თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო''' საქართველოში, ქართ...
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო''' [[საქართველო]]ში, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა [[1803]] წელს საქართველოს მთავარმართებლის [[პავლე ციციანოვი|პ. ციციანოვის]] ხელმძღვანელობით. დებულებაში განმარტებული იყო ამ ორგანიზაციის დაარსების მიზანი, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესი. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს არჩევნები ტარდებოდა 3 წელიწადში ერთხელ. ირჩევდნენ როგორც "საქართველოს გუბერნიის" (ქართლ-კახეთის) [[თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) |თავად-აზნაურთა წინამძღოლს - მარშალს]], ისე ცალკეული მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). [[მაზრა|მაზრებისა]] და [[გუბერნია|გუბერნიის]] მარშლებს უფლება ჰქონდათ თავადაზნაურობის საჭიროებისათვის ეშუამდგომლათ საქართველოს უმაღლეს მთავრობაში ან რუსეთის მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო მოწყობილი იყო რუსეთის შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმის სოციალურ-პოლიტიკური და საადგილმამულო გეგმები ზოგჯერ ქართველ თავად-აზნაურების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ცარიზმი ანგარიშს უწევდა ქართველ თავადაზნაურთა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას შეესაბამებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ძირითადი საქმიანობდა საქართველოში საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით და თავად-აზნაურების წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს დაარსებით ცარიზმს სურდა ქართველი [[თავადაზნაურობა]] ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოციალურ-პოლიტიკურად რუს მემამული - "პომეშჩიკებთან" გაეთანაბრებინა და თავის სოციალურ და პოლიტიკურ დასაყრდენად ექცია. დასავლეთ საქართველოში თავადაზნაურთა ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა 1851 წელს, [[ქუთაისი|ქუთაისში]].

==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*'' გოგოლაძე დ.,'' საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800-1864 წწ., თბ., 1971;
*''კიკვიძე ა.,'' საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954;
* ''გოგოლაძე დ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 561, თბ., 1979

10:17, 27 ნოემბერი 2007-ის ვერსია

თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო საქართველოში, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1803 წელს საქართველოს მთავარმართებლის პ. ციციანოვის ხელმძღვანელობით. დებულებაში განმარტებული იყო ამ ორგანიზაციის დაარსების მიზანი, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესი. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს არჩევნები ტარდებოდა 3 წელიწადში ერთხელ. ირჩევდნენ როგორც "საქართველოს გუბერნიის" (ქართლ-კახეთის) თავად-აზნაურთა წინამძღოლს - მარშალს, ისე ცალკეული მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). მაზრებისა და გუბერნიის მარშლებს უფლება ჰქონდათ თავადაზნაურობის საჭიროებისათვის ეშუამდგომლათ საქართველოს უმაღლეს მთავრობაში ან რუსეთის მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო მოწყობილი იყო რუსეთის შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმის სოციალურ-პოლიტიკური და საადგილმამულო გეგმები ზოგჯერ ქართველ თავად-აზნაურების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ცარიზმი ანგარიშს უწევდა ქართველ თავადაზნაურთა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას შეესაბამებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ძირითადი საქმიანობდა საქართველოში საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით და თავად-აზნაურების წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს დაარსებით ცარიზმს სურდა ქართველი თავადაზნაურობა ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოციალურ-პოლიტიკურად რუს მემამული - "პომეშჩიკებთან" გაეთანაბრებინა და თავის სოციალურ და პოლიტიკურ დასაყრდენად ექცია. დასავლეთ საქართველოში თავადაზნაურთა ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა 1851 წელს, ქუთაისში.

ლიტერატურა

  • გოგოლაძე დ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800-1864 წწ., თბ., 1971;
  • კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954;
  • გოგოლაძე დ., ქსე, ტ. 4, გვ. 561, თბ., 1979