ფრანცისკო-მარია მაჯო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
'''ფრანცისკო-მარია მაჯო''' (დ.[[1612]] - გ.[[1686]]) — [[იტალიელები|იტალიელი]] მისიონერი და მეცნიერი, [[ქართული ენა|ქართული ენის]] გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი.
'''ფრანცისკო-მარია მაჯო''' (დ.[[1612]] - გ.[[1686]]) — [[იტალიელები|იტალიელი]] მისიონერი და მეცნიერი, [[ქართული ენა|ქართული ენის]] გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი.


ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას იტალიელმა მისიონერმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ღვთისმსახურმა რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - [[საქართველო|საქართველოში]] მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ენა.
ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას იტალიელმა მისიონერმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ღვთისმსახურმა რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - [[საქართველო|საქართველოში]] მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა.


როგორც ცნობილია, ევროპელთა მიერ ქართული სამყაროს ხელახლა აღმოჩენა [[XVI საუკუნე|XVI საუკუნეს]] უკავშირდება. [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] დანგრევის შემდეგ საქართველომ დაიწყო ქრისტიანი პარტნიორის ძიება დასავლეთსა და აღმოსავლეთში. რომის პაპების ინიციატივითაც საქართველოში დაიწყო იტალიელ მისიონერთა მოღვაწეობა, რაც კათოლიკობის პროპაგანდას ისახავდა მიზნად. ამან აღძრა იტალიელთა ინტერესი საქართველოსა და მისი კულტურისადმი, რაც XVI საუკუნისთვის აშკარა შეიქნა. სწორედ ერთ-ერთი მისიონერი იყო ფრანცისკო-მარია მაჯო, რომელიც [[1637]] წლიდან საქართველოში თითქმის რვა წელიწადს ცხოვრობდა. ქვეყანაში ყოფნის ამ არცთუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაჯომ არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ჩვენი ენის გრამატიკის შესახებ. მაჯოს წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის გრამატიკული წყობის საფუძვლების ევროპელ მკითხველთათვის გასაცნობად.
როგორც ცნობილია, ევროპელთა მიერ ქართული სამყაროს ხელახლა აღმოჩენა [[XVI საუკუნე|XVI საუკუნეს]] უკავშირდება. [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] დანგრევის შემდეგ საქართველომ დაიწყო ქრისტიანი პარტნიორის ძიება დასავლეთსა და აღმოსავლეთში. რომის პაპების ინიციატივითაც საქართველოში დაიწყო იტალიელ მისიონერთა მოღვაწეობა, რაც კათოლიკობის პროპაგანდას ისახავდა მიზნად. ამან აღძრა იტალიელთა ინტერესი საქართველოსა და მისი კულტურისადმი, რაც XVI საუკუნისთვის აშკარა შეიქნა. სწორედ ერთ-ერთი მისიონერი იყო ფრანცისკო-მარია მაჯო, რომელიც [[1637]] წლიდან საქართველოში თითქმის რვა წელიწადს ცხოვრობდა. ქვეყანაში ყოფნის ამ არცთუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაჯომ არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ჩვენი ენის გრამატიკის შესახებ. მაჯოს წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის გრამატიკული წყობის საფუძვლების ევროპელ მკითხველთათვის გასაცნობად.
ხაზი 10: ხაზი 10:
ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი „ქართული ენის გრამატიკა“ გამოიცა [[რომი|რომში]], [[1670]] წელს, სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. [[ვატიკანი|ვატიკანთან]] არსებული ეს დაწესებულება ამჟამად „ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად“ იწოდება და უმაღლესი რანგის კათოლიკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.
ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი „ქართული ენის გრამატიკა“ გამოიცა [[რომი|რომში]], [[1670]] წელს, სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. [[ვატიკანი|ვატიკანთან]] არსებული ეს დაწესებულება ამჟამად „ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად“ იწოდება და უმაღლესი რანგის კათოლიკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.


