PlayStation Vita: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
| შემქმნელი = [[Sony Interactive Entertainment]]
| შემქმნელი = [[Sony Interactive Entertainment]]
| მწარმოებელი = [[Sony]]
| მწარმოებელი = [[Sony]]
| ოჯახი = [[PlayStation (ოჯახი)|PlayStation]]
| ოჯახი = [[PlayStation]]
| ტიპი = [[პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი]]
| ტიპი = [[პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი]]
| თაობა = [[მერვე თაობის ვიდოე თამაშების კონსოლები|მერვე]]
| თაობა = [[მერვე თაობის ვიდოე თამაშების კონსოლები|მერვე]]

11:15, 28 აგვისტო 2018-ის ვერსია

PlayStation Vita

პირველი თაობის PlayStation Vita (PCH-1000)
სხვა სახელწოდებები PS Vita,
Vita
შემქმნელი Sony Interactive Entertainment
მწარმოებელი Sony
პროდუქტის ოჯახი PlayStation
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მერვე
გამოშვების თარიღი
17 დეკემბერი, 2011
საცალო გაყიდვაში 2011-დღემდე
გაიყიდა 14.69 მილიონი (2017 წლის იანვრის მონაცემით)[1]
მედია PS Vita Card, ციფრული დისტრიბუცია PlayStation Network-ის მეშვეობით
ოპერაციული სისტემა PlayStation Vita-ს პროგრამული უზრუნველყოფა
კვება
2200 mAh[2]
  • PCH-1000:
    დაახ. 3-5 სთ თამაშისას, 5 სთ ვიდეოს ყურებისას, 9 სთ მუსიკის მოსმენისას.
    PCH-2000:დაახ. 4-6 სთ თამაშისას, 7 სთ ვიდეოს ყურებისას, 12 სთ მუსიკის მოსმენისას
პროცესორი 2 გჰც-მდე Quad Core ARM Cortex-A9 MPCore[3][4]
მეხსიერება 512 მბ ომ, 128მბ ვიდეომეხსიერება
მეხსიერების საცავი 1 გბ ფლეშ მესხიერება (მხოლოდ PCH-2000 მოდელი)
ამოღებადი საცავი PS Vita-ს მეხსიერების ბარათი (4, 8, 16, 32, 64 გბ)
მონიტორი 5 ინჩიანი (16:9) OLED (PCH-1000) და LCD სენსორული ეკრანი, 17 მილიონი ფერით, 960 x 544 qHD @ 220 ppi
გრაფიკა ოთხბირთვიანი POweVR SGX543MP4+
ხმა სტერეო სპიკერი, მიკროფონი, 3.5 მმ ყურსასმენები
შეტანა
    • უკანა ტაჩპადი
    • 16 × ღილაკი
      (Triangle, Circle, Cross, Square, D-Pad, L, R, Start, Select, PS, Volume ±, Power)
    • 2 × ანალოგური ჩხირი
კამერა წინა და 0.3 მპ უკანა კამერა
სათითური 5 ინჩიანი ტაჩპადი (უკანა მხარეს)
კავშირი IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, 3G, Blluetooth 2.1 + EDR
ონლაინ სერვისები PlayStation Network
უკუთავსებადობა PlayStation Portable (გადმოტვირთვადი)[5] PSone (გადმოტვირთვადი)
წინა PlayStation Portable
დაკავშირებული სტატიები PlayStation TV

PlayStation Vita (შემოკლებით PS Vita ან Vita) — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული Sony Interaqctive Entertainment-ის მიერ. 2011 წლის 6 ივნისს, E3-ის სონის კონფერენციაზე გამოცხადდა მისი დასახელება.[6] კონსოლი იაპონიაში გამოვიდა 2011 წლის 11 დეკემბერს,[7][8] ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში — 2012 წლის 22 თებერვალს.[8][9] PS Vita არის PlayStation Portable-ის მემკვიდრე, ეკუთვნის მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ოჯახს და კონკურენციას უწევს Nintendo 3DS-ს.

კონსოლის ორიგინალ მოდელს გააჩნია 5 ინჩიანი (130 მმ) ორგანული შუქდიოდური (OLED) სენსორული ეკრანი,[10][11] ორი ანალოგური ჯოისტიკი და Bluetooth-ის, Wi-Fi-სა და მესამე თაობის 3G ინტერნეტის მხარდაჭერა. მისი შიდა აპარატული მახასიათებლებია: ოთხ ბირთვიანი ARM Cortex-A9 MPcore-ის ცენტრალური და ოთხბირთვიანი SGX543MP-ის გრაფიკული პროცესორი.[10], 512 მბ ოპერატიული მეხსიერება.[12][13] 2013 წელს ბაზარზე გამოვიდა განახლებული PS Vita 2000 სერია,[14] უმნიშვნელოდ შეცვლილი დიზაინითა და თხელი კორპუსით, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს ბატარეიის ხანგრძლივობა[15] და OLED ეკრანი ჩანაცვლებული აქვს LCD ეკრანით.[16]. Sony-მ 2013 წელს გამოუშვა PlayStation TV,[17]რომელსაც გააჩნდა სათამაშო კონსოლის მსგავსად ტელევიზორზე მიერთების და გამოსახულების მიღების ფუნქცია, თუმცა 2015 წელს, სონიმ, PS TV-ის ვარიანტის გამოშვება შეწყვიტა.[18]

