დავით ქირია (კიკბოქსინგი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39: ხაზი 39:
აღსანიშნავია, რომ GLORY-ს ოფიციალურ რეიტინგში იმ დროისთვის პირველ ადგილზე მყოფ რისტის ზურგს 44 გამარჯვება უმაგრებდა და მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა, თუმცა, ქართველ მებრძოლთან მაინც ვერაფერს გახდა.<ref>{{cite web|url=https://worldsport.ge/ge/page/davit-qiria-msoflios-chempionia|title=დავით ქირია მსოფლიოს ჩემპიონია!|accessdate=2014-03-10}}</ref>
აღსანიშნავია, რომ GLORY-ს ოფიციალურ რეიტინგში იმ დროისთვის პირველ ადგილზე მყოფ რისტის ზურგს 44 გამარჯვება უმაგრებდა და მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა, თუმცა, ქართველ მებრძოლთან მაინც ვერაფერს გახდა.<ref>{{cite web|url=https://worldsport.ge/ge/page/davit-qiria-msoflios-chempionia|title=დავით ქირია მსოფლიოს ჩემპიონია!|accessdate=2014-03-10}}</ref>


[[2017]] წლის [[26 ნოემბერი|26 ნოემბერს]] დავით ქირიამ [[პარიზი|პარიზში]] გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა ცნობილი უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ხოლო ფინალში ასევე დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ და ფრანგულ კიკბოქსინგში დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს.
[[2017]] წლის [[26 ნოემბერი|26 ნოემბერს]] დავით ქირიამ [[პარიზი|პარიზში]] გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა უკრაინელი მებრძოლი [[სერგეი კალიუბა]], ხოლო ფინალში ასევე დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფრანგი [[ლუდოვიკ ნასიბოუ]] და დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს.


==ტიტულები==
==ტიტულები==

19:12, 2 აგვისტო 2018-ის ვერსია

დავით ქირია
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 9 თებერვალი, 1989
დაბ. ადგილი ზუგდიდი, საქართველო
სიმაღლე 170 სმ
წონა -70 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი აშიჰარა კარატე, კიკბოქსინგი, სავატე
კლუბი Golden Glory
მწვრთნელი სიეფ ვებერი, ნიეკი ჰოლცკენი, ბაჩუკი ფარცვანია

დავით ქირია (დ. 9 თებერვალი, 1988, ზუგდიდი, საქართველო) — ქართველი კიკბოქსიორი. იბრძვის მსუბუქ წონით კატეგორიაში. 2014 წლის 8 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი K1-Glory ვერსიაში, მსუბუქ წონით კატეგორიაში.

კარიერა

დაიბადა ზუგდიდში, საქართველოში. 9 წლის ასაკში დაიწყო აშიჰარა კარატეს შესწავლა აშიჰარა კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციაში.[1] 10 წლის ასაკიდან დაიწყო კარატეს ტურნირებზე გამოსვლა მის მწვრთნელთან, დავით ფარცვანიასთან ერთად. მოგვიანებით გადავიდა ჰოლანდიაში, სადაც ვარჯიშობდა აშიჰარა კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ დეივ იონკერსთან Golden Glory-ს დარბაზში ლეგენდარულ მძიმე წონით კატეგორიაში მებრძოლ სემ შილტთან ერთად.[2] 2009 წელს მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი კიოკუშიკაი კარატე კამაკურაში.[3][4]

2008 წელს, თურქეთში, სტამბოლში გამართულ Ring Masters Olympia-ს საშუალო მსუბუქ წონით კატეგორიაში გამართულ ტურნირზე ის გავიდა ფინალში, სადაც სამრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა სომრაკ კამსინგთან.[5]

ამის შემდეგ, ქირიამ გადაინაცვლა საშუალო წონით კატეგორიაში. 2010 წლის 17 აპრილს, მან მონაწილეობა მიიღო 8 სუპერმებრძოლის ტურნირში ფრანკფურტში, გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედფინალში წააგო მარკო პიკესთან, მან მაინც მიიღო მონაწილეობა ნახევარფინალში შემსი ბექირის ნაცვლად, რომელმაც ვეღარ განაგრძო ბრძოლა ცხვირის გატეხვის გამო. შემდეგ მან წააგო კრის ვან ვენპოეპთან.[6]

სპორტის რამდენიმე გამოცდილ მებრძოლთან განცდილი რამდენიმე მწარე მარცხის შემდეგ, ქირიამ საბოლოოდ მიაღწია დიდ გამარჯვებას K-1-ის ვეტერან უილიამ დინდერთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში ასენში, ჰოლანდიაში.[7]

ქირია 2014 წლის 8 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული საპრომოუტერო კომპანია GLORY-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის გამარჯვებული გახდა. მსუბუქი წონითი კატეგორიის (70 კგ-მდე) ფინალურ შეხვედრაში სურინამელი ენდი რისტი მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ GLORY-ს ოფიციალურ რეიტინგში იმ დროისთვის პირველ ადგილზე მყოფ რისტის ზურგს 44 გამარჯვება უმაგრებდა და მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა, თუმცა, ქართველ მებრძოლთან მაინც ვერაფერს გახდა.[8]

2017 წლის 26 ნოემბერს დავით ქირიამ პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ხოლო ფინალში ასევე დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ და დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს.

ტიტულები

კარატე

კიკბოქსინგი

  • Glory
    • მსუბუქი წონა: ჩემპიონი
  • შერეული ორთაბრძოლები
    • MFN ჩემპიონი
  • Ring Masters Olympia
    • 2008 წლის Ring Masters Olympia: ფინალისტი

სავატე

  • კუნგფუს მსოფლიო თასის ჩემპიონი
    • 2017 KFWC savate pro -70 კგ: ჩემპიონი

სქოლიო

  1. Ashihara International Karate Organisation (AIKO). ციტირების თარიღი: 2016-01-24.
  2. Rian Scalia. Davit Kiria: Road To GLORY Final 8 Video. ციტირების თარიღი: 2016-01-24.
  3. Kickboxing: America's Hollenbeck draws world number one in Glory Final 8. ციტირების თარიღი: 2016-01-24.
  4. 話題の成分クレアチニン|あまり耳にしない成分の恐るべく効果. ციტირების თარიღი: 2016-01-24.
  5. YouTube. YouTube. ციტირების თარიღი: 2016-01-24.
  6. http://www.groundandpound.de/allgemein/news/marco-pique-gewinnt-tournament/&usg=ALkJrhi_CpJWcNIbCpsx443_Yr7QjI2HNw
  7. Ashihara International Karate Organisation (AIKO) (2010-10-09). ციტირების თარიღი: 2016-01-24.
  8. დავით ქირია მსოფლიოს ჩემპიონია!. ციტირების თარიღი: 2014-03-10.