ნინო ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 52, თბ., 1994
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 52, თბ., 1994


==რესურსები ინტერნეტში==
{{nplg ბიოგრაფია|00001117}}

{{ავტორიტეტული წყაროები}}
{{DEFAULTSORT:ნაკაშიძე, ნინო}}
{{DEFAULTSORT:ნაკაშიძე, ნინო}}
ხაზი 19: ხაზი 23:
[[კატეგორია:ფემინისტი მწერლები]]
[[კატეგორია:ფემინისტი მწერლები]]
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები]]

09:26, 17 ნოემბერი 2018-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკაშიძე.
ნინო ნაკაშიძე
დაბადების თარიღი 1 (13) იანვარი, 1872
დაბადების ადგილი ბახვი
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1963(1963-07-02) (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, საზოგადო მოღვაწე და მთარგმნელი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი
მეუღლე ილია ნაკაშიძე

ნინო იოსების ასული ნაკაშიძე (ქალიშვილობის გვარია ანთაძე) (დ. 13 იანვარი, 1872, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

პირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო და გიგო შარაშიძეები. შემდეგ გადაიყვანეს ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია. შემდეგ დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი და პეტერბურგის ქალთა კურსებზე ისმენდა ლექციებს. 1892 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშიძე და 1894 წელს დაქორწინდა მასზე. 1902 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „იმედი“ ჟურნალ „კვალში“. მეუღლესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. იქ 1903 წლამდე მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაწარმოებები „ძიძა“, „შობა“, „დამნაშავე“. 1904 წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა ითავეს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, რომელსაც გურიაში აჯანყება და რესპუბლიკის გამოცხადება მოყვა. ამის გამო დაიჭირეს და გადასაახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1910 წლიდან, მარიამ დემურიას გარდაცვალების შემდეგ 1928 წლამდე რედაქტორობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს.

ნინო ნაკაშიძის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესაც. მათ შორის აღსანიშნავია „ვინ არის დამნაშავე?“ (1908), რომელის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ის ასევე ითვლება საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 52, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში