ვახტანგ შამილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:დაბადებული 1935 გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 8: ხაზი 8:
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი ეთნოლოგები]]
[[კატეგორია:ქართველი ეთნოლოგები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1935]]

07:24, 4 ივლისი 2018-ის ვერსია

ვახტანგ შამილაძე (დ. 1935) — ქართველი ეთნოლოგი და კულტურის ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1986 წ.) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1979 წ.), პროფესორი (1986 წ.).

1959-1983 წლებში მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს - დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1984 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგეა, შეთავსებით მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ავტორია 7 მონოგრაფიისა და მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც განიხილავს ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი ზოგადთეორიულ ასპექტებს, ეთნოგრაფიულ მეთოდიკასა და მეთოდოლოგიურ საკითხებს. 1993 წლიდან აშშ-ში კავკასიურ კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრია, 1977 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია თბ., 2002, გვ. 918