ლინგვისტური თვალსაზრისით, გამოცემის მეცნიერული ღირებულება შეისწავლა ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა [[არჩილ ჩიქობავა|არჩილ ჩიქობავამ]]. მკვლევარი აღნიშნავდა, რომ გრამატიკის სახელმძღვანელო დაზღვეული არა არის შეცდომებისგან, მაგრამ მისი გამოცემა თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო ქართული ენის გრამატიკის შექმნის პირველი ცდა უცხო ენაზე. ამან, ცხადია, დიდი ღვაწლი დასდო ევროპის ქვეყნებში ქართული ენის პოოულარიზაციას. მისივე მოსაზრებით, ფრანცისკო მარია მაჯოს შრომა პირველი დღემდე ცნობილი გრამატიკაა ქართული ენისა. ამავე დროს, იგი წარმოადგენს პირველ გრამატიკას საერთოდ [[იბერიულ-კავკასიური ენები|იბერიულ-კავკასიურ ენობრივ]] სამყაროში.
ლინგვისტური თვალსაზრისით, გამოცემის მეცნიერული ღირებულება შეისწავლა ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა [[არჩილ ჩიქობავა|არჩილ ჩიქობავამ]]. მკვლევარი აღნიშნავდა, რომ გრამატიკის სახელმძღვანელო დაზღვეული არ არის შეცდომებისგან, მაგრამ მისი გამოცემა თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო ქართული ენის გრამატიკის შექმნის პირველი ცდა უცხო ენაზე. ამან, ცხადია, დიდი ღვაწლი დასდო ევროპის ქვეყნებში ქართული ენის პოპულარიზაციას. მისივე მოსაზრებით, ფრანცისკო მარია მაჯოს შრომა პირველი დღემდე ცნობილი გრამატიკაა ქართული ენისა. ამავე დროს, იგი წარმოადგენს პირველ გრამატიკას საერთოდ [[იბერიულ-კავკასიური ენები|იბერიულ-კავკასიურ ენობრივ]] სამყაროში.


[[არნოლდ ჩიქობავა|არნოლდ ჩიქობავასა]] და [[ჯუანშერ ვათეიშვილი|ჯუანშერ ვათეიშვილის]] წიგნში „პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები“ (თბილისი, [[1983]]) ვკითხულობთ: „''მაჯოს სიტემატურმა დაკვირვებამ დაკვირვებამ ქართული ენის გრამატიკული წყობის სპეციფიკაზე და კვლევის მის მიერ გამოქვეყნებულმა მეთოდმა, რომელიც ლინგვისტური მეცნიერების მაშინდელ დონეს შეესაბამებოდა, სრულიად განსხვავებული მნიშნელობა მიანიჭა საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ნაშრომს იმასთან შედარებით, რაც მას სასულიერო უწყების შეზღუდული მიზანსწრაფვით ევალებოდა. ამასთანავე, ენათმეცნიერების ისტორიაში მაჯოს ნაშრომი არის ქართული ენის თავისებურებათა შესწავლის პირველი ცდა. ქართული ენისა, რომელსაც ასე ნაკლებად იცნობდნენ XVII საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ ევროპაში''“.
[[არნოლდ ჩიქობავა|არნოლდ ჩიქობავასა]] და [[ჯუანშერ ვათეიშვილი|ჯუანშერ ვათეიშვილის]] წიგნში „პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები“ (თბილისი, [[1983]]) ვკითხულობთ: „''მაჯოს სისტემატურმა დაკვირვებამ ქართული ენის გრამატიკული წყობის სპეციფიკაზე და კვლევის მის მიერ გამოქვეყნებულმა მეთოდმა, რომელიც ლინგვისტური მეცნიერების მაშინდელ დონეს შეესაბამებოდა, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ნაშრომს იმასთან შედარებით, რაც მას სასულიერო უწყების შეზღუდული მიზანსწრაფვით ევალებოდა. ამასთანავე, ენათმეცნიერების ისტორიაში მაჯოს ნაშრომი არის ქართული ენის თავისებურებათა შესწავლის პირველი ცდა ქართული ენისა, რომელსაც ასე ნაკლებად იცნობდნენ XVII საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ ევროპაში''“.


აღსანიშნავია, რომ ფრანცისკო-მარია მაჯოს „ქართული ენის გრამატიკის“ ეგზემპლარი ინახება [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის]] იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, რომლის მკითხველთათვის წარსადგენ ანოტაციაში ვკითხულობთ:
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკო-მარია მაჯოს „ქართული ენის გრამატიკის“ ეგზემპლარი ინახება [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის]] იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, რომლის მკითხველთათვის წარსადგენ ანოტაციაში ვკითხულობთ:

18:42, 23 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

ფრანცისკო-მარია მაჯო, „ქართული ენის გრამატიკა“, 1670 წელი (დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში)

ფრანცისკო-მარია მაჯო (დ.1612 - გ.1686) — იტალიელი მისიონერი და მეცნიერი, ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი.

ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას იტალიელმა მისიონერმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ღვთისმსახურმა რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - საქართველოში მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა.

როგორც ცნობილია, ევროპელთა მიერ ქართული სამყაროს ხელახლა აღმოჩენა XVI საუკუნეს უკავშირდება. ბიზანტიის დანგრევის შემდეგ საქართველომ დაიწყო ქრისტიანი პარტნიორის ძიება დასავლეთსა და აღმოსავლეთში. რომის პაპების ინიციატივითაც საქართველოში დაიწყო იტალიელ მისიონერთა მოღვაწეობა, რაც კათოლიკობის პროპაგანდას ისახავდა მიზნად. ამან აღძრა იტალიელთა ინტერესი საქართველოსა და მისი კულტურისადმი, რაც XVI საუკუნისთვის აშკარა შეიქნა. სწორედ ერთ-ერთი მისიონერი იყო ფრანცისკო-მარია მაჯო, რომელიც 1637 წლიდან საქართველოში თითქმის რვა წელიწადს ცხოვრობდა. ქვეყანაში ყოფნის ამ არცთუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაჯომ არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ჩვენი ენის გრამატიკის შესახებ. მაჯოს წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის გრამატიკული წყობის საფუძვლების ევროპელ მკითხველთათვის გასაცნობად.

