ტრაპეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წაიშალა კატეგორია:რელიგია გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 24: ხაზი 24:
* ლ. ხაჭაპურიძე, „ერთი საეკლესიო ტერმინისათვის (ტრპეზი)“, ქართველური მემკვიდრეობა, 1998, გვ. 316-321
* ლ. ხაჭაპურიძე, „ერთი საეკლესიო ტერმინისათვის (ტრპეზი)“, ქართველური მემკვიდრეობა, 1998, გვ. 316-321


[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:ეკლესია]]
[[კატეგორია:ეკლესია]]

18:19, 5 ივლისი 2018-ის ვერსია

ტრაპეზი

ტრაპეზი (ბერძ. Τράπεζα — მაგიდა) — ტაძარში ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში უსისხლო მსხვერპლშეწირვის ადგილს, საიდანაც ხდება კურთხევა. ტრაპეზად მოიაზრება, როგორც საკურთხევლის ნაწილი, ისე თავად ოთხკუთხა (ხის ან ქვის) მაგიდა რომელიც საკურთხევლის შუაგულშია ან საკურთხეველტანაა მიდგმული.

ტრაპეზზე საიდუმლოდ, უხილავად სუფევს თვით უფალი, როგორც მეუფე და მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მსოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები.

ტრაპეზი ოთხკუთხა და მირონცხებული მაგიდაა ძვირფასი ქსოვილით შემკული. მასზე ასვენია ლიტურგიისათვის აუცილებელი სიწმინდეები: ოდიკი, სახარება, წმიდა სანაწილე, ჯვარი, შვიდსანთლა.

ძველად საქართველოში ტრაპეზი ქვის იყო და ამასთანავე საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელთან მიდგმული.

ძველ წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში ტრაპეზი სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება:

  1. მას, როგორც საჟამნე მაგიდას, მსგავსად ძველი აღთქმისა, საკურთხველიც ეწოდება, რადგანაც კურთხვეა მასზე აღესრულება.
  2. იმ სივრცის აღსანიშნავად, სადაც ტრაპეზი დგას და კურთხევა ხდება, გვხვდება ტერმინები: საკურთხველი და ტრაპეზი.

საკურთხეველი წარმოადგენს აღმოსავლეთით, კანკელს მიღმა სივრცეს. მას ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება სამკვეთლო და სადიაკვნე. საგულისხმოა ის ფაქტი რომ VI საუკუნემდე საქართველოს ტაძრებისათვის არ იყო დამახასიათებელი დღევანდელი სამნაწილიანი საკურთხველი. სადიაკვნე და სამკვეთლო ამ დროს ტაძრის გარეთ აგებულ შენობებში იყო მოწყობილი, ან სამკვეთლოს მაგიდა საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელთან იდგა. XVII საუკუნიდან, რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების შემდგომ, სამკვეთლოსა და საკურთხეველს ერთი საერთო კანკელი ჰყოფთ შუა ტაძრისაგან. დღეს ასეთ სამნაწილედ საკურთხველიან ეკლესიებში საკურთხევლად იწოდება არა მარტო ის ადგილი, სადაც ტრაპეზი მდებარეობს, არამედ კანკელს მიღმა სივრცე, რომელიც სადიაკვნესა და სამკვეთლოს მოიცავს.

საკურთხევლის (როგორც კანკელის მიღმა სივრცის) პარალელურ ტერმინად ძველ წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში გვხვდება ტრაპეზიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ძველად ის არ გულისხმობდა სადიაკვნესა და სამკვეთლოს.

წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში ტერმინი ტრაპეზი გვხვდება, აგრეთვე სხვა მნიშვნელობითაც:

  1. ტაბლის, სუფრის აღსანიშნავად.
  2. მონასტრის სასადილოს აღსანიშავად.

ლიტერატურა

  • ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.
  • ლ. ხაჭაპურიძე, „ერთი საეკლესიო ტერმინისათვის (ტრპეზი)“, ქართველური მემკვიდრეობა, 1998, გვ. 316-321