ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41: ხაზი 41:
|საფოსტო ინდექსი =
|საფოსტო ინდექსი =
|საიტი =
|საიტი =
|კატეგორია ვიკისაწყობში =Khidistavi (Chokhatauri district)
|კატეგორია ვიკისაწყობში =Khidistavi (Chokhatauri Municipality)
}}
}}
'''ხიდისთავი''' — სოფელი [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში]], თემის ცენტრი: (ხიდისთავი, [[ახალშენი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ახალშენი]], [[ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ზენობანი]], [[მეწიეთი]], [[წიფნაგვარა]], [[ჭაჭიეთი]]). სოფელში ფუნქციონირებს [[საზოგადოებრივი ცენტრი]].
'''ხიდისთავი''' — სოფელი [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში]], თემის ცენტრი: (ხიდისთავი, [[ახალშენი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ახალშენი]], [[ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ზენობანი]], [[მეწიეთი]], [[წიფნაგვარა]], [[ჭაჭიეთი]]). სოფელში ფუნქციონირებს [[საზოგადოებრივი ცენტრი]].
ხაზი 83: ხაზი 83:
Khidistavi - Nodar Dumbadze Bridge.jpg|ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდი მდინარე გუბაზოულზე
Khidistavi - Nodar Dumbadze Bridge.jpg|ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდი მდინარე გუბაზოულზე
Khidistavi - Sapcho.jpg|სოფლის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა
Khidistavi - Sapcho.jpg|სოფლის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა
Khidistavi Obelisk.JPG|1905 წლის ობელისკი
Khidistavi Obelisk.JPG|ობელისკი, რომელიც ეძვნება სტალინის სიტყვით გამოსვლას სოფლის კრებაზე 1905 წელს
Khidistavi Library.jpg|ბიბლიოთეკა
Khidistavi - Bus Stop on main square.jpg|ავტობუსის გაჩერება
Didi Kvebi.jpg|მდინარე გუბაზოული
</gallery>
</gallery>



08:20, 6 ივლისი 2018-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიდისთავი.
სოფელი
ხიდისთავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°57′38″ ჩ. გ. 42°14′25″ ა. გ. / 41.96056° ჩ. გ. 42.24028° ა. გ. / 41.96056; 42.24028
დაარსდა მეზოლითი
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ოცხანა
ცენტრის სიმაღლე 230
მოსახლეობა 303[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ხიდისთავი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი). სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 27 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

ისტორია

1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზოულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი.[3] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.[4]

ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. ის იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი და მეწიეთი. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[5]1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.

სოფელში დგას ობელისკი, რომელიც აღმართულია იმის ნიშნად, რომ 1905 წლის რევოლუციის დროს აქ სიტყვით გამოვიდა იოსებ სტალინი.[6] სტალინის სახელი ეწოდა საბჭოთა პერიოდში მოქმედ კოლმეურნეობას, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 303 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[7] 1944
1893[8] 2598
2002[2] 463 202 261
2014[1] 303 143 160

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადნენ:

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. დ. ქორიძე, „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ 16 — 1964 წ.
  4. რ. გიორგაძე„ახალი აღმოჩენები“ //„ლენინის დროშა“ — 6 ივნისი, 1964 წ.
  5. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.177 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  6. მ. კილაძე, გურიის გლეხთა რევოლუციური ბრძოლის სახელოვანი ფურცელი, გაზეთი „ლენინის დროშა“, N10, გვ 3., 1955 წ.
  7. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  8. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340