ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ქვია → ჰქვია using AWB
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
{{ვიკი}}
{{ვიკი}}


ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. [[რიონი]], ჩრდილოეთით, [[რაჭა|რაჭიდან]] – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, [[ლეჩხუმი]]დან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით [[არგვეთი]]ს მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს.
ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. [[რიონი]], ჩრდილოეთით, [[რაჭა|რაჭიდან]] – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილო-დასავლეთით, [[ლეჩხუმი]]დან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით [[არგვეთი]]ს მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს.
ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

12:27, 23 აგვისტო 2018-ის ვერსია

ოკრიბა — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი, მოიცავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ოკრიბა ეწოდება ქალაქ ტყიბულის ერთ-ერთ ქუჩას, ადგილობრივ გაზეთს, ადგილობრივ ტელევიზიას, ავტოსადგურს ქალაქ თბილისში

გეოგრაფია


ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. რიონი, ჩრდილოეთით, რაჭიდან – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილო-დასავლეთით, ლეჩხუმიდან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით არგვეთის მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილს რელიეფის მიხედვით ოკრიბა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილად აქვს დაყოფილი. ოკრიბას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, კერძოდ, ამბროლაურის რაიონი, სამხრეთით - თერჯოლის რაიონი, აღმოსავლეთით - ჭიათურის რაიონი, ნაწილობრივ კი წყალტუბოს რაიონი დასავლეთით, «უკიდურესი დასავლეთი ქიმით" კი ქუთაისს ემიჯნება.

ოკრიბის მაქსიმალური გავრცელება 22 კილომეტრია ჩრდილოეთიდან სამხრეთით, 40 კილომეტრია დასავლეთიდან აღმოსავლეთით. საერთო სიგრძე 120 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მთლიანი ტერიტორია 463 კვადრატულ კილომეტრს აღემატება.

ოკრიბაშიც, ისე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ნაპოვნია პირველყოფილი ადამიანის კვალი. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად, მოწამეთის მახლობლად, მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე, «საკაჟიას" გამოქვაბულში აღმოჩენილია პალეოლითური კულტურა. ისტორიული ოკრიბა ცაგერის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის რაიონების ნაწილსაც მოიცავდა. დღევანდელი ოკრიბა მხოლოდ ტყიბულის რაიონს წარმოადგენს.

ოკრიბაში შემოდიოდა მთა ხიდისთავი, მთა გურმუხული, მთა უდაბნო; სოფელი გოგნი; მდინარეები ქვერუნა და ოქონა; ოქონის გორა, მაჭატაურ-თხილწყარომდე. ოკრიბის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი დღეს სოფელ მუხურის სიახლოვეს გადის (სოფელი მუხურა 1930 წლიდან შემოდის ტყიბულის რაიონის შემადგენლობაში, მანამ ეკუთვნოდა ჩხარს). თერჯოლის რაიონს ოკრიბიდან გამოყოფს დოხორის მთა, რომელიც, როგორც ხალხი იტყვის, «გაწვდილია მოწამეთიდან ცუცხვათამდე". დღესაც მიუთითებენ ადრე მის შემადგენლობაში მყოფ თერჯოლის სოფლებთან (გოდოგანი, ნაგარევი, სეფარეთი) დამაკავშირებელ «მოკლეებზე". მოწამეთიდან სეფარეთში გადასასვლელი ტოპონიმის სახელია «ჯორჯაის ქალები". ხოლო ტოპონიმი «ქვაურია" აკავშირებს გელათს გოდოგანთან. კურსებიდან გოდოგანში გადასასვლელს ჰქვია «ზელობანი". «უნაგირა" ცუცხვათს აკავშირებს ნაგარევთან, «გუმბრალა" კი ძუყნურიდან სიმონეთში გადასასვლელს ჰქვია. ოკრიბაში შემოდიოდა თერჯოლის სოფლები ჭოგნარი და ოდილაური.

ოკრიბის სამხრეთის საზღვრის აღნიშვნისას ვახუშტის მიერ მოხსენიებული "კახნიაური" (დღევანდელი "კახიანაური") ქუთაისშია, წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე, «ბალახვნის გაგრძელებაზე" (ქდსკი მასალები). ოკრიბას ქუთაისიდან დღეს ჰყოფს ტოპონიმები: «გოდორა ", «ღარასკეთი", «სილახოხია".

ოკრიბის ჩრდილო ნაწილი «ნაქერალას", «თავშავას", «გორმაღალას" და «ამბახის" სამხრეთი ფერდობებითაა წარმოდგენილი. ისინი მდინარეთა ხევ-ხეობებით არიან დანაწევრებული.

ოკრიბის ჩრდილოეთ საზღვარზე არსებულ მთებს «მთასაყდარს" (წმინდა გიორგის მთა), «ძმუისის მთას", «მოხოულს", «გადაჩეხილას", «ველიეთის" და «სოჩხეთის მთებს" უწოდებენ. აღმოსავლეთითაა «ცხრა ჯვარი", «ნაქერალა" (მუხურის, ტყიბულის, ძმუისის მთებს ოკრიბლები «ნაქერალას ეტყვიან"), «ტყიბულის მთები" (მას «დამწვარ მთებსაც" ეძახიან) და «მუხურის მთები".

ადრე თუ ოკრიბის დასავლეთი საზღვარი ცხენისწყლის მიდამოებამდე მიდიოდა, დღეს წყალწითელას და რიონის ხეობათა შორის, ქუთაისიდან ჩრდილოეთით გავრცელებულ ტოპონიმებში («ღარასკეთი", «ნოღითავი", «სილახოხია", «უთფირები", «ოწესის მთა", «საკაკილე ოწესი" «დათვის სახოხიალო", «თამარსოული", «პატარა ხვამიცა" «ბერსათრიელა", «საოჯოლო მთა", «მდინარე ლეყერეთი", «სატოფავი", «წიფლარი", «ბონდის ხიდი", «ბჟოლარი", «რიონი პირები", «საბრეგელა მთა", «ლეხიდრის წისმვილი") დევს.

ვახუშტი ბაგრატიონის მიერ ჩამოთვლილ ოკრიბის ოიკონიმებს შორის ორმა _ კურსები ¬ ყურსები და ტყიბული ¬ ტყირბული ფონეტიკურად სახე იცვალა. ტოპონიმი «მწვანე ყვავირა" ® «მწვანე ყვავილა" დღეს ქუთაისშია. ვახუშტის მიერ რუკაზე დატანილი «მაღველაური", რომელიც კურსებს ზევით, ბუეთამდეა ნახსენები ჩათვლილია სოფელ ქვედა ჭყეპის ერთ-ერთ დასახლებულ უბნად. ხოლო ბობოთის დასავლეთით დასახელებული «დაბა ჟორჟოლაძე" ადგილმდებარეობით სოფელ ხრესილს უახლოვდება. ჯერჯერობით დაუდგენელია კისორეთსა და ლეყერეთს შორის მდებარე «კაციეთის" და კითხიჯსა და სოჩხეთს შორის მდებარე «საღორას" თანამედროვე შესატყვისი.

ოკრიბის ჰიდროგრაფიული სახის აღწერისას ვახუშტი ჩამოთვლის არა მხოლოდ რეგიონის ძირითად მდინარეებს, არამედ შემდინარეებსაც: «ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზევით, მოერთვის წყალ-წითელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით".

მდინარე წყალწითელას, რომელიც სათავეს იღებს სოჩხეთის და ძიროვანის მთებს შორის, სახელი ერქმევა მას შემდეგ, რაც იგი ხრესილის ბოლოში, სოფელ ბუეთთან შეუერთდება მთის ჭალას, იგივე ძიროვნის წყალს.

ვახუშტისეული «ცუცხვათის ხევი" უნდა იყოს მდინარე «ჭიშურა", ან «ცუცხვათის ნაბეღლავიდან" წამოსული ცუცხვათის ღელე. «მოწამეთის ხევი" უნდა იყოს «ქაჯის ღელე" _ «საქაჯია", «ძმუისის ხევი" _ მდინარე ლეხიდარი, ხოლო «მუყელეთის ხევი" არის ლეყერეთში გამომავალი მდინარე ლეყერეთი. ვახუშტი ბატონიშვილი, გარდა იმისა, რომ დაწვრილებით მოგვითხრობს ოკრიბის საზღვრების, მისი მოსახლეობის ხასიათის, გარემო პირობების შესახებ, ინფორმაციას გვაწვდის რეგიონის ციხეთა შესახებაც. თუმცა ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვახუშტის მიერ დასახელებული ცუცხვათის, საწირის, მიტლოკინის, მუხურის, ძმუისის, ჯვარისის, გელათის ციხეების გარდა ოკრიბაში დავადასტურეთ ანტორიის, კითხიჯის, ბობოთის, ციხიის, კურსების, წყალწითელას, ძიროვნის, ხრესილის ციხეები.

ოკრიბის ციხეთა შორის თავის დანიშნულებით და მდებარეობით გამორჩეულია ცუცხვათის ციხე, რომელიც დგას «გოდოგანს ზეით, ცუცხვათის ხევზე", რომელიც «შეთხრით აღიღეს ოსმალთა ქრისტესსა ჩღკა, ქართულსა უთ და უპყრავთ აწცა მათ". როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლიანად მითითებულია, ცუცხვათის ციხე ბატონობდა მთელს ოკრიბაზე და წარმოადგენდა აღნიშნული რეგიონის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრს. ცუცხვათის გვერდით «მოხსენიებულია (ასევე იყო XV-XVI საუკუნეშიც) სოფელი «ოხომირა", რაც სიტყვა-სიტყვით იგივე უქიმერიონია. ცუცხვათის საციხისთავო დიდი ტერიტორია უნდა ყოფილიყო რიონისა, წყალწითელა-ჭიშურასა და ნაქერალას შუა. შეიძლება ამ საციხისთაოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგვიანევი მოწმობა იყოს, რომ აგიაშვილები ციხისთავთ-ციხისთავები არიან, ხოლო ოკრიბაში თავადი არავინაა და ოკრიბელნი მეფის ტალანი იყვნეს" (ნ. ბერძენიშვილი).

ვახუშტი «მიტლოკინის ციხეს" ასახელებს «საწირის წყალზე". ადგილობრივები ამ ციხეს «ოჯესტის ციხის" სახელით იხსენიებენ. იგი კარტოგრაფიულ რუკაზე წყალწითელას ხეობაში, სოფელ ქვედა ჭყეპშია აღნიშნული. «ოჯესტას" ახსნის დროს გათვალისწინებულია მეგრული «დოკინუა" - დაკავება, შეკავება.

ძიროვანი ოკრიბის ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. სოფელში ციხის არსებობას ადასტურებს ტოპონიმი «ნაციხვარი". «ადგილს «ნაციხვარი იმიტომ ჰქვია, რომ არის ციხე". საისტორიო საბუთებში არაა დაფიქსირებული წყალწითელას (სოფელ წყალწითელას _ დ. შავიანიძე) ციხე, რომელიც გვიან საუკუნეებში აშენებული ჩანს. მნიშვნელოვან თავდასაცავ ნაგებობას წარმოადგენს ხრესილის ციხე. სოფელ კურსებში გრიგოლ გოგოლაშვილის ეზოში დღესაცაა «ბერიციხის" ნარჩენი". ოკრიბის სათავდაცვო ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სოფელ ციხიის ციხე. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სოფელ კითხიჯში «ადგილს ჰქვია «ბერიციხე". საისტორიო წყაროებსა და საბუთებში არსად არაა დაფიქსირებული სოფელ ანტორიის ციხეც.

ისტორია

ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი ქვის ხანიდანაა დამოწმებული. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდინარე წყალწითელას ხეობაში: ცუცხვათის მღვიმეში, ნაქერალას ქედის ფერდობზე, ახალსოფლის ტბის მიდამოებსა და მდინარე საბელასურის ხეობაში. ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში გადაღმა წყალწითელა, სოჩხეთი, ჯვარისა, ოჯოლა, გელათი, კურსები, ოხომირა.

ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, სალომინაო და საჯავახო. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. იმერეთის სამეფოს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი და მოწამეთა

მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და არგვეთში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: ოჯოლაში (6 კომლი) და საწირეში (32 კომლი). ისტორიული დოკუმენტები და ეთნოგრაფიული მასალები ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. ზედუბანი, დაბაძველი, საწირე, ივანეული, მანდიკორი, ბობოთი, ძიროვანი მხეიძეთა სათავადოში შედიოდა. მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფალი იყო, საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ ცუცხვათი, ტყიბული, სკიპი, ვაშლარი, ჭყეპი, სოჩხეთი, გურნა, ახალსოფელი, ძუყნური, კისორეთი, ანტორია. აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. ოჯოლელ ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ ლეყერეთი.

XIX საუკუნიდან ოკრიბა სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.

ეტიმოლოგია

ოკრიბა წყაროებში პირველად 1071 წელს იხსენიება. სახელწოდება მომდინარეობს ლაზური "კირიბ" სიტყვიდან, რაც საბატკნეს ნიშნავს. ხალხში გავრცელებული ლეგენდის თანახმად სოლომონ მეფეს ჩაუვლია ოკრიბის ტერიტორიაზე, ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს "ვო კრებაო" და ამის შემდეგ ჰქვია ოკრიბა.

ლიტერატურა

  • ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით, ოკრიბა, თბილისი, რაეო. 2003.
  • სოსელია ო. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური ისტორიიდან ტ. 1, თბილისი, 1973
  • ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა ტ. 4, თბილისი, 1973.

რესურსები ინტერნეტში