კლარჯეთის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 212.72.158.122 ცვლილებების გაუქმება (№3453505)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მმ*|კლარჯეთი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Iberia-ka.svg|310px|მინი|იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს, რომლის საერისთავოთაგან ერთ-ერთი კლარჯეთი.]]
[[ფაილი:Iberia-ka.svg|310px|მინი|იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს, რომლის საერისთავოთაგან ერთ-ერთი კლარჯეთი.]]
'''კლარჯეთის საერისთავო''' — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. [[ფარნავაზ I]]-ის ეპოქაში ქართლის ანუ [[იბერიის სამეფო|იბერიის სამეფო]] 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,<ref>გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232</ref> მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა [[შავშეთი|შავშეთსა]] და [[ტაო|ამიერ-ტაოსაც]] მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა [[აზონი|აზონის]] დამარცხება და [[არიან-ქართლი|არიან-ქართლის]] ინკორპორაცია მოახდინა.<ref>ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4</ref> [[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრება“]] მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:
'''კლარჯეთის საერისთავო''' — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. [[ფარნავაზ I]]-ის ეპოქაში ქართლის ანუ [[იბერიის სამეფო|იბერიის სამეფო]] 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,<ref>გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232</ref> მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა [[შავშეთი|შავშეთსა]] და [[ტაო|ამიერ-ტაოსაც]] მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა [[აზონი|აზონის]] დამარცხება და [[არიან-ქართლი|არიან-ქართლის]] ინკორპორაცია მოახდინა.<ref>ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4</ref> [[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრება“]] მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:

18:43, 11 ივლისი 2018-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლარჯეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს, რომლის საერისთავოთაგან ერთ-ერთი კლარჯეთი.

კლარჯეთის საერისთავო — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. ფარნავაზ I-ის ეპოქაში ქართლის ანუ იბერიის სამეფო 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,[1] მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა შავშეთსა და ამიერ-ტაოსაც მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა აზონის დამარცხება და არიან-ქართლის ინკორპორაცია მოახდინა.[2] „ქართლის ცხოვრება“ მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:

(ფარნავაზმა) ...გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე.

ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, თავი მესამე

საერისთავოს უძველესი ცენტრი იყო ციხე თუხარისი, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს დაუარსებია.[3]

I საუკუნეში, კლარჯეთის საერისთავოს იმჟამინდელმა ერისთავმა, დაიმსახურა მეფე ადერკის წყრომა. მიზეზი ის იყო, რომ ერისთავი მის სამფლობელოში ჩასულ ანდრია პირველწოდებულს, შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეხვდა.[4]

III საუკუნის შუა ხანებში კლარჯეთის ერისთავი, „ქვემო ივერიის“ ანუ დასავლეთ საქართველოს სხვა ოთხ ერისთავთან ერთად, მეფე ამაზასპის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.[5]

V საუკუნეში, სავარაუდოდ 456[6] წელს, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიისაგან დაიბრუნა დაახ. 370 წელს წართმეული კლარჯეთი და მის გამგებლად თავისი ძუძუმტე, არტავაზი დანიშნა. სააღმშენებლო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, მეფემ ადმინისტრაციული ცვლილებაც მოახდინა და ერისთავის რეზიდენციად ახლადაშენებული არტანუჯი დაადგინა.

ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა ახიზის და ააშენა არტანუჯის ციხეები. მანვე ააშენა ოპიზის მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.[7]

კლარჯეთის საერისთავომ არსებობა იბერიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს არსებობის პერიოდშიც განაგრძო. სტეფანოზ I-დან აშოტამდე მას უშუალოდ ბაგრატიონები განაგებდნენ.[8] აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი ქართველთა სამეფოს მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით 1011 წელს ბაგრატ მესამემ დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.[9]

1191 წელს, ზაქარია ასპანისძის თამარ მეფის მიერ, შავშეთის, კლარჯეთისა (არტანუჯის) და ტაოს ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, ფანასკეთის (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე ფანასკეთში იყო.[10]

კლარჯეთის ერისთავები

  • არტავაზი (V საუკუნე)

ბაგრატიონთა დინასტია[8]

ბაგრატიონთა კლარჯეთის შტო:[11]

  • ადარნასე I კლარჯი აშოტ I კურაპალატის ძე (830-869)
  • გურგენ I ადარნასე I-ის  ძე (869-891)
  • ადარნასე II გურგენ I-ის ძე (891-896)
  • დავით (II)[კომენტარი 1] ადარნასე II-ის ძე (896-908)
  • აშოტ (III) კუხი, გურგენ I-ის ძე (908-918)
  • გურგენ II (IV) დიდი, ადარნასეს ძე (918-941) მაგისტროსი; კლარჯეთის, ჯავახეთის, აჭარისა და ნიგალის მფლობელი. უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა და მისი სამფლობელოები არტანუჯელმა ბაგრატიონებმა დაიკავეს.
არტანუჯის ერისთავები:[11]
  • სუმბატ I არტანუჯელი, ადარნასე კლარჯის ძე, მამფალი და ანთიპატრიკი (869-889)
  • ბაგრატ I სუმბატის ძე, მამფალი (889-909)
  • დავით I სუმბატის ძე (909-943)
  • სუმბატ II (III) დავითის ძე (943-988)
  • დავით II (IV) სუმბატის ძე (988-992)
  • სუმბატ III (IV) ბაგრატის ძე, დავითის ძმისწული (992-1011)

იხილეთ აგრეთვე

კომენტარები

  1. აქაც და შემდეგაც, ნუმერაცია ფრჩხილებში მოთავსებულია ე. თაყაიშვილის ბაგრატიონთა გენეალოგიური ტაბულის მიხედვით.

სქოლიო

  1. გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
  2. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
  3. დ. მუსხელიშვილი, სტ „თუხარისი“, ქსე, ტ.5, გვ. 30
  4. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
  5. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
  6. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
  7. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
  8. 8.0 8.1 მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. ISBN 99940-11-30-8
  9. ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117
  10. ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ.10, გვ. 217
  11. 11.0 11.1 ტაო-კლარჯეთის მეფეები და ერისთავები