ფერდინანდ I (არაგონი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 68: ხაზი 68:
[[კატეგორია:არაგონის მეფეები]]
[[კატეგორია:არაგონის მეფეები]]
[[კატეგორია:სიცილიის მეფეები]]
[[კატეგორია:სიცილიის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 27 ნოემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1380]]
[[კატეგორია:დაბადებული 1380]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2 აპრილი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1416]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1416]]

06:49, 18 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

ფერდინანდ I
Fernando I

ფერდინანდის კორონაცია. პრადო, მადრიდი
არაგონის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1412
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1416
წინამორბედი: მარტინი
მემკვიდრე: ალფონსო V
სიცილიის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1410
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1416
წინამორბედი: მარტინ II
მემკვიდრე: ალფონსო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ნოემბერი, 1380
დაბ. ადგილი: მედინა-დელ-კამპო, კასტილია
გარდ. თარიღი: 2 აპრილი, 1416
გარდ. ადგილი: იგუალადა, კატალონია
მეუღლე: ელეანორ ალბუკერკე
შვილები: ალფონსო, მარია, ხუანი,
ენრიკე, ლეონორა,პედრო,
სანჩო
დინასტია: ტრასტამარა
მამა: ხუან I
დედა: ელეონორა არაგონელი

ფერდინანდ I (ესპ. Fernando I; დ. 27 ნოემბერი, 1380, მედინა-დელ-კამპო, კასტილია — გ. 2 აპრილი, 1416, იგუალადა, კატალონია) — არაგონის სამეფოს მეფე 1412-1416 წლებში და სიცილიის სამეფოს მეფე 1410-1416 წლებში. ხუან I-ისა დაელეონორა არაგონელის შვილი.

ბიოგრაფია

1406 წელს, როდესაც გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა ენრიკე III კასტილიელი, ფერდინანდს უარი უთხრეს კასტილიის მეფის თანამდებობის დაკავებაზე. კასტილიის მეფის ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ხუან II, რომლის რეგენტი გახდა დედამისი ეკატერინე ლანკასტერელი.

1410 წელს არაგონის მეფე მარტინი, ფერდინანდის ბიძა დედის მხრიდან, გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. ფერდინანდი გახდა არაგონის მეფე. მისი ხანმოკლე მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ხელშეკრულების დადება ანტიპაპ ბენედიქტე XIII-სთან, რომლის ძალითაც დასრულდა 40-წლიანი დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში.

დაკრძალულია პობლეტის მონასტერში. ლორენცო ვალამ დაწერა მისი ოფიციალური ბიოგრაფია „Historiarum Ferdinandi regis Aragonum libri sex“ („ფერდინანდის, არაგონის მეფის საქმეების შესახებ“).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში