერთად არჩევნების მეორე ტურის საჭიროება გაჩნდა. ქართულ მედიაში გაჩნდა აზრი, თითქოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი კანდიდატურის მოხსნას აპირებდა.[21] მან პირველი ტურის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება 30 ოქტომბერს გააკეთა:

ვიკიციტატა
„მზად ვარ მეორე ტურისთვის, ბრძოლისთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს ან ორ პარტიას შორის, არამედ არჩევანი ორ საქართველოს შორისაა. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ევროპა და საქართველოს მომავალი.[22]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52% (1147625 ხმა) მიიღო და საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ქალი პრეზიდენტი.[23] საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.[24]

მილოცვები კოლეგებისგან

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ევროპელი კოლეგებიდან პირველმა ლიეტუვის ქალმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ტვიტერიდან მიულოცა:

ვიკიციტატა
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.[25]

სალომე ზურაბიშვილს მიულოცა ესტონეთის ქალმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ:

ვიკიციტატა
„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ველოდები ესტონეთსადა საქართველოს შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული შესანიშავი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.[26]

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ზურაბიშვილს შედარებით ვრცელი მისალოცი წერილი გამოუგზავნა:

ვიკიციტატა
„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო.[27]

პრეზიდენტად არჩევა ზურაბიშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც მიულოცა:

ვიკიციტატა
„მინდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. გისურვებთ უდიდეს წარმატებას - თქვენ უნდა უზრუნველყოთ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის განვითარება და საზოგადოების კონსოლიდაცია. ღრმადა ვარ დარწმუნებული, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ერებს შორის.[28]

სალომე ზურაბიშვილს ტვიტერის საშუალებით მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა. მის განცხადებაში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„მილოცვა სალომე ზურაბიშვილს! თქვენი არჩევა, როგორც საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისა, მართლაც ისტორიული მოვლენაა და გულწრფელად მსურს, თქვენი მმართველობის პერიოდი გახდეს საწინდარი უწყვეტი აღმავლობისა და კეთილდღეობისა და ამგვარად დარჩეს საქართველოს ისტორიაში.[29]

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა:

ვიკიციტატა
„დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას. გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით. ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით.[30]

30 ნოემბერს საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ:

ვიკიციტატა
„მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად, ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა და გულწრფელად გისურვოთ წარმატებები მაღალი მისიის შესრულებისას. საქართველოში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც დიდი სიამოვნებით მახსენდება, დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და იტალიას დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ხშირ ინსტიტუციურ კონტაქტებსა და მზარდ ნაყოფიერ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეფუძნება. ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში. ამ სურვილებით, კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.[31]

მიღწევები

სალომე ზურაბიშვილი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრობის დროს შექმნა „საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ახალი ჯგუფი“, რომლის წევრებიც არიან შემდეგი სახელმწიფოები: უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი, რომლებიც არიან დამხმარე სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.

გამოცემები

  • 1986 - «Que sais-je: La Géorgie» (PUF გამოცემა), პარიზი
  • 2006 - Une femme pour deux pays (Grasset გამოცემა), პარიზი
  • 2006 - საქართველოსკენ (ქართულად), გამომცემლობა იტერა, თბილისი
  • 2007 - სექტემბერი : Quelles frontières pour l’Europe (Bourin გამოცემა), პარიზი
  • 2008 - აგვისტო : Les cicatrices des Nations (Bourin გამოცემა), პარიზი

სტატიები

  • 2007 – Foreign Policy France #3, April «What is the Russia we want?» (ინგლისურად)
  • 2007 აპრილი - «Société civile et pouvoir en Géorgie» (Gir გამოცემა),(ფრანგულად)
  • 2007 - «La démocratisation en Géorgie à l’épreuve des élections» (ჟურნალი Ceri Sciences Po)
  • 2007 თებერვალი - «What borders for Europe» (კრებულში «Penser l’Europe», ფრანგულად და ინგლისურად)
  • 2007 მაისი – «Fermer Yalta» # 102 Cahier de Chaillot (გამოცემული იქნა ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ. ფრანგულად და ინგლისურად)
  • 2007 - Russian and global affairs N 2 april 2007 „Kossovo as a positive precedent“ (ინგლისურად და რუსულად)

საპატიო ჯილდოები

  • საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენი
  • იტალიის ღირსების ორდენი
  • პოლონეთის ღირსების ორდენი[32]

ფილმები

  • სპეციალური გადაცემა «Envoyé special « France 1 (ფრანგულად)
  • «Perpertuum mobile» ბიოგრაფიული ფილმი (მოკლემეტრაჟიანი, 2006. ქართულად)
  • «La malle» ბიოგრაფიული ფილმი (ქართულად)

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას
  2. ლევან ზურაბიშვილი - ბიოგრაფია
  3. ზურაბიშვილი ლევან ივანეს ძე. diaspora.gov.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  4. ზეინაბ კედია
  5. ზეინაბ კედია
  6. რატომ დაშორდა პირველ ქმარს სალომე ზურაბიშვილი
  7. კოკი გუგუშვილის მიმართვა
  8. ჯანრი კაშიას ბიოგრაფია
  9. სალომე ზურაბიშვილი, შაბათს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
  10. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ტაიმ-აუტი
  11. სალომე ზურაბიშვილმა მისი საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი ოფისი გახსნა
  12. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ტაიმ-აუტი
  13. საარჩევნო მარათონი მთაწმინდის ოლქში, სახელისუფლებო კანდიდატის გარეშე
  14. საპარლამენტო არჩევნები 2016 - პირველი ტური
  15. საპარლამენტო არჩევნები 2016 - მეორე ტური
  16. სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი
  17. სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა
  18. 18.0 18.1 სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია
  19. სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს
  20. ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს
  21. ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს
  22. ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს
  23. არჩევნები 2018 - ოფიციალური შედეგები (მეორე ტური)
  24. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
  25. ლიეტუვის ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს
  26. ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
  27. ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს – ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით
  28. უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
  29. სომხეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
  30. გერმანიის პრეზიდენტი და ელჩი სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავენ
  31. იტალიის პრეზიდენტი - ვიმედოვნებ, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში თბილისსა და რომს შორის მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება
  32. საპატიო ჯილდოები
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მე-5 არჩეული პრეზიდენტი
2018
შემდეგი:
მიმდინარე
წინამორბედი:
ზაზა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
2016
შემდეგი:
მიმდინარე
წინამორბედი:
თედო ჯაფარიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2004 - 2005
შემდეგი:
გელა ბეჟუაშვილი
წინამორბედი:
მირეი მიუსო
საფრანგეთის ელჩი საქართველოში
2003 — 2004
შემდეგი:
ფილიპ ლეფორი