ბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43: ხაზი 43:


[[1501]] წელს, [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ ხათაიმ]] დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა სახელმწიფოს]] ნაწილი გახდა. [[1578]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] არმიამ დაიპყრო ბაქო. [[1607]] წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით<ref name=":0" />.
[[1501]] წელს, [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ ხათაიმ]] დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა სახელმწიფოს]] ნაწილი გახდა. [[1578]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] არმიამ დაიპყრო ბაქო. [[1607]] წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით<ref name=":0" />.

[[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეში ბაქოში იყო დიდი სომხური თემი. სომხები მთელ ქუჩებში დასახლდნენ და აქტიურ ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები<ref>Керимов Э. А. Из истории этнографического изучения Азербайджана в русской науке (XV — первая четверть XIX в.) // Азербайджанский этнографический сборник. Вып. 1. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1964. — С. 202—204, 210, 217.</ref>. ბაქომ, როგორც სავაჭრო ცენტრმა, დაიწყო რუსეთის სახელმწიფო ყურადღების მიზიდვა. [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-მა სამხრეთ კავკასიაში ექსპედიცია გაგზავნა. [[1723]] წლის [[26 ივლისი|26 ივლისს]] რუსულმა ჯარებმა ბაქო დაიკავეს, მაგრამ შემდგომ [[განჯის ტრაქტატი|განჯის ტრაქტატის]] მიხედვით [[1735]] წელს დატოვეს.

მე -18 საუკუნეში შეიქმნა [[ბაქოს სახანო]]. [[1796]] წელს ბაქო კვლავ რუსებმა დაიპყრეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იმპერატორმა პავლე პირველმა ჯარები გაიყვანა. [[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნის შუა წლიდან ბაქო კავკასიის ერთ-ერთი სამრეწველო და კულტურული ცენტრი გახდა. ბაქოში უცხოური კაპიტალის შემოდინება დაიწყო. გაიხსნა როთშილდის, ძმები ნობელებისა და სხვა ბიზნესმენების ოფისები. ნავთობის მრეწველობის გარდა, განვითარდა ქსოვა, მექანიკური ქარხნები, თამბაქოს ქარხნები, საწარმოები და ა.შ. [[1878]] წელს ქალაქ ბაქოს სათათბირო გაიხსნა. [[1883]] წლის [[8 მაისი|8 მაისს]] ამუშავდა ბაქო-თბილისის რკინიგზა. ქალაქში აყვავდა კულტურული ცხოვრება.  გაიხსნა თეატრები, აშენდა ოპერის სახლის შენობა. ბაქო ცნობილი გახდა, როგორც „კავკასიის პარიზი“<ref>[http://www.bcetyt.ru/travel/cities/nussimbaum.html Лев Нуссимбаум - Эссад Бей - Курбан Саид. История загадки]</ref>.

საბჭოთა ეპოქაში ბაქო გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი ადმინისტრაციული, სამრეწველო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი.

ბაქოს გენერალური გეგმა და განლაგება შეიქმნა [[1924]]-[[1928]] წლებში, არქიტექტორ ა.ივანიცკის მიერ. [[1941]]-[[1945]] წლების დიდი სამამულო ომის დროს ბაქო იყო მთავარი სტრატეგიული ცენტრი სამხედრო საავიაციო და ჯავშანტრანსპორტიორებისათვის. ომის შემდგომ წლებში ბაქო ასევე იყო საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი ნავთობის რეგიონი, მაგრამ 80-იან წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საბჭოთა აზერბაიჯანისა და ბაქოს ცხოვრების ახალ რეალობას წარმოშობდა, რამაც გამოიწვია სერიოზული ტრაგედიები და განხეთქილება საზოგადოებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, [[1988]]-[[1989]] წლებში, აზერბაიჯანელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა ბაქოში ჩავიდა<ref>[http://imgsrc.ru/karabakh/3029327.html '''Азербайджанские беженцы, изгнанные из Карабаха…''']</ref>. 1988-1990 წლებში ქალაქში არეულობა იყო.

[[1990]] წლის 19-20 იანვრის ღამეს, ანტი-სომხური და ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობის საბაბით, ბაქოში სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები შემოვიდა. ქვეყანაში, ამ მოვლენებს [[შავი იანვარი|შავ ან სისხლიან იანვარს]] უწოდებენ. ამას მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ცდილობდნენ შეაჩერონ ჯარები<ref>«Azerbaijani Militants vowed a 'real guerrilla war' against Soviet forces»/ Wall Street Journal, Bowling Green (Jan 24, 1990)</ref>.

