იულიუსისეული პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იულიუსისეული პერიოდი''', 7980 წელი ხანგრძლივობის დროის შუალედი...
 
ბოტის დამატება: fa:روز ژولیوسی
ხაზი 10: ხაზი 10:
[[en:Julian day]]
[[en:Julian day]]
[[es:Fecha juliana]]
[[es:Fecha juliana]]
[[fa:روز ژولیوسی]]
[[fi:Juliaaninen päivä]]
[[fi:Juliaaninen päivä]]
[[fr:Jour julien]]
[[fr:Jour julien]]

11:23, 1 დეკემბერი 2007-ის ვერსია

იულიუსისეული პერიოდი, 7980 წელი ხანგრძლივობის დროის შუალედი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ასტრონომიული და ქრონოლოგიური გამოთვლებისათვის. იულიუსისეული პერიოდი უმცირესი ჯერადია 3 ციკლისა (7980=28·19·15): მზის 28-წლიანი ციკლისა, რომლის განმავლობაში კვირის დღეების სახელწოდებები უბრუნდება თვის ერთსა და იმავე რიცხვებს; მთვარის 19-წლიანი მეტონის ციკლისა, რომლის მთვარის ფაზები ემთხვევა თვეების ერთსა და იმავე რიცხვებს, და ე. წ. რომის ინდიქტიონის 15-წლიანი პერიოდისა, რომლის გავლის შემდეგ რომის იმპერიაში ახდევინებდნენ განსაკუთრებულ გამოსაღებს. 1583-იდან ფრანგი მეცნიერის ჟოზეფ სკალიგერის ინიციატივით შემოღებულია დროის აღრიცხვა ე. წ. იულიუსის დღეებით. ამგვარი აღრიცხვის საწყისია ძვ. წ. 4713 წლის 1 იანვარი შუადღე გრინვიჩის (მსოფლიო) დროით (ეს წელი პირველი წელი იყო ყველა ციკლისათვის). ასტრონომიაში ზოგიერთი დაკვირვების თარიღს გამოსახავენ იულიუსის დღეები. მაგ., 1976 წლის 2 აგვისტო დღის 3 საათს შეესაბამება 2442993,125 იულიუსის დღე. იულიუსისეული პერიოდის შესაბამისი დღეები მოცემულია ასტრონომიულ წელიწდეულებში და კალენდრებში.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 276, თბ., 1980