ნიაზი აჰმედ ბანოღლუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
ნიაზი ბანოღლუს რომანები და თარგმანები პრესაში იბეჭდებოდა. იყენებდა ფსევდონიმებს: ა.რეშად, ლებიფ მუამერ, ნიაზი აჰმედ ოქან. რამდენიმე წიგნი მიუძღვნა ათათურქს. მისი რომანებია: „მეციხოვნე კაპიტანი“ (1941), „შაჰინ რეისი“ (1941), „ჩერქეზი ასულები“ (1944). რომანში „სიყვარულისთვის“ გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის, ცხოვრება და იმდროინდელი ისტორიული მოვლენები აღწერა<ref>[https://tetripiala.wordpress.com/2018/09/23/giorgi-saakdze-ve-ask-ugrunda/ "Giorgi Saakadze ve Aşk Uğrunda" - Parna-Beka Çilaşvili / „გიორგი სააკაძე და სიყვარულისთვის“ - ფარნა-ბექა ჩილაშვილი]</ref>.

ბანოღლუ ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ლიტერატურის ნიმუშების თურქულ ენაზე პირველი მთარგმნელი. ქართველი მწერლების, ალექსანდრე ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის, ნაწარმოებების მისეული თარგმანების კრებული სახელწოდებით „კავკასიური მოთხრობები“ 1936 წელს გამოიცა. 1941 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის, „ელგუჯას“ შემოკლებული თარგმანი სახელწოდებით „კავკასიური რომანი: ელგუჯა“, ხოლო 1964 წელს – სახელწოდებით „ელგუჯა: კავკასიური სიყვარული“<ref>[https://tetripiala.wordpress.com/2018/08/07/aleksandre-kazbegi-aski/ "Aleksandre Kazbegi aşkı" - Parna-Beka Çilaşvili / „სიყვარული ალექსანდრე ყაზბეგის მიმართ" - ფარნა-ბექა ჩილაშვილი]</ref>.
ბანოღლუ ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ლიტერატურის ნიმუშების თურქულ ენაზე პირველი მთარგმნელი. ქართველი მწერლების, [[ალექსანდრე ყაზბეგი]]სა და [[ეგნატე ნინოშვილი]]ს ნაწარმოებების მისეული თარგმანების კრებული სახელწოდებით „კავკასიური მოთხრობები“ 1936 წელს გამოიცა. 1941 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის, „ელგუჯას“ შემოკლებული თარგმანი სახელწოდებით „კავკასიური რომანი: ელგუჯა“, ხოლო 1964 წელს – სახელწოდებით „ელგუჯა: კავკასიური სიყვარული“<ref>[https://tetripiala.wordpress.com/2018/08/07/aleksandre-kazbegi-aski/ "Aleksandre Kazbegi aşkı" - Parna-Beka Çilaşvili / „სიყვარული ალექსანდრე ყაზბეგის მიმართ" - ფარნა-ბექა ჩილაშვილი]</ref>.

ბანოღლუ არა ერთი ბიოგრაფიული თხზულების ავტორიც იყო. 1983 წელს მიიღო ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდო - „50 წელი ბეჭდურ სიტყვაში“.
ბანოღლუ არა ერთი ბიოგრაფიული თხზულების ავტორიც იყო. 1983 წელს მიიღო ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდო - „50 წელი ბეჭდურ სიტყვაში“.

07:07, 26 სექტემბერი 2018-ის ვერსია

ნიაზი აჰმედ ბანოღლუ
თურქ. Niyazi Ahmet Banoğlu
დაბადების თარიღი 1913
დაბადების ადგილი ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 6 ოქტომბერი, 1992(1992-10-06)[1]
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ისტორიკოსი
მოქალაქეობა  თურქეთი

ნიაზი აჰმედ ბანოღლუ (თურქ. Niyazi Ahmet Banoğlu , დ. 1913, ბათუმი - გ. 6 ოქტომბერი, 1992, სტამბოლი) – ჟურნალისტი, მწერალი, ისტორიული გამოკვლევების ავტორი, თურქულ ენაზე ქართული ლიტერატურის ნიმუშების პირველი მთარგმნელი.

ბიოგრაფია

ნიაზი აჰმედ ბანოღლუ დაიბადა ბათუმში, 1913 წელს.

1924 წელს ოჯახთან ერთად საქართველოდან თურქეთში გადასახლდა. განათლება თურქეთში დაასრულა.

1929 წელს დაიწყო მუშაობა გაზეთ „ჰარექეთში“. უმუშავია ასევე, სხვა არა ერთ გაზეთსა და ჟურნალში, როგორებიცაა: „ჰალქინ დოსთუ“, „ვაქით“, „ჰერგიუნ“, „თარიჰ-ჯოღრაფია დუნიასი“ და სხვა.

ნიაზი ბანოღლუს რომანები და თარგმანები პრესაში იბეჭდებოდა. იყენებდა ფსევდონიმებს: ა.რეშად, ლებიფ მუამერ, ნიაზი აჰმედ ოქან. რამდენიმე წიგნი მიუძღვნა ათათურქს. მისი რომანებია: „მეციხოვნე კაპიტანი“ (1941), „შაჰინ რეისი“ (1941), „ჩერქეზი ასულები“ (1944). რომანში „სიყვარულისთვის“ გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის, ცხოვრება და იმდროინდელი ისტორიული მოვლენები აღწერა[2].

ბანოღლუ ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ლიტერატურის ნიმუშების თურქულ ენაზე პირველი მთარგმნელი. ქართველი მწერლების, ალექსანდრე ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებების მისეული თარგმანების კრებული სახელწოდებით „კავკასიური მოთხრობები“ 1936 წელს გამოიცა. 1941 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის, „ელგუჯას“ შემოკლებული თარგმანი სახელწოდებით „კავკასიური რომანი: ელგუჯა“, ხოლო 1964 წელს – სახელწოდებით „ელგუჯა: კავკასიური სიყვარული“[3].

ბანოღლუ არა ერთი ბიოგრაფიული თხზულების ავტორიც იყო. 1983 წელს მიიღო ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდო - „50 წელი ბეჭდურ სიტყვაში“.

ნამუშევრები

წიგნები

  • ჩერქეზი ასულები (Çerkes Kızları, 1944)
  • სიყვარულისთვის (Aşk Uğrunda, 1941)
  • შაჰინ რეისი (Şahin Reis, 1941)
  • მეციხოვნე კაპიტანი (Zindancı Kaptan, 1941)

თარგმანები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო