ნო მუ ჰიენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 81: ხაზი 81:


[[კატეგორია:სამხრეთ კორეის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:სამხრეთ კორეის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1 სექტემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1946]]
[[კატეგორია:დაბადებული 1946]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 23 მაისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2009]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2009]]

17:33, 28 აგვისტო 2018-ის ვერსია

ნო მუ ჰიენი
ნო მუ ჰიენი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 თებერვალი, 2003 – 24 თებერვალი, 2008
წინამორბედიკიმ დე ჯუნი
მემკვიდრელი მიონ ბაკი

დაბადებული1 სექტემბერი, 1946
კიმჰე, სამხრეთი კორეა
გარდაცვლილი23 მაისი, 2009
იანსანი, სამხრეთი კორეა
ხელმოწერა

ნო მუ ჰიენი (კორ. 노무현?, 盧武鉉?, დ. 1 სექტემბერი, 1946, კიმჰე, სამხრეთი კორეა — გ. 23 მაისი, 2009, იანსანი, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეის მე-9 პრეზიდენტი 2003-2008 წლებში. სამხრეთ კორეის საზღვაო საქმეებისა და მეთევზეობის მინისტრი 2000 წლის 7 აგვისტოდან 2001 წლის 25 მარტამდე.

2004 წლის 12 მარტს ქვეყნის პარლამენტმა მას იმპიჩმენტი გამოუცხადა, მაგრამ 14 მაისს კონსტიტუციურმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უარყო.

ბიოგრაფია

ნო მუ ჰიენი დაიბადა 1946 წლის 1 სექტემბერს პატარა დასახლება კიმჰეში (კიონსან-ნამდოს პროვინცია) ღარიბი გლეხის ოჯახში. იგი შრომისმოყვარე მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ მას როგორც ნიჭიერ მოსწავლეს უფასოდ ჩარიცხავენ და ასწავლიან პუსანის კომერციულ სკოლაში, რომელიც დაასრულა 1966 წელს. 1975 წელს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა რათა დაეწყო იურიდიული მოღვაწეობა. იურიდიულ ინსტიტუტში ორწლიანი სავალდებულო სტაჟირების შემდეგ ნო მუ ჰიენი რვა თვის განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ტეჯონის მოსამართლედ. 1978 წელს დააარსა საკუთარი საადვოკატო კანტორა.

1985 წელს გახდა პუსანის დემოკრატიული სამოქალაქო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი. 1987 წელს აირჩიეს „დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებისათვის სამოქალაქო მოძრაობის“ პუსანი განყოფილების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. 1987 წელს იგი დააპატიმრეს და დროებით ჩამოერთვა ადვოკატის ლიცენზია. 1988 წლიდან ნო მუ ჰენი პარლამენტის დეპუტატია ეროვნული ერთობის დემოკრატიული პარტიიდან.

ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ჩონ დუ ჰვანის კორუფციაში ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. 1990 წელს მოიხსნა დეპუტატის უფლებამოსილება, რადგან აპროტესტებდა გაერთიანებული პარტიის პოლიტიკას, რომელიც ფლობდა უმრავლესობას პარლამენტში. 1991 წლიდან გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის ლიდერია.

ვერ შევიდა პარლამენტში 1992, 1996 და 2000 წლების საპარლამენტო არჩევნების დროს. 1995 წელს წააგო პუსანის მერის არჩევნები. 2000-2001 წლებში საზღვაო საქმეებისა და მეთევზეობის მინისტრია.

2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმების 48,9 % და 2003 წლის 25 თებერვალს დაიკავა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანამდებობა. იგი ამომრჩეველს დაპირდა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაახლოების პოლიტიკის გატარებას, დედაქალაქის გადატანას ქალაქ ტეჯონში, სადაც იგი მუშაობდა მოსამართლედ, ექვსდღიანი სამუშაო კვირის შეცვლას ხუთდღიანით.

აგრძელებდა დაახლოებას აშშ-სთან და იაპონიასთან, დიდ ყურადღებას უთმობდა თანამშრომლობას რეგიონის აზიურ ქვეყნებთან. რო მუ ჰიენის პრეზიდენტობის დროს აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა.

პირადი ცხოვრება

იყო დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. არ ჰქონდა რელიგიური რწმენა. მისი ჰობი იყო მთაში ნადირობა და ბოულინგი.

თვითმკვლელობა

2009 წლის 23 მაისს ნო მიუ ჰენმა კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობა დაადასტურა პოლიციამ[1][2][3].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Former South Korean president dead: Yonhap“. The Age. 2009-05-23.
  2. „Экс-президент Южной Кореи Но Му Хён мог покончить жизнь самоубийством“. РИА «Новости». 2009-05-23.
  3. „Полиция проверяет версию суицида экс-президента Южной Кореи“. Интерфакс.