ვახტანგ შამილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ დაემატა კატეგორია:დაბადებული 15 სექტემბერი გაჯეტ HotCat-ით |
მ დაემატა კატეგორია:გარდაცვლილი 5 დეკემბერი გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 1935]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1935]] |
||
[[კატეგორია:დაბადებული 15 სექტემბერი]] |
[[კატეგორია:დაბადებული 15 სექტემბერი]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 5 დეკემბერი]] |
11:17, 16 ივლისი 2018-ის ვერსია
ვახტანგ შამილაძე (დ. 15 სექტემბერი, 1935 — გ. 5 დეკემბერი, 2010) — ქართველი ეთნოლოგი და კულტურის ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1986 წ.) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1979 წ.), პროფესორი (1986 წ.).
1959-1983 წლებში მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს - დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1984 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგეა, შეთავსებით მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ავტორია 7 მონოგრაფიისა და მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც განიხილავს ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი ზოგადთეორიულ ასპექტებს, ეთნოგრაფიულ მეთოდიკასა და მეთოდოლოგიურ საკითხებს. 1993 წლიდან აშშ-ში კავკასიურ კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრია, 1977 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 918, თბ., 2002.