გაიუს მარიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Marius Glyptothek Munich 319.jpg|thumb|გაიუს მარიუსი]]
[[ფაილი:Marius Glyptothek Munich 319.jpg|thumb|გაიუს მარიუსი]]
'''გაიუს მარიუსი''' ({{lang-la|C·MARIVS·C·F·C·N}}; დ. [[ძვ. წ. 157]], [[არპინუმი]] — გ. [[13 იანვარი]], [[ძვ. წ. 86]], [[რომი]]) — [[რომის რესპუბლიკა|რომაელი]] გენერალი და შვიდგზის [[კონსული]]. იგი რომის [[მარიუსის სამხედრო რეფორმა|სამხედრო რეფორმის]] ავტორი იყო.
'''გაიუს მარიუსი''' ({{lang-la|C·MARIVS·C·F·C·N}}; დ. [[ძვ. წ. 157]], [[არპინუმი]] — გ. [[13 იანვარი]], [[ძვ. წ. 86]], [[რომი]]) — [[რომის რესპუბლიკა|რომაელი]] [[გენერალი]] და შვიდგზის [[კონსული]]. იგი რომის [[მარიუსის სამხედრო რეფორმა|სამხედრო რეფორმის]] ავტორი იყო.


== ადრეული წლები ==
== ადრეული წლები ==

15:54, 26 აგვისტო 2018-ის ვერსია

გაიუს მარიუსი

გაიუს მარიუსი (ლათ. C·MARIVS·C·F·C·N; დ. ძვ. წ. 157, არპინუმი — გ. 13 იანვარი, ძვ. წ. 86, რომი) — რომაელი გენერალი და შვიდგზის კონსული. იგი რომის სამხედრო რეფორმის ავტორი იყო.

ადრეული წლები

გაიუს მარიუსი დაიბადა ძვ. წ. 157 წელს ქალაქ არპინუმში, ლაციუმის სამხრეთ ნაწილში. მისი მშობლები უბრალო ხალხი იყო. მამამისს გაიუს მარიუსი ერქვა, ხოლო დედას ფულცინია. პლუტარქეს ცნობებით, მარიუსს არ ჰქონდა მიღებული სრულყოფილი განათლება, მან ბერძნული არც კი იცოდა. სამხედრო სამსახური ახალგაზრდა მარიუსმა კელტიბერიაში დაიწყო, სადაც სციპიონ აფრიკელი ნუმანციას იღებდა. აქ მან მალე მიიპყრო სციპიონის ყურადღება, ვინაიდან გამოირჩეოდა გამძლეობითა და სამხედრო საქმისადმი ნიჭით. ერთხელ ნადიმისას სციპიონს ჰკითხეს ეყოლებოდა თუ არა კიდევ რომს ისეთი გამოჩენილი მხედართმთავარი როგორც იგია, სციპიონმა გვერდზე მწოლ მარიუსს დაადო ხელი და თქვა, რომ შესაძლოა, სწორედ მარიუსი გამხდარიყო ასეთი მხედართმთავარი.[1]

ძვ. წ. 120 წელს მარიუსი კვინტუს ცეცილიუს მეტელუსის დახმარებით სახალხო ტრიბუნად აირჩიეს. ტრიბუნობის დროს მან შემოიღო ხმის მიცემის ახალი კანონი, რომლითაც მდიდრებს არჩევნების პროცესზე ნაკლები გავლენა ექნებოდათ. მისი პოლიტიკა ძმები გრაკჰუსების პოლიტიკას მისდევდა. მის წინააღმდეგ კონსული კოტა გამოვიდა, რომელმაც მარიუსი სენატში დაიბარა საქმის განსახილველად. სენატში მარიუსი თავისი მხრიდან დაემუქრა კოტას ციხით. კოტამ მეტელუსთან იჩივლა და ეს უკანასკნელი დაეთანხმა მას. მარიუსმა ამის პასუხად მეტელუსს ლიქტორები გაუგზავნა დასაპატიმრებლად. მეტელუსმა მხარდაჭერის მოპოვება სხვა ტრიბუნებთან სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამით მან სენატში პოპულისტის რეპუტაცია მოიპოვა. მარიუსი აქტიურად შეეწინააღმდეგა ხალხისთვის პურის დარიგებას და ამით დაიმსახურა ორივე მხარის პატივისცემა, როგორც მოუდრეკელმა და პრინციპულმა ადამიანმა.

შემდეგ წელს მას ედილობა სურდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ცოტა ხანში კი უკვე პრეტორად არჩევა სცადა. იგი უკანასკნელი კანდიდატი იყო, ვინც აირჩიეს და მაშინვე ბრალი დასდეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში. მიუხედავად მძიმე სასამართლო პროცესისა, მარიუსი გაამართლეს. პრეტორად ყოფნისას მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მას ერგო გარე ესპანეთი. იმ დროს ეს საკმაოდ ველური რეგიონი იყო. მარიუსმა იგი გაწმინდა ყაჩაღებისგან. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, დაახ. ძვ. წ. 110 წელს, მან ცოლად იულია, სენატორ გაიუს იულიუს კეისრის და, მოიყვანა ცოლად, რომელიც ძველი პატრიციული გვარის წარმომადგენელი იყო.

მარიუსის მტკიცე ხასიათზე მეტყველებს ისიც თუ როგორ გადაიტანა მან ქირურგიული ოპერაცია. მას ვენების გაფართოება ჰქონდა, ოპერაციის გაკეთების წინ მან არ მისცა ექიმს მისი დაბმის უფლება. როდესაც ოპერაცია ერთ ფეხზე ისე დასრულდა, რომ მარიუსს კვნესაც არ დასცდენია და ექიმმა მეორე ფეხზე გადასვლა დააპირა, მარიუსმა გააჩერა იგი და თქვა ”როგორც ჩანს განკურნება არ მიღირს ტკივილად”.[2]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. პლუტარქე გაიუს მარიუსი, 3.
  2. პლუტარქე, გაიუს მარიუსი, 6