ხელოვნების სასახლის სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანმა ერთ-ერთ უცხოურ აუქციონზე შეისყიდა და სასახლისთვის ჩამოიტანა ფრანცისკო-მარია მაჯოს გრავიურის პორტრეტის ორიგინალი წიგნიდან „ნეაპოლის სამეფოს გამორჩეულ ადამიანთა ბიოგრაფიები“ (ნეაპოლი. 1826 წელი).

ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი „ქართული ენის გრამატიკა“ გამოიცა რომში, 1670 წელს, სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. ვატიკანთან არსებული ეს დაწესებულება ამჟამად „ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად“ იწოდება და უმაღლესი რანგის კათოლიკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.

ლინგვისტური თვალსაზრისით, გამოცემის მეცნიერული ღირებულება შეისწავლა ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა არჩილ ჩიქობავამ. მკვლევარი აღნიშნავდა, რომ გრამატიკის სახელმძღვანელო დაზღვეული არ არის შეცდომებისგან, მაგრამ მისი გამოცემა თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო ქართული ენის გრამატიკის შექმნის პირველი ცდა უცხო ენაზე. ამან, ცხადია, დიდი ღვაწლი დასდო ევროპის ქვეყნებში ქართული ენის პოპულარიზაციას. მისივე მოსაზრებით, ფრანცისკო მარია მაჯოს შრომა პირველი დღემდე ცნობილი გრამატიკაა ქართული ენისა. ამავე დროს, იგი წარმოადგენს პირველ გრამატიკას საერთოდ იბერიულ-კავკასიურ ენობრივ სამყაროში.

არნოლდ ჩიქობავასა და ჯუანშერ ვათეიშვილის წიგნში „პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები“ (თბილისი, 1983) ვკითხულობთ: „მაჯოს სისტემატურმა დაკვირვებამ ქართული ენის გრამატიკული წყობის სპეციფიკაზე და კვლევის მის მიერ გამოქვეყნებულმა მეთოდმა, რომელიც ლინგვისტური მეცნიერების მაშინდელ დონეს შეესაბამებოდა, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ნაშრომს იმასთან შედარებით, რაც მას სასულიერო უწყების შეზღუდული მიზანსწრაფვით ევალებოდა. ამასთანავე, ენათმეცნიერების ისტორიაში მაჯოს ნაშრომი არის ქართული ენის თავისებურებათა შესწავლის პირველი ცდა ქართული ენისა, რომელსაც ასე ნაკლებად იცნობდნენ XVII საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ ევროპაში“.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკო-მარია მაჯოს „ქართული ენის გრამატიკის“ ეგზემპლარი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, რომლის მკითხველთათვის წარსადგენ ანოტაციაში ვკითხულობთ:

„„ქართული ენის გრამატიკის“ სახელმძღვანელოს გამოცემით დაგვირგვინდა 1641 წელს კათოლიკე მისიონერის ფრანცისკო-მარია მაჯოს შვიდწლიანი მოღვაწეობა საქართველოში. ეს გამოცემა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისიონერთათვის, რომ 1670 წელს მისი ფაქსიმილური გამოცემა განხორციელდა.

წიგნში გამოყენებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე: მხედრული, ასომთავრული, ნუსხური; ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისობით; ქართული სიტყვები და ფრაზები; სომხურ-ქართული ანბანი, არაბულ-ქართული ანბანი და ქართული ენის ეტიმოლოგია. გამოცემა შეიცავს აღმოსავლური ენების შედარებით გრამატიკას.

„ქართული ენის გრამატიკა“, „ქართულ-იტალიური ლექსიკონის“ მსგავსად, იყო ის მნიშვნელოვანი გამოცემა, რომლითაც XIX საუკუნემდე ინფორმაციას იღებდნენ ევროპელი ქართველოლოგები ქართული ენის შესახებ.“

საქართველოში ყოფნის განმავლობაში იტალიელმა მისიონერმა და მეცნიერმა არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ამ ენის გრამატიკული წყობის შესახებ.

თავად ფრანცისკო-მარია მაჯო საქართველოდან იტალიაში დაბრუნებისას თავის თავს ადარებდა „ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილ ახალ არგონავტს“.

ლიტერატურა

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“ N6 (90), 2018, ივნისი, გვ.12-15, სტატის ავტორი გიორგი კალანდია