დღეს ბაქო ამიერკავკასიის უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ბაქოს რეგიონალური განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს<ref>[http://www.anl.az/down/meqale/exo/2011/mart/161854.htm '''Генплан Гянджи представлен на общественные дебаты''']</ref>. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტია „Baku White City“ (ბაქოს თეთრი ქალაქი), რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნის აღმოსავლეთ ნაწილში აღდგენასა და განვითარებას ითვალისწინებს. [[2010]] წლის [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]] ბაქოში [[სახელმწიფო დროშის მოედანი (ბაქო)|სახელმწიფო დროშის მოედანი]] გაიხსნა, სადაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. [[2012]] წლის [[მაისი|მაისში]] ბაქოში გაიმართა [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2012|57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი]], რომლისთვისაც აშენდა Baku Crystal Hall. 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბაქოში 17 წლამდე ასაკის გოგონების მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდა. 2015 წლის ივნისში ბაქოში [[ევროპული თამაშები 2015|პირველი ევროპული თამაშები]] ჩატარდა.


== გალერეა ==
== გალერეა ==

21:07, 3 სექტემბერი 2018-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ქალაქი

ბაქო

რეგიონის ტიპი = რეგიონი
აზერ. Bakı
დროშა გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი აფშერონი
კოორდინატები 40°21′59″ ჩ. გ. 49°50′06″ ა. გ. / 40.3666556° ჩ. გ. 49.8351833° ა. გ. / 40.3666556; 49.8351833
მერი ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
დაარსდა I საუკუნე
პირველი ხსენება მე-5 საუკუნე
ფართობი 2140 კმ²
ცენტრის სიმაღლე −28 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 2 300 500 (1 იანვარი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 12
საფოსტო ინდექსი AZ1000
საავტომობილო კოდი 10, 90 და 99
ოფიციალური საიტი http://www.baku-ih.gov.az/
ბაქო — აზერბაიჯანი
ბაქო

ბაქო (აზერ. Bakı [bɑˈcɯ], ბაქი — ქარიანი ადგილი) — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი[2], აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

ეტიმოლოგია

სახელწოდება ბაქო მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან Bād-kube, რაც ნიშნავს „ქარიან ქალაქს“. ნაკლებად სავარაუდო ხალხური ეტიმოლოგია განმარტავს ქალაქის სახელს, გამომდინარე სიტყვიდან Baghkuy, რაც ნიშნავს “ღვთის ქალაქს“[3]. არაბულ წყაროებში ქალაქის სახელწოდებების Baku, Bakukh, Bakuya, and Bakuye. თითოეული მათგანი სპარსული სახელწოდებიდან გამომდინარეობს.

მოკლე ისტორიული ცნობა

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

ისტორია

აფშერონის ნახევარკუნძულზე ქალაქის წარმოშობა გამოწვეული იყო ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით, ქალაქის ადგილმდებარეობით, მიგრაციისა და სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთით ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან (დიდი აბრეშუმის გზა); ასევე ბუნებრივი აირითა და ენერგეტიკული სიმდიდრით[4].

შუა საუკუნეებიდან ბაქო შირვანის ისტორიულ ტერიტორიაზე იყო. მე -9 საუკუნის მეორე ნახევრიდან ბაქო შირვანშაჰთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მოსახლეობა  ვაჭრობით, თევზაობით, მებაღეობითა და ნავთობპროდუქტების წარმოებით იყო დაკავებული. მეთერთმეტე საუკუნემდე, თურქიზაციამდე, ბაქოს მოსახლეობამ განაგრძო მკვიდრი ხალხების ენაზე საუბარი, რომელიც არაბულ ავტორთა მიერ ნახსენებია, როგორც არანის მკვიდრი ენა[5].

1191 წელს შირვანშაჰ ახისთან I-მა სახელმწიფოს დედაქალაქი დროებით შამახიდან ბაქოში გადაიტანა. მე -12 საუკუნეში ბაქო ციხე-კედლით იყო გარშემორტყმული. ქალწულის კოშკი ასევე შევიდა ქალაქის თავდაცვის სისტემაში.

XIII საუკუნეში მონღოლების შემოჭრის დროს ქალაქი დაეცა. მაგრამ უკვე მომდევნო საუკუნეში ბაქოს ეკონომიკური ცხოვრება კვლავ აღდგა. შირვანშაჰ ხალილ-ულას (1417-1462) მმართველობის დროს ბაქოში მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. XV საუკუნეში შეიქმნა შირვანშაჰთა სასახლის კომპლექსი. XV საუკუნის არაბი გეოგრაფი, აბდ ალ რაშიდუ ბაქუვი, ასევე აღწერს ბაქოს. გეოგრაფი საუბრობს ქალაქში მდებარე ორ ციხეზე. ერთ-ერთი მათგანი მონღოლებმა ვერ აიღეს. ასევე აღწერს, რომ ქალაქის მიდამოები ცარიელია, საკვები შირვანიდან ჩამოჰქონდათ, ქალაქში შემოტანილი ნივთები კი აბრეშუმი, მარილი და ზეთი იყო[6].

ბაქოში შემორჩენილია მე -11 საუკუნეში აშენებული მუჰამედის მეჩეთი და მე -14 საუკუნის რამდენიმე მეჩეთი[6].

1501 წელს, შაჰ ისმაილ ხათაიმ დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო სეფიანთა სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 1578 წელს ოსმალეთის არმიამ დაიპყრო ბაქო. 1607 წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით[4].

