ფოლოცი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფოლოცი''' — (ფოლორცი) ქუჩის აღმნიშვნელი საქალაქო ტერმინია. ფ...
(განსხვავება არ არის)

16:31, 3 ივლისი 2018-ის ვერსია

ფოლოცი — (ფოლორცი) ქუჩის აღმნიშვნელი საქალაქო ტერმინია. ფოლოცის ურბანისტიკულ ტერმინად გახდომა ემთხვევა ფეოდალური ქალაქის წარმოქნისა და ზრდა-ჩამოყალიბების პროცესის დამთავრების ხანას - IX საუკუნე-XI საუკუნეებში, როცა ხდება საქალაქო ტერმინთა ჩამოყალიბება და წარმოქმნა. ფოლოცი თბილისის ისტორიის ამსახველ მასალაში პირველდ გვხდება ჟამთააღმწერელთან 1226-1228 წლებში თბილისში ჯალალედინის შემმუსვრელი შემოსევების დროს:„ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაუთრგუნვოდეს... ესოდენ მძინვარედ მოსვრიდა, რომელ სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი...“ ჟამთააღმწერელი ასევე მოგვითხრობს, რომ დემეტრე II-ს ჩვევად ჰქონია ღამით თბილისის ქუჩებში სიარული, რომლის დროსაც ქუჩაში მყოფ გლახაკებს მოწყალებას აძლევდა: „... ყოველთა უწყოდის მოწყალება მეფისა, და გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხვივნენ მეფესა.“ ვახუშტი ბატონიშვილი თბილისის გარეგანი სახის გადმოცემისას ამბობს, რომ თბილისი იყო „...ქალაქი ვიწრო, ფოლორცნი უშუერნი.“ ფოლოცი (ფოლორცი) თბილისში ქუჩის აღმნიშვნელ ტერმინად თითქმის XX საუკუნემდე შემორჩა. სულხან-საბა ორბელიანი, ფოლორცს ასეთ განმარტებას აძლევს: „ფოლორცი - შუკა“.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ.875