2017 წლის მონაცემით გაიყიდა კონსოლის 14,69 მილიონი ეგზემპლარი.[1] გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 25 ერთეული თამაში. თამაშების უმრავლესობა ვრცელდება PS Vita ბარათის მეშვეობით[19][20] და იყიდება მაღაზიებში, მაშინ როდესაც ზოგიერთი თამაში ისეთი, როგორიც არის Tales from Space: Mutant Blobs Attack, Super Stardust Delta და Escape Plan, შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით და ხელმისაწვდომია მხოლოდ PlayStation Store-ზე.[21] მასზე თავსებადია მისი წინამორბედის, PlayStation Portable-ის რამდენიმე თამაში. მასზე ასევე ხელმისაწვდომი იყო PlayStation Mobile-ის თამაშები, თუმცა აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეწყდა 2015 წლის სექტემბერს.[22]

მიმოხილვების აგრეგატორ Metacritic-ზე დაყრდნობით, ორიგინალი Vita-ს შიდა აპარატული შესაძლებლობები დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა.[23] თუმცა მას ხშირად აკრიტიკებენ თამაშების ბიბლიოთეკის ნაკლებობისა და აკუმულატორის მცირე ხნიანობის გამო.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Platform Totals. VGChartz. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
  2. Christopher MacManus. (14 სექტემბერი, 2011) Sony reveals PlayStation Vita battery life. CNET. CBS Interactive.
  3. PS Vita vs Nintendo 3DS vs Nintendo 3DS XL vs iPhone 4S: Specs Compared. NowGamer.com. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2012.
  4. Fenlon, Wesley. How the Sony PS Vita Will Work. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2013.
  5. PS Vita: The Ultimate FAQ – PlayStation.Blog. Blog.us.playstation.com. დაარქივებულია 16 ივლისი, 2013.
  6. NGP becomes PlayStation Vita. Eurogamer (7 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2011.
  7. Schramm, Mike. (6 აპრილი, 2011) Sony Japan denies any earthquake-related NGP delays. Joystiq. ციტირების თარიღი: 9, აპრილი, 2011.
  8. 8.0 8.1 Ivan, Tom. (4 აგვისტო, 2011) PlayStation Vita release date is 2011 in Japan, 2012 in US and Europe. Computer & Video Games. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2011.
  9. Get Your Hands on PS Vita Early with the First Edition Bundle. PlayStation Blog. Sony (27 ოქტომბერი, 2011). ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2011.
  10. 10.0 10.1 How do the PS Vita's specs stack up against the competition?. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  11. Johnny Cullen. (24 იანვარი, 2011) Sony outs tech specs for NGP. VG247. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2011.
  12. PR Newswire. (17 აგვისტო, 2011) "PlayStationVita" Expands Its Entertainment Experience by Introducing Various Applications for Social Networking Services and Communications. SYS-CON Media.
  13. Sony: why PS Vita has 512MB of RAM News – PlayStation Vita – Page 1 | Eurogamer.net. Eurogamer. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2011.
  14. 2013-09-09, 【速報】新型PS Vitaが10月10日より19929円(税込)で発売!【SCEJAプレスカンファレンス】, Famitsu
  15. Souppouris, Aaron. Sony announces thinner and lighter PlayStation Vita. The Verge. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2013.
  16. PS Vita серии PCH-2000: тоньше, легче и со встроенной памятью
  17. 9/09/13 3:56am 9/09/13 3:56am. Introducing PS Vita...TV. Kotaku. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2013.
  18. [Update PlayStation TV Discontinued In North America, Europe]. GameInformer.
  19. Vlad Savov. (27 იანვარი, 2011) Sony's next PSP, codenamed NGP. Engadget. AOL. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2011.
  20. Types of card media | PlayStation®Vita User's Guide. Manuals.playstation.net (23 აგვისტო, 2012). ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2012.
  21. Williams, Mike. PlayStation Vita Could Shift Towards Digital-Only. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  22. Gerald Lynch. PlayStation Mobile Will Power Down on July 15th. Gizmodo UK.
  23. Hardware Review: PlayStation Vita. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.

თარგი:პორტატული თამაშების კონსოლები