XVII საუკუნეში ბაქოში იყო დიდი სომხური თემი. სომხები მთელ ქუჩებში დასახლდნენ და აქტიურ ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები[7]. ბაქომ, როგორც სავაჭრო ცენტრმა, დაიწყო რუსეთის სახელმწიფო ყურადღების მიზიდვა. პეტრე I-მა სამხრეთ კავკასიაში ექსპედიცია გაგზავნა. 1723 წლის 26 ივლისს რუსულმა ჯარებმა ბაქო დაიკავეს, მაგრამ შემდგომ განჯის ტრაქტატის მიხედვით 1735 წელს დატოვეს.

მე -18 საუკუნეში შეიქმნა ბაქოს სახანო. 1796 წელს ბაქო კვლავ რუსებმა დაიპყრეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იმპერატორმა პავლე პირველმა ჯარები გაიყვანა. XIX საუკუნის შუა წლიდან ბაქო კავკასიის ერთ-ერთი სამრეწველო და კულტურული ცენტრი გახდა. ბაქოში უცხოური კაპიტალის შემოდინება დაიწყო. გაიხსნა როთშილდის, ძმები ნობელებისა და სხვა ბიზნესმენების ოფისები. ნავთობის მრეწველობის გარდა, განვითარდა ქსოვა, მექანიკური ქარხნები, თამბაქოს ქარხნები, საწარმოები და ა.შ. 1878 წელს ქალაქ ბაქოს სათათბირო გაიხსნა. 1883 წლის 8 მაისს ამუშავდა ბაქო-თბილისის რკინიგზა. ქალაქში აყვავდა კულტურული ცხოვრება.  გაიხსნა თეატრები, აშენდა ოპერის სახლის შენობა. ბაქო ცნობილი გახდა, როგორც „კავკასიის პარიზი“[8].

საბჭოთა ეპოქაში ბაქო გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი ადმინისტრაციული, სამრეწველო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი.

ბაქოს გენერალური გეგმა და განლაგება შეიქმნა 1924-1928 წლებში, არქიტექტორ ა.ივანიცკის მიერ. 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს ბაქო იყო მთავარი სტრატეგიული ცენტრი სამხედრო საავიაციო და ჯავშანტრანსპორტიორებისათვის. ომის შემდგომ წლებში ბაქო ასევე იყო საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი ნავთობის რეგიონი, მაგრამ 80-იან წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საბჭოთა აზერბაიჯანისა და ბაქოს ცხოვრების ახალ რეალობას წარმოშობდა, რამაც გამოიწვია სერიოზული ტრაგედიები და განხეთქილება საზოგადოებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1988-1989 წლებში, აზერბაიჯანელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა ბაქოში ჩავიდა[9]. 1988-1990 წლებში ქალაქში არეულობა იყო.

1990 წლის 19-20 იანვრის ღამეს, ანტი-სომხური და ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობის საბაბით, ბაქოში სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები შემოვიდა. ქვეყანაში, ამ მოვლენებს შავ ან სისხლიან იანვარს უწოდებენ. ამას მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ცდილობდნენ შეაჩერონ ჯარები[10].

დღეს ბაქო ამიერკავკასიის უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ბაქოს რეგიონალური განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს[11]. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტია „Baku White City“ (ბაქოს თეთრი ქალაქი), რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნის აღმოსავლეთ ნაწილში აღდგენასა და განვითარებას ითვალისწინებს. 2010 წლის 1 სექტემბერს ბაქოში სახელმწიფო დროშის მოედანი გაიხსნა, სადაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. 2012 წლის მაისში ბაქოში გაიმართა 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომლისთვისაც აშენდა Baku Crystal Hall. 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბაქოში 17 წლამდე ასაკის გოგონების მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდა. 2015 წლის ივნისში ბაქოში პირველი ევროპული თამაშები ჩატარდა.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. http://www.baku.azstat.org/section/demography/001.xls
  2. (აზერბაიჯანული) Bakı şəhəri - Azərbaycan Dövlət Statistika Komitəsi
  3. "Culture & Religion on Podium: Politicizing Linguistics".
  4. 4.0 4.1 История города Баку. Часть 1.
  5. BAKU - Encyclopædia Iranica
  6. 6.0 6.1 В. В. Бартольд. Часть 1 // Сочинения. — Москва: Восточная литература, 1963. — Т. 1. — С. 721.
  7. Керимов Э. А. Из истории этнографического изучения Азербайджана в русской науке (XV — первая четверть XIX в.) // Азербайджанский этнографический сборник. Вып. 1. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1964. — С. 202—204, 210, 217.
  8. Лев Нуссимбаум - Эссад Бей - Курбан Саид. История загадки
  9. Азербайджанские беженцы, изгнанные из Карабаха…
  10. «Azerbaijani Militants vowed a 'real guerrilla war' against Soviet forces»/ Wall Street Journal, Bowling Green (Jan 24, 1990)
  11. Генплан Гянджи представлен на общественные дебаты
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაქო&oldid=3553813“-დან