ვანკუვერი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მომსახურეობ → მომსახურებ using AWB
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:


== რესურსები ინტერნეტში==
== რესურსები ინტერნეტში==
{{Commonscat-inline|Vancouver Island|ვანკუვერი}}
{{wikivoyage|Vancouver Island|ვანკუვერი}}
* [http://www.crwflags.com/fotw/images/c/ca_vi.jpg Great Seal of the crown colony of Vancouver Island]
* [http://www.crwflags.com/fotw/images/c/ca_vi.jpg Great Seal of the crown colony of Vancouver Island]
* [http://gsc.nrcan.gc.ca/geodyn/gpscrust_e.php Measuring crustal motions in coastal British Columbia with continuous GPS]
* [http://gsc.nrcan.gc.ca/geodyn/gpscrust_e.php Measuring crustal motions in coastal British Columbia with continuous GPS]

17:28, 20 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

კუნძული ვანკუვერი

ვანკუვერიკანადის კუნძული, რომელიც შედის ბრიტანეთის კოლუმბიის შემადგენლობაში. ვანკუვერი რამდენიმე კუნძულთან ერთად, აღმოჩენილია ჯორჯ ვანკუვერის მიერ. ამ ტერიტორიის დასაუფლებლად ბრძოლა მიმდინარეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, დიდმა ბრიტანეთმა შეძლო 1812-1814 წლების ომის შემდეგ, აქ თავისი გავლენის შენარჩუნება, მაგრამ მან დაკარგა ორიგონი.

კუნძული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 460 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 80 კმ-ზე. ვანკუვერის ფართობი შეადგენს 32,134 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში ორმოცდამესამე, ხოლო კანადაში მეთერთმეტე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. რაც შეეხება მოსახლეობას, ვანკუვერი კანადაში მხოლოდ მონრეალის კუნძულს ჩამორჩება. 2001 წლის აღწერით კუნძულ ვანკუვერზე ცხოვრობს 656,312 კაცი, ხოლო 2008 წლის აღწერით 740,876 კაცი.[1] კუნძულის უდიდესი ქალაქებია: ნანაიმო, პორტ-ალბერნი,პარკსვილი და კოურტენი.

ვანკუვერი მთიანი კუნძულია. აქ ვრცელდება კორდილიერების მთათა სისტემა, კუნძულის უმაღლესი მთაა გოლდენ-ჰეიდნი 2,198 მეტრ სიმაღლით. აქ აგრეთვე არის მცირე მდინარეები და ტბები. ეს კუნძული მცირე სრუტეების მეშვეობით უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადის კონტინეტურ ნაწილს. ეს ტერიტორია მდიდარია მცენარეული და ცხოველური სამყაროთი.

ამ კუნძულის მთავარი შემოსავლის მომტანია ტურიზმი. კუნძულზე მდებარეობს ვიქტორიას საერთაშორის აეროპორტი, რომელიც მრავალ რეის ასრულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქ საკმაოდ განვითარებულია საზღვაო ტრანსპორტით მომსახურება, კუნძულზე მდებარეობს რკინიგზაც, რომელიც 1883 წელს დაარსდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. BC stats, quoted at. Invest British Columbia. ციტირების თარიღი: 2007-09-20.