თოვლის პაპა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
მომხმარებელმა David1010 გვერდი „თოვლის ბაბუა“ გადაიტანა გვერდზე „თოვლის პაპა“ გადამისამართებაზე
მომხმარებელმა Gaga.vaa გვერდი „თოვლის პაპა“ გადაიტანა გვერდზე „თოვლის ბაბუა“ გადამისამართებაზე
(განსხვავება არ არის)

18:17, 26 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

თოვლის პაპა, თოვლის ბაბუა (რუს. Дед Мороз, Морозко, სერბ. Деда Мраз) — საქართველოში მითური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის პაპა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს.

თოვლის ბაბუის საცხოვრებლად მიიჩნევა სვანეთი, კერძოდ, საქართველოს და სრულიად ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება უშგული,[1][2] საიდანაც ყოველ ახალ წელს მიემართება ბავშვებთან საჩუქრებით ხელდამშვენებული. როგორ წესი, თოვლის პაპას გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის), ახურავს სვანური ქუდი ან ყაბალახი, ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.

თოვლის პაპის კულტი უკავშირდება ქრისტიანულ წმინდან ნიკოლოზს, თავისი მნიშვნელობით თოვლის პაპას მეტად უახლოვდებიან სხვადასხვა ევროპულ კულტურებში არსებული საახალწლო და საშობაო არსებები, მაგალითად, სლავური დედ მოროზი, ფრანგული პერ ნოელი, გერმანული ვაინახტსმენი, იტალიური ბაბო ნატალე, ინგლისური ფაზერ ქრისმასი და ამერიკული სანტა კლაუსი.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო