იდეოგრამა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა კატეგორია:Damwe გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 10: ხაზი 10:


[[კატეგორია:იდეოგრაფიული დამწერლობები| ]]
[[კატეგორია:იდეოგრაფიული დამწერლობები| ]]
[[კატეგორია:Damwe]]

07:06, 25 სექტემბერი 2018-ის ვერსია

იდეოგრამა (ბერძნ. ბერძ. ἰδέα, idea — „იდეა“ + γράφω, grafo — „წერა“) — გრაფიკული სიმბოლო, რომელიც გამოხატავს მთელ სიტყვას ან იდეას. იდეოგრამები გამოყენებულია ისეთ ენებში, როგორებიცაა ჩინური და იაპონური. იგივე პრინციპი იყო გამოყენებული ძველ ეგვიპტურში. ხშირად ტერმინ იდეოგრამას ამჯობინებენ ლოგოგრამას.


იდეოგრამა განსხვავდება პიქტოგრამისგან, რომელიც კონკრეტულ საგანს წარმოადგენს ნახატით, და ფონოგრამისგან, რომელიც ბგერას გამოხატავს.

იდეოგრამებს მიეკუთვნება არაბული ციფრები, მათემატიკური ნიშნები და ა.შ., რომლებიც საერთოა ყველა ენაზე მოლაპარაკეთათვის. მათვე განეკუთვნება ე.წ. სიცილაკები.


იდეოგრაფია () - დამწერლობის სახე. განვითარების თვალსაზრისით, პიქტოგრაფიის მომდევნო საფეხური. ამ სახის დამწერლობაში მიშანი (სახვითი ელემენტი) აღნიშნავს როგორც უშუალოდ საგანს, ასევე იდეებს, რომლებიც ამ ნიშანს უკავშირდებიან, - მთლიან სიტყვას ნებისმიერ გრამატკიკულ ფორმაში. მაგალიტად წრე გამოხატავს არა მარტო მზეს არამედ სიცხეს, სინათლეს, სიტყვას „დღე“. იდეოგრაფიულ დამწერლობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსანიშნავად გრაფიკული სიმბოლოებიც. წმინდა იდეოგრაფიული დამწერლობა ფართოდ ვერ გავრცელდა. იგი ფაქტობრივად არსებობდა როგორც გარდამავალი საფეხური პიქტოგრაფიულ და ლოგოგრაფიულ დამწერლობათა შორის. იდეოგრაფიული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია ძველ შუმერში (ძვ. წ. III ათასწლეული), ამერიკელ ინდიელთა ზოგ ტომთან. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ იდეოგრაფიულია აღდგომის კუნძულისა და XX საუკუნეში შექმნილი ჩუკოტკის დამწერლობები და სხვა.